განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2018
საქმის ნომერი
140100118002250608
დავის ტიპი
260 1
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002250608

საქმე #1/11-18 (082021217002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ს--–---- ჩ-------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ------ კ-----–--- (დაბადებული 1----–-–-----------, ნასამართლევი, პირადი #-----------, მცხოვრები გ------------------------–--------–------–-)

 

ადვოკატი - ქ------- გ-------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ზ------ კ-----–---მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0073 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი”, რაც 2017 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 14:50 საათზე ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად გორში, შინდისის გზატკეცილის №7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ------ კ-----–---მ თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ზ----- პ----–---–ის, გ--–- ნ--------ის, მ------ რ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ზ------ კ-----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ზ------ კ-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო - პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის (სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ------ კ-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ბრალად შერაცხული ქმედების მონანიებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მას მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ზ------ კ-----–---ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით, სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,ვ” , ,,ი” ქვეპუნქტებითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით) საპროცესო შეთანხმების შედეგად მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც არ იქნებოდა სამართლიანი, თვისობრივად ნაკლებად საშიში დანაშაულისათვის აღნიშნულზე (ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილზე) უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება. ზ------ კ-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მას უნდა დაენიშნოს სასჯელის მინიმალური ზომა, რეციდივის გათვალისწინებითა და შთანთქმის წესის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ კ-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რის შედეგად მსჯავრდებულ ზ------ კ-----–---ს საბოლოოდ მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

3. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2015 წლის 2 აპრილიდან ამავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით და საბოლოო სასჯელის ათვლა დაეწყოს ამ საქმეზე დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 დეკემბრიდან;

4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ------ კ-----–---ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 10 (ათი) წლით;

5. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ - განადგურდეს დადგენილი წესით;

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი