განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
140100118002292128
დავის ტიპი
177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002292128

საქმე #1/43-18 (011181217001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ბ-------- ჩ-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - შ--–-- დ------–---–- (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში)

 

ადვოკატი - ქ------- გ-------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის 18 დეკემბერს, ღამით, შ--–-- დ------–---–მა უკანონოდ შეაღწია გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარე პ----- ა-–-------–---–ის კუთვნილ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს - 12 ჩანგალს, 15 დანას, ყავის 4 ჭიქას, მიქსერს, უთოს, კუთხსახერხსა და ელექტრო ბურღს, რითაც დაზარალებულს მიადგა 370 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა შ--–-- დ------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული პ----- ა-–-------–---–ის, დ----- მ----–----ის, ვ-------- კ------ის, ო----- ჭ----------ის, ნ-----–---- ა--–---ის, ი-–-- ც-–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შ--–-- დ------–---–-ს სახლის ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 შ--–-- დ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს შ--–-- დ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება, აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაასახელა პირი, ვისაც მიჰყიდა დანაშაულის შედეგად მოპოვებული ნივთები, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას; გასათვალისწინებელია შ--–-- დ------–---–-ს ასაკიც - იგი 57 წლისაა, მის პიროვნულ მახასიათებლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას - თერმული ზემოქმედების გამო დეფორმირებული აქვს მარცხენა ხელის თითები; დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, რადგან აუნაზღაურდა ზიანი და იგი ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათის მაქსიმალურად გამოყენებას;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა სავსებით შესაძლებელია სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებით; ამასთან, ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, კერძოდ: ბრალდებულმა თავიდანვე აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა (მას არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ--–-- დ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვროს რეალურ ზომად, ხოლო - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე - ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

2. მსჯავრდებულ შ--–-- დ------–---–ს რეალური სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების დღიდან; მასვე რეალური სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2017 წლის 18 დეკემბრიდან ამავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;

 

3. შ--–-- დ------–---–ს დაევალოს, გათავისუფლების შემდეგ, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ამავე ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

4. აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - უთო, მიქსერი, ყავის ჭიქები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - ანაწმენდები, ხელის ანაბეჭდები, ხელის კვალი, სუნის და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს დადგენილი წესით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი