განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002286349
საქმე #1/40-18 (028141217001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
3 მაისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს---–------ ხ--–-–---–- (დაბადებული 1----–-–----------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ---–---------–---–----------–-)
ადვოკატი - გ---–---- ბ----–---–ი
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1. 2016 წლის 15 სექტემბერს, საღამოს, კ---–---------–---–----------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ს---–------ ხ--–-–---–მა დ-------- ხ--–-–---–ს, რომელთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების დროს ხელებზე ძლიერად მოუჭირა ხელები და ორჯერ დაარტყა ფეხი საჯდომზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს ს---–------ ხ--–-–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ-------- ხ--–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2. 2017 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ამავე მისამართზე ს---–------ ხ--–-–---–მა დ-------- ხ--–-–---–ს, კვლავ საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების გამო, მკერდის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ს---–------ ხ--–-–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
3.2. დაზარალებულმა დ-------- ხ--–-–---–მა და მოწმეებმა - მ---- და ც-–---- ხ--–-–---–ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ფაქტობრივად სამივეს მიერ მინდობით აღზრდილი ბრალდებულის წინააღმდეგ;
3.3. მოწმე ნ-------- გ---–---–ის განმარტებით, მეზობლების - მ---- და დ-------- ხ--–-–---–ებისაგან შეიტყო, რომ ,,სცემა“ ს---–------ ხ--–-–---–მა, კერძოდ - დაარტყა ფეხი, თუმცა დაზიანება არ ეტყობოდათ. მათ ნ-------- გ---–---–ის ტელეფონით აღნიშნული ფაქტი შეატყობინეს პოლიციას (2018 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი);
3.4. გარდა ნ-------- გ---–---–ის ირიბი ჩვენებისა, სასამართლოში გამოკვლეული სხვა არცერთი მტკიცებულება მეტყველებს ს---–------ ხ--–-–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, მათ შორის - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით დ-------- ხ--–-–---–ს დაზიანება არ აღენიშნება;
3.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო - სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);
3.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ს---–------ ხ--–-–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---–------ ხ--–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ბრალდების ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი