განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002392770
საქმე #1/126-18 (011270218004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------- ტ-–-–--- (დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–-----------–-)
ადვოკატი - ი----- გ---------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 27 თებერვალს, საღამოს, გ------------------------–-----------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, მთვრალმა ნ------- ტ-–-–---მ მამას - რ--------- ტ-–-–---ს სკამი დაარტყა თავში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება;
1.2 ამავე დროს ნ------- ტ-–-–--- მამას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ------- ტ-–-–---მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარების, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული რ--------- ტ-–-–--ისა და ც------ ტ-–-–--ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო და სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ--------- ტ-–-–-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ქმედების განხორციელების დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ნ------- ტ-–-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის გულწრფელ აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას; ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული (არ არის სახდელდადებულიც კი), დაზარალებული შეურიგდა მას და პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ------- ტ-–-–---ს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა, რაც სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემამსუბუქებელი გარემოებაა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - ნ------- ტ-–-–---მ ხის სკამი დაარტყა დაზარალებულს, დანაშაულის სპეციფიკას და მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ნ------- ტ-–-–--ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------- ტ-–-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ნ------- ტ-–-–---ს საბოლოოდ მიესაჯოს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ნ------- ტ-–-–---ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - დანა და სკამი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი