განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002619116
საქმე #1/341-18 (028290718001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი----- ხ------–---–- (დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ------------, ნასამართლევი /თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით/, რეგისტრირებული კ---–-------------------------–-, მცხოვრები თ---–--–------------------------------–----–------------------------------–--–--------–-)
ადვოკატი - მ------ ი------–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე, კ-----------------------–--–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო შელაპარაკებისას ი----- ხ------–---–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ბ-----–---–ს ხელი მოუჭირა ხელზე და ორჯერ დაარტყა სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი----- ხ------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ნ---- ბ-----–---–ისა და ნ---- კ--–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი----- ხ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ი----- ხ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის გულწრფელ აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. იგი შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ აქვს. ბრალდებულს კმაყოფაზე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, გარდაეცვალა მშობლები და ძმა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ი----- ხ------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას - იგი ნასამართლევია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, რის გამოც სახეზეა სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ,,დანაშაულის რეციდივი“. გარდა ამისა, ი----- ხ------–---–მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც სასჯელი უნდა განისაზღვროს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, რეციდივის გათვალისწინებით.
5.2 სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის მიზანშეწონილი ი----- ხ------–---–-სათვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება. ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- ხ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა -თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ზომის ნაწილი - 6 (ექვსი) თვე - დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რის შედეგად ი----- ხ------–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ი----- ხ------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - სისხლის ნიმუში - განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი