განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002333439
საქმე #1/75-18 (011030616005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–---------- ჯ----- (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–----------–-)
კვალიფიკაცია: სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2016 წლის 26 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, გ------------------------–----------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო ა-–---------- ჯ----მა მეუღლეს - ე---------- ვ----------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი მარჯვენა მკლავში, რის შედეგად ე---------- ვ----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად;
1.2 2016 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 18:30 საათზე, კვლავ თავის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო ა-–---------- ჯ----მა მეუღლეს - ე---------- ვ----------ს ხელი დაარტყა სახესა და ზურგში, ძლიერად მოუჭირა ხელი მარჯვენა იღლიაში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ა-–---------- ჯ----მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;A
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ე---------- ვ---------ის, თ----- ჯ-----ს, ე-- ჯ-----ს, ნ----- ს---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერითა და მისი დამტკიცების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-–---------- ჯ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ა-–---------- ჯ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის მიერ ჩადენილ არაერთ ძალადობასა და ხარისხს - დაზარალებულს აღენიშნებოდა დაჟეჟილობები მხრებსა და იღლიის ფოსოსთან. ამასთან, ბრალდებულსა და ამჟამად მის ყოფილ მეუღლეს შორის არაჯანსაღი ურთიერთობა დანაშაულამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და დღემდე გრძელდება;
5.2 ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად, სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, ქმედების ჩადენიდან გასულია თითქმის ორი წელი, რის გამოც საკმარისია სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–---------- ჯ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 2 ეპიზოდი) და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 26 მაისის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ა-–---------- ჯ----ს საბოლოოდ მიესაჯოს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ა-–---------- ჯ----ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 17 აპრილიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი