გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
150210019002931274
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები, ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #150210019002931274

№ 2/86-19

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წ. ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ არარატ ესოიანი

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

მოსარჩელე - სს „კ------- ბანკი“ (ს/ნ 2--------);

წარმომადგენელი - ზ---–----------ე;

მოპასუხეები - ტ------ კ--------იან (პ/ნ 3----------), ლ---- კ--------იან (პ/ნ 3----------), ზ---- ე----იან (პ/ნ 3----------), ზ------- გ--------იან (პ/ნ 3----------), ს--–---- კ--------იან (პ/ნ 3----------);

დავის საგანი - ფულადი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით დავალიანების გადახდევინება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შემდგომ დარჩენილი ვალდებულების დაფარვის მიზნით მოვალეთა საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აღსრულების მიქცევა.

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი

2019 წლის 20 მაისს მოცემულ საქმეზე მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს „კ------- ბანკის“ სარჩელი.

მოსარჩელე სს „კ------- ბანკი“ მოითხოვს: 1. მოპასუხეებს: ტ------ კ--------იანს, ლ---- კ--------იანს, ზ---- ე----იანს, ზ------- გ--------იანს და ს--–---- კ--------იანს სოლ----რულად დააკისროთ არსებული დავალიანების 84 843, 98 (ოთხმოცდაოთხი ათას რვაას ორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც 52700 (ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი) ლარი არის ძირითადი თანხა, 22475,07 (ოცდაორი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარი არის პროცენტი (3017,98 ლარი სარჩელი შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 19457,09 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 1233,8 (ათას ორას ოცდაცამეტი ლარი და რვა თეთრი ) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 8435,11 ( რვა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო. ამასთან, თავდებების პასუხისმგებლობის ფარგლებად განისაზღვროს 78030 (სამოცდათვრამეტი ათას ოცდაათი) ლარი. 2. განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. უძრავი ქონებების მონაცემებია: ა) სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 2570 კვ.მ. შენობა-ნაგებობებთან (ობიექტი N1 (საცხოვრებელი), ობიექტი N2 -სამეურნეო) ერთად, მდებარე რაიონი ნინოწმინდა, სოფ. ჯ-----–--ი, საკადასტრო კოდი: 65.09.35.3--- ბ) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართბი 1000 კვ.მ. მდებარე: რაიონი ნინოწმინდა, სოფელი ჯ-----–--ი საკადასტრო კოდი: 65.09.35.0--- 3. მოპასუხეებს სოლ----რულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის 2567,32 ლარის გადახდა, საიდანაც: 2545,32 ლარი არის საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი, ხოლო 22 ლარი საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური (ორი უძრავი ქონება) და 4) იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა, არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებებიდან.

თუმცა აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის მე-4 მოთხოვნაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოტანილა. რა დროსაც მე-4 მოთხოვნის შესახებაც მხარემ წარადგინა მტკიცებულებანი და მისცა განმარტებანი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მაშინ მე-4 მოთხოვნა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში გამოტოვებული იყო მექანიკური შეცდომის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი დაისვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან მე-7 დღეს, ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 2019 წლის 20 მაისს, ხოლო 2019 წლის 27 მაისს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე საკითხი დაისვა და სასამართლომ იმავე დღეს, განჩინებით, დანიშნა სასამართლო სხდომა 2019 წლის 31 მაისისათვის.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადნენ მოპასუხეები ტ------ კ--------იანი, ზ------- გ--------იანი და ს--–---- კ--------იანი, არ გამოცხადნენ: მოსარჩელის წარმომადგენელი ზ---–----------ე და მოპასუხეები ლ---- კ--------იანი და ზ---- გ--------იანი. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ვერ გაიგეს ბანკიდან მიღებული სარჩელის და შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი, ენის არ ცოდნის გამო, სარჩელს საერთოდ არ ეთანხმებიან და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასაც. ამასთან მათ ვერ განმარტეს, თუ რატომ არ წარმოადგინეს შესაგებელი სარჩელზე ან რატომ არ რეაგირებენ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. ვინაიდან მხოლოდ ენის არცოდნა არ წარმოადგენს წონად არგუმენტს მათი უმოქმედების გასამართლებლად, რადგან ჰქონდათ საკმაოდ დიდი ვადა რათა მიემართათ სასამართლოსთვის და გაერკვიათ საკითხი, ან მიემართათ თარჯიმნისთვის, ან ბანკისთვის, რასაც ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულ----ნ გამომდინარე არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად უნდა გადაწყდეს მოსარჩელის მე-4 მოთხოვნის შესახებაც. ხოლო ესეთი დამატებითი გადაწყვეტილება ფაქტობრივად წარმოადგენს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის N2/86-19 დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაგრძელებას და განუყოფელ ნაწილს.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე, 249-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

1. იმ შემთხვევაში, თუ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის N2/86-19 დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული - იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა, არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებებიდან.

2. მოცემული დამატებითი გადაწყვეტილება არის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის N2/86-19 დაუსწრებელი გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისი სააპელაციო სასამართლოში მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან