განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2019
საქმის ნომერი
080100118002638517
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/835-18 (№046060818002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 მარტი 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დ----- აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: მ------ გ---–--ე

მამის სახელი: გ-------–-

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ტყიბულის რაიონი, სოფელი მ--------

 

ადვოკატი: ე--- ნ--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე ქ. ტყიბულში, გ-------------ს ქუჩა N1--ში მდებარე სახლში, მ------ გ---–--ემ არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ა----- გ---–--ეზე (ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში) ძალადობის შედეგად ა----- გ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება მ------ გ---–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ------ გ---–--ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

მოწმე დ----- ზ------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ტ------–-------------–-------------–--–-------------------------–--------------------. 2018 წლის 6 აგვისტოს 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის რაიონის სოფელ მ--------ში, ა--- ფ-------ე ცემა მისმა მეუღლემ მ------ გ---–--ემ და ითხოვდა დახმარებას. ამის შემდეგ თანამშრომელ ს----- ც---------–---–თან ერთად სამსახურებრივი მანქანით გავიდნენ შემთხვევის ადგილას. მოწმემ განმარტა, რომ მ------ გ---–--ეს იცნობდა, რადგან 25 წელია მუშაობს პოლიციაში და აღნიშნულიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა მოსახლეობასთან. როდესაც მივიდნენ სოფელში მ------ გ---–--ე ქუჩაში გადაადგილდებოდა ფეხით, მათ კითხეს ნამდვილად იყო თუ არა ის მ------ გ---–--ე, რომელმაც აღნიშნული დაუდასტურა, შეეკითხა იცოდა თუ არა რისთვის იყო მოსული, რაზეც მ------ გ---–--ემ უპასუხა, რომ იცოდა, რადგან იყო ნასვამ მდგომარეობაში და ცემა მეუღლე. ამის შემდეგ ადგილზე მოხდა მისი დაკავება, რაზეც წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბრალდებული მ------ გ---–--ე გადაიყვანეს ტყიბულის რაიონულ სამმართველოში, განემარტა უფლებები, შემდეგ მოხდა ბრალდებულის გამოკითხვა, მას დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე მოხდა მისი ალკოჰოლზე შემოწმება. ასევე გამოკითხული იქნა ჩხუბის შემსწრე მისი ოჯახის წევრები, კერძოდ შვილები და მეუღლე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ და---რალებულს პასპორტში ეწერა ა-----ი გ---–--ე, მაგრამ სოფელში იცნობდნენ მისი ქალიშვილობის სახელითა და გვარით, როგორც ა--- ფ-------ეს, ამასთან მათთან ზარი განხორციელდა ა--- ფ-------ის სახელითა და გვარით.

 

მოწმე ს----- ც---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ტყიბულის რ--------–-------------–--–---------------------------------–--------------------. 2018 წლის 6 აგვისტოს ის იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ტყიბულის რაიონი სოფელი მ-------იდან შევიდა შეტყობინება, რომ გ--------ების უბანში, კერძოდ ა--- ფ-------ის ოჯახში არის ოჯახური კონფლიქტი, მისმა მეუღლემ მ------ გ---–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ის ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ დ----- ზ------ესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სახლთან ახლოს ფეხით გადაადგილდებოდა მ------ გ---–--ე, რა დროსაც ის შეაჩერეს და გამოკითხეს ფაქტის ირგვლივ, რა დროსაც მ------ გ---–--ემ აღიარა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე არასრულწლოვნები. აღნიშნულის შემდეგ გამომძიებელმა დ----- ზ------ემ შეადგინა ადგილზე დაკავების ოქმი, რომელზეც ბრალდებულმა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც მ------ გ---–--ე გადაიყვანეს ტყიბულის რაიონულ სამმართველოში. ბრალდებულს რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, რაიმე სახის იძულებას მასზე ადგილი არ ჰქონია. მ------ გ---–--ეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და შემოწმდა, რის შედეგადაც მას დაუდგინდა სიმთვრალე.

 

და---რალებულმა ა----- გ---–--ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

მოწმეებმა ი----- გ---–--ემ და ნ---- გ---–--ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 6 აგვისტოს, მ------ გ---–--ის მიერ მისი მეუღლის ა--- ფ-------ის მიმართ ძალადობის (2018 წლის 6 აგვისტოს დაახლოებით დღის 12:30 საათზე ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რითაც და---რალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი) ფაქტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 6 აგვისტოს 12:58 საათზე 112-ის მეშვეობით ტყიბულის რაიონულ სამმართველოში შევიდა ა--- ფ-------ის შეტყობინება, რომ ტყიბულის რაიონის სოფელ მ--------ში, გ--------ების უბანში მდებარე გ---–--ეების სახლში სცემა მეუღლემ მ------ გ---–--ემ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 07.08.2018წ. 01:04-01:12სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა-----ი გ---–--ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასრუტრა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201- წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით და---რალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მ------ გ---–--ის ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. რაც შეეხება ა----- გ---–--ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით და---რალებულის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები ვერ იქნა აღმოჩენილი, თუმცა ასეთი დაზიანებების არსებობის პირობებშიც კი, ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე ქ. ტყიბულში, გ-------------ს ქუჩა N1--ში მდებარე სახლში, მ------ გ---–--ემ არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ა----- გ---–--ეზე და რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით და---რალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------ გ---–--ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც მ------ გ---–--ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ გ---–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

მ------ გ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მ------ გ---–--ის მიმართ შეფარდებული გირაოს 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, დადებული ყადაღა მოეხსნას მაგული გ---–--ის პ/ნ 41001018602 საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ტყიბულის რაიონი სოფელი მ-------- საკადასტრო კოდი N39.02.27.169;

 

გამართლებულ მ------ გ---–--ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური