განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002337363
საქმე #1/79-18 (028250118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ----– გ--------- (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–---------------–-)
ადვოკატი - მ------ ი------–---–-
კვალიფიკაცია: სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ“ ქვეპუნქტები (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათზე გორში, კ-----------------------–---------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ჯ----– გ--------მა შელაპარაკების გამო თავის მეუღლეს - თ--- ტ--–-----ს ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2 2018 წლის 25 იანვარს, კვლავ თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - 13 წლის თ------ და 11 წლის ქ---- გ--------ების თანდასწრებით ჯ----– გ--------მა შვილს - ზ---- გ--------ს ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახესა და ტანზე, რითაც მიაყენა დაზიანებები. მასვე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ზ---- გ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავდროულად ჯ----– გ--------მა იქვე მყოფ მეუღლეს - თ--- ტ--–-----ს ფეხი დაარტყა ფეხში და ორჯერ ხელი - სახეში. ამგვარი ძალადობის შედეგად ორივე დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ჯ----– გ--------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.A
3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული თ--- ტ--–----ის, ზ---- გ---------ს, ქ---- გ---------ს, თ------ გ---------ს, შ------- გ---------ს და სხვათა ჩვენებებით, ტანსაცმლის ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ჯ----– გ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ძალადობის ხარისხს მეუღლისა და შვილის მიმართ - წაქცეულ შვილს ჯ----– გ--------მა ფეხიც ჩაარტყა. ამასთან, დადგენილია ძალადობის არაერთი ფაქტი და წარსულში ოჯახის წევრებისადმი აგრესიული დამოკიდებულება, მათი სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ჯ----– გ---------ს რესოციალიზაციისათვის აუცილებელია მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია.
5.2 სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ჯ----– გ--------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, ცხადია, შთანთქმის წესის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ----– გ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ჯ----– გ--------ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. მსჯავრდებულ ჯ----– გ--------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 იანვრიდან;
4. ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო სისხლის ნიმუში - განადგურდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი