განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100117002299488
საქმე #1/496-17 (028311017001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
17 მაისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ---------- მ-------–--- (დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები კ-----------------------–-----------–-)
ადვოკატი - ნ------- ც--–---
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ბრალდების ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2016 წლის 25 აგვისტოს, კ-----------------------–-----------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში თ---------- მ-------–---მ შელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების - ს--–---- და ს------- მ-------–---ების თანდასწრებით მეუღლეს - თ----- ბ------ს თავში რამდენჯერმე დაარტყა ფეხსაცმელი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2. 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, ამავე სახლში თ---------- მ-------–---მ შელაპარაკების გამო მეუღლეს თავი დაარტყა სახეში, მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელზე, რის შედეგად თ----- ბ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად;
1.3. ამავე დროს, თ---------- მ-------–--- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თ----- ბ------სა და მის მამას - ი---- ბ------ს, რის შედეგად თ----- და ი---- ბ------ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ---------- მ-------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
3.2 დაზარალებულმა - თ----- ბ------მ, მოწმეებმა - ს------- და ს--–---- მ-------–---ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ;
3.3. დაზარალებულმა ი---- ბ------მ განმარტა, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს ,,უნებურად” სახლში შევიდა, რა დროსაც დაინახა, რომ მის შვილს - თ----- ბ------ს ,,ზემოდან აწვა” სიძე - თ---------- მ-------–---. მას ეგონა, ჩხუბობდნენ და თ----------ი წამოაყენა. თუმცა თ---------- მ-------–---სა და თ----- ბ------ს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. თ---------- მ-------–--- არც მას და არც თ----- ბ------ს არ დამუქრებია;
3.4. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ----- ბ------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლჩაქცევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს;
3.7. ბრალდებულმა თ---------- მ-------–---მ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა;
3.8. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
3.9. სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;
3.10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გამოიკვეთა მხოლოდ ერთი პირდაპირი და რელევანტური მტკიცებულება - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ცხადია, არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამასთან, წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს თ---------- მ-------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. შესაბამისად, ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------- მ-------–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
3. ნივთიერი მტკიცებულება - მინისა და ჭიქის ნამსხვრევები - განადგურდეს;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი