განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002388250
საქმე #1/120-18 (011230218004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ზ-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ------------- ქ---------–---–- (დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ------------------------–-------–-, ფაქტობრივად მცხოვრები ა----------------------–--------–-)
ადვოკატი - გ------- ჯ-------–---–-
კვალიფიკაცია: სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქვემო არცევის საუბნო გზაზე მთვრალმა კ------------- ქ---------–---–მა მეუღლის მშობელს - გ---- ნ-------–---–ს ოთხჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაუზიანდა ჯანმრთელობა;
1.2 ამავე დროს კ------------- ქ---------–---–მა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს----- ტ---------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუწია წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი დაარტყა სახეში და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის მაისური.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე - ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა კ------------- ქ---------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;A
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ---- ნ-------–---–ის, ნ---- ნ-------–---–ის, ს----- ტ--------ის, ზ---- ბ------–---–ის, ნ--- ო-----–---–ის, ნ----- ნ-------–---–ის, გ------ ნ-------–---–ის, გ------- ნ-------–---–ის, ტ------– ბ----–----ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. კ------------- ქ---------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს კ------------- ქ---------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ძალადობის ხარისხს. დადგენილია, რომ ბრალდებულმა არაერთხელ დაარტყა ხელი დაზარალებულს, ხოლო იქ მყოფი პოლიციელის მოწოდების შემდეგ, მასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თვალბუდის არეში. ირკვევა, რომ ბრალდებული თავის მეუღლესა და სიმამრს ხშირად შეურაცხყოფდა სიტყვიერად, ამჟამად კი ფიზიკურად იძალადა და პოლიციელსაც არ მოერიდა. მისი ქმედებები გამოირჩევა მართლწესრიგისადმი განსაკუთრებული ნეგატიური დამოკიდებულებით, რადგან კ------------- ქ---------–---–- ფიზიკურად ძალადობს პოლიციელის თანდასწრებით და შემდეგ - პოლიციელზეც, რომელსაც ასევე სიტყვიერად შეურაცხყოფს. ამგვარ ვითარებაში სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის - მისაღწევად, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარისად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, დაზარალებული გ---- ნ-------–---–ი შეურიგდა მას და პრეტენზია არ გააჩნია, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------------- ქ---------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და კ------------- ქ---------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ კ------------- ქ---------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან;
ნივთიერი მტკიცებულება – ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი