განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
120100118002680908
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2680908-1/395-1-წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

20 მაისი 2019 წელი ქ. ა---––---

 

ა---––--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–ი,დაცვის მხარე: ბრალდებული – ხ--------------------.

ადვოკატი - ე--------------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით.

 

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ--------------------ს ბრალი ედება შემდეგში: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით.

 

დადგენილების თანახმად:

2015 წლის 26 დეკემბერს ქ.ა---––---ში, რ---------–-ს ქ.N7--ში მდებარე სასტუმრო შპს. ,,პ-------–“-ში ხ-------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც დაზარალებულ მ----------ა ო--------ს მიადგა 4800 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2015 წლის 26 დეკემბერს ქ. ა---––---ში, რ---------–-ს ქ.N7--ში მდებარე სასტუმრო შპს. ,,პ-------–“-ში ხ-------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 600 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც დაზარალებულ მ----------ა ო--------ს მიადგა 1440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ხ--------------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით.

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ხ--------------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით.

 

მოწმე ჯ-----რ მ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს გადავიდა ა---––--ის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე. ის დაინახა ხ--------------------მ და მივიდა მასთან, მას გაუწოდა 100 დოლარიანი კუპიურა და სთხოვა მისი ლარში გადაყვანა. ჯ-----რ მ-------–---–მა გამოართვა 100 დოლარიანი კუპიურა და მისცა 235 ლარი. 2015 წლის 26 დეკემბრამდე ხ--------------------ს ჯ-----რი იცნობდა, იცოდა, რომ ის მუშაობდა სასტუმრო პ-------–ში, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. ხ--------------------მ 100 დოლარიანი კუპიურა გადაიყვანა ლარში 2015 წლის 26 დეკემბერს ა---––--ის ბაზრის ტერიტორიაზე, დაახლოებით 14:00 საათზე. ჯ-----რ მ-------–---–ი ამჟამად არა, თუმცა ადრე ახურდავებდა თანხას ლარებში და ხ------ამ, ამიტომ მიმართა მას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხ--------------------მ მიმართა თანხის გადასახურდავებლად ჯ-----რ მ-------–---–ს.

 

მოწმე ა-–---------ე თ------–---–ის ჩვენებით დადგენილია როდესაც მივიდა სამსახურში 2015 წლის დეკემბერში დაწყებული იყო გამოძიება მ----------ა ო--------ის კუთვნილი ფულის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დაფიქსირებულია სამართლებრივ ოქმებში, კერძოდ, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხა დაზარალებულები, გამოკითხული იქნა სასტუმრო ,,პ-------–ი“-ს მომსახურე პერსონალი, აგრეთვე გამოკითხული ბრალდებული იქნა ხ--------------------. მისგან ასევე ამოღებული იქნა დაკარგული თანხის ნაწილი. ასევე, გამომძიებლის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, რის შედეგადაც ბრალდებული ხ------ა კ----------ის თითის ანაბეჭდების კვალიც იქნა აღმოჩენილი. ასევე, მიმართვები გააკეთა გამომძიებელმა ა---––---ში არსებულ სალომბარდე ობიექტებზე, იყო თუ არა ხ------ა კ----------ის მიერ რაიმე მოქმედება განხორციელებული. ა-–---------ე თ------–---–ს ზუსტად არ ახსოვს თუ რა ვითარებაში იქნა ამოღებული თანხა ხ------ა კ----------ისგან. ის აღნიშნავს, რომ 300 ამერიკული დოლარი იქნა ამოღებული ხ------ა კ----------ისგან. ა-–---------ე თ------–---–ი აღნიშნავს, რომ 2015 წელს ხ-------------------- როდესაც გამოიკითხა, მან აღიარა დანაშაული, ამ თანხასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ აღნიშნული თანხა 300 დოლარი მოპარული ჰქონდა მ----------ა ო--------ის კუთვნილ ჩანთაში არსებული საფულიდან და ის განმარტავდა რომ აღნიშნული თანხა მოიპარა ვალების გამო, სიდუხჭირიდან გამომდინარე. მან აღიარა, რომ მოიპარა 600 დოლარი. ამოღებული იქნა 300 დოლარი, ხოლო თანხის ნაწილით გაისტუმრა ვალები. მან ბრალი აღიარა და ხელი არ შეუშლია გამოძიებისათვის. დაზარალებულთან ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაზარალებული გამოიკითხა ორჯერ. ა-–---------ე თ------–---–ი აღნიშნავს, რომ თავიდან ქურდობას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მ----------ა ო--------მა განაცხადა რომ მისი საფულიდან მოიპარეს 1500 დოლარი. გარკვეული ხნის შემდეგ შემდეგ მიმართა მ----------ა ო--------მა განცხადებით, რომ მისი საფულიდან მოპარული იყო არა 1500 დოლარი, არამედ 2000 დოლარი და მ----------ა ო--------ი დაკითხულ იქნა მეორედ, რადგანაც მას სურდა დაეზუსტებინა დაკარგული თანხის ოდენობა. გამოკითხული იქნა და დაზარალებულად იქნა ცნობილი. ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, თავისივე თანდასწრებით მოხდა ყოველივე აღნიშნული, რაც დათვალიერების ოქმში იქნა დაფიქსირებული. მის მიერ ამოღებული იქნა მის ხელჩანთაში არსებული თანხა, რაზეც დანიშნული იყო ექსპერტიზა. საქმის მწარმოებელი გამომძიებელი, ა-–---------ე თ------–---–ი საქმეში არსებულ სანოტარო აქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კანცელარიიდან მას დაეწერა აღნიშნული სანოტარო აქტი, რომელიც დაურთეს სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნულ სანოტარო აქტში აღნიშნული იყო, რომ ბრალდებული და დაზარალებული მორიგებულები იყვნენ 2000 ამერიკული დოლარის ვალის აღებასთან დაკავშირებით, მისი ექვივალენტი ლარში. აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებაში ადგილი არ ჰქონია გამომძიებლის ჩარევას, ეს აქტი შემდგომ უბრალოდ დაერთო საქმეს.

ა-–---------ე თ-----იშვილი განმარტავს, რომ ხ------ა კ----------ის მიერ ამოღებული იქნა 300 დოლარიდან 100 ლარი, არ იქნა ამოღებული 2000 დოლარი. დათვალიერების ოქმში აღნიშნულია ის თუ რა თანხა იქნა ამოღებული ჩატარებული საგამოძიებო მო ქმედების შედეგად. ეს თანხა შეადგენდა 300 დოლარს და 100 ლარს.

 

მოწმე ზ---ა ზ---აძის ჩვენებით დადგენილია რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ზ---ა ზ---აძე იყო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული და აქვს საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, მან დაკითხა მოწმის სახით ჯ-----რ მ-------–---–ი 2015 წლის 26 დეკემბერს. დაკითხვისას ჯ-----რ მ-------–---–მა განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა ქალაქ ა---––---ში მდებარე ე.წ. ,,ბირჟაზე“, სავალუტო ჯიხურთან, სადაც ახდენდა ვალუტის გადაცვლას. შემდეგ მასთან მივიდა ხ--------------------, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა სასტუმრო ,,პ-------–ი“-ში მომსახურე პერსონალად და მასთან გადაახურდავა 100 აშშ დოლარი, ამის შემდეგ წავიდა ხ-------------------- მისგან. თვითონ გააგრძელა რამდენიმე საათი მუშაობა და წავიდა სახლში.

 

ნოტარიუს ლ---ა მ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 თებერვალს ლ---ა მ----ესთან გამოცხადდნენ მ----------ა ო--------ი და ხ--------------------, რომლებმაც განაცხადეს, რომ სურდათ ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოწმება. როდესაც ვალის აღიარების ხელშეკრულება დგება, ეს დგება მხარეთა ნების შესაბამისად, მხარე კარნახობს რამდენია ვალი, როდის წარმოიშვა ვალი, როდის შეიძლება დაიფაროს ეს ვალი და მათი ნების შესაბამისად და მათი განცხადებების შესაბამისად დგება ვალის აღიარების ხელშეკრულება. ლ---ა მ----ე აცხადებს, რომ სანამ ვალის აღიარების ხელშეკრულება შედგებოდა, მანამდე ხ--------------------მ წარადგინა ხელით ნაწერი ხელწერილი, რომელზეც მოითხოვა მისი ხელმოწერის დადასტურება. წარმოდგენილ ხელწერილზე ნოტარიუსი პასუხს არ აგებს და უმარტავს მოქალაქეს, რომ ნოტარიუსი არაა პასუხისმგებელი და ადასტურებს მხოლოდ ხელმოწერის არსებობას. ხელწერილში ხ--------------------მ დაწერა, რომ აღიარა ვალი. ვალის აღიარება ხდება ნებაყოფლობით. ხელშეკრულებებშიც მითითებულია, რომ მასზე არ ხდება არანაირი ფსიქიკური ან ფიზიკური ზემოქმედება, მათ მშვიდ გარემოში, ერთმანეთთან კამათის გარეშე მოაწერეს ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებას, გაეცნენ და დაეთანხმნენ. როდესაც ხელშეკრულებას ვადა ამოიწურა, მ----------ა ო--------ი ისევ მივიდა ლ---ა მ----ესთან, რომელსაც უკვე გაცემული ჰქონდა სააღსრულებო ფურცელი. რადგან ვალდებულების შესრულება, ვალის გადახდა არ მოხდა, შესაბამისად მან გასცა სააღსრულებო ფურცელი რომ საქმე წასულიყო აღსრულებაში. ლ---ა მ----ე კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ ნამდვილად მხარეთა ნების შესაბამისად მოხდა აღნიშნული ხელშეკრულების დადება და არანაირ ზეწოლას და უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია. ლ---ა მ----ე განმარტავს, რომ 22 თებერვალს მასთან მივიდნენ მ----------ა ო--------ი და ხ-------------------- და მათ სხვა პირები ახლდათ თუ არა მას არ ახსოვს. იმ დროს, როდესაც ადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას, ლ---ა მ----ეს არ გასჩენია ეჭვი პირის ჯანმრთელობის შესახებ, მისი ნების გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თუ ნოტარიუსს ეჭვი შეეპარება პირი არ არის ჯანმრთელი ან არ არის ადეკვატური და ვერ განმარტავს, ვერ საუბრობს საკითხზე, ამ შემთხვევაში შეუძლია არ შეადგინოს სანოტარო აქტი და ხ------ა კ----------ის მიმართ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არანაირი ეჭვის საფუძველი ხ------ა კ----------ის ქმედუნარიანობაში არ არსებობდა. მათ დაასახელეს თანხა, ასევე, ვადა, ხოლო ერთმანეთში რა მოლაპარაკებას ახორციელებდნენ მანამ, სანამ ნოტარიუსთან მივიდოდნენ ეს არ იცის. აღნიშნულ შემთხვევაში არც მ----------ა ო--------ს და არც ხ--------------------ს ნოტარიალური აქტის ბეჭდით დადასტურებამდე არ უთხოვია მოსაფიქრებლად დრო ნოტარიუსისათვის. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს ამოწერს კრედიტორის მიმართვის და მისი განცხადების საფუძველზე. რეალურად კრედიტორმა ვალი ან გადაუხადა ან არ გადაუხადა პირს. პირმა ვალი არ გადაიხადა თუ ვალის ნაწილი გადაიხადა, ამას აღწერს კრედიტორი განცხადებაში და ნოტარიუსს მისი განცხადების საფუძვლით გადააქვს სააღსრულებო ფურცელში მისი განცხადების შინაარსი. ამის შემდეგ უკვე სააღსრულებო ბიუროა ვალდებული საქმის წარმოების დროს გაარკვიოს ვალი არ იქნა გადახდილი თუ ვალის ნაწილი იქნა გადახდილი. ხ--------------------მ და მ----------ა ო--------მა ჯერ ხელწერილი შეადგინეს და შემდეგ გააფორმეს ნოტარიუსთან ვალის აღიარების ხელშეკრულება. როდესაც ნოტარიუსმა განუმარტა მათ, რომ ნოტარიუსი არ აგებს შინაარსზე პასუხს და ნოტარიუსი მხოლოდ ხელმოწერებს ადასტურებს, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ შეედგინათ ვალის აღიარების ხელშეკრულება. ლ--- მ----ე განმარტავს, რომ დაძალებას, შანტაჟს, მუქარას ან რაიმე სახით ზეწოლის არანაირ ფორმას არ ჰქონია ადგილი და არანაირი უკმაყოფილება არ გამოუთქვამს ხ------ას ამ ვალთან დაკავშირებით. ნოტარიუსს გაუკვირდა კიდეც თუ რატომ იყო ისე მშვიდად ხ------ა.

ნოტარიუსი არ არის ვალდებული წაიკითხოს განცხადება და არც მის შედგენაში არ ღებულობს მონაწილეობას ნოტარიუსი, რომ მოქალაქეს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ნოტარიუსი ჩაერია რაიმეში. ამიტომ ის თვითონ ადგენს ხელწერილს, განცხადებას და ნოტარიუსი შემდეგ ადასტურებს მას. ნოტარიუსისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვალი წარმოიშვა ქურდობის ფაქტის შედეგად. თუმცა ნოტარიუსი ვერ მიუთითებდა ხელშეკრულებაში რომ ვალის წარმოშობა განაპირობა ქურდობის ფაქტმა, შესაბამისად შედგენილი ხელშეკრულება არსებობდა ვალის თვალსაზრისით და არა დანაშაულთან დაკავშირებით. ლ---ა მ----ესთან არ წარმოუდგენიათ მხარეებს დამცველი, იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ ხ------ა და მ----------ა. ზოგადად, ხელშეკრულება ეცნობა მხარეებს, ნოტარიუსმა მხოლოდ უნდა წაუკითხოს მათ რომ გაეცნონ პირობები რა არის, თუ რაიმეს ეწინააღმდეგებიან მათ შეუძლიათ გამოთქვან აზრი, ხოლო თუ არ ეწინააღმდეგებიან აწერენ ხელს. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა მშვიდ ვითარებაში.

 

ექსპერტ ე-–-----ა კ-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ხ------ა კ----------ის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, ექსპერტიზა. ა---––--ის რაიონულ სამმართველოში დაინიშნა ექსპერტიზა ა---––--ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, ა-–---------ე თ------–---–ის მიერ. ექსპერტიზ---ე წარმოდგენილი იყო ნივთმტკიცება ფულის სახით და დაისვა კითხვები. ექსპერტიზ---ე წარმოდგენილ შავი ფერის საფულეს და კუპიურებს აღენიშნებოდათ თუ არა თითის კვლები და დადებით შემთხვევაში ვარგისია თუ არა ეს კვლები. იმ შემთხვევაში თუ ვარგისია საფულიდან ან კუპიურებიდან აღებული კვლები, ხომ არ იყო აღნიშნული კვლები მ----------ა ო--------ის ან ხ------ა კ----------ის თითის ანაბეჭდების იდენტური. ექსპერტიზ---ე წარმოდგენილი იყო პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა 16 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, 1 ცალი 2 დოლარიანი კუპიურა, 2 ცალი 1 დოლარიანი კუპიურა, 1 ცალი 100 ლარიანი, 1 ცალი 20 ლარიანი, 2 ცალი სააფთიაქო პლასტიკური ბარათი და 1 ცალი შავი ფერის საფულე. აღნიშნული ობიექტები დაქტილოსკოპიური კვლევის დროს დამუშავდა სპეციალური ხსნარით და მოთავსდა სპეციალურ კამერაში, რათა მათზე გამოვლენილიყო თითის ანაბეჭდები. აღნიშნული კვლევის შემდეგ 1 ცალ ერთ დოლარიან კუპიურაზე და 1 ცალ 1 დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი იქნა თითის კვლები, ხოლო დანარჩენ კუპიურებზე - 15 ცალ 100 დოლარიანზე, 1 ცალ 2 დოლარიანზე, 1 ცალ 1 დოლარიანზე, 1 ცალი 10 ლარიანზე არ გამოვლინდა თითის კვლები. აღნიშნული კვლები შედარებული იქნა ექსპერტიზ---ე წარმოდგენილ დაქტილო ბარათებზე, რომლებიც შევსებული იყო 1--- წელს დაბადებული მ----------ა ო--------ის და 1--- წელს დაბადებული ხ------ა კ----------ის საქმეზე. შედარებისას დადგინდა, რომ 100 დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი ხელის თითის კვალი იდენტურია 1--- წელს დაბადებული ხ------ა თ-----ის ასული კ----------ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის, ხოლო 1 დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი თითის კვალი იდენტური იყო 1--- წელს დაბადებული მ----------ა ო--------ის მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის. აღნიშნულზე შედგა შესაბამისი დასკვნა, რომელსაც თან ერთვის ფოტო-ცხრილი, სადაც წარმოდგენილია ნივთები და ასევე, საიდენტიფიკაციო ნიშნები. აღნიშნული ობიექტები დანიშნული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაილუქა და ჩაბარდა გამომძიებელს. ექსპერტიზ---ე წარმოდგენილი პაკეტი დალუქულ მდგომარეობაში იყო, რომელიც დაილუქა შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მიერ, აღწერილია, რომ აღნიშნული პაკეტის მთლ---ობა არ იყო დარღვეული და შემდეგ მოხდა მისი გახსნა. ხ------ა კ----------ის და მ----------ა ო--------ის თითის კვლები დამატებით კვლევისთვის ე-–-----ა კ-----–---–ს არ აუღია, რადგან როცა აღნიშნულ საქმეზე დაინიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, იმ პაკეტთან ერთად, რომელიც წარმოდგენილი იყო, ექსპერტიზ---ე მიტანამდე აღნიშნული პირების ანაბეჭდები უკვე იყო აღებული დაქტილო ბარათზე, რათა შემდეგ შედარებულიყო ვარგის თითის ანაბეჭდებზე, კვლებზე. კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი თითის კვლები საინფორმაციო ბაზაში არსებულ კვლევის ნიმუშებთან არ შეუდარებია ე-–-----ა კ-----–---–ს, რადგანაც თითის კვლები იყო ამოღებული იმ ობიექტებიდან, რომლებიც დაემთხვა დაქტილო ბარათზე წარმოდგენილ ნიმუშებს. წარმოდგენილი იყო დაქტილო ბარათებზე აღნიშნული პიროვნებების მათი თითის ანაბეჭდები, რომლებიც დაემთხვა ბაზაში არსებულ კვლებს. ე-–-----ა კ-----–---–- აზუსტებს, რომ შავი ფერის საფულის ზედაპირზე და ორ პლასტიკურ ბარათზე ხელის კვლები არ გამოვლინდა. აღნიშნული ობიექტების დამუშავებისას არც ერთ ნივთზე არ აღმოჩნდა ისეთი პირის თითის ანაბეჭდები, რომლებიც არ დაემთხვა ხ------ა კ----------ის და მ----------ა ო--------ის თითის ანაბეჭდებს.

 

მ-----ა ბ------მ ჩვენებით დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე გ------რ ა---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქურდობის დღეს შესვენებაზე იყო გასული საჭმელად, როდესაც დაბრუნდა დამლაგებლები და ყველა თანამშრომლები იყვნენ შეკრებილები და ჰკითხა რა ხდებოდა. უთხრეს რომ ელოდებოდნენ კრიმინალურ პოლიციას და თითის ანაბეჭდები უნდა აეღოთ მისთვისაც. ხ------ას ნათესავის ორმოცი იყო მეორე დღეს და ნამცხვარი ჰქონდა გასაკეთებელი და ცოტა ადრე უნდოდა სახლში წასვლა. შემდეგ გაიგეს რომ ხ------ა კ----------ემ მოპარა მ----------ას 600 დოლარი. მ----------ას თანხა მოპარეს უჯრიდან თუ საიდან არ იცის. აცხადებს, რომ იმ მ----------ას და ხ------ამ სამუშაო ადგილას სხვა არავინ არ შედის. ფარდები იყო ჩამოსაკიდებელი და იმ დღეს სასტუმროში იყვნენ მ----------აც და ხ------აც. კონკრეტულად ვინ უთხრა ქურდობის ფაქტის შესახებ გ------რ ა---------ს არ ახსოვს. გ------რ ა---------ს ხ------ასთან და მ----------ასთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა, ქურდობის ფაქტის შემდეგ ხ-------------------- სამსახურში არ მისულა. გ------რ ა---------ი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მ----------ას მოპარეს 600 დოლარი. მ----------ას მანამდე რაიმე პრეტენზია რომ მას ნივთებს პარავდნენ არ ჰქონდა.

 

მოწმე გ----ე ა-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სასტუმრო პ-------–ში დამლაგებლად. 2015 წლის 26 დეკემბერს მივიდა სამსახურში, ხ-------------------- იყო ცვლაში შემდეგ მოვიდა მეორე ადმინისტრატორი მ----------ა, ცვლა ერთმანეთს ჩააბარეს, შემდეგ ხ-------------------- წავიდა, შემდეგ ისევ დაბრუნდა ორმოცზე უნდა წასულიყო და ტორტი მოიტანა, 3-4 საათისთვის ატყდა ჩოჩქოლი, რომ თანხა დაიკარგა, თავიდან მოწმემ გაიგო რომ იყო 1000 დოლარი იყო დაკარგული და მერე უკვე გაირკვა, რომ 600 დოლარი იყო. მოწმე ეუბნებოდა მარგალიტას კარადაში კარგად ენახა იქნება არ იყო დაკარგული. ამის შემდეგ აღარ გამოუშვეს სასტუმროდან რადგან პოლიცია უნდა გამოეძახათ ღამის 12 საათამდე სასტუმროში იყვნენ.

მოწმე განმარტავს, რომ ხ------აც და მ----------აც მენეჯერები იყვნენ, სპეციალური განკუთვნილი ოთახი არ ჰქონდათ იყო დერეფანი რომელშიც ყველა გადი-გამოდიოდა, ერთი მაგიდა იყო და ერთი პატარა კარადასავით, რომელშიც რომელი მენეჯერიც იყო ცვლაში იმ მენეჯერს ედო მაგიდაში თავისი ჩანთა და მეორე მენეჯერი რომ მოვიდოდა ამოიღებდა პირველი და მეორე დებდა და გასაღებიც ერთი იყო. როგორც იცის მ----------ამ თანხა კარადაში ჩადო დაკეტა და უნდა გასულიყო ოთახიდან და ხ------ამ უთხრა რომ გასაღები მისთვის დაეტოვებინა და თავად მიხედავდა, მ----------ა უნდა ასულიყო მეორე სართულზე და უნდა შეემოწმებინა ოთახები. გასაღები ხ------ასთან იყო მარგალიტამ მაგიდის უჯრაში ჩადო თანხა და ,,ხ------ამ უთხრა დახურე და გასაღები მე მომეცი მე მივხედავ შენ მიდი და ზედა სართულზე ოთახებს მიხედეო“ ხ------ამ ჩაიბარა გასაღები, მ----------ა ავიდა მეორე სართულზე რომ შეემოწმებინა ოთახები.

მ----------ამ თავიდან თქვა რომ 1000 დოლარი მოპარეს და შემდეგ გაიგეს, რომ 600 დოლარი იყო. პოლიცია როცა მოვიდა მაგ დროს გამოირკვია, რომ 600 დოლარი იყო, გოგოებისგან არ გაუგია, პოლიციისგან მოისმინა, რომ 600 დოლარი იყო მოპარული. მ----------ა ეუბნებოდა ხ------ას, რომ მას ჰქონდა გასაღები და სად დაიკარგა თანხა ცელოფანში ჰქონდა გახვეული. ხ------ა ეუბნებოდა კარგად ენახა ისევ ცელოფანში იქნებოდა რადგან მას არ აუგია.

მოწმეს არ დაუნახავს რომ პოლიციელებს ხ------ა კ----------ისგან ამოეღოთ თანხა ან ხელჩანთიდან ან სხვა რაიმე მისი ნივთიდან. მ----------ა სახლში არ წასულა ცვლა ჩაიბარა მთელი დღე სამსახურში იყო და იქვე თქვა, რომ თანხა დაკარგა.

ხ------ას და მ----------ას ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ქონდათ იმიტომ, რომ არც კამათი და არც ჩხუბი არ სმენია მათგან.

ამ ფაქტის მერე მ----------ა აღარ დარჩენილა სამუშაოდ, მაგის მერე წავიდა და შემხებლობა აღარ ჰქონია.

 

მოწმე ს-----ა ო------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის სასტუმრო პ-------–ის დირექტორი. მოწმის განმარტებით მ----------ა ო--------მა 2015 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო მუშაობა მის სასტუმროში და როგორც იცის ხ--------------------სთან კარგი ურთიერთობა ქონდა ცუდი არაფერი გაუგია. რაც შეეხება 26 დეკემბრის ფაქტს 10 საათიდან სასტუმროში არ იყო და დაბრუნდა 4 საათზე, მ----------ა მივიდა მასთან ტირილით, რომ რაღაც თანხა დაეკარგა. მოწმემ შეკრიბა თანამშრომლები გ----ე, გრიშა, ჰ----ნე, ხ------ა, მ----------ას კითხა თუ რამდენი დაკარგა, მ----------ამ განმარტა რომ 2000 დოლარი დაეკარგა.. ხ------აც იყო და შემდეგ დაურეკეს პოლიციას. მენეჯერებს მაგიდის უჯრა აქვთ საერთო, როცა მოდის ერთი მეორისგან იბარებს და ა.შ. გასაღები ერთი აქვთ. მ----------ამ თქვა ეს თანხა საფულეში ედო და საფულე კარადაში და აღმოაჩინა რომ საფულეში თანხა აღარ იყო. სანამ პოლიცია მოვიდოდა ხ------ას მასთან არაფერი არ უთქვამს, მერე უკვე პოლიციაში აღიარა რომ 600 დოლარი ჰქონდა მოპარული. შეკრების დროს 2000 ასახელებდა მ----------ა, მერე გ----ეს რომ გაესაუბრა იმან თქვა რომ მან 1000 დოლარი გაიგო, ფაქტიდან მეორე დღეს დაკითხეს. კერძო საუბარი ქურდობის შემდეგ მასსა და მ----------ას შორის არ ყოფილა. ამბობდა ,,ეს ოდენობა მომპარესო“ რა დარჩა არ უთქვამს. პოლიცია რომ მოვიდა და ფულის ამოღება დაიწყო მას ამაში მონაწილეობა არ მიუღია. ამ ფაქტის მერე მ----------ა წავიდა სამსახურიდან. მარგალიტა მათთან სამუშაოდ 10 დეკემბერს მივიდა, ხ------ამ უფრო ადრე დაიწყო. ამ ფაქტამდე არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს, რომ რაიმე დაეკარგათ. მოწმე განმარტავს თანამშრომლები რომ შეკრიბა დამლაგებელი ჰ------ე ვასილ--- ზუსტად არ ახსოვს იქ იყო თუ მეორე დღეს მოვიდა. როდესაც სასტუმროს ათვალიერებდნენ პოლიციელები მოწმეც იქ იყო და მონაწილეობდა, მ----------ამ საფულედან ფული ამოიღო ცელოფანში იყო ჩადებული და მისცა პოლიციელს და რამდენი იყო და რა თანხა იყო არ იცის.

 

მოწმე ჰ----ნე ვ----–----- ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც პოლიცია გამოიძახეს პ-------–ში ქურდობასთან დაკავშირებით, პოლიცია გვიან მოვიდა მაგრამ თვითონ ზემოთ იყო საქმეს აკეთებდა, როგორ მოვიდა პოლიცია და როგორ წავიდა არ დაუნახავს. რამდენიმე დღის მერე დაკითხეს პოლიციაში, მის დაკითხვას თარჯიმანი ესწრებოდა. არ იცის ზუსტად რა მოხდა, დაიწყეს ყვირილი ფულიო რა ფულზე იყო საუბარი არ იცის. თანხა 600 თქვეს თუ 400 არ იცის და არ ის ლარი იყო თუ დოლარი, მაგრამ განმარტავს რომ ცოტა იყო. ამ ფაქტის მერე არც ხ------ა და არც მ----------ა აღარ მოსულან სამსახურში.

მოწმე განმარტავს, რომ რაც მუშაობს პირველად გაიგო ესეთი გაიგო ასეთი ფაქტის შესახებ. ხ------ამ მათთან 10 თვე იმუშავა და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ზემოთ ალაგებდა ხმაური, რომ გაიგო მ----------ა ყვიროდა ფული მომპარესო, მ----------ას და ხ------ას ნივთების შესანახად ჰქონდათ ერთი მაგიდა, რომლის უჯრაც იკეტებოდა და გასაღები ერთი ჰქონდათ მათ მეტი უჯრას ვერავინ გააღებდა.

 

დაზარალებულ მ----------ა ო--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის და ხ-------------------- ერთად მუშაობდნენ. 2015 წლის 1- დეკემბერს მორჩა სამსახურს, ხ------ას ჩააბარა მორიგეობა, რომ მივიდა სახლში ჭიშკართან გახსნა ჩანთა რადგან უნდა წასულიყო პურზე. დოლარი ჰქონდა საფულეში, დოლარების გარდა იყო ცენტი და რკინის მანეთები და ერთი ევრო. ეს რკინის ფული აღმოჩნდა ლარებში საიდანაც ყოველდღიურად ხარჯავდა და ის უჯრა სადაც დოლარებს ინახავდა არ გაუხსნია და გაუკვირდა რკინის ფულებს რა უნდა ლარებში. დათვალა ფული და იყო 2100. ორი დღის მერე თავისმა დამ გამოუგზავნა 500 დოლარი. ეს 500 დოლარი კიდე ჩადო იმ დოლარებში რომ არ დახარჯოდა, მისი შვილი აგროვებდა მასთან ფულს რომ ანგარიში უნდა გაეხსნა და ეს ფული იქ უნდა შეეტანათ. 25-ში 12 საათი იქნებოდა ხ------ამ დაურეკა რომ ჩქარა მისულიყო სამსახურში, მოწმეს არ ეცლა და უთხრა რომ ახალქალაქიდან სტუმარი ყავდა, იფიქრა 2 საათამდე მორჩებოდა და წავიდოდა სამსახურში. ამასობაში ხ------ამ არაერთხელ დაურეკა რომ გოგოებს დახმარებოდნენ მესამე სართულზე ფარდის დაკიდებაში. მოწმემ უთხრა რომ თუ ეჩქარებოდა წასულიყო, თვითონაც 1- 2 საათში მივიდოდა. ხ------ამ უთხრა ვერ წავიდოდა რადგან მორიგეობა უნდა გადაებარებინა. მოწმე 2 საათზე მივიდა სამსახურში, ხ------ამ უთხრა ასულიყვნენ მესამე სართულზე ფარდების დასაკიდად. უთხრა რომ საფულე უჯრაში ჩაედოთ და ასულიყვნენ მესამე სართულზე. მოწმემ თავისი საფულე ჩადო უჯრაში, ხ------ამ გასაღებით დაკეტა უჯრა და ავიდნენ მესამე სართულზე დამლაგებელთან ერთად. მას და ხ------ას ერთი გასაღები ქონდათ და მაგიდის უჯრაში ინახავდნენ ნივთებს რომელსაც კეტავდნენ. მ----------ა მესამე სართულზე ფარდის დასაკიდად ავიდა და ხ------ა და დამლაგებელი დაბლა ჩამოვიდნენ... მერე ხ------ა საჭმლის მოსატანად უნდა გასულიყო, მოწმემ ხ------ას უთხრა თუ არ ეჩქარებოდა რატომ დამიბარა ადრე და იმის მაგივრად რომ ჩქარობდეს და მორიგეობა გადააბაროს წინ და უკან დადიოდა.

მოგვიანებით ხ------ა რომ წავიდა ყველაფერი რომ მიწყნარდა დათვალა თავის საფულეში ფული და აღმოჩნდა 1500 დოლარი. 2100 დოლარის მერე მისმა დამ 500 დოლარი გამოუგზავნა, შვილმა კიდე 1000 დოლარი მისცა, 22ში მისი შვილი ჩამოვიდა, ამ დროისთვის უკვე საფულეში ქონდა 3600 დოლარი. უჯრაში მარტო საფულეები შეინახეს, მის საფულეში უნდა ყოფილიყო 3600 და მერე რომ დათვალა 1500 აღმოჩნდა. 2100 რომ დათვალა მის მერე არ დაუთვლია, მაგრამ ზუსტად იცის მის მერე რა თანხა დაამატა. ფარდა რომ დაკიდა, ხ------ა ჩამოვიდა მაღაზიაში უნდა გასულიყო რაღაცა უნდა ეყიდა გასაღები დასჭირდა. მოწმეს ეჭვი გაუჩნდა 1--ის მერე რადგან მის საფულეში ხურდები ლარებში იყო, ამიტომ ზუსტად ეჭვის გამო დათვალა იმ დღეს თორემ შეიძლება არც დაეთვალა. 25 დეკემბერს 2000 დოლარი დაეკარგა საფულიდან. როგორც კი დათვალა და ფული არ იყო მივიდა უფროსის ცოლთან და უთხრა რომ ფული აკლდა საფულეში, მან უთხრა მოწმეს რომ თავიდან დაეთვალა თანხა 1500 იყო მხოლოდ საფულეში. მიუტანა პარკი და უთხრა რომ ფული ცალკე და საფულე ცალკე ჩაედო რომ ხელი არავის მოეკიდებინა. მერე დარეკეს პოლიციაში რომ მოსულიყვნენ.

 

ეჭვი ხ------აზე მიიტანა რადგან გასაღები ხ------ას ქონდა, გამოართვა და დაბლა ჩავიდა, მერე ისევ მოწმეს ჩააბარა სხვას არავის არ ქონია, რომ ეჭვი აეღო, მარტო მას და ხ------ას ქონდათ შეხება. სანამ პოლიცია მოვიდოდა 11 საათზე მასთან მივიდა ხ------ა და ეუბნებოდა, რომ მიეცა თვითონ დათვლიდა ფულს. მაგრამ მოწმემ არ მისცა. ხ------ას მისთვის არ უთქვამს რომ თანხა მან აიღო. მან რომ მოიპარა პოლიციის მეშვეობით ანაბეჭდების მეშვეობით დაადგინეს, დაიჭირეს ჩექმაში ინახავდა და ცდილობდა რომ ეს თანხა მდინარეში ჩაეგდო ხიდთთან. რამდენიმე დღის მერე ხ------ა თავის ძმასთან ერთად მივიდა მოწმესთან სახლში და უთხრა რომ დაუბრუნებდა თანხას და განცხადება გამოეტანა პოლიციიდან, ერთი კვირის მერე კვლავ მივიდა ხ------ა ქმართან და ძმასთან ერთდ კიდე თხოვეს იგივე, მოწმემ უთხრა მანქანა გაეყიდა და თანხა 2000 დოლარი მიეცა. გავიდა 2 წელი ხ------ა კვლავ მივიდა მასათან და შესთავაზა ნოტარიუსთან მისულიყვნენ და გაეფორმებინათ ხელშეკრულება რომ დააბრუნებდა თანხას, მოწმეც დათანხმდა. რომ მივიდნენ ხ------ამ უთხრა რომ ისე დაეწერათ თითქოს ფული მან ასესხა და უბრუნებდა. მოწმის მხრიდან რაიმე ფორმით იძულებას ადგილი არ ჰქონია ფულის დასაბრუნებლად, ხ------ა თავისი ინიციატივით მივიდა მასთან სახლში.

 

მ----------ა ო--------ი აღნიშნავს, რომ უკვე გავიდა 3 წელი და ხ------ა მას თანხას არ უბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს თანხის დაბრუნების შესაძლებლობა, რადგან ჰყავს ავტომანქანა და აქვს შემოსავალიც. მ----------ა ო--------ი აღნიშნავს, რომ ხ------ას ჰქონდა რვა თვის ვადა იმისათვის, რომ დაებრუნებინა ფული მისთვის, თუმცა მან ამ ვადაშიც არ დაუბრუნა ეს თანხა მას. მ----------ა ხ------ას რვა თვის მაგივრად დაელოდა ცხრა თვე, თუმცა მან არც ამ ხნის განმავლობაში არ დაუბრუნა თანხა. მ----------ამ შეიტანა განცხადება აღსრულების ბიუროში. აღსრულების ბიურომ დაადგინა რომ სამოცი დოლარი არის მეცხრე თვის განმავლობაში ვადაგადაცილებისათვის პროცენტი და მ----------ა მოითხოვს სასამართლოსგან, რომ მას ხ------ამ მეცხრე თვის პროცენტი მაინც გადაუხადოს. ის ასევე მოითხოვს დამნაშავის დასჯას.

 

მ----------ა ო--------მა თანხის დაკარგვასთან დაკავშირებით განაცხადა 2015 წლის 26 დეკემბერს. ის აღნიშნავს, რომ 19 დეკემბერს მისი თანხა შეადგენდა 2100 დოლარს. მ----------ა ო--------ისათვის პოლიციაში არ მოუთხოვიათ დოკუმენტი თავისი დის გამოგზავნილი თანხის, 500 დოლარის შესახებ. მ----------ა ო--------ის შვილი მუშაობდა ბანკი ,,----------- პროგრამისტად და მასაც ჰქონდა შემოსავალი. მ----------ა ო--------ი აღნიშნავს, რომ მან თანხის დაკარგვის დღეს, იმიტომ არ განაცხადა პოლიციაში, რომ არ ახსოვდა ზუსტად რა თანხა მოპარეს, რადგან შოკში იყო და დრო დასჭირდა, რომ შოკიდან გამოსულიყო და დაეზუსტებინა თუ რა თანხა მოპარეს. განცხადებაში მ--------რას მითითებული აქვს 3200 დოლარი, ჩვენებაში ნათქვამი აქვს რომ საფულეში ჰქონდა 3100 დოლარი და განიცადა 1000 დოლარის ზარალი, ამასთან დაკავშირებით მ----------ა აღნიშნავს, რომ მას თავიდან საფულეში ჰქონდა 2100 დოლარი, მისმა დამ გამოუგზავნა 500 დოლარი და 1000 დოლარიც დაამატა შემდგომ, სულ თანხა იყო 3600 ლარი. მ----------ა ო--------მა 19 დეკემბერს აღმოაჩინა, რომ მისი საფულედან ამოღებული 500 დოლარი, 26 დეკემბერს საფულეში ედო 3100 დოლარი, მოპარულია 1500 დოლარი. 2016 წლის 29 აგვისტოს მ----------ა ო--------ს ადვოკატის აყვანამდე გაკეთებული აქვს განცხადება სიმონ ჯიქიძეზე. ამ განცხადებაში მ----------ა აღნიშნავს, რომ ხ------ამ აღიარა მისი საფულედან 600 დოლარის აღება. მ----------ამ 20 იანვარს აიყვანა ადვოკატი კ--ა მ-----–---–ი. შემდეგ როდესაც ხ-------------------- მივიდა მ----------ასთან, მან მ----------ას ხელშეკრულების გაფორმება, ვალის აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნულ ფაქტზე დროს გამოძიება ისედაც მიმდინარეობდა. მათ გააფორმეს ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული იყო რომ ფული ხ------ას უნდა დაებრუნებინა 8 თვეში, თუმცა 9 თვის გასვლის შემდეგაც არ დააბრუნა თანხა, ამის შემდეგ მ----------ამ შეიტანა განცხადება აღსრულების ბიუროში,ვალის აღიარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება წაიკითხა მ----------ას ადვოკატმა კ--ა მ-----–---–მა. მ----------ა ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ ცნო ამის შემდეგ ბრალდების მხარემ დაზარალებულად. მ----------ა ო--------ი განცხადებებში თანხების ცდომილებასთან დაკავშირებით აკეთებს განმარტებას, რომ იყო შოკში და დრო დასჭირდა მას ამ შოკიდან გამოსვლისათვის. მ----------ამ მას შემდეგ, რაც შეიტანა განცხადება აღსრულების ბიუროში, ხელშეკრულებაში აღნიშნული 8 თვის გარდა გასული იყო კიდევ ერთი თვე, 201- წლის იანვრიდან არის დაწყებული თანხის დარიცხვა მ----------ას ანგარიშზე ზემოთ აღნიშნულ 8 თვიან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ვადის გადაცილებაზე და ვადაგადაცილების პროცენტი არის 60 დოლარი. მ----------ა ო--------ი აღნიშნავს, რომ თანხა მოპარეს ორ ეტაპად, პირველად 2015 წლის 1- დეკემბერს და მეორედ 26 დეკემბერს.

 

2015 წლის 26 დეკემებრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ა---––---ში რ---------–-ს ქ.N7--ში და წარმოადგენს ს-----ა ო------ს კუთვნილ სასტუმროს, რომელიც არის 4 სართულ---ი კაპიტალური შენობა, სასტუმროს აქვს აბრა რომელზეც ქართული და ინგლისური ასოებით აწერია სასტუმრო პ-------–ი და შპს. ,,პ---------ი“. სასტუმროში შევდივართ ერთ ფრთიანი კარით ფოიეში საიდანაც დერეფნის საშუალებით გავდივართ ადმინისტრატორების ოთახში, აღნიშნულ ოთახს გააჩნია ღია გასასვლელი სხვა ოთახებთან. აღნიშნულ ოთახში განთავსებულია ერთი ცალი მაგიდა, 2 ცალი სკამი, ერთი ცალი სავარძელი. აღნიშნულ მაგიდას აქვს სამი უჯრა, პირველი უჯრა იკეტება გასაღებით, ხოლო დანარჩენი 2 არ იკეტება. პირველ უჯრაში ნანახი იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, რომელიც ო--------ის განმარტებით არის მისი საფულე და აღნიშნული საფულედან მოპარეს მას ფულადი თანხა 1500 დოლარი, საფულე შედგება განყოფილებისაგან, აქედან ერთ განყოფილებას გაკეთებული აქვს ელვა შესაკრავი, ხოლო ერთი არის რკინის შესაკრავით, რომელშიც დევს როგორც დოლარის კუპიურები ასევე ლარის კუპიურები. აქედან 16 ცალი არის 100 დოლარიანი, 2 ცალი ერთ დოლარიანი, და 1 ცალი 2 დოლარიანი კუპიურა, ხოლო ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა და 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა.( ტ.1. ს.ფ.4-20)

 

2015 წლის 28 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N-28/დ დასკვნით 1 ცალ 100 დოლარიან კუპიურაზე და 1 ცალ დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი იქნა თითის კვლები, რომლებიც პიროვნების შემდგომი ინედტიფიკაციისათვის ვარგისია. ხოლო სხვა ობიექტებზე 15 ცალ 100 დოლარიანზე, 1 ცალ 2 დოლარიანზე, 1 ცალ 1 დოლარიანზე, 1 ცალ 100 ლარიანზე, 1 ცალ 20 ლარიანზე1 ცალ შავი ფერის ტყავის საფულეზე და 2 ცალ სააფთიაქო პლასტიკურ ბარათზე ხელის კვლები არ გავლენილა.

100 დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი თითის კვალი იდენტურია 04.08.1--- წელს დაბადებული ხ------ა კ----------ის მარცხენა ხელის საჩვენებელი ხელის თითის ანაბეჭდის ნიმუშის, ხოლო 1 დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი თითის კვალი იდენტურია 21.01,1--- წელს დაბადებული მ----------ა ო--------ის მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუში.( ტ.1.ს.ფ.51-62)

 

შპს,, პ-------–ის“ მიერ გაცემული ცნობებით დადგენილია რომ ხ-------------------- შპს,,პ-------–ში „მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე 2015 წლის 1 მარტიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მ----------ა ო--------ი ამავე თანამდებობაზე მუშაობდა 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.( ტ.1. 86-88)

 

2016 წლის 05 მარტის შსს ა---––--ის რაიონული სამმართველოს მიმართვებით შპს. ,,ლ-------------ს“, ლომბარდ ცენტრების მიმართ დადგენილია რომ გამომძიებლის მიერ მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ხ--------------------ს ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დავალ---ება და დადებით შემთხვევაში რა დროს დაფარა. აღნიშნულ მიმართვებზე პასუხებით კი დადგენილია რომ ხ--------------------ს აღნიშნულ პერიოდში არანაირი დავალ---ება არ ჰქონია.( ტ.1. ს.ფ.--2-105; 99)

 

201- წლის 24 ოქტომბრის საჩივარში ხ-------------------- განმარტავს რომ ის ნამდვილად დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი საფულედან თანხას 600 აშშ დოლარს( ტ.2.ს.ფ.198-199).

 

მ----------ა ო--------მა 2016 წლის 11 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრს ვ-–ა ჩ----–---–ს -განცხადებაში აღნიშნულია რომ განმცხადებელი მუშაობდა 2015 წელს სასტუმრო პ-------–ში ადმინისტრატორად, აპირებდა ბანკში ანგარიშის გახსნას და ფულის ანაბარზე შეტანას, ამიტომ თანხა 3600 აშშ დოლარი დაჰქონდა ჩანთით. 2015 წლის 19 დეკემბერს ნახა რომ მისი ჩანთიდან ამოღებული იყო 500 დოლარი, მაგრამ არაფერი არ უთქვამს ვინაიდან ეჭვი ჰქონდა ხომ არ აერია თვლაში, მაგრამ 28 დეკემბერს 15 საათზე აღმოაჩინა, რომ ჩანთიდან წაღებული იყო 1500 დოლარი. დარეკა პოლიციაში, ეჭვი ჰქონდა ხ--------------------ზე. პოლიციამ ანაბეჭდების აღების მიზნით მისგან ამოიღო საფულე და 1600 დოლარი და რამდენიმე ლარი, პოლიციამ ხ------ა კ----------ისაგან ამოიღო მხოლოდ 600 დოლარი, პოლიციას არ დაუბრუნებია არც ჩანთა და არც ამოღებული თანხა შესაბამისად ითხოვს გამოძიების დაჩქარებას.( ტ.1.ს.ფ.97)

 

ანალოგიური შინაარსის განცხადებებით, რომ ფულადი თანხა 2 ეტაპად მოპარეს მ----------ა ო--------ს მიმართული აქვს სახალხო დამცველისათვის ( ტ.1.ს.ფ.--7-11-)

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლო ვერ დაეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, რადგან სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს დაასახელა არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, რომელიც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს ხ------ა კ----------ის მიერ 2015 წლის 26 დეკემბერს 2000 დოლარის ქურდობის ნაწილში.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ხ--------------------მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილი უფლება.

 

ამასთან მართალია 2017 წლის 22 თებერვლის განცხადებით ხ-------------------- განმარტავს რომ ის ნამდვილად დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილ 2000 აშშ დოლარს, საიდანაც 300 აშშ დოლარი და 100 ლარი არის საგამოძიებო ორგანოში, რაც შეეხება დარჩენილ 1700 აშშ დოლარს იღებს ვალდებულებას რომ მ----------ა ო--------ს დაუბრუნებს 8 თვის ვადაში. ასევე განმარტავს რომ ზემოთაღნიშნული დაწერილია მისი ნება სურვილით და არანაირ მუქარა იძულებას ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ასევე 2017 წლის 22 თებერვლის სანოტარო აქტით ვალის აღიარების შესახებ მითითებულია, რომ ხ--------------------მ ნებაყოფლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, ყოველგვარი იძულების გარეშე აღიარა რომ მას ნამდვილად აქვს მ----------ა ო--------ის ვალი, ვალის მთლ---ობაში შეადგენს 2000 აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში კი შეადგენს 5265 ლარს. სანოტარო აქტში მითითებულია ასვე რომ ხ--------------------მ მ----------ა ო--------ს ვალის მთლ---ი თანხა 2000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს 2017 წლის 01 ნოემბრამდე, მაგრამ აღნიშნული გარემოებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს ხ------ა კ----------ის მიერ 2015 წლის 26 დეკემბერს 2000 დოლარის ქურდობის ნაწილში, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს ქ.ა---––---ში, რ---------–-ს ქ.N7--ში მდებარე სასტუმრო შპს. ,,პ-------–“-ში ხ-------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ხ------ა კ----------ის მიერ 2015 წლის 26 დეკემბერს ქ.ა---––---ში, რ---------–-ს ქ.N7--ში მდებარე სასტუმრო შპს. ,,პ-------–“-ში ხ------ა კ----------ის მიერ მ----------ა ო--------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხის 2000 აშშ დოლარის ოდენობით ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებას, ვინაიდან თვით დაზარალებულის მ----------ა ო--------ის ჩვენებით და განცხადებებით დადგენილია, რომ მას თანხა მოპარეს ორ ეტად 2015 წლის 19 დეკემბერს და 2015 წლის 26 დეკემბერს, ხოლო ხ--------------------ს ბრალდება ედავება მასში, რომ ხ-------------------- 2015 წლის 26 დეკემბერს (კონკრეტულ დღეს) ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლო ვერ იმსჯელებს მ----------ა ო--------ის მიმართ 2015 წლის 19 დეკემბერს მოხდარ ქურდობის ფაქტზე, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს ბრალი წაეყენება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. მოცემულ შემთხვევაში ხ--------------------ს გამოძიება არ ედავება 2015 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდს და ბრალიც წაყენებული არ აქვს, ბრალდებას არ აქვს ჩატარებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნულ გარემოებათა დასადასტურებლად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს ქ.ა---––---ში, რ---------–-ს ქ.N7--ში მდებარე სასტუმრო შპს,,პ-------–“-ში ხ-------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 600 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ .

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად ჩათვალა ბრალდებულის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ---ი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს ქ.ა---––---ში, რ---------–-ს ქ.N7--ში მდებარე სასტუმრო შპს,,პ-------–“-ში ხ-------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 600 აშშ დოლარის ოდენობით.

 

გამომძიებელ ა-–---------ე თ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 300 ამერიკული დოლარი იქნა ამოღებული ხ------ა კ----------ისგან. ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით რას განმარტავდა ხ-------------------- 2015 წელს, ა-–---------ე თ------–---–ი აღნიშნავს, რომ 2015 წელს ხ-------------------- როდესაც გამოიკითხა, მან აღიარა დანაშაული, ამ თანხასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ აღნიშნული თანხა 300 დოლარი მოპარული ჰქონდა მ----------ა ო--------ის კუთვნილ ჩანთაში არსებული საფულიდან და ის განმარტავდა რომ აღნიშნული თანხა მოიპარა ვალების გამო, სიდუხჭირიდან გამომდინარე. მან აღიარა, რომ მოიპარა 600 დოლარი. ამოღებული იქნა 300 დოლარი, ხოლო თანხის ნაწილით გაისტუმრა ვალები.

201- წლის 24 ოქტომბრის საჩივარში ხ-------------------- განმარტავს რომ ის ნამდვილად დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი საფულედან თანხას 600 აშშ დოლარს.

 

მოწმე გ------რ ა---------ი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ქურდობის დღეს შესვენებაზე იყო გასული საჭმელად, როდესაც დაბრუნდა დამლაგებლები და ყველა თანამშრომლები იყვნენ შეკრებილები და ჰკითხა რა ხდებოდა. გაიგო რომ ხ------ა კ----------ემ მოპარა მ----------ას 600 დოლარი. მ----------ას მანამდე რაიმე პრეტენზია რომ მას ნივთებს პარავდნენ არ ჰქონდა.

 

მოწმე გ----ე ა-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს სამსახურში იყო, ხ-------------------- იყო ცვლაში შემდეგ მოვიდა მეორე ადმინისტრატორი მარგალიტა, ცვლა ერთმანეთს ჩააბარეს, ხ-------------------- წავიდა- შემდეგ ისევ დაბრუნდა, 3-4 საათისთვის ატყდა ჩოჩქოლი რომ თანხა დაიკარგა, თავიდან მოწმემ გაიგო რომ იყო 1000 დოლარი იყო დაკარგული და მერე უკვე გაირკვა რომ 600 დოლარი იყო.

 

მოწმე ს-----ა ო------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს 10 საათიდან სასტუმროში არ იყო და დაბრუნდა 4 საათზე, მ----------ა მივიდა მასთან ტირილით, რომ რაღაც თანხა დაეკარგა. მოწმემ შეკრიბა თანამშრომლები გ----ე, გრიშა, ჰ----ნე, ხ------ა, მ----------ას კითხა თუ რამდენი დაკარგა, მ----------ამ განმარტა რომ 2000 დოლარი დაეკარგა. ხ------აც იყო და შემდეგ დაურეკეს პოლიციას. სანამ პოლიცია მოვიდოდა ხ------ას მასთან არაფერი არ უთქვამს, მერე უკვე პოლიციაში აღიარა რომ 600 დოლარი ჰქონდა მოპარული.

 

მოწმე ჰ----ნე ვ----–----- ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც პოლიცია გამოიძახეს პ-------–ში ქურდობასთან დაკავშირებით, არ იცის ზუსტად რა მოხდა, დაიწყეს ყვირილი ფულიო რა ფულზე იყო საუბარი არ იცის. თანხა 600 თქვეს თუ 400 არ იცის და არ ის ლარი იყო თუ დოლარი, მაგრამ განმარტავს რომ ცოტა იყო.

201- წლის 24 ოქტომბრის საჩივარში ხ-------------------- განმარტავს რომ ის ნამდვილად დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი საფულედან თანხას 600 აშშ დოლარს.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დაეთანხმა 600 დოლარის ქურდობის ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს ქ.ა---––---ში, რ---------–-ს ქ.N7--ში მდებარე სასტუმრო შპს. ,,პ-------–“-ში ხ-------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ----------ა ო--------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 600 აშშ დოლარის ოდენობით და ბრალდება ედავებოდა, რომ ხ-------------------- 2015 წლის 26 დეკემბერს დაეუფლა 2000 აშშ. დოლარს, აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციაზე, რადგან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პ-ით დანაშაულს წარმოადგენს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: ხ--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სამართლ---ობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ--------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეცვლება პირობითი მსჯავრით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ხ------ა კ----------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლ---ობის აღდგენას.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

სამი ცალი 100 აშშ დოლარიანი და ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურები, 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი და ერთი ცალი 1 დოლარიანი კუპიურები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 25--260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხ-------------------- (პ/ნ.4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3(სამი) წელი.

 

2. ხ------ა კ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღა მოეხსნას ხ------ა კ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების ბრალდებულ ხ------ა კ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ--------- გ------–--ის (პირადი №4---------9) და რ--------------–---ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 2 500 ლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე, მდებარე: ა---––--ის მუნიციპალიტეტის სოფელი მ----ე, საკადასტრო კოდი 62.--.5-.1-7, 2000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში; ( 201- წლის 03 ოქტომბრის განჩინება N1-00265755--12/063-1-წ)

 

3.პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. ნივთიერი მტკიცებულება

სამი ცალი 100 აშშ დოლარიანი და ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურები, 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი და ერთი ცალი 1 დოლარიანი კუპიურები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––---, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია