განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თეა გიორგაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - გ-----------–------------------------–-–---–-
ბრალდებული - ფ-------------------- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, მცხოვრები თბილისში, დ-----------------------------–-----------------------------ში, ამჟამად პატიმარი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
ფ--------------------ა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი‘‘. 2018 წლის 18 ივლისს თბილისში, დ------------------–-----------–-------- კორპუსის მიმდებარედ ჩატარებული, ფ--------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 10 ცალ ნახატზე არსებულ ხის ბისერებიან ჩარჩოებში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული, მოგრძო ფორმის, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო-მომწვანო პლასტიკური მასა, საერთო წონით 989,46 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, საერთო წონით 98,8470 გრამს.
2018 წლის 18 ივლისს ფ--------------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ, 10 ცალ ნახატზე არსებული, ხის ბისერებიან ჩარჩოებში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული, მოგრძო ფორმის, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო-მომწვანო პლასტიკური მასა და ნიმუშის სახით 2018 წლის 11 ივლისს აღებული პლასტიკური მასა ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა. 2018 წლის 11 ივლისს აღებული პლასტიკური მასა უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი გრძელი ფორმის პლასტიკური მასა, წონით 7,7526 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, 0,7752 გრამის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი, რომ ფ--------------------ა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი‘‘.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლის, მოწმე ი-----–------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა-–-----------------–--- იყო ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და სისტემატურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მან ნეპალის რესპუბლიკაში შეიძინა ნივთები, გამოიწერა, რომელშიც დამალული იყო ნარკოტიკული საშუალებები. ეს ნივთები უნდა ყოფილიყო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე T---ს ფოსტაში. აღნიშნულის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
საფოსტო ქსელ T---ს დირექტორის, მოწმე ნ-----------–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, წინასწარ იღებენ ინფორმაციას, თუ რა ტვირთი უნდა მიიღონ მომდევნო დღეს, თუმცა მიღებამდე არ იციან, რა დევს მასში, იდენტიფიცირება ხდება სატრანსპორტო ზედნადების უნიკალური ნომრით. ზაფხულში დარეკა კლიენტმა ა-–-----------------–---მ, რომელმაც დაასახელა გზავნილის ნომერი და იკითხა, თუ როდის ჩამოვიდოდა თბილისში. უპასუხეს, რომ იმ დღეებში ელოდებოდნენ და როცა ტვირთი ჩამოვიდოდა, დაუკავშირდებოდნენ. მისი ამანათი მიიღეს მეორე დღეს, რაც პირადად აცნობა და ჰკითხა, რა მისამართზე უნდა მიეწოდებინათ. ა-–-----------------–---მ უპასუხა, რომ ამას მოგვიანებით აცნობებდა, რის შემდეგაც აღარ დაურეკავს. რამდენიმე ხანში კლიენტების მომსახურების პორტალზე მიიღეს მეილი, რომლითაც ა-–-----------------–--- ოპერატორთან აზუსტებდა, რომ ტვირთი ბათუმში, კონკრეტულ მისამართზე, გადაეგზავნათ, რასაც დათანხმდნენ. დარეკვამდე უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ტვირთი კანონსაწინააღმდეგო იყო. ტვირთი იდენტიფიცირებული იყო, რადგან საზღვარზევე ფიქსირდება, როდესაც გზავნილში საეჭვო შემადგენლობაა. წარუდგათ გამომძიებელი, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ტვირთი ხუთ კილოგრამს შეადგენდა, ადრესატი კი ა-–-----------------–--- იყო. გამომძიებელმა გამოიძახა ჯგუფი, გაიხსნა ტვირთი, რომელსაც მოჰყვებოდა ინვოისი, სადაც მითითებული იყო, რომ კედლის დეკორები იყო, ტექსტილის სუვენირები. გახსნეს, გზავნილი იყო აზიური ტიპის ხალიჩების, პატარა კედელზე დასაკიდი დეკორაციები, ნაჭრის სურათები, რომლებსაც მძივებით გაფორმებული ჩარჩო ჰქონდა, ჩარჩოებში კი ჩადებული იყო უკანონო ნივთიერება. ამანათს სპეციფიკური სუნიც ჰქონდა. უცხოს რომ გაეხსნა, შიგთავსს ვერ შეამჩნევდა, რადგან ჭრელი იყო, მძივებში იყო ჩარჩოც. გადაუღეს ფოტოსურათები, დალუქეს სპეციალურ პარკში და წაიღეს. ვინაიდან თავდაპირველი პარკი დაზიანებული იყო, გამომძიებელმა მათი ლოგოიანი პარკი ითხოვა. პარკი წებოვანი ლენტით იკვრება, რომლის გახსნის შემთხვევაში მეორედ დაწებება შეუძლებელია. ისე არ იხსნება, რომ არ შეეტყოს, უნდა გაიხეს. ამ ტვირთთან დაკავშირებით ფ-------------------ს არ დაურეკავს, არც ა-–-----------------–--- მისულა მასთან ფოსტაში.
მოწმის განმარტებით, აქვთ ზარების მონიტორინგი, რის თაობაზეც ინფორმაცია მიაწოდეს გამომძიებელს, უთხრეს, რომ იწერებოდა სამი თვის ზარები. შესაბამისად, ჩვენების მიცემიდან რამდენიმე დღეში გამომძიებელს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასცეს ჩანაწერი, სადაც ა-–-----------------–---ს ზარი ფიქსირდებოდა.
ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლის, მოწმე ლ------------ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, სამსახურში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ გ-------–--------–---–თან ერთად, T---ს ფოსტის უფლებამოსილი პირისგან ამოიღო ფუთა. ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით გაიხსნა ფუთა, რომელშიც აღმოჩნდა 10 ცალი სურათი, რომლებსაც გვერდებში ხის ნაწილები და თვლები ჰქონდა. ნიმუშად ამოიღეს ერთ-ერთი ნაწილი და ნახეს, რომ ხეებს შუა იყო პლასტელინისმაგვარი ყავისფერი სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება. დასურათდა ექსპერტების მიერ და ამოღებულ იქნა მათივე თანდასწრებით. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა შესაბამისი შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები. მონაწილეობა აქვს მიღებული დიღმის მასივში მდებარე, ფ--------------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.
ექსპერტ-კრიმინალისტების, მოწმეების - ვ----–---–------------–--–------------- ჩვენებებით, 2018 წლის 11 ივლისს საფოსტო ოფის T---დან ამოიღეს ამანათი, რაც პოლიეთილენის პარკში იყო შეფუთული, შეკრული იყო ფერადი დასაწებებელი ლენტით, ე.წ. სკოჩით. პარკში აღმოჩნდა 10 ცალი პოლიეთილენის პარკში ჩადებული ნახატი, სამკუთხედი ჩარჩოებით და თვლებით, თითოეული ცალ-ცალკე იყო მოთავსებული. ერთ-ერთი სურათის ჩარჩოში გახსნისას აღმოჩნდა მრგვალი, გრძელი ფორმის მოყავისფრო პლასტიკური ნივთიერება, რომელიც, ჩარჩოს გახსნის გარეშე, მის გადაწევამდე არ ჩანდა. გამომძიებელმა გახსნილი ჩარჩო ისევ დაადო ერთმანეთს და ისე შეფუთა. მოწმის განმარტებით, ყველაფერი იატაკზე გაშალეს, დაასურათეს და ამანათი, პარკებთან და დოკუმენტაციასთან ერთად, დალუქეს.
მოწმე გ-------–--------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა, ამასთან, განმარტა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ერთ-ერთი შრომატევადი და სპეციფიკურად გამოსაძიებელი საქმე იყო. რამდენჯერმე შეიცვალა ნეპალიდან გზავნილის ადრესატი და მისამართი. როცა დადგინდა, რომ გზავნილი ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა, დავალებები გაიცა ოპერატიულ სამსახურზე, რომ კონტროლირებადი მოწოდების ფარგლებში ჩართულიყვნენ ოპერატიული ჯგუფები, რათა, როგორც ფოსტის თანამშრომლებს, ფარულად განეხორციელებინათ ნარკოტიკული საშუალებების გადატანა ადრესატამდე, რითაც უკვე გამოძიებისთვის ნათელი გახდებოდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა. ამასთან, დამნაშავის მხრიდან ეჭვის გამოსარიცხად, ექსპერტების მონაწილეობით, მოხდა ექსპერტიზის დალუქული ამანათის კვლავ გახსნა და პირვანდელი სახით გადალუქვა საფოსტო კომპანია T---ს ამანათების პარკში. ასეთი დალუქული წარუდგინეს სასტუმროში თ----–---–-----ს. იმავდროულად, თ----–---–-----ს WhatsApp-ში წერდა პიროვნება და ეუბნებოდა, რომ იქ ჩასულ ამანათს აიღებდა, თუმცა იგი არ მივიდა და გზავნილი თბილისში გადაამისამართებინა, უთხრა, რომ მძღოლს იქ დახვდებოდა ფ--------------------, ვინც ამანათს მიიღებდა. სწორედ მასთან ჰქონდა კონტროლირებადი მოწოდების ფარგლებში ზ---------------–---–ს ახალი ნომრით კონტაქტი. ფ-------------------- რეკავდა ნომრით 5-----------, რომელიც გაფორმებულია ორგანიზაციაზე. მართალია, თავიდან საუბარი იყო ა-–-----------------–---ზე, მაგრამ ვინაიდან არაერთხელ მოხდა მიმღები ადრესატის შეცვლა, ჯერ თ----–---–----- აღმოჩნდა, შემდეგ აღმოჩნდა ფ--------------------, გამოძიება შევიდა ჩიხში, თან ფ--------------------ა სრულიად სხვა ადამიანი დაასახელა დანაშაულის ჩამდენად. შესაბამისად, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ა-–-----------------–---სთან ფიზიკურად ვერ ჩაატარებდნენ მოქმედებებს, რადგან ის საერთოდ არ იყო ამ დანაშაულთან შემხებლობაში. ფ--------------------ა მხოლოდ მას შემდეგ ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც ა-–-----------------–---მ დატოვა საქართველოს ტერიტორია.
მოწმის განმარტებით, ნომერი, რომლიდანაც პიროვნება ნეპალიდან ამყარებდა კავშირს, ვერ გადამოწმდებოდა, რადგან, როგორც იცის, ქართულ ნომერს არ წარმოადგენდა. მისივე ინფორმაციით, შესაძლებელია, საქართველოში ადამიანმა ისარგებლოს უცხოური ნომრით, მაგალითად, დაარეგისტრიროს როგორც უცხოური და მოიწეროს, თითქოს, უცხოეთიდანაა.
ექსპერტ-კრიმინალისტების, მოწმეების - ი-----–-----------------------------------–---–-- ჩვენებებით, გამომძიებლის ოთახში, მისივე მონაწილეობით, დაათვალიერეს დალუქული ფუთა, რომლის შიგთავსში იყო კედლის სურათები. ამოიღეს და დაასურათეს. ჩარჩოები არ გაუხსნიათ. შემდეგ დალუქეს T---ს ფოსტის პარკში, რაც გამომძიებელს ჰქონდა.
სასტუმრო ,,---–------------‘‘ ადმინისტრატორის, მოწმე თ----–---–-----ს ჩვენების მიხედვით, ნეპალიდან დაუკავშირდა ადამიანი და უთხრა, რომ ადრე ისვენებდა მათ სასტუმროში, მოეწონა და კვლავ უნდოდა ოჯახით ჩამოსვლა. შემდეგი დაკავშირებისას უთხრა, რომ ბარგი წინასწარ ჰქონდა გამოგზავნილი და რომ მიიღებდნენ, მისთვის დაჯავშნილ ნომერში შეენახათ. სანამ ფოსტა იმ ადამიანის ბარგის მიწოდებას მოახდენდა, დღეში 10-ჯერ უკავშირდებოდა, მიმოწერა ჰქონდათ WhatsApp-ის საშუალებით, სთხოვდა, როცა ბარგი მივიდოდა, დაკავშირებოდა. მისი დავალებით, თვითონაც რეკავდა ფოსტაში, კითხულობდა, სად იყო და როდის მიიღებდნენ ბარგს. ბოლოს თვითონ დაურეკა და აცნობა, რომ ამანათი მათკენ მიდიოდა. ამანათი მიიტანეს, ის უკვე პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ, რადგან კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას შეიცავდა. პოლიციის თანამშრომლებისთვის სასტუმროში ერთი ოთახი ჰქონდათ გამოყოფილი და იმ ადამიანის ლოდინში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მათი იქ ყოფნის პერიოდში სულ ჰქონდა საუბარი იმ ადამიანთან, ეუბნებოდა, რომ ჯერ ვერ ჩამოდიოდა, ვიზასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, შემდეგ კი სთხოვა, ბარგი თბილისში გაეგზავნა, მძღოლთან უნდა მიეტანა, მონაცემები კი ეცნობებინა იმ ადამიანისთვის, ვინც ბარგს თბილისში დახვდებოდა. მანვე უთხრა, დამხვედრის ვინაობა - ფ-------------------- და ტელეფონის ნომერი. როდესაც ფ-------------------ს დაუკავშირდა, ის საქმის კურსში იყო. შეფუთულ ამანათს სურათი გადაუღო და ნეპალში გაუგზავნა, ხოლო ფ--------------------სთვის არაფერი გაუგზავნია.
თ----–---–-----ს გამოკითხვისა და, ექსპერტების თანდასწრებით, მისგან ინფორმაციის ამოღების ირგვლივ სასამართლოს ჩვენებები მისცეს მოწმეებმა - ბ-------------–-–---–--------------------------მ. ამ უკანასკნელის განმარტებით, უცხოური ნომრით შესაძლებელია საქართველოში მყოფმა ადამიანმაც ისარგებლოს. ნამდვილად ნეპალიდან უკავშირდებოდა თუ არა პიროვნება თ----–---–-----ს, აღნიშნულის გადამოწმების მიზნით, მისთვის შეტყობინება არ გაუგზავნია.
მოწმე ზ---------------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც თ----–---–-----ს WhatsApp-ში დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ ამანათი თბილისში გაეგზავნა და გადაეცა ფ--------------------სთვის, თან მისი ტელეფონის ნომერი მისცა, კონსპირაციის მიზნით, იყიდა ახალი ნომერი. ეს ნომერი თ----–-მ ფ-------------------ს მისწერა, როგორც მძღოლის ნომერი, ვინც ამანათს თბილისში ჩაიტანდა. კ-----------------------სთან ერთად, ჩაჯდა მიკროავტობუსში, მძღოლის გვერდით, და ამანათი თბილისში მისთვის გადასაცემად წამოიღეს. ამანათი გადაეცათ ბათუმში, ვარდისფერი პარკით, ე.წ. სკოჩით დალუქული, რაც არ გაუხსნიათ და ასეთივე წამოიღეს თბილისში. ფ-------------------ს დაუკავშირდა, როგორც მძღოლი, უთხრა, რომ ამანათი მიჰქონდა, შემდეგ მან რამდენჯერმე დაურეკა სხვადასხვა ნომრით. მცხეთას რომ მიუახლოვდნენ, აცნობა, რომ დ------------–--------–----------––-, გაჩერებასთან დახვდებოდა. ადგილზე კ-----------------------მ ჰკითხა, ვინ იყო, მან თავისი სახელი და გვარი უთხრა, ასევე, უთხრა, რომ ამანათს ელოდებოდა. ფ-------------------ს გადასცეს ამანათი, მან შეამოწმა, ჩახედა, რა იყო, მადლობა გადაუხადა და წავიდა. მის თვალწინ ფ-------------------ს ამანათი არ გაუხსნია. მოწმის განმარტებით, ფ--------------------ა იცოდა თუ არა, რომ ამანათში ნარკოტიკული ნივთიერება იყო, არ იცის. ამასთან, მისივე განმარტებით, ამანათი ადვილად არ გაიხსნებოდა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე კ-----------------------მ, რომელმაც განმარტა, რომ დიღმის მასივში გაჩერდა სამარშრუტო ტაქსი, რომელთანაც მივიდა ფ--------------------, გაეცნო და უთხრა, რომ ამანათს ელოდებოდა, მიაწოდეს ჩანთა, რაშიც ამანათი იყო. ამანათი შეფუთული იყო, ფ----------- ჩანთა გახსნა, ჩაიხედა, თუმცა რა ტვირთი იყო, ვერ გაერკვეოდა, მადლობა გადაუხადა და წავიდა. ამის შემდეგ ფ-------------------- მიკროავტობუსის გაჩერების ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში დააკავეს, რაშიც მას მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე გ-------------------ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 18 ივლისს ბათუმიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსში იმყოფებოდა მათი ორი თანამშრომელი - ბ-------------- და ზ---------------–---–ი, მძღოლის საფარქვეშ. ა-–-----------------–---მ დაასახელა ბათუმიდან გამოგზავნილი ტვირთის დამხვედრი პირის ვინაობა და მისი ტელეფონის ნომერი. მგზავრობის პერიოდში ფ-------------------- მათ თანამშრომლებს უკავშირდებოდა სხვადასხვა ნომრით. დაიგეგმა ღონისძიება, რომლის ფარგლებში, შ---------–-–---–-----------------------–---–---- ერთად, იყო ჯგუფში. ფ-------------------- იცოდნენ ფოტოსურათით, რათა ვიზუალური კონტროლის ქვეშ ჰყოლოდათ. გაჩერდნენ იმ ადგილას, სადაც დაახლოებით წინასწარ იყო ცნობილი, რომ გაჩერდებოდა სამარშუტო ტაქსი. მის მოსვლამდე ცოტახნით ადრე დაინახეს ფ--------------------. მალევე სამარშრუტო ტაქსი მოვიდა, თანამშრომლები მძღოლის გვერდით ისხდნენ, მათ გადასცეს პაკეტი ფ-------------------ს. პაკეტის აღების შემდეგ ფ-------------------- დაიძრა კორპუსის მიმართულებით, თვითონაც გაჰყვა, მისგან დაახლოებით 10-15 მეტრით იყო დისტანცირებული, უკვე სიბნელე იყო, დაინახა, რომ ფ-------------------- დაიხარა, გახსნა ამანათი და ჩაიხედა, ისევ დაკეცა და გააგრძელა გზა, არ დაუნახავს, რომ რამე ამოეღოს. უკვე უბანში შესვლას რომ აპირებდა, წარუდგნენ და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ასევე, მოხდა პარკში შეფუთული ამანათის გახსნა-დათვალიერება. ამანათში იყო ნახატები დრეკად მასალაზე, რომელსაც ჩარჩოები მარტო კუთხეებში ჰქონდა, ჩარჩოებს შუა იყო მოშავო პლასტელინისმაგვარი ნივთიერება.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე შ---------–-–---–--, რომელმაც განმარტა, რომ უკვე სიბნელე იყო, როდესაც ფ--------------------ა მათ თანამშრომელს პარკი გამოართვა, გაიარა რამდენიმე მეტრი, გაჩერდა, გახსნა, პაკეტიც გახსნა და ჩაიხედა შიგნით, დაინტერესდა, რა იყო, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, რით გახსნა, იყურებოდა შიგნით, ძალიან ცოტა ხანი დასჭირდა ამ ყველაფრისთვის. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ წარუდგნენ და გაჩხრიკეს. ამოუღეს პირადი ნივთები, ჩანთა და T---ს პარკი გახსნილ მდგომარეობაში. პარკში ოთხი ფურცელი და კედლის ათი ცალი დეკორი ეწყო, რაც დაათვალიერეს, მოხსნეს ჩარჩოები, სადაც მოთავსებული იყო პლასტელინისმაგვარი მასა.
მოწმე კ-------------–---–--– ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ფ--------------------ს მიმართ ჩატარებული ღონისძიების ირგვლივ. ამასთან, განმარტა, რომ შეჩერდა სამარშრუტო ტაქსის გაჩერებიდან დაახლოებით 20-25 მეტრში. თვითონ ა----–-----–-------–-- მხარეს იდგა, შ---------–-–---–-------------------------- - უფრო დ-------- მხარეს, თუმცა ქუჩის ერთ მხარეს იდგა ყველა. მიკროავტობუსიდან ამანათის აღება არ დაუნახავს, დაინახა, როცა ფ-------------------- გააჩერეს შ---------–-–---–-- და გ-------------------მ, რის შემდეგაც მასთან თვითონაც მივიდა. მის მიმართ ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ხელთ ჰქონდა ვარდისფერი ხელჩანთა, გახსნილ მდგომარეობაში, რომელშიც მოთავსებული იყო ქაღალდის ფურცლები, ინგლისურენოვანი წარწერით, ასევე, იყო პაკეტი T---ს წარწერით, რომელიც იყო გახსნილი, წებვადი შესაკრავი იყო, რითაც იყო დამაგრებული. პარკში მოთავსებული იყო კედლის ათი ცალი დეკორი, კუთხეებში ხის ჩარჩოებით, რაშიც პლასტელინისმაგვარი მასები აღინიშნებოდა.
თბილისში, აღ--–-----–------------------ში მდებარე, T---ს ფოსტის ცენტრალურ ფილიალში 2018 წლის 11 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად, ამოღებულ იქნა საამანათე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, 10 ცალი კედლის დეკორაცია, სხვადასხვა სახის ორნამენტებით, სათითაოდ მოთავსებული პოლიეთილენის პარკებში. აღებულ იქნა ერთი კედლის დეკორაცია, რომლის თვლებით მორთული ჩარჩოს გახსნისას მასში აღმოჩნდა პლასტელინის მსგავსი მასა. ასევე, ამოღებულ იქნა ამანათის თანდართული დოკუმენტაცია, 4 ფურცლად, რომელიც მოთავსებული იყო პაკეტზე არსებულ სპეციალურ ჯიბეში.
გზავნილის იგივე აღწერილობაა იმავე დღით დათარიღებულ, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში, რომელშიც, ასევე, მითითებულია გამომგზავნის და მიმღების შესახებ ინფორმაცია, სადაც ლათინური ასოებით იკითხება ა-–-----------------–---, გამომგზავნი ქვეყანა - ნეპალი; მეორე ფურცელი არის იგივეს დუბლიკატი; მესამე ფურცელზე ა-–-----------------–---სთან ერთად იკითხება ყ---–---------; მეოთხე ფურცელზე იკითხება წარწერები - თ----–-, ბათუმი, საქართველო, ტელეფონის ნომერი 9-----------. ათიდან ერთ კედლის დეკორაციას მორთული ჩარჩო აქვს გახსნილ მდგომარეობაში, სადაც მოთავსებულია პლასტელინის მსგავსი მასა, რომელიც მოთავსებულია პოლიმერული მასალის ნაჭერში. პლასტელინის მსგავსი მასა აღებულ იქნა ნიმუშის სახით და დაილუქა ც-----ს ლუქით F--------, ასევე, მოხდა ფოტოგადაღება (მონაწილეები - ა------------------–--------).
იგივე ინფორმაციის შემცველია 2014 წლის 14 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ კედლის 10 ცალი დეკორაცია დაილუქა T---ს საამანათე პაკეტში, რომელსაც სპეც.პაკეტივით აქვს დასალუქი. ზედა მხარე გადაწებებულ იქნა და საფოსტო ამანათს მიეცა პირვანდელი სახე, როგორც იყო ამოღებამდე ფოსტაში. ამასთან, როგორც თავდაპირველად იყო მოთავსებული, 4 თაბახის ფურცელი მოთავსდა T---ს საამანათე პაკეტის უბეში გარეთა მხრიდან.
ქიმიური ექსპერტიზის #1---------------- დასკვნით, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი გრძელი ფორმის პლასტიკური მასა, წონით 7,7526 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, 0,7752 გრამის ოდენობით.
ექსპერტებმა - ნ-----–---------------------–--–---–---მ დაადასტურეს აღნიშნული დასკვნის სისწორე, ამასთან, პ-------–--–---–---მ განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტის დასალუქად განკუთვნილ პოლიეთილენის პაკეტს, ნომრით F--------, აღენიშნებოდა წარწერები, ნივთიერება ბისერებიან ჩარჩოში არ ყოფილა, იყო პოლიეთილენის პარკში შეფუთული და მეორე იყო უკვე ბისერებიან ჩარჩოში.
2018 წლის 18 ივლისის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ,,კონტროლირებადი მიწოდების‘‘ მიმდინარეობის ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებლებმა T---ს საფარქვეშ მიიტანეს ამანათი ბათუმში, სასტუმრო ,,ს--–----------–-‘‘, და შესანახად გადასცეს ადმინისტრატორ თ----–---–-----ს. იმ დღეს თ----–---–-----ს დაუკავშირდა მობილური აპლიკაციით პირი, ვისაც, თითქოს, უნდა მიეღო ამანათი, და უთხრა, რომ ვინაიდან ვერ ახერხებდა საქართველოში ჩასვლას, ამანათი მიკროავტობუსით გაეგზავნა თბილისში, სადაც ჩაიბარებდა მისი ახლობელი ფ--------------------, რომლის ტელეფონის ნომერია 5--------. ზ---------------–---–მა აიღო ,,ჯ------–--‘‘ ნომერი 5--------, რაც აცნობა მას, როგორც მძღოლის ნომერი. იმავე დღეს, 16 საათზე, ოპერატიული თანამშრომლების მიერ დაიწყო ამანათის კონტროლირებადი გადაადგილება თბილისის მიმართულებით. გადაადგილების დროს ზემოაღნიშნულ ნომერზე უკავშირდებოდათ მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ იყო ფ-------------------- და ელოდებოდა ამანათს, ინტერესდებოდა, რამდენ ხანში იქნებოდა თბილისში. დაახლოებით 22:20 საათზე, თბილისში, რ---------------------, შეთანხმებისამებრ, შეჩერდა მიკროავტობუსი, რომელშიც ისხდნენ საფარქვეშ მყოფი პოლიციელები, მათთან მივიდა ფ--------------------, პოლიციელებმა გადასცეს T---ს პოლიეთილენის პაკეტში შეფუთული ამანათი, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ფ--------------------ა პოლიციელების თვალწინ გადახსნა ხელჩანთა, რაშიც მოთავსებული იყო გზავნილი, დაათვალიერა და მოშორდა მიკროავტობუსს, რის შემდგომ, იქვე, ახლოს, გახსნა საფოსტო გზავნილი და დარწმუნდა მიღებული ნივთების შესაბამისობაში.
თბილისში, დ-------------------–----------––-------- კორპუსის მიმდებარედ, 2018 წლის 18 ივლისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმით, ფ--------------------ს შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,სამსუნგის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ჯ------–--‘‘ სიმბარათით; ,,ნოკიას‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,მ-----------‘‘ სიმბარათით; ფულადი თანხა, 100 ლარის ოდენობით, და პირადობის მოწმობა. ასევე, ამოღებულ იქნა მის ხელთარსებული ვარდისფერი ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 4 ფურცელი, ამავე ხელჩანთაში აღმოჩნდა გახსნილი წარწერებიანი პოლიეთილენის პაკეტი, წარწერით T-- - T-----------------. აღნიშნულ პაკეტში აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში მოთავსებული, 10 ცალი ორნამენტებიანი კედლის დეკორაცია, კუთხეებზე ხის ჩარჩოებით, რომლებიც თვლებითაა გაწყობილი, ჩარჩოებს შიგნით აღენიშნება პლასტელინისმაგვარი მასები.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7------ დასკვნით, ფ-------------------- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინდა ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის‘‘ მოხმარება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ე-–--------–-------
ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნით, 2018 წლის 18 ივლისს ფ--------------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ, 10 ცალ ნახატზე არსებულ ხის ბისერებიან ჩარჩოებში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული მოგრძო ფორმის, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო-მომწვანო პლასტიკური მასა, საერთო წონით 989,46 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, საერთო წონით 98,8470 გრამს; 10 ცალ ნახატზე არსებულ ხის ბისერებიან ჩარჩოებში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული, მოგრძო ფორმის, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო-მომწვანო პლასტიკური მასა და ნიმუშის სახით 2018 წლის 11 ივლისს (იხ. ექსპერტის დასკვნა #1---------------) აღებული პლასტიკური მასა ერთანირი ქიმიური შემადგენლობისაა.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი სასამართლოში დაადასტურეს თ-------------–---–-- და პ-------–--–---–---მ.
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 28 ივლისის ოქმით, თ----–---–-----ს მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონიდან, ნომრით 5--------, მოხდა ინტერნეტპროგრამა ,,WhatsApp-ში‘‘ ნომერთან +9------------- უცხოურ ენაზე მიმდინარე მიმოწერის ფოტოგრაფირება და დისკზე გადატანა.
ექსპერტ-კრიმინალისტმა, მოწმე მ----------------მ დაადასტურა, გამომძიებლის შეტყობინების საფუძველზე, სასტუმროს ტიპის ადმინისტრაციულ შენობაში მოწმე თ----–---–-----ს ტელეფონის დათვალიერების დროს მიმდინარე უცხოურენოვანი მიმოწერის ფოტოგრაფირება და დისკზე გადატანა.
თ----–---–-----ს მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინგლისურენოვანი მოკლე ტექსტური შეტყობინებების (თარგმნილი ქართულ ენაზე) თანახმად, დგინდება ივლისის დასაწყისიდან მასთან აქტიური კომუნიკაცია პირის მიერ, რომელიც ეცნობა სახელით ს--------------------- და სთხოვს ნომრის დაჯავშნას, ასევე, ეუბნება, რომ ბარგი გამოგზავნა და სთხოვს შენახვას, შემდეგ ამბობს, რომ ვიზა ვერ მიიღო და ითხოვს ბარგის თბილისში ავტობუსით გადაგზავნაში დახმარებას. იგი აძლევს ფ--------------------ს მობილური ტელეფონის ნომერს +591-5-------- და სთხოვს ბარგის გაგზავნამდე მას დაუკავშირდეს. 18-19 ივლისს აღნიშნული პირი თ----–---–-----ს ეუბნება, რომ ბარგი არ მოიძებნა.
შპს ,,ჯ------–-----‘‘ გამოთხოვილი ინფორმაციით, ზ---------------–---–ის ტელეფონის ნომერზე 5-------- 2018 წლის 18 ივლისს ფ-------------------ს დარეკილი აქვს ნომერიდან 5-------- 15:45 საათიდან 21:34 საათამდე პერიოდში ოთხჯერ.
ბრალდებულ ფ--------------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 17 ივლისს დაურეკა ს------------–------------------–----, რომელთანაც მეგობრობდა, თუმცა ახლო მეგობრები არ იყვნენ და სთხოვა შეხვედრა. შეთანხმდნენ, რომ საღამოს 7 საათისთვის უბანში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მასთან შეხვედრისას იყო მეგობრებთან ერთად. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ს--------- უთხრა, რომ პროდუქტებს უგზავნიდნენ სოფლიდან და თუ შეეძლო, მის მაგივრად დახვედროდა, რადგან თვითონ მიდიოდა, ამასთან, გზავნილს ორ დღეში გამოართმევდა. დათანხმდა, შემდეგ ს--------- ნომერი მისცა, ვისაც ამანათი უნდა გაეგზავნა და მისცა მძღოლისთვის გადასაცემი 20 ლარი. მეორე დღეს, დილით, დაურეკა უცხო ქალმა და უთხრა, რომ დაახლოებით შუადღის საათებისკენ გამოგზავნიდა ამანთს, რის შემდეგ თვითონ დაერეკა. მართლაც, დაუკავშირდა და ჰკითხა, რა დროს გამოგზავნიდა და სად დახვედროდა. პასუხი იყო, რომ წუთი-წუთზე ჩადებდა სამარშრუტო ტაქსში. მართლაც, ცოტახანში აცნობა, რომ მოათავსა სამარშრუტო ტაქსში, გამოართვა მძღოლის ნომერი, რის შემდეგაც იმ ქალთან კონტაქტი არ ჰქონია. მძღოლს დაუკავშირდა, ჰკითხა, რომელ საათზე იქნებოდა თბილისში და შეთანხმდნენ, რომ 8-9 საათისთვის დახვედროდა დიღმის მასივში, ,,წ-----–--------------------- მოპირდაპირე მხარეს. კიდევ რამდენჯერმე ესაუბრა მას. ორი ტელეფონი ჰქონდა და ხან ერთით რეკავდა, ხან - მეორეთი. ადგილზე მისულ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ მის სახლზე რაღაც იყო გამოგზავნილი, მძღოლის გვერდით მჯდომმა ჰკითხა ვინაობა და რომ გაიგო სახელი და გვარი, უთხრა 20 ლარი იყო გადასახდელი. თანხა მიაწოდა, მძღოლმა თავის გვერდით კარი გახსნა, ამოიღო და მიაწოდა მოწითალო პარკი, რომელიც გამოართვა და წამოვიდა ისე, რომ არც ჩაუხედავს, მაქსიმუმ 5 მეტრში დააკავეს. პოლიციელები ნელ-ნელა ემატებოდნენ, მათ შორის ის თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებმაც მას ამანათი გადმოსცეს. ამანათი იქვე გაიხსნა და იქვე მოხდა დათვალიერება.
დაცვის მოწმის - ა-–-----------------–---ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის მაისში დასასვენებლად იყო ნეპალში, სადაც ერთი ნეპალელი კაცისგან ყიდულობდა ჰაშიშს. შემდეგ გაირკვა, რომ ამ პიროვნებას შეეძლო მისთვის თბილისში, ფოსტის საშუალებით, გადმოეგზავნა ეს ნივთიერება. მარიხუანას მომხმარებელია და რადგან თბილისში ძვირი ღირს, გადაწყვიტა მარაგი გამოეწერა. 10 000 დოლარის სანაცვლოდ იმ ადამიანმა გამოუგზავნა ჰაშიში. ჰაშიშის ჩამოსვლამდე შეიტყო, რომ ფოსტაში ნარკოტიკების გამოწერის გამო ადამიანი დააკავეს, რამაც შეაშინა და გადაწყვიტა, არ მისულიყო იქ და ამანათი ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში გადაეგზავნა. ნეპალში შეძენილი სიმბარათით WhatsApp-ში დაუკავშირდა სასტუმროს მენეჯერ თ----–---–-----ს და გაეცნო, რომ იყო ნეპალელი და აპირებდა ოჯახით ჩამოსვლას და დასვენებას, რის გამოც წინასწარ გზავნიდა ბარგს. შემდეგ უთხრა, რომ ვეღარ ახერხებდა სასტუმროში ჩასვლას და სთხოვა, ამანათი თბილისში გაეგზავნა. შეეშინდა თვითონ ამანათის ასაღებად მისვლა, თავი დაიზღვია და, უსაფრთხოების მიზნით, დაუკავშირდა ნაცნობ ფ-------------------ს, რომელიც თან, იქვე, დ------–- ცხოვრობდა და მარტივი იქნებოდა, სამარშრუტო ტაქსს დახვედროდა. ფ---------- უთხრა, რომ სოფლიდან პროდუქტებს უგზავნიდნენ, თვითონ მთელი დღე დაკავებული იქნებოდა და ის მისულიყო ასაღებად, თან 20 ლარი დაუტოვა, რაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლისთვის უნდა გადაეცა, ჩამოტანის სანაცვლოდ. ფ---------- თ----–---–-----ს ტელეფონის ნომერიც მისცა, რომ დაკავშირებოდა მეორე დღეს, როცა ბათუმიდან ამანათს გამოაგზავნიდა და ის ეტყოდა სამარშრუტო ტაქსის ნომერს, იგივე უთხრა ლ-------–. პირადად თვითონაც დაუკავშირდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომლმაც უთხრა, რომ გზაში იყო. გამოგზავნილი ჰაშიში პირადად მისი იყო. ფ-------------------თან ერთ--------------------------------------–------–-----------------–------------- ფ---------- დაახლოებით 2 წლის წინ გაიცნო დაბადების დღეზე, ხშირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ ისე იცნობდა, რომ თავს მისცა იმის უფლება, ეთხოვა, მის ნაცვლად დახვედროდა ამანათს. აღნიშნულის შესახებ მას მხოლოდ წინა დღით უთხრა, მას შემდეგ, რაც თ----–---–-----ს შეუთანხმდა. თუ რა იდებოდა პარკში, კონკრეტულად არავისთვის უთქვამს, მხოლოდ თვითონ იცოდა. ფ----------სთვის არც ის უთქვამს, ბარგი შეემოწმებინა, ის უბრალოდ უნდა დახვედროდა, პარკი გამოერთმია და მეორე დღეს მისთვის გადაეცა. არც უსაფრთხოება უთხოვია, თუნდაც იმ სახით, რომ სხვადასხვა სიმბარათები აეღო. ფ------ არ იცოდა, რა იყო გზავნილში და, შესაბამისად, უსაფრთხოებაც არ დასჭირდებოდა.
მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ არანაირი შეტყობინება სასამართლოდან არ მიუღია, არც პოლიციიდან გამოუძახიათ. ერთხელ მისცა ადვოკატს ჩვენება ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში, რადგან თბილისში ვერ ჩამოდიოდა და დაახლოებით 2 საათში გადავიდა საზღვარზე. საქართველო დატოვა, რადგან ციხეში ჩაჯდომა არ უნდა. ძალიან მარტივად დატოვა საქართველო, საზღვარზე არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
დაცვის მოწმის - თ---------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 17 ივლისს, საღამოს, ფ-------------------თან ერთად იყო უბანში, რა დროსაც მივიდა ა-–-----------------–--- და ფ------ უთხრა, რომ სოფლიდან ჩამოსდიოდა რაღაცა ამანათი, სოფლის პროდუქტები, თვითონ იმ დროისთვის თბილისში არ იქნებოდა და რადგან ის დ------–- ცხოვრობდა, თუ შეძლებდა სამარშრუტო ტაქსს დახვედროდა. ფ----- დათანხმდა და რაღაც ნომერიც ჩაიწერა. საუბარს მათი მეგობარი ნ----–-------ც ესწრებოდა.
მოწმე ნ-----–-------ს ჩვენების თანახმად, 17 ივლისს, საღამოს, სამსახურიდან მიმავალმა ნახა მეგობრები - ფ-----------------, ლაპარაკობდნენ, რა დროსაც გამოიარა ვიღაც ს--------- და რაღაცები ილაპარაკეს. ს--------- ფ---------- სთხოვა, თუ შეეძლო, მეორე დღეს დასავლეთიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსს დახვედროდა, პროდუქტს უგზავნიდნენ, თან უთხრა, რომ თვითონ ვერ ახერხებდა დახვედრას, რადგან ქალაქში არ იქნებოდა, რაზეც ფ------ უპასუხა, რომ არ ექნებოდა პრობლემა, დახვდებოდა. სავარაუდოდ, მერე ნომრებიც გაცვალეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, რომ ფ----- დააკავეს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 18 თებერვალს, თბილისში, დ-------------------–----------––-------- კორპუსის მიმდებარედ, ფ--------------------ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებულ გზავნილში, კედლის დეკორატიული სურათების ჩარჩოებში მოთავსებული, პლასტელინისმაგვარი ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. ამავდროულად, ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ვერ იქნა დადასტურებული, რომ ფ--------------------ა ნამდვილად იცოდა გზავნილში არსებული ნარკოტიკული საშუალების შესახებ. მართალია, დადგენილია დანაშაულის ფაქტი, თუმცა არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან.
სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულმა მიუთითა, რომ ა-–-----------------–---მ, რომელიც მას შემთხვევის წინა დღეს შეხვდა, სთხოვა, დახვედროდა მის კუთვნილ ამანათს, რომელსაც სოფლიდან უგზავნიდნენ, იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს თავად ა-–-----------------–---მაც, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ მან სთხოვა ფ-------------------ს, დახვედროდა სამარშრუტო ტაქსს, რომლის მძღოლიც მას გადასცემდა მისთვის განკუთვნილ ამანათს. მანვე განმარტა, რომ მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი, რა იყო ამანათში, მას ფ--------------------სთვის არ უთქვამს, რომ ამანათში მოთავსებული უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერება.
დაცვის მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ა-–-----------------–---სა და ფ--------------------ს შეხვედრას ესწრებოდა ორი პირი, რომელთაგან ნ-----–------- იმ დრომდე საერთოდ არ იცნობდა ა-–-----------------–---ს, ხოლო თ---------------–---–- მას ფ--------------------სგან იცნობდა. ორივე მათგანმა ფ--------------------სა და ა-–-----------------–---ს შეხვედრა აღწერა ერთნაირად და თავიანთ ჩვენებებში მიუთითეს, რომ სწორედ ა-–-----------------–---მ სთხოვა ფ-------------------ს, დახვედროდა მის კუთვნილ ამანათს, რომელსაც უგზავნიდნენ სოფლიდან, რა დროსაც მას ნარკოტიკული ნივთიერებები არ უხსენებია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ა-–-----------------–--- და ფ-------------------- მათგან არ განცალკევებულან. აღნიშნულს სასამართლო ხაზს უსვამს იმდენად, რამდენადაც, ბუნებრივია, ა-–-----------------–--- სხვა პირთა თანდასწრებით ხმამაღლა არ გააჟღერებდა მის კუთვნილ ამანათში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ, მით უფრო, ისეთი ადამიანის თანდასწრებით, რომელსაც პირველად ხედავდა.
მითითებული გარემოებები ვერ იქნა გაბათილებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა დაცვის მოწმეთა ჩვენებებს და მათ სანდოობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი ერთი მტკიცებულებაც კი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ფ--------------------სთვის ცნობილი იყო ამანათში მოთავსებული შიგთავსის თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი უწყების მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის მიღებიდან - 2018 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 18 ივლისამდე გამოძიების ხელთარსებულ არცერთ ინფორმაციაში ფ--------------------ს სახელი არ დაფიქსირებულა. ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველმა გზავნილმა რამდენჯერმე შეიცვალა ადრესატი, თავიდან ა-–-----------------–--- იყო, შემდეგ - თ----–---–----- და ბოლოს - ფ--------------------, რომელიც უნდა დახვედროდა ბათუმიდან წამოსულ სამარშრუტო ტაქსს და მიეღო გზავნილი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია, რომ ნარკოტიკული საშუალება შენიღბული სახით იყო დატანილი დეკორატიული სურათების ჩარჩოების ქვეშ, რაც ერთი შეხედვით არ ჩანდა. საერთაშორისო ექსპრეს-გზავნილების ფირმა T---ს თანამშრომელმა ნ-----------–-–---–-ა, რომელიც ესწრებოდა ა-–-----------------–---ს სახელზე გამოგზავნილი ამანათის გახსნას, სასამართლოში დააფიქსირა, რომ შიგთავსი სხვას რომ გაეხსნა, უცხო თვალი ვერაფერს შენიშნავდა, რადგან ჭრელი იყო, ჩარჩოც მძივებში იყო. ასევე, ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომელმა ლ------------- განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება მოთავსებული იყო ხეებს (ჩარჩოებს) შორის. აღნიშნულზე მიუთითეს ექსპერტ-კრიმინალისტებმაც - ვ----–---–-----------–--–-------------, რომლებმაც მათთან ერთად ამოიღეს და დაათვალიერეს ამანათი. აღნიშნულმა პირებმა, ასევე, განაცხადეს, რომ ჩარჩოს გახსნის გარეშე, გაუხსნელ მდგომარეობაში, შიგნით, ეს ნივთიერება არ ჩანდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ექსპერტიზის ჩასატარებლად, კვლევის მიზნით, დაიშალა ერთ-ერთი სურათის ჩარჩო, თუმცა ის გარემოება, რომ მას კვლავ დაუბრუნდა პირვანდელი მდგომარეობა, მტკიცებას არ საჭიროებს, რამდენადაც დადგენილია, რომ გამოძიება მიმდინარეობდა შენიღბული სახით, სურათები დაილუქა ისევ T---ს პარკში, რათა მიმღებისთვის ეჭვი არ გამოეწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომ ფ--------------------ა გზავნილის მისთვის გადაცემის დროს ჩაიხედა ჩანთაში, რაშიც T---ს პარკი იყო მოთავსებული, არაფრის მომცემია, რამდენადაც მხოლოდ ჩახედვით, დალუქული პაკეტის მეტს ფ-------------------- ვერაფერს დაინახავდა, პაკეტის გახსნის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იყო, ფ-------------------ს მხოლოდ ჩახედვით შეენიშნა მასში ნარკოტიკული ნივთიერება.
მოწმე კ-----------------------მ თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ ფ--------------------ა გახსნა პარკი, ჩაიხედა, თუმცა რა ტვირთი იყო, ვერ გაერკვეოდა. იგივეზე მიუთითა მოწმე გ-------------------მაც, რომ ფ--------------------ა გახსნა პაკეტი, ისევ დაკეცა და წავიდა. მანვე დაადასტურა, რომ ფ--------------------ა მხოლოდ ჩაიხედა და ამოღებით არაფერი ამოუღია. მოწმე ნ-----------–-–---–-ა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მათი საამანათე პარკები წებოვანი ლენტით იკვრება, რაც მარტივად არ იხსნება, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, პარკი უნდა გაიხეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმით, კერძოდ, ფ--------------------ს პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ T---ს პარკი გახსნილი იყო, ასევე, დადასტურებულია, რომ ფ-------------------ს თან არ ჰქონია არც დანა და არც რაიმე ისეთი საგანი, რითაც უცებ და თან შეუმჩნევლად, შეეძლო პარკის შიგთავსის შემოწმება. აქვე, ხაზგასასმელია ერთი საკითხიც - თუკი მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ბრალდებულის მხრიდან განზრახი დანაშაულისთვის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური მომენტი (ცოდნა), თუ რასთან ჰქონდა საქმე, ალოგიკურია, რატომ გააკეთებდა ამას ქუჩაში, მას შემდეგ, რაც დაემშვიდობა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს და გაიარა გარკვეული მანძილი, როდესაც შეეძლო მისულიყო სახლში და საფრთხის გარეშე შეემოწმებინა. ასეთ შემთხვევაში, ლოგიკური ის იქნებოდა, იქვე, მძღოლის თანდასწრებით შეემოწმებინა ამანათი და არა მას შემდეგ, რაც დაშორდა მას, თუკი გზავნილის შიგთავსში სურდა დარწმუნება.
რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულმა ამანათის მიღებისას მიმართა უსაფრთხოების ზომებს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქმედების ჩადენის დღეს - 2018 წლის 18 ივლისს სპეციალურად გაააქტიურა მობილური ტელეფონის ნომრები - 5----------- და 5-----------, რომლებიც რეგისტრირებულია ,,გ---------------------‘‘ სახელზე და რომლებითაც ხორციელდებოდა მობილური კავშირი ბრალდებულსა და თ----–---–-----სა და ზ---------------–---–ს შორის, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფ-------------------ს ზ---------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე ზარები განხორციელებული აქვს, ასევე, შპს ,,ვ---------‘‘ სახელზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრიდან 5-----------, რომლითაც ის მანამდეც სარგებლობდა და რომელიც პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებში მითითებული აქვს პირად ნომრად, რაც არანაირად არ ხვდება კონსპირაციის თემაში. შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან სხვადასხვა სიმბარათების გამოყენებას სასამართლო ვერ მიიჩნევს ფ--------------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველაზე ღირებულ მოწმეს წარმოადგენს ა-–-----------------–---, რამდენადაც ნარკოტიკული საშუალება საქართველოში სწორედ მის სახელზე იქნა გამოგზავნილი და სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებას ბათუმში მდებარე სასტუმროს მენეჯერთანაც. მიუხედავად ამისა, ა-–-----------------–---, რომელზეც ჯერ კიდევ 2018 წლის 11 ივლისს იყო ინფორმაცია შესული სამართალდამცავ ორგანოში, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ეწეოდა ასეთის შეძენა-შენახვას და რომ მან გამოიწერა ნარკოტიკული საშუალება შენიღბული სახით, არცერთხელ არ ყოფილა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში. აღნიშნულის გამართლებას ბრალდების მხარე შეეცადა იმით, რომ ფ--------------------ა დაკავებისას არ დაასახელა ა-–-----------------–---, მან მხოლოდ მას შემდეგ ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც ჩ-----–---მ საქართველოს საზღვარი დატოვა, თუმცა სასამართლოსთვის გასაკვირია გამოძიების ინერტულობა თუ არასრულფასოვნება. რაოდენ რთული გამოსაძიებელიც არ უნდა ყოფილიყო მოცემული სისხლის სამართლის საქმე და რამდენი ადრესატიც არ უნდა ჰყოლოდა ნეპალიდან გამოწერილ ნარკოტიკულ საშუალებას, როგორ მოხდა, რომ ა-–-----------------–--- არ დაიბარეს გამოსაკითხად და გამოძიება დაკმაყოფილდა იმ შედეგით, რაც დადგა ფ--------------------ს მიმართ, რომლის ქმედება შემოიფარგლა მხოლოდ ამანათის მიღებაში.
ბრალდების მხარე დაცვის მხარეს აკრიტიკებს ა-–-----------------–---ს ჩვენების მოპოვების დროსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც თვითონ საერთოდ არ ახდენს აღნიშნული მტკიცებულების მოპოვებას.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია პროკურორის განმარტება, რომ საქმე ორგანიზებულ ჯგუფთან ჰქონდათ და ასე პირდაპირ არ შეიძლებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სასამართლოსთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია ასეთ ვითარებაში გამოძიების სიფრთხილის აუცილებლობა, თუმცა ჩნდება კითხვა, თუკი ეს ასეა, რასაც ამ მოცემულობით სასამართლო ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს, ორგანიზებული ჯგუფის გამოსავლენად რატომ არაფერი გაკეთებულა და თუკი, ბრალდების მხარის ვერსიით, ფ-------------------- ორგანიზებული ჯგუფის წევრია, რატომ არ წაუყენეს მას ბრალი ამ კვალიფიკაციით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით? საგულისხმოა, რომ ასეთი გარემოების არსებობა წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება, გარდა იმისა, რომ გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებას, რომ, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ მოიპოვა საფოსტო კომპანია T---ს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომელიც შედგა ამანათის ადრესატთან (მოწმე ნ-----------–-–---–-ს განმარტებით, ა-–-----------------–---სთან), ბრალდება არ დაინტერესებულა ხმის იდენტიფიკაციით, ხომ არ ეკუთვნოდა ჩანაწერში არსებული ხმა ფ-------------------ს, ის ხომ არ ახორციელებდა ზარებს ა-–-----------------–---ს სახელით, ასევე, არ დაინტერესებულა ნამდვილად ა-–-----------------–---მ განახორციელა თუ არა ზარები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული შეიძლება იყოს განზრახი და გაუფრთხილებელი. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახვით, ისიც მხოლოდ პირდაპირით, ანუ პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ იძენს და ინახავს.
გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ამანათის შიგთავსზე ფ--------------------ს ინფორმირებულობა და მისი მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ფ--------------------ა ნამდვილად იცოდა პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებულ ამანათში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის თაობაზე. ის ფაქტი, რომ ფ--------------------ა განზრახ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, არ არის უტყუარად დადგენილი და დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდზე, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ყოველგვარი ვარაუდი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილ სტანდარტს და ფ-------------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ-------------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, რამდენადაც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ-------------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით.
ამასთან, რამდენადაც მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილია საქმე დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და რომლისთვისაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ამ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, ნარკოტიკული საშუალების, შესაფუთი მასალისა და ნიმუშების სახით, მათი ბედი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
რაც შეეხება ფ--------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პირად ნივთებს, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო საქმეზე დართული დისკები, რომლებზეც ასახულია საგამოძიებო მოქმედებები, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ-------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ--------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - ფ--------------------ს პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო ნარკოტიკული საშუალების, შესაფუთი მასალისა და ნიმუშების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
გამართლებულ ფ-------------------ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე