განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002489929
საქმე #1/218-18 (011220418004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-–- შ----------–---–- (დაბადებული 1----–-–-----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–---------------–-)
ადვოკატი - ი---- ს---------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 22 საათზე, გ------------------------–---------------–- მთვრალმა ვ-–- შ----------–---–მა ეჭვიანობის გამო სცემა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - აზა ჯ-----–---–ს, კერძოდ: საცხოვრებელი სახლში თმით ათრია იგი, დაუჭირა მარჯვენა ხელი და ძლიერად მოუჭირა ხელი მკლავზე, შემდეგ გამოედევნა სოფლის საუბნო გზაზე თავის საშველად გამოქცეულს, დაიჭირა თმით, რა დროსაც აზა ჯ-----–---–ი წაიქცა მიწაზე. ვ-–- შ----------–---–მა წაქცეულ მეუღლეს ორჯერ ძლიერად დაარტყა მუშტი თავში. აღნიშნულის შედეგად აზა ჯ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
1.2 ამავე დროს ვ-–- შ----------–---–- აზა ჯ-----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ვ-–- შ----------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარების, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული აზა ჯ-----–---–ის, ს--- შ----------–---–-ს, ზ------ კ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, აზა ჯ-----–---–ის დაზიანებების ამსახველი ფოტომასალით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ-–- შ----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ვ-–- შ----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის გულწრფელ აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული (არ არის სახდელდადებულიც კი), დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - ვ-–- შ----------–---–მა არაერთი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, დანაშაულის სპეციფიკას და მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ვ-–- შ----------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-–- შ----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ვ-–- შ----------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ვ-–- შ----------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 23 აპრილიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი