გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.05.2019
საქმის ნომერი
110310018002627888
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110310018002627888

№3/109-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28.05.2019 წელი ქ. ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: ჯ--------–-–--–---–-;

წარმომადგენელი: ე-–---------–--–---–-;

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი: ა---------–---------;

 

მესამე პირი: ლ-------–-–--–---–-; საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ით ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2006 წლის 16 ივნისის N362006000276 გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან ;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2006 წლის 16 ივნისის N362006000277 გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან ;

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 06 აგვისტოს N342488 გადაწყვეტილება;

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2006 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ საააგენტოს და მოითხოვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა პასპორტი, ს--------–-- საკრებულოს ცნობა N119, გაცემული 2006 წლის 05 ივნისს, რომლის თანახმად, აწ გარდაცვლილი გ-------–-–-–--–---–-- კომლში ირიცხებოდა მხოლოდ ერთი წევრი - თვითონ გ---–-–---–---–-. ასევე წარადგინა იმავე საკრებულოს მიერ 2006 წლის 05 ივნისს გაცემული ცნობა N118, რომლის თანახმადაც გ-------–-–-–--–---–- ერიცხებოდა 0.25 ჰა სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი ორ ნაკვეთად, საგადასახადო სიის მიხედვით N---. დოკუმენტებს ასევე დაურთო საცხოვრებელი სახლის გეგმა. მითითებული დოკუმენტების საფუძველზე, უძრავი ქონება დარეგისტრირდა გარდაცვლილ გ---–-–--–---–-- სახელზე ორი გადაწყვეტილებით N276 და N277, ორი საკადასტრო კოდით N------------ და N------------. 2018 წელს მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო არქივს და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ გააჩნდა მას რაიმე ქონებრივი უფლება ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- და მიუთითა საძიებო პერიოდი 1990, 1992, 1997, 2001, 2--- წლები. ზესტაფონის არქივის მიერ გაცემული N--------------- ცნობის შესაბამისად, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–-- სასოფლო საბჭოს სოფელ ჩ------ 1986-1990 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ირიცხება გ-------–----------–------–-–--–---–- - ოჯახის უფროსი (გარდაცვლილია), ზ--------–-----------–--–-–--–---–- -ცოლი (გარდაიცვალა), ჯ----------------–------–-–--–---–- - ოჯახის უფროსი. 1986-1990 წლებში კომლს აწერია 0.25 ჰა მიწის ფართი, სახლი აგებულია 1968 წელს, სახლის საერთო ფართი 50 კვ.მ. სოფელ ჩ------ 2004-2006 წლების საკომლო წიგნები არქივში დასაცავად არ შესულა. 2006 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ გარდაცვლილი გ-------–-–-–--–---–-- სამკვიდროდან მიიღო ½ წილი, თუმცა ვინაიდან ის იყო კომლის წევრი N276 და N277 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მას მიეცემა მთლიანი ქონების ¾ წილის რეგისტრაციის უფლება, ხოლო მესამე პირი დარჩება ¼ წილის მესაკუთრე. მან წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის სააგენტოში, მაგრამ N32488 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ამდენად, უკანონოდ რეგისტრირებული ჩანაწერით იზღუდება მისი, როგორც კომლის წევრის უფლება საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურს 2006 წლის 12 ივნისს წარედგინა N362006000276 და 362006000277 განცხადებები, დაინტერესებული პირი - ჯ--------–-–--–---–-. განცხადებით მოთხოვნილია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩ------ განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, №--- საგადასახადო სია და ს--------–-- თემის საკრებულოს №119 და №120 ცნობები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 16 ივნისის №362006000276 და №362006000277 გადაწყვეტილებებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ----–- მდებარე 102 კვ.მ და 2335 კვ.მ ფართობის მქონე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე -საკადასტრო კოდები: 3----------- და 3----------- - დარეგისტრირდა გ-------–-–-–--–---–-- საკუთრების უფლება. იმავე წლის 3 ივლისს, ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის №362006000469 და №362006000470 გადაწყვეტილებებით მითითებულ მიწის ნაკვეთებზე დარეგისტრირდა ჯ--------–-–--–---–-სა და ლ-------–-–--–---–-ს თანასაკუთრების უფლება, №---- სამკვიდრო მოწმობის (დამოწმების თარიღი: 30.06.2006 წ.) საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 02 აგვისტოს N440468/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ჯ--------–-–--–---–-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 16 ივნისის N362006000276 და N362006000277 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. №440468/17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების პროცესში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს რეგისტრაციიის შესახებ N362006000276 და N362006000277 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რასთან დაკაშირებითაც განავითარა შემდეგი მსჯელობა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 16 ივნისის №362006000276 და №362006000277 გადაწყვეტილებებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ----–- მდებარე 102 კვ.მ და 2335 კვ.მ ფართობის მქონე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე -საკადასტრო კოდები: 3----------- და 3----------- - დარეგისტრირდა გ-------–-–-–--–---–-- საკუთრების უფლება, №--- საგადასახადო სიისა და ს--------–-- თემის საკრებულოს №119 და №120 ცნობების საფუძველზე. რომელთა მიხედვითაც კომლის ერთადერთ წევრს წარმოადგენდა გ-------–-–-–--–---–-. იმავე წლის 3 ივლისს კი ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის №362006000469 და №362006000470 გადაწყვეტილებებით მითითებულ მიწის ნაკვეთებზე დარეგისტრირდა ჯ--------–-–--–---–-სა და ლ-------–-–--–---–-ს თანასაკუთრების უფლება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185–ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის მე-13 თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამავე კოდექსის მე–6 თავით გათვალისწინებული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–80 მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უარი ეთქვა ჯ--------–-–--–---–-ს წარმომადგენელს 2018 წლის 2 აგვისტოს №440468/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისა და გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს ზაკ-ის 32-34–ე, 53–96–ე მუხლების დანაწესი, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და მიუთითა, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - ლ-------–-–--–---–-- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ის კანონიერად გახდა მამის სამკვიდრო ქონებიდან ½ წილის მესაკუთრე. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არის კანონიერი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მესამე პირი დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3.1. მესამე პირმა - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნოტარიუსთა პალატას არ გააჩნია სანოტარო აქტის გამოცემის, გაუქმების, შესწორების ან/და სანოტარო აქტებთან დაკავშირებით რაიმე სახის გარემოებების დადასტურების შესაძლებლობა. ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცულ სანოტარო აქტებში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება სცილდება პალატის კომპეტენციას.

 

სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოსარჩელემ 2006 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ საააგენტოს და მოითხოვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა პასპორტი, ს--------–-- საკრებულოს მიერ 2006 წლის 05 ივნისს გაცემული ცნობა N118 და N119;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება;

 

4.2. ს--------–-- თემის საკრებულოს მიერ 2006 წლის 05 ივნისს გაცემული N119 ცნობის შესაბამისად, გარდაცვლილ გ-------–-–-–--–---–-- კომლში ირიცხებოდა მხოლოდ ერთი წევრი - თვითონ გ---–-–---–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ს--------–-- თემის საკრებულოს 2006 წლის 05 ივნისის N119 ცნობა;

 

4.3. ს--------–-- თემის საკრებულოს მიერ 2006 წლის 05 ივნისს გაცემული N118 ცნობის შესაბამისად, გ-------–-–-–--–---–- ერიცხებოდა 0.25 ჰა სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი ორ ნაკვეთად, საგადასახადო სიის მიხედვით N---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება;

- ს--------–-- თემის საკრებულოს 2006 წლის 05 ივნისის N118 ცნობა;

 

4.4. გ-------–-–-–--–---–- გარდაიცვალა 2--- წლის 28 დეკემბერს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა;

 

4.5. საჯარო რეესტრის N276/2006 და N277/2006 გადაწყვეტილებებით უძრავი ქონება, მდებარე ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- დარეგისტრირდა გარდაცვლილ გ---–-–--–---–--- ორი საკადასტრო კოდით N------------ და N------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის N276/2006 და N277/2006 გადაწყვეტილებები;

 

4.6. 2006 წლის 30 ივნისს მოსარჩელე ჯ--------–-–---–---–-- და მესამე პირმა - ლ-------–-–--–---–-- განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს გარდაცვლილი მამის - გ-------–-–-–--–---–-- სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით. სხვა დოკუმენტებთან ერთად განცხადებას დაურთეს საჯარო რეესტრის N276/2006 და N277/2006 გადაწყვეტილებები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი N----, გაცემული ორი ათას ექვსი წლის 30 ივნისს;

 

4.7. 2006 წლის 30 ივნისის N---- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოსარჩელე ჯ--------–-–---–---–-- და მესამე პირმა - ლ-------–-–--–---–-- მიიღეს გარდაცვლილი მამის - გ-------–-–-–--–---–-- სამკვიდრო ქონების ½-½ წილი; სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- და მიწის ნაკვეთები, საერთო ფართით - 2437 კვ.მ ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა;

 

4.8. მესამე პირი - ლ-------–-–--–---–- 1980 წლიდან ცხოვრობს მამის - გ-------–-–-–--–---–-- ოჯახში, ფაქტობრივად ფლობს და განაგებს სამკვიდრო ქონებას. მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მესამე პირის ახსნა-განმარტება;

- ს--------–-- თემის საკრებულის 2006 წლის 10 იანვრის N4 ცნობა;

 

4.9. მოსარჩელემ 2018 წელს მიმართა სახელმწიფო არქივს და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ გააჩნდა მას რაიმე ქონებრივი უფლება ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- და საძიებო პერიოდად მიუთითა 1990, 1992-1997, 2001, 2005 წლები. ზესტაფონის არქივის მიერ გაცემული N--------------- ცნობით დგინდება, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–-- სასოფლო საბჭოს სოფელ ჩ------ 1986-1990 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ირიცხება გ-------–----------–------–-–--–---–- - ოჯახის უფროსი, ზ--------–-----------–--–-–--–---–- -ცოლი (გარდაცვლილია) და ჯ----------------–------–-–--–---–-. 1986-1990 წლებში კომლს აწერია 0.25 ჰა მიწის ფართი, სახლი აგებულია 1968 წელს, სახლის საერთო ფართი 50 კვ.მ. სოფელ ჩ------ 2004-2006 წლების საკომლო წიგნები არქივში დასაცავად არ შესულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის არქივის N--------------- ცნობა;

 

4.10. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის სააგენტოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა 2006 წლის 16 ივნისის №362006000276 და №362006000277 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რაზეც 2018 წლის 06 აგვისტოს N32488 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 06 აგვისტოს N32488 გადაწყვეტილება;

 

4.11. აწ გარდაცვლილ გ-------–-–-–--–---–-- კომლში 1990 წლის შემდეგ მოსარჩელის - ჯ--------–-–--–---–-ს კომლის წევრად რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ მოიძებნება. 1992-1993 წლებში საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის კომლში ირიცხებოდა მხოლოდ გ-------–-–-–--–---–- და კომლის გაუქმების შედეგად კომლის მთლიანი ქონება - საცხოვრებელი სახლი და 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი გახდა მხოლოდ გ-------–-–-–--–---–-- საკუთრება. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა გამოკვლევის პრინციპებს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სარჩელში მითითებული გარემოება, კერძოდ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- მდებარე - გ-------–-–-–--–---–-- კომლის წევრობა სასოფლო კომლის გაუქმებამდე, რომლის საფუძველზეც იგი ითხოვს ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მესამე პირის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ--------–-–--–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი;

საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო_სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება;

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია);

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

7.4. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 16 ივნისის N362006000276, 2006 წლის 16 ივნისის N362006000277 და 2018 წლის 06 აგვისტოს N342488 გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.5. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”.

 

7.6. ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

7.7. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ჯ--------–-–--–---–- სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ ის იყო აწ გარდაცვლილი გ-------–-–-–--–---–-- კომლის წევრი, შესაბამისად, საჯარო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო არ იყო უფლებამოსილი, რომ გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ მიეღო მხოლოდ ამ უკანასკნელის სახელზე, საიდანაც მოსარჩელემ საკუთრების მოწმობის საფუძველზე, როგორც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო მხოლოდ გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების ½ წილი, ხოლო ½ წილის მფლობელი იმავე წესით გახდა მესამე პირი. მიაჩნია, რომ მას როგორც კომლის წევრს, ისედაც ეკუთვნოდა ქონების ნახევარი, ხოლო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაცემულიყო მხოლოდ გ-------–-–-–--–---–-- კუთვნილი ½ წილიდან.

 

7.8. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო_სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა. ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ) 122-125-ე მუხლების შესაბამისად თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

7.9. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს საკოლმეურნეო კომლის ცნებასა და კომლის ქონების საკუთრების გაყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე და განმარტავს შემდეგს: დღეისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

 

იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.

 

7.10. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლის (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქცია) მიხედვით, საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემთხვევაში კომლის (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემდეგ კომლში (იმ მოქალაქის ოჯახში, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენება ზოგადი წესები. იმავე კოდექსის 122-ე მუხლით საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლს შეიძლება საკუთრებად ჰქონდეს დამხმარე მეურნეობა მის სარგებლობაში მყოფ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი, პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი, წვრილი სასოფლო- სამეურნეო ინვენტარი. ასევე კომლის წევრების მიერ მის საკუთრებად გადაცემული თავიანთი შრომითი შემოსავალი, რომელიც მათ კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მონაწილეობით მიიღეს ან მათ მიერვე კომლის საკუთრებად გადაცემული სხვა ქონება, აგრეთვე საერთო სახსრებით შეძენილი საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები.

 

7.11. როგორც ზემოთ აღინიშნა, 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის მოსარჩელე, როგორც კომლის შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრი, კოლმეურნეობის წევრი არ ყოფილა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში რაიმე ფორმით მონაწილეობა არ მიუღია. უფრო მეტიც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე კომლის წევრი იყო 1986-1990 წლებში, რაზეც მეტყველებს მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ზესტაფონის არქივის მიერ გაცემული N--------------- ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–-- სასოფლო საბჭოს სოფელ ჩ------ 1986-1990 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ირიცხება გ-------–----------–------–-–--–---–- - ოჯახის უფროსი, ზ--------–-----------–--–-–--–---–- -ცოლი (გარდაცვლილია), ჯ----------------–------–-–--–---–- - შვილი. მესამე პირის განმარტებით - მოსარჩელე ქორწინების შემდეგ - 1985 წლიდან ცხოვრობს ბ---------–-, ხოლო თვით მესამე პირი დღემდე ცხოვრობს მამის - გ-------–-–-–--–---–-- ოჯახში. აღნიშნულს ადასტურებს ს--------–-- თემის საკრებულოს 2006 წლის 05 ივნისის N119 ცნობაც, რომლის შესაბამისადაც, აწ გარდაცვლილი გ-------–-–-–--–---–-- კომლში ირიცხებოდა მხოლოდ ერთი წევრი - თვითონ გ---–-–--–---–-. იმავე საკრებულოს 2006 წლის 10 იანვრის N4 ცნობის მიხედვით, კი მესამე პირი - ლ-------–-–--–---–- 1980 წლიდან ცხოვრობს აწ გარდაცვლილი მამის - გ-------–-–-–--–---–-- ოჯახში, ფაქტობრივად ფლობს და განაგებს სამკვიდრო ქონებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე 1990 წლის შემდეგ, საკოლმეურნეო კომლის გაუქმებამდე ანუ 1993 წლამდე ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- მდებარე გ-------–-–-–--–---–-- კომლის წევრი არ ყოფილა და აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

7.12. საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, ხშირ შემთხვევაში ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს ანუ უფლების დამდგენ საბუთს.

 

7.13. უფლების რეგისტრაცია გულისხმობს ნამდვილი უფლების არსებობას, ანუ უფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაფიქსირდეს საჯარო რეესტრში, თუ იგი მართლზომიერია. სწორედ აღნიშნული ფაქტის დადგენაა უპირველესი ამოცანა სასამართლოსათვის.

 

მიწების უსასყიდლო (უფასო) პრივატიზება იყო საჯარო აქტი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და აღნიშნული უფლებით თანაბრად სარგებლობდა საქართველოს ყველა მოქალაქე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

7.14. დასახელებული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა – ა) საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნის და ბ) რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის №ას-652-1029-06 და 2007 წლის 20 მაისის №ას-663-1040-06 განჩინებები).

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წელს მიმართა სახელმწიფო არქივს და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ გააჩნდა მას რაიმე ქონებრივი უფლება ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- და საძიებო პერიოდად მიუთითა 1990, 1992-1997, 2001, 2005 წლები. მიღებული პასუხით კი ცალსახად დადგენილია, რომ გ-------–-–-–--–---–-- სასოფლო კომლში ჯ----------------–------–-–--–---–-ს შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება მხოლოდ 1986-1990 წლების საკომლო წიგნში და 1990 წლის შემდეგ მოსარჩელის შესახებ მამის კომლში რაიმე ჩანაწერი განხორციელებული არ ყოფილა, მითუმეტეს, რომ წიგნი ნაწარმოებია 2003 წლის მდგომარეობით.

 

7.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1992-1993 წლებში, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისთვის გ-------–-–-–--–---–- წარმოადგენდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩ----–- არსებული კომლის ერთადერთ წევრს, შესაბამისად, კომლის გაუქმების შედეგად მხოლოდ იგი გახდა კომლის ქონების (მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი) ერთადერთი მესაკუთრე და საჯარო რეესტრის სააგენტოს 2006 წლის 16 ივნისის №362006000276 და №362006000277 გადაწყვეტილებებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ----–- მდებარე 102 კვ.მ და 2335 კვ.მ ფართობის მქონე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე -საკადასტრო კოდები: 3----------- და 3----------- - დარეგისტრირდა მხოლოდ გ-------–-–-–--–---–-- საკუთრების უფლება, საიდანაც მემკვიდრეობის საფუძველზე მისმა შვილებმა - მოსარჩელემ და მესამე პირმა თანაბარ წილად მიიღეს სამკვიდრო ქონება, რაც 2018 წლამდე თვით მოსარჩელესაც არ გაუხდია სადაოდ.

 

7.16. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 06 აგვისტოს N342488 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლო განმარტავს შემდეგს: იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა 2006 წლის 16 ივნისის N362006000276 და N362006000277 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, უსაფუძვლოა მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 აგვისტოს N342488 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც და შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--------–-–--–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

კონკრეტულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ--------–-–--–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსასმართლე შოთა ნიკურაძე