განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
140100118002287842
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002287842

საქმე #1/41-18 (011140118001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ო----- ხ--------–---–-, გ------- ზ-----–---–-, ბ-------- ჩ-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ----- შ-----–---–- (დაბადებული 1----–-–------------, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები გ------------------------–--------–-)

 

კვალიფიკაცია: სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის დეკემბერში, გ------------------------–--------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მთვრალმა ზ----- შ-----–---–მა შვილს - ანა შ-----–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ანა შ-----–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2 2018 წლის 14 იანვარს, ღამით, გ------------------------–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მთვრალმა ზ----- შ-----–---–მა შვილს - ანა შ-----–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3. 1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ----- შ-----–---–მა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;A

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ანა შ-----–---–-ს, ც---–- შ-----–---–-ს, მ--–---- მ----------ისა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ----- შ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობას, ძალადობის ხარისხს - დაზარალებულს აღენიშნებოდა დაჟეჟილობები სახის მარჯვენა ნახევარსა და გულმკერდის უკანა ზედაპირზე; ზ----- შ-----–---–- ნასამართლევია თვისობრივად სხვა - ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,ე” ქვეპუნქტებით, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, დაზარალებული შეურიგდა მას და პრეტენზია არ აქვს;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად, სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად არასაპატიმრო სასჯელის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის) გამოყენება. ამასთან, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სასჯელი პირობით არ გამოიყენოს, რადგან ზ----- შ-----–---–- განზრახ მძიმე დანაშაულისათვის არის ნასამართლევი და რეციდივის გამო არც კანონით დადგენილ თავისუფლების აღკვეთის ზომაზე - 1 წელზე ნაკლების გამოყენება შეიძლება (სსკ-ის მუხ. 58.1; 63.3), თუმცა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამო სასჯელი უნდა განისაზღვროს შთანთქმის წესის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ----- შ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 2-2 ეპიზოდი) და მიესაჯოს:

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ზ----- შ-----–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ზ----- შ-----–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 იანვრიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი