განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020100119002951108(1/225-19)
განაჩენი
საქართველოს სახელით
06 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- კო---------------------
ადვოკატ -ბა------------–---–--
ბრალდებულ- გი-------------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გი------------------- მიმართ
მამის სახელი: ჯუ------
დაბადებული: 07.12.19-- წელს
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა არ მქონე
მისამართი: ქ. ზუ----------------------------
რეგისტრირებული: ზუ--------------------------–--–--–-
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გი------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებ- რივი აღწერა:
გ-------------------მ, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გი------------------- მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების აღწერა:
ქ. ზუ------–----------------------, ბიძასთან ზა------------- და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დეიდასთან ქ-------–------------- ერთად მცხოვრები გ-------------------, 2018 წლის მაისის თვიდან მათთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 02 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-------------------მ, რომელიც დაახლოებით ოცი დღის განმავლობაში ლანძღვა-გინების სახით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან მცხოვრებ დეიდას ქ-------–---------- და ბიძას ზ-------------, ურთიერთშელაპარაკების დროს, კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მარჯვენა ლოყაზე უკბინა ამ უკანასკნელს, რომელსაც ლოყიდან წამოუვიდა სისხლი, სახლიდან ეზოში გასულ ბიძას მიყვა უკან და მარცხენა მხარეს სახის არეში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ზ------------- განიცადა ტკივილი და ტანჯვა. ასევე, გ-------------------მ, ლოგინზე მწოლიარე, უმწეო მდგომარეობაში მყოფ თავის დეიდას ქ-------–---------, რომელსაც ამპუტირებული აქვს მარცხენა ფეხი და აყენებს სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესროლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ,,ეტლი“, რომელიც დაეცა გულმკერდის არეში და უკბინა მას ფეხზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
გ-------------------მ ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების აღწერა:
ქ. ზუ------–----------------------, ბიძასთან ზა------------- და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დეიდასთან ქ-------–------------- ერთად მცხოვრები გ-------------------, 2018 წლის მაისის თვიდან მათთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 02 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-------------------მ, რომელიც დაახლოებით ოცი დღის განმავლობაში, ლანძღვა-გინების სახით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან მცხოვრებ დეიდას ქ-------–---------- და ბიძას ზ-------------, ურთიერთშელაპარაკების დროს, კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მარჯვენა ლოყაზე უკბინა ამ უკანასკნელს, რომელსაც ლოყიდან წამოუვიდა სისხლი, სახლიდან ეზოში გასულ ბიძას მიყვა უკან და მარცხენა მხარეს სახის არეში გაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ზ------------- განიცადა ტკივილი და ტანჯვა. ასევე, გ-------------------მ, ლოგინზე მწოლიარე, უმწეო მდგომარეობაში მყოფ თავის დეიდას ქ-------–---------, რომელსაც ამპუტირებული აქვს მარცხენა ფეხი, მიაყენა სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა ლანძღვა-გინების სახით, ესროლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ,,ეტლი“, რომელიც მას დაეცა გულმკერდის არეში და უკბინა მას ფეხზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2019 წლის 18 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდი- ნარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
გ-------------------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული და პრეიუდიციული ძალის მქონე, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
ბრალდებულ გი------------------- აღიარებით.
2019 წლის 02 მარტის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ 16-35)
2019 წლის 02 მარტის N1-- სამედიცინო ბარათით ზ------------- მიმართ (ს.ფ 50)
2019 წლის 02 მარტის N1-- სამედიცინო ბარათით ქ-------–--------- მიმართ (ს.ფ 51)
2019 წლის 02 მარტის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმებით (ს.ფ 52-65)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 27 მარტის №00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ქ-------–--------- მიმართ (ს.ფ 152-155)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 04 აპრილის №00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზ------------- მიმართ (ს.ფ 156-159)
დაზარალებულების ქ-------–--------- და ზ------------- გამოკითხვის ოქმებით (ს.ფ 11-14)
მოწმე და--------------- გამოკითხვის ოქმით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში გი------------------- მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ფეხის ამპუტაციის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი დეიდის - ქ-------–---------, რომელსაც არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის და თავდაცვის საშუალება და ბიძის - ზ------------- მიმართ, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ბრალდებულ გი------------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, გ-------------------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულებს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
გ-------------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ე.ი მას ბრალდება წარდგენილი აქვს დანაშაულთა ერთობლიობაში, რაც წარმოადგენს პირის მიერ ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით ან მუხლის ნაწილით და არც ერთი ქმედებისათვის პირი არ ყოფილა მსჯავრდებული, მოცემულ შემთხვევაში გი------------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთი მოქმედებით ორი დაზარალებულის მიმართ დანაშაულის ჩადენას, რაც წარმოადგენს დანაშაულთა იდეალურ ერთობლიობას- მის მიერ დანაშაული ჩადენილია ერთდროულად და ერთიანი განზრახვით და არა სხვადასხვა დროს (დანაშაულთა რეალური ერთობლიობა), რის გამოც გ-------------------ს არასწორად და ზედმეტად აქვს ბრალდება წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უნდა ამოირიცხოს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცე- ბულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გ-------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას, დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის. გ-------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებული- სათვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ვინაიდან გ-------------------მ გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული და დაზარალებულებთან შერიგებულია და მათ არ გააჩნიათ პრეტენზია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამართლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება, რა დროსაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გი------------------- ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2.ცნობილი იქნას დამნაშავედ გ------------------- (პირადი ნომერი 33---------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გ-------------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 02 მარტის 19:30 საათიდან.
3.გი------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად გი------------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ქ. ზუ----------------------------)
5.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად გ-------------------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია