განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002264481
საქმე #1/19-18 (002211217003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ-------- ჩ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა---------– მ--–--- (დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ----–------------------------–-, მცხოვრები გ----–-------------------------–-)
ადვოკატი - კ--- კ--–-----–---
კვალიფიკაცია: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 01 საათზე, მთვრალმა ა---------– მ--–---მ გ----–-------------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - მ------ მ--–--ის თანდასწრებით მეუღლეს - ე---------- თ------ს შელაპარაკების გამო მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებული დაეცა საწოლზე და მას მეუღლემ ამჯერად ფეხი დაარტყა წელში. ამგვარი ქმედებების შედეგად ე---------- თ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2 2017 წლის 20 დეკემბერს მომხდარი ძალადობის გამო ე---------- თ------ი შვილებთან ერთად წავიდა სახლიდან. ამის გამო იმავე და მომდევნო დღეს - 21 დეკემბერს ე---------- თ------ს ა---------– მ--–---მ მობილური ტელეფონის საშუალებით მოსთხოვა სახლში დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მან მიმართა პოლიციას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, მისივე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე---------- თ------მა განმარტა, რომ იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ა---------– მ--–---სთან და ჰყავთ სამი შვილი. 2017 წლის 20 დეკემბერს, 12 საათის შემდეგ ა---------– მ--–--- სახლში დაბრუნდა მთვრალი, რა დროსაც შელაპარაკება მოუვიდა ე---------- თ------თან, რომელსაც ჯერ ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც ე---------- თ------ი დაეცა საწოლზე, ხოლო - შემდეგ ფეხი დაარტყა წელში. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - მ------ მ--–---. ისინი გააშველა მეზობელ ოთახში მყოფმა, ა---------– მ--–--ის ბიძაშვილმა - თ-------- მ--–---მ, რომლის რჩევით ე---------- თ------ი გაერიდა მეუღლეს და წავიდა მეგობართან - თ-- მ------–---–თან. იმის გამო, რომ ა---------– მ--–--- ურეკავდა მას და სახლში დაბრუნებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით. ე---------- თ------ს შეეშინდა და მეორე დღეს - 21 დეკემბერს, სამივე შვილთან ერთან წავიდა თბილისში - ც----- ნ-–---–---სთან. ა---------– მ--–--- მას კვლავ ურეკავდა, სთხოვდა სახლში დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ე---------- თ------მა მიმართა პოლიციას. მანვე განმარტა, რომ ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი;
3.2. მოწმე ც----- ნ-–---–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს დაურეკა ე---------- თ------მა და უამბო მეუღლესთან კონფლიქტისა და იმის შესახებ, რომ სახლში დაბრუნების ეშინოდა, რადგან ა---------– მ--–--- ემუქრებოდა. ც----- ნ-–---–--ის შეთავაზების გამო ე---------- თ------ი ჩავიდა მასთან თბილისში, თავის სამ შვილთან ერთად. მეორე დღეს - 21 დეკემბერს ე---------- თ------ს ურეკავდა მეუღლე, სთხოვდა სახლში დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა - ჩემი ხელით მოგკლავო, რის გამოც ე---------- თ------მა დარეკა ,,112”-ში;
3.3. გარდა აღნიშნული ჩვენებებისა და ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ------ მ--–--ის, ანი მ--–--ისა და თ-------- მ--–--ის გამოკითხვის ოქმებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა---------– მ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, გარკვეულწილად ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - წაქცეულ მეუღლეს ა---------– მ--–---მ ფეხიც ჩაარტყა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ა---------– მ--–---მ აღიარა და მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია დაზარალებული მეუღლისა და მუქარის თვითმხილველი მოწმის სასამართლოში დაკითხვის შემდეგ, რომლებმაც იგი ამხილეს. ამ მხრივ მან გარკვეულწილად ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მაგრამ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარისად არასაპატიმრო სასჯელის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის) გამოყენება ან სასჯელის პირობით ჩათვლა. ამასთან, ბრალდებულის აღიარებისა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის გარკვეულწილად ხელშეწყობის გამო მას უნდა დაენიშნოს მინიმალური ზომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა---------– მ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ა---------– მ--–---ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ა---------– მ--–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 დეკემბრიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი