განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/51-19 10 მაისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ყა------–---–-;
დაცვის მხარე - ალ----ა ბ--------რი
ბრალდებული - და--- მ------ს ძე მ---------- (დაბადებული 1--- წლის 20 ა------ოს, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, კ----- წ--–-- კომპანიის დაცვის თანამშრომელი, მცხოვრები ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში, პენიტენცი----- დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 14 ა------ოს, დაახლოებით 19:00 საათზე ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში მდებარე და--- მ---------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, და--- მ----------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ტანის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები ვ-–- მ----------ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ყაზბეგის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა - განზრახ მკვლელობა:
2.1. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა და--- მ----------მ თავი არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ბრალად შერაცხულ დანაშაულში, გამოიყენა დუმილის უფლება. ბრალდებული და--- მ---------- დაეთანხმა ადვოკატის დასკვნით სიტყვას, რომლითაც ადვოკატმა მოითხოვა ბრალდებულ და--- მ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2.2. სასამართლო მთლიანად ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულ და--- მ---------ის ბრალეულობა, განსახილველი დანაშაულის შემადგენლობის ყველა რელ----ტური ელემენტის მიმართ მთლიანად დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების, შეხვედრის ფარული ჩანაწერის შედეგად მოპოვებული ვიდეო ფაილის გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის, ექსპერტის დასკვნების ერთობლიობაში გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, კერძოდ:
2.3. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული გი------ მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის და და--- მ---------- არიან ძმების შვილიშვილები. ვ-–- მ---------- უფრო გარეთა ბიძა–---–ია. ის და---სთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ვ-–- მ----------სთან. და--- მ---------- ბავშობიდან იყო წყნარი, გულჩათხრობილი, არ იყო მოჩხუბარი, კონფლიქტური. სიმთვრალეში მისი ჩხუბი არ გაუგია, ის ყველასგან გამოარჩევდა და--- მ----------ს, მას დიდ პატივს სცემდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ვ-–- მ---------- სხვანაირი პიროვნება იყო, მართალია ბავშობაში იყო კონფლიქტური, მაგრამ შემდეგ მოიყვანა ცოლი და შეიცვალა, კონფლიქტური აღარ იყო, იყო ჭკვიანად. მოწმის განმარტებით, ის არის ხელოსანი და იმ პერიოდში მუშაობდა ვ-–- მ----------სთან ერთად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე. ის ამუშავებდა ვ-–- მ----------ს, რომელსაც ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი და მატერიალურად უჭირდა, ისიც მისი ძმა იყო და ეხმარებოდა. უ-- მ---------- არის და--- მ---------ის ალალი ბიძა–---–ი, რომელიც ყოველდღე სვამს და ლოთია. 2018 წლის 14 ა------ოს, საღამოს საათებში, იგი, ვ-–- მ---------- და უ-- მ---------- (სამივე იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში) მივიდნენ ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში მდებარე მჟავე წყალთან, სადაც აგრძელებდნენ არყის დალევას. მალევე მჟავე წყალთან მივიდა და--- მ----------, მისი კუთვნილი „ტ-------ა რავ-4“-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც გაჩერდა მათგან ახლოს და იცინოდა. და--- მ---------- მანქანიდან არ გადმოსულა, მან დაასიგნალა, რა დროსაც ვ-–- მ----------მ ხელის ჟესტიკულაციით ანიშნა, რატომ ასიგნალებდა იგი. იმავდროულად, ვ-–- მ---------- წავიდა და--- მ---------ის ავტომობილის მიმართულებით, გამოაღო ავტომობილის წინა მარცხენა კარი და ჩაჯდა მანქანაში მძღოლის გვერდით. მას შემდეგ, რაც ვ-–- მ---------- ჩაუჯდა და--- მ----------ს მანქანაში, ვ-–- მ----------მ ხელი გაარტყა სახის არეში და--- მ----------ს. გი------ მ---------ის განმარტებით, მას არ გაუგია, თუ რაზე საუბრობდნენ ამ დროს ვ-–- მ---------- და და--- მ----------, ან რის გამო გაარტყა ვ-–- მ----------მ ხელი და--- მ----------ს. ხელის დარტყმისთანავე გი------ მ---------- წავიდა და--- მ---------ის ავტომობილის მიმართულებით და გამოაღო ავტომობილის წინა მარცხენა კარი, რა დროსაც დაინახა, რომ და--- მ----------ს მოსდიოდა სისხლი. გი------ მ----------მ მაშინვე გადმოიყვანა ავტომობილიდან ვ-–- მ---------- და ცდილობდა მის დაწყნარებას, მაგრამ იგი იყო გაბრაზებული და ამ დროს მან ფეხი ჩაარტყა და--- მ---------ის ავტომანქანის წინა მარცხენა ფრთას, რა დროსაც მანქანის წინა მარცხენა ფრთა ოდნავ დაზიანდა. ამ დროს და--- მ---------- ისევ მანქანაში იჯდა, ხმას არ იღებდა და მას შემდეგ, რაც ვ-–- მ---------- მოშორდა ავტომობილს, და--- მ----------მ დატოვა ტერიტორია. აღნიშნულიდან დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, გი------ მ----------, ვ-–- მ---------- და უ-- მ----------, გი------ მ---------ის მართვის ქვეშ მყოფი „ო---–---------ს“ მარკის ავტომობილით გაემართნენ უ-- მ---------ის სახლის მიმართულებით, რადგან იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და უნდა დაეტოვათ სახლში. გი------ მ---------ის ჩვენებით, უ-- მ---------- გზაში იყო მშვიდად და ნანობდა მომხდარი კონფლიქტის გამო, რადგან ბიძა–---–ს - და--- მ----------ს გაარტყა ხელი. გზაშივე, ვ-–- მ----------მ იტირა კიდეც და პირობა მისცა გი------ მ----------ს, რომ არავითარი კონფლიქტი აღარ მოხდებოდა და იგი შეურიგდებოდა და--- მ----------ს, რომელსაც მოუხდიდა ბოდიშს მომხდარის გამო. ისინი როდესაც უ-- მ---------ის სახლს მიუახლოვდნენ, გი------ მ----------მ მანქანა გააჩერა უ-- მ---------ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინ, ისე, რომ ავტომობილის უკანა კარი იყო პარალელურად განლაგებული უ-- მ---------ის ჭიშკრის კარის წინ. გი------ მ---------ის განმარტებით, უ-- მ---------ის და და--- მ---------ის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ერთმანეთის გვერდიგვერდ, თუმცა ჭიშკრები დაშორებულია ერთმანეთისგან. როდესაც უ-- მ---------ის საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერდნენ, მანქანაში საჭესთან იჯდა გი------ მ----------, მის გვერდით იჯდა ვ-–- მ----------, ხოლო უკანა სავარძელზე, ნახევრად გადაწოლილ მდგომარეობაში იჯდა უ-- მ----------, რომელსაც სიმთვრალის გამო ეძინა. მანქანის გაჩერებისთანავე, გი------ მ----------მ დაიწყო უ-- მ---------ის გაღვიძება და მალევე დაინახა, რომ და--- მ---------ის სახლის მხრიდან მათი მიმართულებით მიდიოდნენ - და--- მ---------ის დედა - ი---- მა------–ვილი, მის უკან და---ს მამა - მ------ მ---------- და ოდნავ უკან მერაბ მ---------ის გვერდულად, თვითონ და--- მ----------. ი---- მა------–ვილი ავტომანქანას მიუახლოვდა და მივიდა ვ-–- მ----------სთან, რომელსაც დაუწყო ხმამაღლა საუბარი, ლანძღვა, წყევლა და ეჩხუბებოდა იმის გამო, თუ რატომ დაარტყა ხელი და--- მ----------ს. ვ-–- მ---------- ამ დროს ჩუმად იჯდა, არ იყო აგრესიული და ი---- მა------–ვილისთვის ხმა არ გაუცია, თავი ჰქონდა ჩაღუნული და უსმენდა. იმ დროს, როდესაც ი---- მა------–ვილი ვ-–- მ----------ს ლანძღავდა, მერაბ მ---------- და და--- მ---------- იდგნენ ავტომობილის წინა მარჯვენა მხარეს, საითაც იჯდა ვ-–- მ----------. აღნიშნულის შემდეგ და--- მ----------მ დედამისს - ი---- მა------–ვილს მიუთითა, რომ გასცლოდა იქაურობას და შესულიყო სახლში, რაზეც ი---- მა------–ვილი მოსცილდა ავტომობილს რამდენიმე მეტრით და სანამ გი------ მ---------- მანქანიდან გადმოვიდოდა, ი---- მა------–ვილი და მერაბ მ---------- დაინახა ავტომობილის წინ, ოდნავ მოშორებით. ამ დროს და--- მ---------- მივიდა ავტომობილის წინა მარჯვენა კართან, ორივე ხელის იდაყვებით დაეყრდნო ავტომობილს, თავი ნახევრად შეყო ავტომობილში, რა დროსაც ვ-–- მ----------მ ხმამაღლა შეაგინა მას, დედის მისამართით და უსაყვედურა, თუ ,,რა იყო, რა გჭირს, მოგივიდა“-ო, რაზეც მან იფიქრა, რომ ალბათ და---მ თქვა სახლში, რაც მოხდა იმ დღეს და ი---- მა------–ვილი ამიტომ ლანძღავდა ვ-–- მ----------ს. ვ-–-ს გინებაზე, და--- მ----------ს რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ აღნიშნულის შემდეგ და---ს დედა - ი---- მა------–ვილი ისევ მიბრუნდა მანქანასთან და გააგრძელა ვ-–- მ---------ის ლანძღვა. ამ დროს, და--- მ---------- მანქანასთან გვერდულად იმყოფებოდა და ცდილობდა დედამისის და მამამისის სახლში გაშვებას. როდესაც ი---- მა------–ვილი მეორედ მოსცილდა ავტომანქანას და და---ს მშობლები მოშორებით დადგნენ მათგან, გი------ მ---------- გადმოვიდა მანქანიდან, შემოუარა მას უკანა მხრიდან და გადმოიყვანა უ-- მ----------, რომელიც სიმთვრალის გამო გონზე არ იყო. ამ დროს ვ-–- მ---------- მანქანაში იჯდა. ყველაზე ახლოს ვ-–- მ----------სთან იყო და--- მ----------, მათ შორის არავინ არ იდგა, და--- იყო ფანჯარაზე დაყრდნობილი ვ-–- მ---------ისკენ, ხოლო და---სგან მისი მშობლები დაცილებულები იყვნენ რამდენიმე მეტრით. იმ ადგილას სხვა პიროვნება არ იყო, უ-- მ---------ის სახლის ჭიშკრის შიგნით იყო უ-- მ---------ის რძალი, მ-----ა მ---------ის ცოლი, შ-------. იმ დროს, როდესაც მას უ-- მ---------- მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში შეჰყავდა, შ------- ა--------–ვილი, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობს, იმყოფებოდა ეზოს კარებთან და როდესაც უ-- ეზოში შეიყვანა, ის მას უკან არ გაჰყოლია. გი------ მ----------მ უ-- მ---------- შეიყვანა სახლის ეზოში და უნდოდა მისი სახლში შეყვანაც, რა დროსაც მოესმა კივილის, წივილის ხმა, კერძოდ, და---ს დედა, ი---- მა------–ვილი ყვიროდა: „ეს რა ქენი შვილო, ეს რა გააკეთე და---“-ო, თან ორივეს სახელს ,,და---ს“ და ,,ვ-–-ს“ იძახდა. რაზეც გი------ მ---------- მაშინვე ისევ ქუჩისკენ გაიქცა და როდესაც ჭიშკარი გადალახა, დაინახა, რომ და--- მ---------- მირბოდა თავისი სახლის მიმართულებით (მას დანა ან სხვა საგანი ეჭირა თუ არა ხელში, არ მიუქცევია ყურადღება და არ დაუნახავს). გი------ მ---------ის განმარტებით, ამ დროს მის სარგებლობაში არსებული „ო---–---------ს“ მარკის ავტომობილის წინა მარჯვენა კარი იყო ღია, საიდანაც ვ-–- მ----------ს მარჯვენა ფეხი ჰქონდა გადმოდგმული და ცდილობდა მანქანიდან გადმოსვლას. მას ვ-–- მ---------ის ხელში იმ მომენტში დანა არ დაუნახია. ერთხელ მოახერხა მან ოდნავ წამოდგომა და მაშინვე ისევ უკან, დაეცა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, ანუ იქ, სადაც მანამდე იჯდა. გი------ მ----------მ მაშინვე გადმოიყვანა ვ-–- მ---------- ავტომანქანიდან და დააწვინა მანქანის უკანა მარცხენა მხარეს, ამავდროულად ითხოვდა დახმარებას. დაახლოებით 10 წუთში გი------ მ----------მ, ხმაურზე დასახმარებლად მისულ ხალხთან ერთად ვ-–- მ---------- მოა---ვსა თავის ავტომანქანაში უკანა სავარძელზე, რომლის საჭესთანაც თავდაპირველად ო---- მ---------- დაჯდა, ხოლო ვინაიდან ის ვერ მართავდა სიჩქარეთა მექანიკურ გადამრთველ კოლოფს, მას გზაში შეენაცვლა გი------ მ----------. მათ ვ-–- მ---------- მიიყვანეს ყაზბეგის საავადმყოფოში, სადაც გაიგეს, რომ იგი უკვე გარდაცვლილი იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გი------ მ----------მ ასევე აჩვენა, რომ ვინაიდან, 2018 წლის 14 ა------ოს, დილის საათებიდანვე, ის, ვ-–- მ---------- და უ-- მ---------- ერთად იმყოფებოდნენ, დანამდვილებით შეუძლია იმის თქმა, რომ ვ-–- მ----------ს თან არ ჰქონია არც დანა და არც რაიმე სხვა მჩხვლეტავი საგანი. იმ შემთხვევაში, თუ ვ-–- მ----------ს დანა ექნებოდა თან, მას აუცილებლად ეცოდინებოდა, რადგან მთელი დღე ერთად გაატარეს და ერთხელ მაინც ამოიღებდა ჯიბიდან. ამავდროულად, დანა არც უ-- მ----------ს და არც თვითონ არ ჰქონიათ, ის დანას არ ატარებდა. მას არც სალონში ჰქონია რაიმე მჭრელი საგანი. მანქანის საბარგულში ჰქონდა ხოლმე სამუშაო იარაღები, მაგრამ მის მანქანაში სალონიდან საბარგულში გადასვლა იყო შეუძლებელი.
2.4. და--- მ---------ის მამამ, რ----- მ----------მ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას, - (გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმი, რომელიც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ) და დედამ ი---- მა------–ვილმა განმარტეს, რომ 2018 წლის 14 ა------ოს, დაახლოებით 19:00 საათზე, როდესაც იმყოფებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლში, და--- მ---------- კუთვნილი „ტ-------ა რავ-4“-ს მარკის ავტომანქანით შევიდა ეზოში. რ----- მ---------- და მისი მეუღლე ი---- მა------–ვილი მაშინვე გავიდნენ გარეთ, რა დროსაც ნახეს, რომ და--- მ----------ს ლურჯი ფერის მაისური იყო სისხლით დასვრილი, და---ს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და მოსდიოდა სისხლი. და---მ რ----- მ----------ს და ი---- მ----------ს უამბო, რომ როდესაც ბრუნდებოდა სახლში, გზად გორის ციხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მისი ბიძა–---–ი გი------ მ----------, ვ-–- მ---------- და უ-- მ----------. შეხვედრისას ვ-–- მ----------მ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და--- მ----------ს, რის შემდგომაც ხელი გაარტყა სახის არეში. აღნიშნულზე და--- მ---------- მაშინვე წავიდა თავისი სახლის მიმართულებით, ისე, რომ პასუხი არ გაუცია ვ-–- მ---------ისათვის. რ----- მ---------ის და ი---- მა------–ვილის განმარტებით, სახლში დაბრუნების შემდგომ და--- მ----------მ დაიბანა ხელ-პირი და გაიხადა ლურჯი ფერის სისხლიანი მაისური, რომელიც ი---- მა------–ვილმა ჩააგდო ეზოში მდგარ წყლიან ვედროში და დაიწყო მისი გარეცხვა. და--- მ---------ის სახლში მისვლიდან, მალევე რ----- მ----------მ და ი---- მა------–ვილმა გაიგეს, რომ მათ ჭიშკართან გაჩერდა ავტომანქანა. რ----- მ---------- და ი---- მა------–ვილი გავიდნენ ეზოში და დაინახეს მათი ჭიშკრიდან დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით გაჩერებული “ოპელი“-ს მარკის ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა გი------ მ----------, მის გვერდით ვ-–- მ----------, ხოლო უკანა სავარძელზე იწვა უ-- მ----------, რომელიც იყო ძალიან ნასვამ მდგომარეობაში და უკანა სავარძელზე ეძინა. ი---- მა------–ვილის და რ----- მ---------ის განმარტებით, როდესაც ი---- მა------–ვილი გავიდა ქუ--ში, მან გი------ მ----------ს სთხოვა, რომ წასულიყო იქიდან, რადგან არ უნდოდა, რომ და--- მ----------ს დაენახა ისინი. ი---- მა------–ვილის თხოვნაზე გი------ მ----------მ არაფერი მოიმოქმედა, რა დროსაც სახლიდან გავიდა ასევე და--- მ----------, რომელიც პირდაპირ ვ-–- მ----------სთან მივიდა, რომელიც ავტომობილიდან არ გადმოსულა. როდესაც და--- მ---------- მიუახლოვდა ვ-–- მ----------ს, დაუწყო მას ყვირილი, იმის გამო, თუ რატომ დაარტყა მას ხელი, რაზეც ვ-–- მ---------- აგინებდა და--- მ----------ს, რომელიც ასევე იგინებოდა ვ-–-ს მიმართულებით. ი---- მა------–ვილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ფაქტიურად მის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო. მოწმეთა განმარტებით, ორივე მათგანი, როგორც და--- მ----------, ასევე ვ-–- მ----------, რომელიც კვლავ იჯდა ავტომობილში ერთმანეთის ლანძღვა - გინების დროს იწევდნენ ერთმანეთზე. კონფლიქტის დროს და--- მ----------სა და ვ-–- მ----------ს შორის არავინ იდგა, ხოლო და---ს გვერდით იმყოფებოდა ი---- მა------–ვილი და მისი მეუღლე რ----- მ----------. ი---- მა------–ვილის განმარტებით, მან კონფლიქტის დროს და--- მ----------ს შეატყო, რომ ვ-–-ს მხრიდან მის მიმართ გამოხატული შეურაცყოფის და დამცირების გამო ის გაბრაზდა და გახდა აგრესიული ვ-–-ს მიმართ, რა დროსაც თვითონაც აგინებდა ვ-–- მ----------ს. ი---- მა------–ვილის და რ----- მ---------ის განმარტებით, ისინი კონფლიქტის დროს წავიდნენ სახლის მიმართულებით, ხოლო როდესაც თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შედიოდნენ ქუჩიდან გაიგეს კივილის და ჩოჩქოლის ხმები. გი------ მ---------- ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას. ი---- მა------–ვილის განმარტებით, მას ეზოდან გამოსვლის შემდგომ და--- მ---------- აღარ დაუნახავს, ხოლო რ----- მ---------- აცხადებს, რომ იგი გი------ მ---------ის მანქანის სიახლოვეში იდგა. მათი განმარტებით, მომხდარი ფაქტის შემდგომ და--- მ---------- სახლში აღარ მისულა. ი---- მა------–ვილმა დაკითხვის დროს ასევე განმარტა, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ, იმ ღამეს ის და მისი ოჯახის წევრები წავიდნენ სახლიდან ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონში, რადგან ეშინოდათ და--- მ---------ის მიერ ჩადენილი ქმედების გამო ვ-–- მ---------ის ახლო ნათესავებს არ აეღოთ სისხლი მათი ოჯახის რომელიმე წევრისგან, ანუ ეშინოდათ შურისძიების. შესაბამისად, ი---- მა------–ვილმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ სწორედ და--- მ----------მ მოკლა ვ-–- მ----------. ი---- მა------–ვილის და რ----- მ---------ის განმარტებით, მათ დანა და--- მ---------ის ან ვ-–- მ---------ის ხელში არ დაუნახავთ, ასევე არც სხვა რომელიმე იქ მყოფი პირის ხელში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ი---- მა------–ვილმა არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმი იმ ნაწილში, რომ ის, მისი მეუღლე, რ----- მ---------- და და--- მ---------- გარეთ გავიდნენ მხოლოდ ავტომანქანის ხმაზე. მოწმემ აჩვენა, რომ მათ გაიგეს ავტომანქანის ხმა და შემდეგ ,,და---“, ,,და---“-ს შეყვირების ხმაც, რის შემდეგაც ისინი გავიდნენ გარეთ.
2.5. სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული, შ------- ა--------–ვილის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ა------ოს იმყოფებოდა სოფელ ტ----–---ში, მის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს და--- მ---------ის საცხოვრებელი სახლის მეზობლად. დაახლოებით 18:00 დან 19:00 საა---მდე დროის მონაკვეთში, მან გაიგო მანქანის გაჩერების ხმა, შემდეგ ხმაური და ,,და---“, ,,და---“-ს სახელის დაძახების ხმა. ის როდესაც გავიდა გარეთ, და--- მ---------- იყო მანქანის სიახლოვეს. მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს კარების წინ გაჩერებული ა/მანქანის საჭესთანაც იჯდა გი------ მ----------, მის გვერდით ვ-–- მ----------, ხოლო უკანა სავარძელზე შ------- ა--------–ვილის მაზლი უ-- მ----------. ვ-–- მ---------ის მხარეს იდგა და--- მ----------. ვ-–- მ----------მ დაუძახა და--- მ----------ს, რომელიც მივიდა მასთან ახლოს და ისე, რომ ა/მანქანიდან არ გადმოსულა, დაუწყო გინება და უშვერი სიტყვებით ლანძღვა, რაზედაც და--- მ---------- ეკითხებოდა, თუ რატომ აგინებდა მას, ხოლო ვ-–- მ---------- აგრძელებდა უშვერი სიტყვებით და--- მ---------ის ლანძღვას და აგინებდა მას დედის მისამართით. გი------ მ---------- მათ საუბარში არ ერეოდა, აღნიშნული ფაქტი ხდებოდა შ------- ა--------–ვილის სახლის ეზოს კარებთან, წინა მხარეს. აღნიშნული ხმამაღალი საუბრის დროს შ------- ა--------–ვილი მივიდა ვ-–- მ----------სთან და უთხრა, რომ ნუ აგინებდა და--- მ----------ს, ასევე სთხოვა შეეწყვიტა მისი შეურაცხყოფა, რაზედაც ვ-–- მ----------მ შეწყვიტა გინება და გაჩუმდა. შ------- ა--------–ვილის და ვ-–- მ---------ის საუბრისას ა/მანქანასთან, ასევე იმყოფებოდნენ და--- მ----------, მისი დედ-მამა ი---- მა------–ვილი და რ----- (მ------) მ----------. და---მ მას და და---ს მშობლებს უთხრა, რომ მათი საქმე არ იყო და წასულიყვნენ სახლში და თავად მოაგვარებდა თავის საქმეს. შ------- ა--------–ვილი სთხოვდა და---ს, რომ ვ-–- მ---------ისთვის თავი დაენებებინა, რომ სიტუაცია არ გამწვავებულიყო. შ------- ა--------–ვილი შევიდა მისი სახლის ეზოში, ხოლო და--- მ---------ის მშობლები ოდნავ მოშორდნენ ავტომობილს, თუმცა სახლში არ შესულან. შ------- ა--------–ვილი ეზოში შესვლის შემდგომ ვიზუალურად ვერ ხედავდა ა/მანქანას და იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ესმოდა ხმაური. მალევე მის ეზოში შევიდა გი------ მ----------, რომელსაც მიჰყავდა სიმთვრალისგან უგონო მდგომარეობაში მყოფი უ-- მ----------, რომელიც შეიყვანა სახლში და მალევე დაბრუნდა უკან ა/მანქანაში. შ------- ა--------–ვილს, ეზოში ყოფნის დროს ესმოდა, რომ ი---- მა------–ვილი სთხოვდა და--- მ----------ს სახლში წაყოლას, რაზედაც და--- პასუხობდა, რომ ისინი შესულიყვნენ სახლში, ხოლო თვითონ უნდა მოეგვარებინა საქმე ვ-–- მ----------სთან. ამის შემდგომ შ------- ა--------–ვილი რამდენიმე წამით შევიდა სახლში, ხოლო როდესაც გამოვიდა უკან ეზოში, ქუჩიდან გაიგო ი---- მა------–ვილის განწირული კივილის ხმა (რას კიოდა ვერ იხსენებს), რაზედაც მაშინვე აირბინა ქუჩისკენ და დაინახა ვ-–- მ----------, რომელიც უკვე იყო ძირს, გზაზე დაწვენილი, უგონო მდგომარეობაში მისი სახლის ეზოს კარების გასწვრივ ოთხ-ხუთ მეტრში და ჭრილობა აღენიშნებოდა მუცლის არეში. მას თავზე ედგა გი------ მ----------, რომელიც ყვიროდა, რომ დაერეკათ სასწრაფოში, ი---- მა------–ვილი კიოდა, ხოლო რ-----ი (მ------) მ---------- თავში ირტყამდა ხელებს და ყვიროდა „და---, ეს რა გააკეთე“-ო, ხოლო და--- მ---------- უკვე არ იმყოფებოდა ტერიტორიაზე და იყო გაქცეული. შ------- მ----------მ, ყოველივე აღნიშნულის დანახვისთანავე გაიფიქრა, რომ ვ-–- მ---------- დაჭრა და--- მ----------მ, ვინაიდან ის ცუდად აგინებდა და---ს და კონფლიქტი მიმდინარეობდა მათ შორის, ასევე ხალხისგან გაიგო, რომ და---მ მოკლა ვ-–-. ამასთან, მათ იმ დღეს, როგორც გაიგო მოსვლიათ ჩხუბი, რა დროსაც ვ-–-მ და---ს გაარტყა ხელი, რის გამოც იყო დაძაბული მდგომარეობა მათ შორის. ზემოაღნიშნულის შემდგომ შ------- ა--------–ვილმა დარეკა 112-ში და ითხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება.
2.6. სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული, ც------ მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ა------ოს, საღამოს საათებში იმყოფებოდა ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში არსებული სკოლის ეზოში, შვილიშვილთან ერთად, რა დროსაც დაინახა, რომ უ-- მ---------ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან გაჩერდა გი------ მ---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, სადაც ისხდნენ გი------ მ----------, ვ-–- მ---------- და უ-- მ----------. ვ-–- მ---------ის მხარეს ც------ მ----------მ დაინახა და--- მ----------, რომელთაც ერთმანეთში ჰქონდათ კონფლიქტი (ისინი აგინებდნენ ერთმანეთს). და--- მ---------- იდგა ვ-–- მ---------ის კარებთან. მათ შორის მანძილი იქნებოდა ნახევარი მეტრი. და--- მ---------- იდგა გარეთ. და---სა და ვ-–-ს შორის არავინ არ იდგა. ამ დროს ც------ მ---------- საპირისპირო მიმართულებით წავიდა, საითაც გაემართა მისი შვილიშვილი, რა დროსაც მოესმა ხმაური იმ მხრიდან, სადაც იყვნენ და--- და ვ-–- მ----------ები. ადგილზე მისვლისას ც------ მ----------მ ნახა, რომ ვ-–- მ---------- იწვა მიწაზე და იქ მყოფი ხალხი ცდილობდა მის დახმარებას. მალევე გი------ მ---------ის ავტომობილით, ო---- და გი------ მ----------ებმა შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს ვ-–- მ----------. ც------ მ---------ის განმარტებით, როდესაც იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა, იქ მყოფი პირებისგან გაიგო, რომ და--- მ----------მ დაჭრა ვ-–- მ----------. ასევე, მანქანასთან იყვნენ და--- მ---------ის მშობლები. ც------ი მ----------მ განმარტა, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ, საღამოს საათებში ნახა და--- მ----------, რომელმაც მას შემდგომ, რაც გაიგო ვ-–- მ---------ის გარდაცვალების ამბავი, მას უთხრა, რომ აპირებდა პოლიციისათვის ჩაბარებას ვ-–- მ---------ის მკვლელობის გამო. კ--- ა--------–ვილს დაარეკინა პოლიციაში. და--- მ---------- თავისი ნებით ჩაუჯდა პოლიციის უფროსს მანქანაში და წავიდნენ.
2.7. სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული, კ--- ა--------–ვილის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ა------ოს იმყოფებოდა ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ქუჩიდან მოესმა ხმაური (ყვირილი), ხოლო როდესაც გავიდა, უ-- მ---------ის საცხოვრებელ სახლთან იდგა და--- მ---------ის ავტომობილი, ხოლო ავტომობილის გვერდით მიწაზე იწვა დაჭრილი ვ-–- მ----------, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გი------ მ---------ის ავტომობილით წაიყვანეს გი------ და ო---- მ----------ებმა. კ--- ა--------–ვილმა აჩვენა, რომ იგი ო---- მ----------ს დაეხმარა ავტომობილის მოტრიალებაში. მოწმის ჩვენებით, მომხდარი ფაქტის შემდგომ, დაახლოებით 5-10 წუთში ის მივიდა და--- მ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც კიბეებზე იჯდა, შემდეგ შემოვიდა ც------ი მ----------. და--- მ----------მ მას უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა ვ-–- მ----------სთან, ვ-–-მ დაარტყა, ის კი მშვიდად წავიდა სახლში, შემდეგ თუ რა მოხდა აღარ გაუგრძელებია, ის, რომ და---მ დანა დაარტყა ვ-–- მ----------ს, საქვეყნოდ იყო ცნობილი და ამ თემაზე აღარ ულაპარაკიათ. კ--- ა--------–ვილმა ურჩია და--- მ----------ს, რომ ჩაბარებოდა პოლიციას, რაზეც და--- მ----------მ უთხრა, რომ ჩაბარდებოდა მხოლოდ ყაზბეგის პოლიციის უფროსს ბ------ ა--------–ვილს, რომელსაც დაუკავშირდა კ--- ა--------–ვილი და უთხრა, რომ ვ-–- მ---------ის მკვლელობის გამო და--- მ----------ს სურდა პოლიციისათვის ჩაბარება. აღნიშნულის შემდგომ და--- მ---------- წავიდა სახლიდან მინდვრების მიმართულებით, მდინარისკენ, სადაც იმყოფებოდა დაახლოებით 40 წუთი, ხოლო, როდესაც ბ------ ა--------–ვილი მივიდა ადგილზე, და--- მ---------- დაბრუნდა და თავად ჩაუჯდა ავტომობილში. კ--- ა--------–ვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ როდესაც და--- მ---------- ნახა მის ეზოში, იქ ასევე იმყოფებოდა ი---- მა------–ვილი, ეზოში დადიოდა. მოწმის ჩვენებით, და--- მ---------- იყო ძლიერი ბიჭი, ტურნირზე ვარჯიშობდა, მას ერთი ხელით ჰქონდა აწეული მძიმე, 50 კგ. გირი.
2.8. სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული ო---- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ა------ოს, ის, როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაინახა, რომ უგონო მდგომარეობაში მიწაზე იწვა ვ-–- მ----------, რომელიც დაჭრილი იყო გულ-მკერდის არეში, ძალიან აღელდა. ის დაეხმარა გი------ მ----------ს, რომ ვ-–- მ---------- გადაეყვანათ სასწრაფოდ საავადმყოფოში. თავიდან ის დაჯდა მანქანის საჭესთან, მაგრამ თავის საცხოვრებელ სახლთან გააჩერა მანქანა, რომელიც იყო მექანიკა და ვერ მართავდა, საჭესთან დაჯდა გი------ მ----------, ის გაყვა მას თავისი ავტომანქანით. ვ-–- მ---------- შეიყვანეს კლინიკაში, მაგრამ იქიდან გამოსულმა ექიმმა მათ უთხრა, რომ ვეღარაფრით დაეხმარებოდნენ. როგორც შემდეგ გაიგო, ნათესავებს, და--- მ----------ს და ვ-–- მ----------ს მოსვლიათ ერთმანეთში კონფლიქტი. მან არ იცის მომხდარი შემთხვევის დეტალები. მოწმის განმარტებით, და--- მ----------ს ეტყობოდა რომ იყო ფიზიკურად ძლიერი, ხოლო ვ-–- მ---------- ფიზიკურად არ იყო ძლიერი.
2.9. 2018 წლის 14 ა------ოს და--- მ---------- მიყვანილი იქნა შსს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში, რის შემდგომაც შსს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მ-----– ფ--------–--ლის მიერ, ფარული საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა მისი ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა, რა დროსაც და--- მ----------მ განმარტა, რომ კონფლიქტი მოუვიდა ვ-–- მ----------სთან, რის შემდეგაც ვ-–- მ---------- მივიდა და--- მ---------ის სახლთან, რა დროსაც და--- მ----------ს და მას კვლავ მოუხდათ ერთმანეთთან შელაპარაკება. როგორც და--- მ----------მ განმარტა, მან დაჭრა ვ-–- მ----------, თუმცა დეტალებს ვერ იხსენებდა. და--- მ---------ის თქმით, მას ხელში დანა არ ეჭირა და შესაძლოა ვ-–- მ---------ის ხელთ არსებული დანით მოახდინა ვ-–- მ---------ის დაჭრა. მისი განმარტებით, ის ძალიან განიცდიდა მომხდარ ფაქტს და თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა ამის გამო.
2.10. სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული, შსს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მ-----– ფ--------–--ლის ჩვენებით, მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ და--- მ----------სთან განახორციელა ფარული საგამოძიებო ღონისძიება - ვიდეო/აუდიო ჩაწერა და დამატებით აჩვენა, რომ ვიდრე აღნიშნული ღონისძიება დაიწყებოდა, იგი პირადად გაესაუბრა და--- მ----------ს, რომელმაც უთხრა, რომ დანით დაჭრა ვ-–- მ----------, რადგან ვ-–-მ ჯერ იმ დღეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ, მანქანასთან აგინა მშობლების თანდასწრებით, რაც ვეღარ მოითმინა და ჩაიდინა დანაშაული, თუმცა დანა როგორ აღმოჩნდა მის ხელში, ვერ იხსენებდა. მ-----– ფ--------–--ლმა ასევე და--- მ---------ისგან გაიგო, რომ დანა მან მომხდარი ფაქტის შემდგომ გადააგდო მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდვრებში, თუმცა კონკრეტულ ადგილს არ ასახელებდა. მ-----– ფ--------–--ლმა ისაუბრა ასევე და--- მ---------ის პიროვნებაზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული გადაცდომებისათვის არაერთხელ იყო და--- მ---------- წარსულში დაკავებული, ხშირ შემთხვევაში ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვისათვის, აგრეთვე პოლიციის წინააღმდეგობისთვის, ხოლო ბოლოს მისი დაკავება განხორციელდა 2018 წლის მარტის თვეში, როდესაც იგი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს (უმისამართოდ იგინებოდა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ), აგრეთვე პოლიციისათვის გაწეული წინააღმდეგობის გამო. მ-----– ფ--------–--ლის ჩვენებით, 2018 წლის თებერვლის და მარტის თვეში მოხდა ასევე და--- მ---------ის მიმართ შემაკავებელი ორდერების გამოწერა მამის რ----- მ---------ის შეურაცხყოფის გამო.
2.11. 2018 წლის თებერვლის და მარტის თვეებში და--- მ---------ის მიმართ შემაკავებელი ორდერების გამოწერა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და პოლიციის წინააღმდეგობისთვის მისი დაკავება დაადასტურა შსს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა თ------ კ--------მ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ღონისძიებებში. მან განმარტა, რომ ორივე შემთხვევაში და--- მ---------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერას საფუძვლად დაედო მშობლების შეტყობინება და მოწოდებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ და--- მ----------ს უნდოდა ავტომობილის წაყვანა, რის საშუალებას არ აძლევდა მამამისი რ----- მ----------, რომელსაც ორივე შემთხვევაში აგინა და--- მ----------მ. ხოლო, 2018 წლის მარტის თვეში, და--- მ----------მ ლანძღვა-გინება ქუ--ში განაგრძო, არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და მა---ც გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც იქნა დაკავებული.
2.12. სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული, უ-- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ და--- მ---------- არის მისი ალალი ბიძა–---–ი, ხოლო ვ-–- და მისი ძმა, ვ--–--ო მ----------ები არიან მისი გარე ბიძა–---–ები. მას საერთოდ არაფერი არ ახსოვს შუადღის შემდეგ, თუ რა მოხდა, ის იყო უგრძნობი მთვრალი და მანქანაში ეძინა. იმ დღეს ერთად იყვნენ ის, გი------ და ვ-–- მ----------ები. იმ დღეს ვ-–- მ----------ს დანა არ ჰქონია, მას არ დაუნახავს.
2.13. სასამართლოს სხდომაზე, მოწმეების სახით დაკითხულმა პირებმა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ზ-------------------------–---–---–---------------–---------------------------–---–--------------–-----–---- დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. ამასთან, მოწმეებმა მ-----------–---–---–-------------------მ დამატებით აჩვენეს, რომ და--- მ---------ის დედა, ი---- მა------–ვილი ტიროდა იმის გამო, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს ვ-–- მ----------მ გამოიყვანა მისი შვილი, და--- მ---------- მდგომარეობიდან და და---მ დაარტყა დანა ვ-–- მ----------ს.
2.14. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ვ-–- მ---------ის სიკვდილის მიზეზია: გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჭხვლეტი ჭრილობის შედეგად გულის დაზიანება და მისგან გამოწვეული სისხლდენის შედეგად განვითარებული პერიკარდიუმის ღრუს სისხლით ტამპონადა. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით მოქ. ვ-–- მ---------ის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 10 საათი.
მოქ. ვ-–- მ---------ის გვამს აღენიშნებოდა: გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის, დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის, გულის პერანგის და გულის დაზიანებით, თავისუფალი სისხლით და სისხლის კოლტებით გულის პერანგის და მუცლის ღრუებში, ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 19სმ.
ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობები: მარჯვენა წვივის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 34,5 სმ-ის დაშორებით კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზინებით ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან ქვემოდან ზემოთ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 7 სმ. (პირობითად ჭრილობა N2).
მარჯვენა წვივის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 36,5 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზინებით ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით -17 სმ. (პირობითად ჭრილობა N3).
მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის უკანა გარეთა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 75 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზინებით ჭრილობის არხი მიმართულებით უკანიდან წინ, მცირედ ზემოდან ქვემოთ და მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით -7 სმ. (პირობითად ჭრილობა N4).
მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზინებით ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით- 6 სმ.(პირობითად ჭრილობა N5).
ჭრილობების არხების შესაბამისად რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევებით.
ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის მე-3 თითის მიდამოში, კანის კანქვეშა ცხიმოვანი, კუნთოვანი ქსოვილის მე-3 თითის მყესის დაზიანებით (პირობითად ჭრილობა N6) სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ნაჭდევები, დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობები (პირობითად N1,2,3,4,5) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. პირობითად ჭრილობა N1 იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან. პირობითად ჭრილობა N2,3,4,5 როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
სხეულის სხვადასხვა მიდამოში არსებული ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
2.15. 2018 წლის 15 ა------ოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში, გზიდან მარჯვენა მხარეს, დაახლოვებით 30 მეტრის მანძილის მოგრუნტული გზის გავლით მიდიან შემთხვევის ადგილამდე სოფლის ორღობეში, სადაც გზის მარცხენა, ელექტრო განათების ბოძიდან, დაახლოებით 8 მეტრი მანძილის დაშორებით მოგრუნტული ნიადაგის ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა. აღნიშნული ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა ანაწმენდის აღება სპეციალური წკირის საშუალებით საკონტრლო წკირთან ერთად და ასევე ამოღებული იქნა ნიადაგის სისხლისმაგვარი ლაქებიანი ზედაპირი.
2.16. 2018 წლის 15 ა------ოს ი---- მა------–ვილის საცხოვრებელი სახლის, სახლის ეზოს და ეზოში არსებული დამხმარე სა---ვსოების ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: სახლის პირველ სართულზე განთავსებულ ჭურჭლის კარადაზე ნანახი 10 ცალი სხვადასხვა ზომის და სახეობის დანა, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარის მოპირდაპირედ გაბმული სარეცხის თოკზე გადაკიდებული ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და მომწვანო ფერის გრძელ მკლავებიანი მოსაცმელი, წ--–-- ნიმუში აღებული შავი ფერის ვედროდან და სახლის მეორე სართულზე, და--- მ---------ის საძინებელ ოთახში ნანახი 7 ცალი სხვადასხვა ფერის და ფორმაში მოკლემკლავებიანი მაისური და ერთი ცალი სპორტული შარვალი.
2.17. 2018 წლის 15 ა------ოს ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული იქნა გი------ მ---------ის მართვის ქვეშ არსებული ,,ო---–---------ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით V--------.
2.18. 2018 წლის 15 ა------ოს გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად, სასექციო მაგიდაზე გულაღმა მდგომარეობაში ასვენია სწორი აგებულების ზომიერი კვების მამრობითი სქესის გვამი. აცვია მოწითალო ფერის მოთეთრო წარწერებიანი მაისური, შავი ფერის გვერდებზე მოწითალო და თეთრზოლიანი მოკლეტოტიანი შარვალი, მორუხო მოშაო ფერის საცვალი და შავი ფერის წინდები. მარცხენა წინა მხარის ქვემომესამედში უკეთია მოთეთრო ფერის მეტალის სამაჯური, მესამე მტევნის მეოთხე თითზე უკეთია მოთეთრო ფერის მეტალის ბეჭედი, ასეთივე ბეჭედი უკეთია მარჯვენა მტევნის მეოთხე თითზე. კისერზე უკეთია შავ თასმაზე შებმული მატერიის ჯვარი. გვამის ხელის შეხებით ცივია, გვამური გაშეშება გამოსახულია სრულად, გვამური ლაქები მოლურჯო-მოიისფრო, გამოხატულია სხეულის უკან და გვერდით ზედაპირზე, გვამს გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მარჯვენა მტევნის მესამე თითის მიდამოში, მარცხენა წინამხარის წინა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის შიგნითა, წინა და გარე ზედაპირზე აღენიშნება ჭრილობები, მარჯვენა მხრის, მარცხენა მხრის, მარცხენა იდაყვის, მარცხენა მტევნის და წელის მიდამოებში აღენიშნება ნაჭდევები, ზედაკიდურებზე და გულმკერდის მიდამოში აღენიშნება ნაწიბურები.
2.19. 2018 წლის 16 ა------ოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა გი------ მ---------ის სარგებლობაში არსებული ,,ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით V--------, ავტომანქანის კარების გამოღებით იწყება სალონის დათვალიერება, წინა მარცხენა სავარძელზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ანალოგი----- სისხლისმაგვარი ლაქები შეინიშნება ავტომანქანის ბარის ჩარჩოზე, საჭეზე, წინა სავარძლებს შორის განთავსებულ ხელის დასადებზე ავტომანქანის უკანა სავარძლის შუა ნაწილზე დასაჯდომ ადგილზე და უკანა სავარძლის მარჯვენა დასაჯდომ ნაწილზე. ავტომანქანის უკანა სავარძელზე ასევე განთავსებულია მოლურჯო ფერის, შიდა მხრიდან მოწითალო ფერის კაპიშონიანი დუტის უმკლავებო ჟილეტი, რომელზეც შეინიშნება სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები.
2.20. 2018 წლის 3 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე ყაზბეგის რაიონის სოფელი ტ----–---ი, სოფლის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 20 მეტრში ხრეშიან მოგრუნტულ ადგილზე გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს უ-- მ---------ის სახლის რკინის ჭიშკარი, მის წინ მდებარეობს თემური ა--------–ვილის სახლი. უ-- მ---------ის სახლის ჭიშკრის გვერდით არის წყარო, ონკანიდან მოედინება წყალი. წყაროდან 23,5 მეტრში მდებარეობს და--- მ---------ის საცხოვრებელი სახლი. წყაროდან 50 მეტრში მდებარეობს ვ-–- მ---------ის საცხოვრებელი სახლი. და--- მ---------ისა და ვ-–- მ---------ის სახლებს შორის მანძილმა შეადგინა 73,5 მეტრი, წყაროდან ასფალტიდან გზამდე მანძილმა შეადგინა 20 მეტრი, ვ-–- მ---------ის სახლიდან ასფალტიან გზამდე არსებულ მოსაცდელამდის მანძილმა შეადგინა 10 მეტრი.
2.21. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N007542418 დასკვნის თანახმად, და--- მ---------- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს და--- მ----------ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით და--- მ---------- იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მართლსაწინაღმდეგო ქმედების ჩადენის დროს და--- მ---------- არ იმყოფებოდა ფიზიოლოგი----- აფექტის მდგომარეობაში.
2.22. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, და--- მ---------ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ზედა ტუჩის წითელ ყაეთანზე მარცხნივ კანის დონიდან მაღლა მდებარე მოწითალო-მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული ზოლისებრი ფორმის ნაჭდევი ზომით 1X0,2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღინიშნება მარჯვენა მტევნის პირველი თითის პროქსიმალური ფლანგის უკანა ზედაპირზე უსწორო ფორმის ზომით 0,4 X0,2 სმ. ქვედა ტუჩის წითელ ყაეთანზე თითქმის ცენტრალურად, გარდამავალი ამავე ტუჩის ლორწოვანზე აღინიშნება უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით 1 X0,3 სმ, დაფარული მოთეთრო ფერის ნადებით ირგვლივი მიდამო შეწითლებული, შეშუპებულია. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანება--- მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.23. ნივთიერება---, მალასა---, ნაკეთობა--- და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ი---- მა------–ვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ და--- მ---------ის მაისურის, (დალუქული N FCI 420224 ლუქით) წელის მიდამოში წინა მარცხენა მხარეს შიდა ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების წერტილოვანი გაფანტული რკინის (რკინა II) კვლები.
2.24. ბიოლოგი----- (გენეტიკური, სეროლოგი-----) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სპორტული ტიპის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N74-76) და მოწითალო ფერის მოკლესახელოებიანი მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N83) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N74,76-ის პროფილი და ვ-–- მ---------ის (ობ. N106) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N75, 83-ს პროფილი და და--- მ---------ის (ობ. N105) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, აუცილებელი მოგერიების დროს პირი მოქმედებს მიზანმიმართულად, აზიანებს განზრახ ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, რა დროსაც კუმულაციურად სახეზე უნდა იყოს სამი ნიშანი: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესი მდგომარეობით გამოწვეული მოქმედება, თავდაცვის სურვილი და აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობები: მართლსაწინააღმდეგო, რეალური, იმწუთიერი და რელ----ტური ხელყოფა.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას იმის შესახებ, რომ და--- მ----------მ ჭრილობები მიაყენა ვ-–- მ----------ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ვ-–- მ---------ის ხელთ არსებული დანით.
3.2. სასამართლო მთლიანად ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულ და--- მ---------ის ბრალეულობა, განსახილველი დანაშაულის შემადგენლობის ყველა რელ----ტური ელემენტის მიმართ მთლიანად დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, კერძოდ,3.3. სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაპყრობს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში მითითებულ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ბრალდებული და--- მ---------- თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, იყენებს დუმილის უფლებას, ეთანხმება ადვოკატის დასკვნით სიტყვას, რომლითაც დაცვის მხარე ითხოვს აუცილებელი მოგერიების გამო და--- მ---------ის გამართლებას, დაცვის მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ ადასტურებს და--- მ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ და--- მ----------მ დანით მიაყენა ჭრილობები ვ-–- მ----------ს, რის შემდეგაც ვ-–- მ---------- საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა, თუმცა დაცვის მხარე არ არის ბოლომდე გულწრფელი სასამართლოს წინაშე და სხვადასხვა ვერსიების შექმნით, რომ გი------ მ----------მ ვ-–- მ---------- მიიყვანა და--- მ----------სთან ურთიერთობის გარკვევის მიზნით, და--- მ---------- და მისი მშობლები სახლიდან გამოვიდნენ ,,და---“, ,,და---“-ს სახელის დაძახების ხმაზე, დანა ჰქონდა გი------ მ----------ს მანქანაში, რაც აიღო ვ-–- მ----------მ, ან თავად ვ-–- მ----------ს ქონდა დანა, მან მოიხმო თავისთან და--- მ----------, ამ დროს ვ-–- მ---------- აღებდა კარს, რომელსაც ხელთ ეკავა დანა, და--- მ----------, რომელიც ფხიზელ მდგომარეობაში ხედავდა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზიანების რეალურ საფრთხეს, ცდილობდა თავდაცვას დანამომარჯვებული პირისაგან, თუმცა შემდეგ უშუალოდ რა მოხდა, როგორ წაართვა ვ-–- მ----------ს დანა და--- მ----------მ და როგორ მიაყენა 6 დაზიანება ვ-–- მ----------ს, ამაზე დაცვის მხარე აღარ საუბრობს, - დაცვის მხარე აღნიშნულით ცდილობს, რომ სასამართლო დაარწმუნოს და--- მ---------ის უდანაშაულობაში.
3.4. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, მართალია დაცვის მხარემ არ ახსნა, თუ კონკრეტულად რა ვითარებაში, რა გარემოებებში განხორცილდა ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ვ-–- მ---------ის მხრიდან, რისი ვალდებულებაც დაცვის მხარეს არ გააჩნია, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით ჯონ მური გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, (იხ., John Murray v UK, 08/02/1996, ECtHR, (GC) N 54). პრეზუმციის მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებში ბრალდებულს არაპირდაპირ მაინც ეკისრება მტკიცების შემხვედრი მოვალეობა შეზღუდულ ფორმატში, რაც გულისხმობს მის მოვალეობას წარმოადგინოს გარკვეულ გარემოებებთან/ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. აღნიშნულს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს, როდესაც დაცვის მხარის მიერ ფაქტების გონივრული ახსნის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს მოითხოვს საღი აზრი, საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მეტყველებს ბრალდებულის წინააღმდეგ. ასეთ დროს სასამართლოს შეუძლია დაცვის საწინააღმდეგო დასკვნა გამოიტანოს სწორედ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ და--- მ---------ის ყოფნას აუცილებელი მოგერიების ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში და ამტკიცებენ, რომ და--- მ----------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული დანით ტანის სხვა და სხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები ვ-–- მ----------ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
3.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ვ-–- მ----------ს სურდა და--- მ----------სთან ურთიერთობის გარკვევა, რის გამოც მას ეძახდნენ ,,და---“, ,,და---ო“. სახლიდან გამოვიდნენ და--- მ---------ის მშობლები ი---- მა------–ვილი და რ----- მ---------- ,,და---ს“ სახელის გაგონებაზე და მათ გამოჰყვა და--- მ----------. სასამართლო თვლის, რომ გი------ მ----------ს იქ არ მიუყვანია ვ-–- მ---------- მანქანით და--- მ----------სთან სალაპარაკოდ, ერთადერთი იქ მისვლის მიზეზი იყო უ-- მ---------ის, რომლიც სიმთვრალის გამო იყო უგონო მდგომარეობაში, სახლში მიყვანა. და--- მ---------- და მისი მშობლები სახლიდან გამოვიდნენ ჯერ მანქანის ხმაზე, ხოლო შემდეგ დაინახეს გი------ მ---------ის მანქანა. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გი------ მ---------- მიიყვანდა და--- მ----------სთან ურთიერთობის გარკვევის მიზნით ვ-–- მ----------ს, მაშინ გი------ მ---------- მანქანას გააჩერებდა არა უ-- მ---------ის სახლის ჭიშკართან, არამედ და--- მ---------ის სახლის ჭიშკართან. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ გი------ მ----------ს მანქანა ჰყავდა გაჩერებული და--- მ---------ის ჭიშკართან ახლოს. როგორც საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, და--- მ---------ის სახლის ჭიშკრამდე და ეზოშიც მანქანის მისვლა ადვილად შეიძლება, ასევე მოცემული შემთხვევის დროს, არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება იმისა, რომ და--- მ---------ის სახლის ჭიშკრამდე მანქანით მისულიყო გი------ მ----------, თუ მასთან მიდიოდნენ, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, პირიქით, ი---- მა------–ვილის ჩვენებით, 2018 წლის 14 ა------ოს, დაახლოებით 19:00 საათზე, როდესაც ის და მისი მეუღლე, რ----- მ---------- იმყოფებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლში, და--- მ---------- კუთვნილი „ტ-------ა რავ-4“-ს მარკის ავტომანქანით შევიდა ეზოში.
3.7. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გი------ მ----------მ დაადასტურა, რომ ისინი უ-- მ---------ის სახლთან მივიდნენ მის სარგებლობაში და მფლობელობაში მყოფი ავტომანქანით. მან მანქანა ისე გააჩერა უ-- მ---------ის სახლთან, რომ მანქანის უკანა კარები ახლოს ყოფილიყო უ-- მ---------ის სახლის ჭიშკრის კარებთან, რადგან უ-- მ---------- იყო უგონოდ მთვრალი და ის უნდა შეეყვანა სახლში. გი------ მ----------მ კატეგორიულად უარყო მათი მხრიდან ,,და---ს“ სახელის დაძახება. ასევე, უ-- მ---------ის ძლიერი სიმთვრალის გამო უგონო მდგომარეობაში ყოფნა დაადასტურეს თავად მოწმე უ-- მ----------მ და მოწმე შ------- ა--------–ვილმა. მოწმე შ------- ა--------–ვილმა დაადასტურა გი------ მ---------ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მანქანა იყო გაჩერებული უ-- მ---------ის სახლის ჭიშკართან, გარეთ რომ გამოვიდა, მანქანა წინ იყო გაჩერებული. ის და მისი მეუღლე, მ-----ა მ----------, უ-- მ----------სთან ერთად ცხოვრობენ ერთ სახლში, უ-- მ---------- არის მისი მაზლი.
ის გარემოება, რომ ავტომანქანის ხმაზე და არა ,,და---ს“ სახელის დაძახებაზე გამოვიდნენ სახლიდან და--- მ---------- და მისი მშობლები, დადასტურებულია და--- მ---------ის მშობლების ი---- მა------–ვილის და რ----- მ---------ის გამოძიებაში მიცემული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოკითხვის ოქმებით, რომლის მიხედვით, და--- მ---------ის სახლში მისვლიდან, მალევე რ----- მ----------მ და ი---- მა------–ვილმა გაიგეს, რომ მათ ჭიშკართან გაჩერდა ავტომანქანა. რ----- მ---------- და ი---- მა------–ვილი გავიდნენ ეზოში და დაინახეს მათი ჭიშკრიდან დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით გაჩერებული “ოპელი“-ს მარკის ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა გი------ მ----------, მის გვერდით ვ-–- მ----------, ხოლო უკანა სავარძელზე იწვა უ-- მ----------, რომელიც იყო ძალიან ნასვამ მდგომარეობაში და უკანა სავარძელზე ეძინა. მართალია, სასამართლო პროცეზე მოწმე ი---- მა------–ვილმა არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმი იმ ნაწილში, რომ ის, მისი მეუღლე, რ----- მ---------- და და--- მ---------- გარეთ გავიდნენ მხოლოდ ავტომანქანის ხმაზე და აჩვენა, რომ მათ გაიგეს ავტომანქანის ხმა და შემდეგ ,,და---“, ,,და---“-ს შეყვირების ხმაც, რის შემდეგაც ისინი გავიდნენ გარეთ, მაგრამ მოწმე ი---- მა------–ვილი ამ ჩვენებით წინააღმდეგობაში მოვიდა, როგორც თავის, ასევე მისი მეუღლის რ----- მ---------ის, გამოძიებაში მიცემული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, გამოკითხვის ოქმში მიცემულ ინფორმაციასთან და მოწმე გი------ მ---------ის ჩვენებასთან. ამასთან, ი---- მა------–ვილი რომ არ არის ბოლომდე გულწრფელი სასამართლოს წინაშე და მისი ჩვენება არ არის ბოლომდე თანხვედრაში სხვა მოწმთა ჩვენებებთან, ამაზე მეტყველებს მისი ჩვენება იმის შესახებ, რომ ის და მისი მეუღლე, რ----- მ---------- წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან მას შემდეგ, რაც და---მ მათ მოსთხოვა წასვლა და რომ, მომხდარი შემთხვევის შემდეგ, და--- მ---------- აღარ მისულა სახლში. მოწმეების გი------ მ---------ის და შ------- ა--------–ვილის ჩვენებებით ცალსახად დადგენილია, რომ ი---- მა------–ვილი და რ----- მ---------- არ წასულან სახლში და ისინი იქ იმყოფებოდნენ მომხდარ შემთხვევამდე, შემთხვევის დროს და შემთხვევის შემდეგ. მოწმეებს სწორედ და---ს მშობლების ყვირილის ხმა შემოესმათ სიტყვებით ,,და---, ეს რა გააკეთეო“, ხოლო მოწმეების ც------ი მ---------ის და კ--- ა--------–ვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მათ ნახეს და--- მ---------- მისი სახლის ეზოში, მასთან ისაუბრეს, რა დროსაც ურჩიეს პოლიციაში გამოცხადება, ამ დროს ეზოში იმყოფებოდა და--- მ---------ის დედა, ი---- მა------–ვილი და აქეთ-იქით დადიოდა.
რაც შეეხება შ------- ა--------–ვილის ჩვენებას, რომ მან გაიგო ხმა ,,და---, და---“, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის მოტივაციას, რომ არ არის გამორიცხული, მან ეს ხმა გაიგო იმ დროს, როდესაც და--- მ---------- და მისი მშობლები მისულები იყვნენ ვ-–- მ----------სთან და ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ იმ დღეს მომხდარი შემთხვევის გამო, რომ ვ-–- მ----------მ უმიზეზოდ მიაყენა და--- მ----------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ და---ს მოთხოვნით მისი მშობლები ცოტა მოშორებით დადგნენ და ისინი და--- მ----------საც სთხოვდნენ მათთან ერთად წასულიყო, რა--- იქ მდგომარეობა არ გართულებულიყო.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შ------- ა--------–ვილს სახლიდან გამოსვლის დროს მას იქ უკვე დახვდნენ და--- მ---------- და მისი მშობლები. სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ და--- მ---------- და მისი მშობლები დაძახებაზე ,,და---“, ,,და---“ მაშინვე გამოვიდნენ სახლიდან, მათ გარკვეული მანძილი უნდა გაევლოთ, რომ მისულიყვნენ უ-- მ---------ის სახლის ჭიშკართან გაჩერებულ ავტომანქანასთან. თუ შ------- ა--------–ვილიც ამ სახელის დაძახების ხმაზე გამოვიდა სახლიდან, ბუნებრივია, ის გარეთ მანქანასთან დახვდებოდა იქ მისულ და--- მ----------ს და მის მშობლებს, რადგან, როგორც ავღნიშნეთ, მისი სახლის ჭიშკართან იყო მანქანა გაჩერებული და მას დიდი დრო არ დაჭირდებოდა გარეთ გასასვლელად. სწორედ მოწმე შ------- ა--------–ვილის ჩვენებით დადგენილია, რომ ის, როდესაც გავიდა გარეთ, მას დახვდნენ ავტომანქანასთან და--- მ---------- და მისი მშობლები, რა დროსაც ვ-–- მ---------- აგინებდა და--- მ----------ს, ხოლო გი------ მ---------ის ჩვენებით, შ------- ა--------–ვილი მას შეხვდა ჭიშკართან, როდესაც უ-- მ---------- შეყავდა სახლში, რა დროსაც იქ უკვე იყვნენ მისულები და--- მ---------- და მისი მშობლები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ და--- მ---------- და მისი მშობლები სახლიდან გამოვიდნენ ავტომანქანის გაჩერების ხმაზე, იცნეს გი------ მ---------ის ავტომანქანა და სამივე გაემართა ავტომანქანის მიმართულებით. აღნიშნულით კი გამორიცხულია დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ვ-–- მ---------- ცდილობდა იმ დღესვე საქმე გაერკვია და--- მ----------სთან, რის გამოც მივიდნენ უ-- მ---------ის სახლთან და ეძახდნენ და---ს.
3.8. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს იმასთან დაკავშირებით, რომ დანა ჰქონდა ვ-–- მ----------ს და არ ჰქონია და--- მ----------ს. ამ მხრივ საყურადღებოა გი------ მ---------ის ჩვენება, რომლის მიხედვით ის, ვ-–- მ---------- და უ-- მ---------- მთელი დღე იყვნენ ერთად, სვამდნენ, მას ვ-–- მ---------ის ხელში დანა არ დაუნახია, მან კატეგორიულად აღნიშნა, რომ აუცილებლად შეამჩნევდა, ვ-–- მ----------ს ტანსაცმლის ჯიბეში დანა რომ ჰქონოდა. მას ავტომანქანის სალონშიც არანაირი დანა ან სხვა მჭრელი საგანი არ ჰქონია. მას არც ვ-–- მ---------ის დაჭრის შემდე არ დაუნახია დანა არც მანქანის სალონში და არც გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწე უ-- მ----------მ დაადასტურა მოწმე გი------ მ---------ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ დღეს, როდესაც ერთად სვამდნენ ის, გი------ და ვ-–- მ----------ები, ვ-–- მ----------ს დანა არ ჰქონია. ასევე, მოწმე მ-----– ფ--------–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ და--- მ----------, რომელიც აღიარებდა მასთან საუბარში ვ-–- მ---------ის დაჭრას, რაც დაადასტურა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს, პირადად მას საუბარში უთხრა, რომ დანა წაიღო შემთხვევის ადგილიდან და გადააგდო, მაგრამ სად, არ იცის. შ------- ა--------–ვილის ჩვენებით, ის როდესაც ახლოს მივიდა მანქნასთან და ეჩხუბებოდა ვ-–- მ----------ს, მას მის ხელში დანა არ დაუნახია. არც მოწმეებს ი---- მა------–ვილს და რ----- მ----------ს, რომლებიც და--- მ---------ის შემდეგ ყველაზე ახლოს იდგნენ ავტომანქანასთან, სადაც იჯდა ვ-–- მ----------, არ უჩვენებიათ, რომ ვ-–- მ----------ს შეამჩნიეს ან ხელში ეჭირა დანა.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ-–- მ---------ისთვის მიყენებული ჭრილობების არხის სიგრძის, ტრაექტორიის გათვალისწინებით დანა უნდა ყოფილიყო დაახლოებით 19 სანტიმეტრის, რასაც ადვილად შეამჩნევდნენ გი------ და უ-- მ----------ები, თუ ვ-–- მ----------ს დანა ჯიბეში ექნებოდა, ვ-–- მ----------ს ეცვა ,,შორტი“ და მაისური. ასევე, გი------ მ----------მ აჩვენა, რომ მან რამდენიმე წუთით ნახა და--- მ---------- და მას რომ დანა ჰქონოდა დამალული, ვერ შეამჩნევდა, თუმა მის ხელშიც არ დაუნახავს დანა. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ვერ იქნა ნანახი დანა, თუ დანა ეკუთვნოდა ვ-–- მ----------ს, ცხადია დანა ისევ იქ იქნებოდა ნანახი და და--- მ---------- მას არ წაიღებდა და არ გადააგდებდა. მოწმე მიხელ ფ--------–--ლის ჩვენებით, და---მ მ----------მ მას უთხრა, რომ დანა მინდვრებში გადააგდო, მაგრამ ზუსტად სად, მას არ ახსოვდა.
3.10. სასამართლო ვერ დაეთახმება დაცვის მხარეს იმასთან დაკავშირებით, რომ გი------ მ----------მ თითქოს დაამახინჯა მოვლენები. სასამართლო მთლიანად ეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ვ-–- მ----------ს რომ ჰქონოდა დანა, ან თუ მას მანქანიდან დანის აღების შესაძლებლობა ექნებოდა, გი------ მ---------- ამას აუცილებლად იტყოდა, რადგან გი------ მ---------ის განმარტებით, მას ორივესთან, როგორც ვ-–- მ----------სთან, ასევე და--- მ----------სთან ჰქონდა დადებითი დამოკიდებულება, ის და და--- მ---------- არიან ძმების შვილიშვილები. ვ-–- მ---------- უფრო გარეთა ბიძა–---–ია. ის და---სთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ვ-–- მ----------სთან. და--- მ---------- ბავშობიდან იყო წყნარი, გულჩათხრობილი, არ იყო მოჩხუბარი, კონფლიქტური. სიმთვრალეში მისი ჩხუბი არ გაუგია, ის ყველასგან გამოარჩევდა და--- მ----------ს, მას დიდ პატივს სცემდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ვ-–- მ---------- კი სხვანაირი პიროვნება იყო, მართალია ბავშობაში იყო კონფლიქტური, მაგრამ შემდეგ მოიყვანა ცოლი და შეიცვალა, კონფლიქტური აღარ იყო, იყო ჭკვიანად, ამასთან, და--- მ---------- იჯდა ბრალდებულის სკამზე, ხოლო ვ-–- მ---------- იყო გარდაცვლილი.
3.11. ამასთან, სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ არც ერთ პირს არ ექნებოდა არანაირი ინტერესი, რომ დაემალა დანა. თუ დანა ექნებოდა ვ-–- მ----------ს და მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა მართლსაწინააღმდეგო თავდასხმას და--- მ----------ზე, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, ცხადია, დანის წაღების, დამალვის ან გადაგდების ინტერესი არც და--- მ----------ს ექნებოდა და ასევე, არც შემთხვევის ადგილს დატოვებდა სასწრაფოდ. მოწმე გი------ მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაინახა ქვევით სირბილით მიმავალი და--- მ---------- მას შემდეგ, რაც ნახა დაჭრილი ვ-–- მ---------- ავტომანქანაში.
3.12. საქმეზე დაკითხული მოწმეების, გი------ მ---------ის, შ------- ა--------–ვილის, და--- მ---------ის მშობლების, ი---- მა------–ვილის, რ----- მ---------ის, ც------ი მ---------ის ჩვენებებით უდავოდ დადგენილია, რომ ვ-–- მ---------- მანქანიდან არ გადმოსულა არც დაჭრამდე და არც დაჭრის შემდეგ, ის დაჭრის შემდეგ ნახა გი------ მ----------მ, რა დროსაც მის სარგებლობაში არსებული „ო---–---------ს“ მარკის ავტომობილის წინა მარჯვენა კარი იყო ღია, საიდანაც ვ-–- მ----------ს მარჯვენა ფეხი ჰქონდა გადმოდგმული და ცდილობდა მანქანიდან გადმოსვლას. მას ვ-–- მ---------ის ხელში იმ მომენტში დანა არ დაუნახია. ერთხელ მოახერხა ვ-–-მ ოდნავ წამოდგომა და მაშინვე ისევ უკან, დაეცა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, ანუ იქ, სადაც მანამდე იჯდა; და--- მ---------ის დედა, ი---- მა------–ვილი, რომელიც მომხდარ შემთხვევამდე მივიდა მანქანასთან და მანქანაში მჯდომ ვ-–- მ----------ს ეჩხუბებოდა იმ დღეს მომხდარი შემთხვევის გამო, თუ რატომ ეჩხუბა და დაარტყა ხელი მის შვილს და--- მ----------ს, ვ-–- მ----------მ პასუხი არ გასცა ი---- მა------–ვილს და იყო ჩუმად, არ გადმოსულა მანქანიდან და შემდეგ დაუწყო გინება მანქანიდანვე და--- მ----------ს, რომელიც ასევე გინებით პასუხობდა; გარეთ გამოსულმა შ------- ა--------–ვილმაც დაუწყო ჩხუბი ვ-–- მ----------ს იმის გამო, რომ აგინებდა და--- მ----------ს, რა დროსაც ისევ ავტომანქანაში იჯდა ვ-–- მ----------.
ამდენად, მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ის გარემოებები, რომ ვ-–- მ---------- იქ არ მისულა გი------ მ---------ის ავტომანქანით და--- მ----------სთან ურთიერთობის გარკვევის მიზნით, მით უფრო, რომ ისიც მთელი დღე სვამდა, იყო მთვრალი, გი------ მ---------ის ჩვენებით, მან ინანა იმ დღეს და--- მ---------ისთვის შეურაცხყოფის მიყენება, გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან შერიგება და პატიების თხოვნა. პირიქით, მასთან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ვ-–- მ----------სთან ურთიერთობის გარკვევა სცადეს და--- მ----------მ და მისმა მშობლებმა, როგორც კი იცნეს ავტომანქანის ხმაზე გარეთ გამოსულებმა გი------ მ---------ის ავტომანქანა, მაშინვე წავიდნენ მანქანისკენ, ჯერ ი---- მა------–ვილმა გალანძღა ვ-–- მ----------, რაზაც ვ-–- მ----------მ გინება დაუწყო და--- მ----------ს, ,,რა მოგივიდა“-ო, და--- მ----------მაც დაუწო გინება ვ-–- მ----------ს, შ------- ა--------–ვილმაც გალანძღა ვ-–- მ----------, მაგრამ ის მანქანიდან არ გადმოსულა. ამდენად, ვ-–- მ----------, რომლიც იჯდა მანქანაში, ის არავისთან არ მისულა და თავს არ დასხმია, პირიქით, მასთან მივიდნენ იმ დღეს მომხდარი შემთხვევის გამო ურთიერთობის გასარკვევად და--- მ---------- და მისი მშობლები. შემდეგ იმის მაგივრად, რომ და--- მ---------- წასულიყო მშობლებთან ერთად და ,,საქმის მოგვარება“ არ გაეგრძელებინა მთვრალ ვ-–- მ----------სთან, მით უფრო, რომ დაცვის მხარის მტკიცებით, ვ-–- მ---------- სიმთვრალეში იყო ფიცხი, აგრესიული, ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, მას ადრე დაჭრილი ჰყავდა და--- მ----------, სიმთვრალეში ასევე მიიყენა თვითდაზიანება, რაც ყველაზე კარგად უნდა სცოდნოდა და--- მ----------ს, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, ის არ მიჰყვება მშობლებს სახლში, პირიქით, მათ და შ------- ა--------–ვილს მოუწოდებს და აიძულებს, რომ წავიდნენ სახლში და თვითონ მოაგვარებდა საქმეს ვ-–- მ----------სთან. მოწმე შ------- ა--------–ვილის ჩვენებით, და---მ მას და და---ს მშობლებს უთხრა, რომ მათი საქმე არ იყო და წასულიყვნენ სახლში, ის თავად მოაგვარებდა თავის საქმეს. სასამართლო პროცესზე დათვალიერებული იქნა და--- მ---------ის სპორტული შარვალი, რომელზეც იყო სისხლის ლაქები. სასამართლო სხდომაზე, და--- მ----------მ განაცხადა, რომ სწორედ ეს სპორტული შარვალი ეცვა მომხდარი შემთხვევის დროს. ექსპერტის დაკვნით, სპორტულ შარვალზე არსებული სისხლის ლაქები იყო ვ-–- მ---------ის, რაც ასევე არის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება იმ გარემოების, რომ და--- მ----------მ მიაყენა ჭრილობები ვ-–- მ----------ს. ამასთან, სასამართლოზე მხარეების მიერ გაზომილი იქნა ამ შარვლის ჯიბეები, რომლებიც აღმოჩნდა მოცულობითი და ადვილად იყო შესაძლებლი მასში 19 სმ-მდე დანის მოთავსება შეუმჩნევლად. კერძოდ, ჯიბის სიგრძე არის 12-14 სმ-მდე, მაგრამ ხელი ჩადის სიღრმეში 22-23 სმ-მდე. ვ-–- მ---------ის გარდაცვალების მიზეზია გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის, დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის, გულის პერანგის და გულის დაზიანებით, თავისუფალი სისხლით და სისხლის კოლტებით გულის პერანგის და მუცლის ღრუებში, ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 19 სმ.
3.13. დაცვის მხარის მიერ საეჭვოდ მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ თუ ვ-–- მ---------- იმყოფებოდა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელში და ავტომანქანის კარი იყო დახურულ მდგომარეობაში და თუკი ავტომანქანის კარი არ გაღებულა, როგორ აღმოჩნდა და--- მ---------ის შარვლის ტოტებზე ვ-–- მ---------ის სისხლის კვლები, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ-–- მ----------ს მიყენებული ჰქონდა ექვსი სხვადასხვა ზომის და ფორმის ჭრილობა, საიდანაც ბუნებრივია წამოვიდოდა სისხლი, ვ-–- მ---------ის სისხლი ნანახი იქნა მანქანის შიგნით, მარჯვენა სავარძლის მხარეს, საჭეზე, რაზეც განმარტა გი------ მ----------მ, რომ როდესაც გადმოიყვანა მანქანიდან დაჭრილი ვ-–- მ----------, მაშინ დაესვარა ხელები ვ-–- მ---------ის სისხლით, ქურთუკზე, რომელიც იდო მანქანის უკანა სავარძელზე, სადაც დააწვინეს დაჭრილი ვ-–- მ---------- საავადმოფოში წაყვანის მიზნით, ბუნებრივია, რომ და--- მ----------ს ხელები დაესვრებოდა სისხლით და დანაც იქნებოდა სისხლიანი, რა დროსაც და--- მ----------ს დაესვარა შარვალი ვ-–- მ---------ის სისხლით.
3.14. ასევე საყურადღებოა მოწმეების გი------ მ---------ის და შ------- ა--------–ვილის ჩვენებები იმის შესახებ, თუ რა გაიგონეს მათ გარედან ვ-–- მ---------ის დაჭრის შემდეგ. გი------ მ---------ის ჩვენებით, მან უ-- მ---------- შეიყვანა სახლის ეზოში და უნდოდა მისი სახლში შეყვანაც, რა დროსაც მოესმა კივილის, წივილის ხმა, კერძოდ, და---ს დედა, ი---- მა------–ვილი ყვიროდა: „ეს რა ქენი შვილო, ეს რა გააკეთე და---“-ო. შ------- ა--------–ვილის ჩვენებით, ის რამდენიმე წამით შევიდა სახლში, ხოლო როდესაც გამოვიდა უკან ეზოში, ქუჩიდან გაიგო ი---- მა------–ვილის განწირული კივილის ხმა (რას კიოდა ვერ იხსენებს), რაზედაც მაშინვე აირბინა ქუჩისკენ და დაინახა ვ-–- მ----------, რომელიც უკვე იყო ძირს, გზაზე დაწვენილი, უგონო მდგომარეობაში მისი სახლის ეზოს კარების გასწვრივ ოთხ-ხუთ მეტრში და ჭრილობა აღენიშნებოდა მუცლის არეში. მას თავზე ედგა გი------ მ----------, რომელიც ყვიროდა, რომ დაერეკათ სასწრაფოში, ი---- მა------–ვილი კიოდა, ხოლო რ-----ი (მ------) მ---------- თავში ირტყამდა ხელებს და ყვიროდა „და---, ეს რა გააკეთე“, ხოლო და--- მ---------- უკვე არ იმყოფებოდა ტერიტორიაზე და იყო გაქცეული. მან, ყოველივე აღნიშნულის დანახვისთანავე გაიფიქრა, რომ ვ-–- მ---------- დაჭრა და--- მ----------მ, ვინაიდან ის ცუდად აგინებდა და---ს და კონფლიქტი მიმდინარეობდა მათ შორის.
3.15. მოწმეების კ--- ა--------–ვილის და ო---- მ---------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ და--- მ---------- ფიზიკურად ძლიერი იყო ვ-–- მ----------ზე. კ--- ა--------–ვილის ჩვენებით, და--- მ---------- იყო ძლიერი ბიჭი, ტურნირზე ვარჯიშობდა, მას ერთი ხელით ჰქონდა აწეული მძიმე, 50 კგ. გირი. ო---- მ---------ის ჩვენებით, და--- მ----------ს ეტყობოდა, რომ იყო ფიზიკურად ძლიერი, ხოლო ვ-–- მ---------- ფიზიკურად არ იყო ძლიერი. ვ-–- მ---------- იყო 70 კგ-ს, სუსტი აღნაგობის ადამიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ და--- მ---------- ფიზიკური მონაცენებით იყო უპირატეს მდგომარეობაში ვ-–- მ----------ზე.
3.16. ასევე, საყურადღებოა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და--- მ---------ის სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგი----- ექსპერტის დასკვნა, რომელიც მთლიანად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა და აჩვენა, რომ და--- მ---------- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს და--- მ----------ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით და--- მ---------- იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ამავე დასკვნით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს და--- მ---------- არ იმყოფებოდა ფიზიოლოგი----- აფექტის მდგომარეობაში.
სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა კატეგორიულად დაადასტურეს და--- მ---------ის სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზების სისწორე. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტ მარინა მათია–---–ის ჩვენებას, რომლის მიხედვით ფსიქოლოგიურ აფექტს აქვს სამი ფაზა, რომელიმე ფაზის არ არსებობა, გამორიცხავს აფექტის მდგომარეობას. მართალია 1-ელი ფაზა, კონფლიქტი დაიწყო ადრე, მაგრამ მაშინვე განიმუხტა, საკვლევი პირი წავიდა სახლში. მომხდარი შემთხვევის დროს კი არ იყო არც ერთი ფაზა. საქმის მასალები არ აკმაყოფილებს 1-ლი ფაზის მოთხოვნას, თუ არ არის უსწრაფესი რეაგირება, მაშინ დგება საკითხი, თუ როდის მოხდა მის მიერ იარაღის დაუფლება. თუ მშობლების წინაშე აგინებდა, რაც, მართალია არის მძიმე შეურაცხყოფა და შეიძლება გახდეს ფიზიოლოგი----- აფექტის მიმდინარეობის დასაწყისი, მაგრამ თუ ამას არ მოჰყვა განვითარება, თუ სასწრაფოდ არ გადავიდა მე-2 ფაზაში და არ გამოვლინდა მე-3 ფაზისათვის დამახასიათებული ნიშან - თვისებები, მაშინ ყველა ეს წინა მიზეზი, კონფლიქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ფსიქოლოგი----- აფექტის მიზეზად. ყველა კონფლიქტი ხომ რაღაცა მიზეზით იწყება. ამასთან დგება საკითხი, საიდან აღმოჩნდა მის ხელში, ან მის ჯიბეში დანა, თუკი მსხვერპლმა ამოიღო დანა და იყო ჯიკაობა, მაშინ საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ამ დროს მსხვერპლისთვის შემთხვევით მოხვედრილი დანა ფიზიოლოგიურ აფექტთან. ეს არის შემთხვევითობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ,,ჯიკაობის“ დროს ვ-–- მ---------ისათვის დანის შემთხვევით მოხვედრა გამორიცხულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში მითითებული ჭრილობების არხის სიგრძის, ტრაექტორიის, სიმძიმის გათვალისწინებით, კერძოდ,- ვ-–- მ---------ის გვამს აღენიშნებოდა: გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის, დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის, გულის პერანგის და გულის დაზიანებით, თავისუფალი სისხლით და სისხლის კოლტებით გულის პერანგის და მუცლის ღრუებში, ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 19 სმ. (პირობითად ჭრილობა 1); ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობები: მარჯვენა წვივის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 34,5 სმ-ის დაშორებით კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზინებით ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან ქვემოდან ზემოთ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 7 სმ. (პირობითად ჭრილობა N2); მარჯვენა წვივის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 36,5 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზინებით ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით -17 სმ. (პირობითად ჭრილობა N3); მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის უკანა გარეთა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 75 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზინებით ჭრილობის არხი მიმართულებით უკანიდან წინ, მცირედ ზემოდან ქვემოთ და მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით -7 სმ. (პირობითად ჭრილობა N4); მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზინებით ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით- 6 სმ.(პირობითად ჭრილობა N5). ჭრილობების არხების შესაბამისად რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევებით. ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის მე-3 თითის მიდამოში, კანის კანქვეშა ცხიმოვანი, კუნთოვანი ქსოვილის მე-3 თითის მყესის დაზიანებით (პირობითად ჭრილობა N6). სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
3.17. ასევე, სასამართლო მთლიანად ეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ გარდა სხვა მტკიცებულებებისა, სწორედ და--- მ---------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ და--- მ---------ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ზედა ტუჩის წითელ ყაეთანზე მარცხნივ კანის დონიდან მაღლა მდებარე მოწითალო-მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული ზოლისებრი ფორმის ნაჭდევი ზომით 1X0,2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღინიშნება მარჯვენა მტევნის პირველი თითის პროქსიმალური ფლანგის უკანა ზედაპირზე უსწორო ფორმის ზომით 0,4 X0,2 სმ. ქვედა ტუჩის წითელ ყაეთანზე თითქმის ცენტრალურად, გარდამავალი ამავე ტუჩის ლორწოვანზე აღინიშნება უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით 1 X0,3 სმ, დაფარული მოთეთრო ფერის ნადებით ირგვლივი მიდამო შეწითლებული, შეშუპებულია. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანება--- მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, პირდაპირ ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ იმ დღეს, ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში მდებარე მჟავე წყალთან, სადაც აგრძელებდნენ არყის დალევას გი------, უ-- და ვ-–- მ----------ები, ვ-–- მ----------მ მიაყენა და--- მ----------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გახდა წინაპირობა, ერთ-ეთი მიზეზი იმისა, რომ და--- მ----------მ მიაყენა შურისძიების მოტივით ჭრილობები ვ-–- მ----------ს, რა დროსაც და--- მ----------მ მიიღო მარჯვენა მტევნის პირველი თითის პროქსიმალური ფლანგის უკანა ზედაპირზე დაზიანება.
3.18. სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, არანაირ მართლსაწინააღმდეგო, რეალურ, იმწუთიერ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია ვ-–- მ---------ის მხრიდან და--- მ---------ის მიმართ. კერძოდ: ვ-–- მ---------- იყო მთვრალი და იჯდა მანქანაში, ის მანქანიდან არ გადმოსულა, და--- მ---------- კი, რომელიც იყო ფხიზელი, იდგა მანქანის გარეთ და მას შეეძლო ნებისმიერ მომენტში, თუნდაც თავდასხმას ჰქონოდა ადგილი და დაენახა, რომ ვ-–- მ---------- ცდილობდა საიდანმე დანის აღებას, ან ხელში ჰქონდა დანა, სიმთვრალის გამო ფაქტიურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისაგან, სულ ოდნავ მაინც მოცილებით კარებიდან, ვ-–- მ----------ზე ფიზიკურად ბევრად ძლიერ და--- მ----------ს თავიდან აეცილებინა მართლსაწინააღდეგო თავდასხმა, მაგრამ სწორედ აღნიშნული, რომ და--- მ---------- იდგა მანქანის გარეთ, მასსა და ვ-–- მ----------ს შორის იყო მანქანის დახურული კარები, ვ-–- მ---------- იყო მთვრალი, იჯდა მანქანაში, ის მანქანიდან არ გადმოსულა და არც უცდია გადმოსვლა, ცალსახად დასტურდება სასამართლოს მიერ ავტომანქანის დათვალიერებისას ნანახი სისხლის კვალით ავტომანქანის მარჯვენა კარების შიგნით, სადაც იჯდა ვ-–- მ----------, სისხლის კვალი იქნა ნანახი მხოლოდ მანქანის შიგნით, სისხლი არ ყოფილა ნანახი მანქანის მარჯვენა კარების გარეთ, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ მანქანაში იჯდა ვ-–- მ---------- იმ მომენტში, როდესაც მას და--- მ----------მ მიაყენა ჭრილობები და მხოლოდ შემდეგ ცდილობდა ვ-–- მ---------- მანქანიდან გადამოსვლას, რაც ვერ შეძლო. გი------ მ---------ის ჩვენებით, ის, როდესაც ყვირილის ხმაზე მივიდა მანქანასთან, ვ-–- მ---------- ისევ მანქანაში იჯდა, ამ დროს მის სარგებლობაში არსებული „ო---–---------ს“ მარკის ავტომობილის წინა მარჯვენა კარი იყო ღია, საიდანაც ვ-–- მ----------ს მარჯვენა ფეხი ჰქონდა გადმოდგმული და ცდილობდა მანქანიდან გადმოსვლას. მას ვ-–- მ---------ის ხელში იმ მომენტში დანა არ დაუნახია. ერთხელ მოახერხა მან ოდნავ წამოდგომა და მაშინვე ისევ უკან დაეცა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ვ-–- მ----------ს უკვე მიყენებული აქვს მრავლობით ჭრილობები და და--- მ---------- გარბის თავისი სახლის მიმართულებით; და--- მ----------მ დანა, რომლითაც ვ-–- მ----------ს მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც და--- მ----------მაც მიიღო ხელის თითზე დაზიანება, რაც მის ხელში დანის ჭერის ფაქტს ადასტურებს, მან წაიღო შემთხვევის ადგილიდან და გადააგდო, სასწრაფოდ დატოვა შემთხვევის ადგილი; და--- მ----------ს არც უცდია თავის მართლება კ--- ა--------–ვილთან და ც------ი მ----------სთან, რომ თავს იცავდა და ამიტომ მიაყენა დაზიანებები ვ-–- მ----------ს, პირიქით, მაშინვე დასთანხმდა მათ რჩევას, ვ-–- მ---------ის ახლობლებს შური რომ არ ეძიათ, სჯობდა პოლიციას ჩაბარებოდა, პოლიციის უფროსთან, მ-----– ფ--------–--ლთან კი ნანობდა, თუ რატომ ჩაბარდა და არ მოიკლა თავი მომხდარის გამო, მაშინ, როდესაც, ის თუ თავს იცავდა, მას რატომ უნდა ეფიქრა თავის მოკვლაზე; საქმეზე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებებით დადგენილი ის გარემოება, რომ ვ-–- მ---------- იჯდა მანქანაში მარტო მომხდარ ფაქტამდე, მასთან ახლოს იყო მხოლოდ და--- მ---------- და ისინი ერთმანეთს აგინებდნენ; ასევე ის გარემოებები, რომ დაცვის მხარის მტკიცებით, თუ და--- მ---------ის მიმართ ადგილი ჰქონდა მანქანაში მჯდომი პირისაგან თავდასხმას, როგორ ვერ მოახერხა თავდასხმელმა, ვ-–- მ----------მ თუნდაც ერთი დაზიანება მიეყენებინა და--- მ---------ისათვის და თუ ამ დროს და--- მ---------ის ხელში აღმოჩნდა დანა ვ-–- მ---------ისათვის დანის წართმევის დროს, ექსპერტის დასკვნით, ვ-–- მ---------ისთვის მიყენებული ექვსი (6) ჭრილობის ადგილმდებარეობის, არხის სიღრმის, ტრაექტორიის, ის, რომ მარჯვენა მხრიდან არის ძირითადად ჭრილობები მიყენებული და მათ შორის ერთი ჭრილობა არის 19 სმ-ის, მთლიანად გამორიცხავს როგორც შემთხვევით, ასევე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ვ-–- მ---------ისათვის ჭრილობების მიყენებას და ამტკიცებს მხოლოდ და--- მ---------ის მიზანმიმართულ მოქმედებას.
3.19. სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულით არ იკვეთება აუცილებელი მოგერიების ნიშნები, უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესი მდგომარეობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. პირიქით, დაცვის მხარის საწინააღმდეგოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ და--- მ----------მ გადაწყვიტა შური ეძია ვ-–- მ----------ზე იმ დღეს მომხდარი ფაქტის და მშობლების თვალწინ მიყენებული შეურაცხყოფის გამო და მან დანით, რომელიც ჰქონდა შეუმჩნევლად, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ვ-–- მ----------ს და სასწრაფოდ დატოვა შემთხვევის ადგილი.
3.20. ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის ადგილზე და დაიკითხნენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ისინი არიან და--- მ---------ის ოჯახის წევრები, უახლოესი ადამიანები, ნათესავები, მეზობლები, რომლებიც მართალია გარკვეულ გარემოებებზე იკავებენ თავს და--- მ----------სთან მათი დადებითი დამოკიდებულების გამო, მგრამ ყველა ცალსახად ადასტურებს, რომ და--- მ----------მ მოკლა ვ-–- მ----------.
3.21. რაც შეეხება ვ-–- მ---------ის წარსულში ნასამართლობის საკითხს, სიმთვრალეში მის ცუდ, აგრესიულ ხასიათს, თვითდაზიანების მიყენების ფაქტს, და--- მ---------ის დაჭრის ფაქტს, რაზეც მიუთითებს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგენილია მხოლოდ ვ-–- მ---------ის ცუდი ხასიათი სიმთვრალეში და არ არის დადგენილი ვ-–- მ---------ის მხრიდან ვინმეს მიმართ ჩადენილი რაიმე ძალადობრივი მოქმედება, - მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის აღნიშნული გარემოებები არარელ----ტურია, რადგან ისინი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ და--- მ---------ის ბრალეულობაზე.
3.22. სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ და--- მ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს წარსულში მის მიერ ჩადენილი ადამინისტრაციული სამართლდარღვევები, რაც მას ახასიათებს უარყოფითად. სასამართლო განმარტავს, რომ, დღეის მდგომარეობით, და--- მ---------- არ არის ადმისტრაციულ სახდელდადებული, შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მითითებულ გარემოებებს სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში.
3.23. უსაფუძვლო და არაინფორმატიულია დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გი------ მ---------ის სპორტული შარვლის წინა მარჯვენა და მარცხენა, ასევე უკანა მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებში დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების ინტენსი----- წერტილოვანი გაფანტული რკინის კვლები, ხოლო ლურჯი ფერის ქურთულის, რომლიც იდო უკანა სავარძელზე, დუტის ჟილეტის წინა მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებში დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების წერტილოვანი გაფანტული რკინის კვლები. ექსპერტმა ლ---- მო---–---–მა განმარტა, რომ რკინის კვლები შესაძლებლია დატოვებული იქნეს ნებისმიერი რკინის მეტალთან მჭიდრო შემხებლობით, როგორიც შეიძლება იყოს: ხურდა ფული, გასაღები და სხვა ნებისმიერი რკინის ლითონი.
3.24. ბრალდებულ და--- მ---------ის ადვოკატის დასკვნით სიტყვაში მითითებულ ცალკეულ საკითხებზე, რომ გამოძიება არის არაობიეტურად და ცალხრივად ნაწარმოები, გამოძიებამ არ მოიპოვა ვ-–- მ---------ის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარეს პირდაპირი წვდომა აქვს შსს საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზასთან, ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა როგორც და--- მ---------ის, ისე ა/წ. გარდაცვლილ ვ-–- მ---------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ბრალდების მხარემ არ გადასცა მათ და დაუმალა და--- მ---------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შჯიბრებითობის საფუძველზე. მართალია, მხარეები მოიპოვებენ გამოძიების სტადიაზე შესაძლო მტკიცებულებითი შინაარსის მასალას, მაგრამ სასამართლოს წარუდგენენ იმ შესაძლო მტკიცებულებებს, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარე დაავალდებულოს, რომ წარმოადგინონ რომელიმე მტკიცებულება, ან მხარეს მოსთხოვოს ანგარიში იმ შესაძლო მტკიცებულებებზე, რომლებიც არ წარმოუდგინეს სასამართლოს. რაც შეხება დაცვის მხარის პრეტენზიას მისი დაცვის უფლების დარღვევის შესახებ, რომ მას არ გადასცა ბრალდების მხარემ და--- მ---------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, აღნიშნული გამოსწორებული იქნა სასამართლოში და ბრალდების მხარემ გადასცა დაცვის მხარეს აღნიშნული დასკვნა, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს დაშვებული იქნა, როგორც დაცვის მხარის მტკიცებულება.
3.25. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნების დარღვევებს, კერძოდ, იმას, რომ კანონის მთხოვნა--- შესაბამისად მანქანის ამოღების ოქმში გამომძიებელმა არ აღწერა დეტალურად ამოსაღები ობიექტი და ოქმის მიხედვით ლუქზე არ გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები, მანქანაზე ლუქს ხელს აწერს მხოლოდ გამომძიებელი, გამომძიებლის მიერ შედგენილ ავტომანქანის დათვალიერების ოქმში დროის მითითების გრაფაში აშკარად შეიმჩნევა მისი გადასწორების კვალი, გი------ მ---------ის ავტომანქანის დათვალიერებისას, მას აღენიშნებოდა ლუქის დაზიანებები, რამდენადაც ლუქის მაგივრად ვიხილეთ მცირე ზომის, ოთკუთხედი ფორმის, თეთრი ფერის ქაღალდები, რომელსაც ჰქონდა წებოვანი ლენტი, რიგ შემთხვევებში დაზიანებული, ავტომანქანის მანამდის დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი ნივთები: ხელის ხერხი, პლასტამასის მილის შესადუღებელი უთო, თავის დამხმარე ნივთებით და ბეჭვა ხერხი არ აღმოჩნდა საბარგულში და საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის დოკუმენტი, თუ რა ბედი ეწვია მათ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების ბ--- ა----იას, ი----- ლ-----–ავას, თ-- ია–---–ის, ექსპერტ-კრიმინალისტების ზ---- მე---ს, მ-----ა როშნია–---–ის, თ-------- გ-------ის ჩვენებებით დადგენილია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსის სისწორე, გამომძიებლ ბ--- აკ----- ჩვენებით, მან გი------ მ----------ს დაუბრუნა ყველა ის ნივთი, რაც მას სჭირდებოდა თავისი საქმიანობისათვის, ამასთან, ექსპერტ-კრიმინალისტის ვ----– შალიკა–---–ის განმარტებით, მან თავის მეწყვილესთან ერთად დაათვალიერა გი------ მ---------ის ავტომობილი, მოხდა ფოტოგადაღება, მანქანიდან ამოღებული ყველა ნივთი დათვალიერდა, ასევე მოხდა ფოტოგადაღება და დაილუქა, რაც გადასცეს გამომძიებელს, ოქმის შედგენისას გამომძიებელმა დაუშვა მექანიკური შეცდომა დროსთან დაკავშირებით, რაც იქნა შესწორებული. ის, რაც საბოლოოდ ოქმშია დაფიქირებული, სწორია, რადგან მან სასამრთლოში წამოსვლამდე მათ სამსახურში კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციით გაიხსენა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შინაარსი. სასამართლოს სხდომაზე, მოწმეს ხელთ ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტი, რითაც ხელმძღვანელობდა. მართალია, სასამართლოს მიერ ავტომანქანის დათვალიერებისას მანქანის დალუქვის ადგილზე იყო დაზიანებები დალუქვის ადგილებთან, რაც ავტომანქანის გარეთ დგომით იყო გამოწვეული, მაგრამ, სასამართლო თვლის, რომ ეს დაზიანებები მანქანის დალუქვის მთლიანობას არ არღვევდა, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ელი ნაწილი და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილი), საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში მათი რელ----ტურობის, უტყუარობისა და სანდოობის თვალსაზრისით და დაცვის მხარის მიერ მითითებული დარღვევები მოცემულ საქმეში პროცესუალური თვალსაზრისით ვერ იქონიებს გავლენას საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
3.26. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ ურთიერთთავსებად მტკიცებულება--- ერთობლიობა საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ 2018 წლის 14 ა------ოს, დაახლოებით 19:00 საათზე ყაზბეგის რაიონის სოფელ ტ----–---ში მდებარე და--- მ---------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, და--- მ----------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ტანის სხვა და სხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები ვ-–- მ----------ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ყაზბეგის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
3.27. და--- მ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სამართლებრივად სწორია და მას მსჯავრი უნდა დაედოს სწორედ ამ კვალიფიკაციის მიხედვით.
3.28. შესაბამისად, და--- მ---------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამარლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ და--- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი ხასიათდება დადებითად, მძიმე ავადმყოფობით დაავადებული პენსიონერი მშობლები ჰყავს, მათი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას, მართალია დანაშაულის ჩადენის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი, მაგრამ შემდეგ თვისი ნებით ჩაბარდა პოლიციას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, იგი განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული აღარ არის.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რა--- ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულება--- გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობა--- დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, და--- მ----------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და--- მ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
2. და--- მ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. და--- მ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 15 ა------ოდან.
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: თმის, ფრჩხილის, ნერწყვის, ხელის ანაბეჭდის, სისხლის, წ--–--, ნაცხის, ანაწმენდების ნიმუშები განადგურდეს; მოწითალო ფერი სისხლისმაგვარი ლაქები, ამოღებული ნიადაგის ზედაპირი, 9 ცალი დაქტილოფირი, მიკრონაწილაკები 8 ცალ წებოვან ლენტზე, სავარძლის ამონაჭრები და ხელის კვლები განადგურდეს; და--- მ---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს; ვ-–- მ---------ის ტანსაცმელი, პირადი ნივთები და ლურჯი ფერის კაპიშონიანი ჟილეტი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; ო---- მ---------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ო---- მ----------ს; გი------ მ---------ის ტანსაცმელი და ავტომანქანა ,,ო---–---------“ დაუბრუნდეს გი------ მ----------ს; 10 ცალი დანა დაუბრუნდეს ი---- მა------–ვილს; ავტომობილი ,,რავ 4“, მისი გასაღები, სავარძლის შალითა და ნაჭრის ხელსახოცი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 3 ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი