განაჩენი

სისხლის სამართლის 29.12.2018
საქმის ნომერი
330100114504237
თარიღი
29.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/3------

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ს--–------------–---–ი, კ--------------–-–--ა,დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------------------–----------–-----------------------------–-------------------–-------–----–----–----------------------------–-----------------------------ში),ადვოკატი - ი-----–----------ა,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. შ------------–---–ს განზრახული ჰქონდა რა სს ,,ნ-------------–----ის’’ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, 2013 წელს სს ,,ს----------–--------ში’’ და სს ,,თ----------ში’’ გახსნა პირადი ანგარიშები, რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა ასევე მის სახელზე გაცემული ვიზაბარათები. შ------------–---–ი, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, 2----–-–-----------ან 2----–-–ის ი----------, სხვადასხვა პერიოდში შედიოდა სს ,,ნ-------------–----ის’’ ვებ გვერდზე, რომელიც წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რა დროსაც გადახდების განხორციელება შესაძლებელია, როგორც პორტალზე არსებული ბალანსის (ელექტრონული ფულის), ისე ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბარათე ანგარიშის საშუალებით, ირჩევდა საბარათე ანგარიშის გადახდის პროგრამას, უთითებდა რიგ შემთხვევაში სს ,,თ----------ში’’ მის სახელზე არსებულ ანგარიშის ნომერს, რიგ შემთხვევაში, ასევე მის სახელზე სს ,,ს----------–--------ში’’ არსებულ ანგარიშის ნომერს და, ასევე უთითებდა თუ რა რაოდენობის თანხის ჩარიცხვა სურდა კონკრეტულ შემთხვევაში მის სახელზე არსებულ ონლაინ ტოტალიზატორებში გახსნილ ანგარიშებზე. შემდეგ თაღლითურად დაუფლების მიზნით, სს ,,ნ-------------–----ისათვის’’ გაგზავნილ ინფორმაციაში ხელოვნურად, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, ცვლიდა თანხის ოდენობას - ამცირებდა მას და შედეგად სს ,,ნ-------------–----იდან’’, რომელიც მის სახელზე მისულ დაგენერირებულ მოთხოვნას ამოწმებდა მხოლოდ პროგრამის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდით და არა მასში თანხის შესახებ არსებული ინფორმაციით, მის მიერ მითითებულ ანგარიშებზე ერიცხებოდა გაზრდილი თანხები, მაშინ, როდესაც მის სახელზე არსებული ანგარიშებიდან იჭრებოდა შ------------–---–ის მიერ შემცირებული თანხები. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შ------------–---–ი თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულ სს ,,ნ-------------–----ის’’ კუთვნილ 577 742.71 ლარს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა შ------------–---–ის მიერ თაღლითურად დაზარალებულ სს ,,ნ-------------–----ის’’ კუთვნილ 577 742.71 ლარის დაუფლების ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობის, საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ შ------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ უ---------ს, მოწმეების - თ------------------ის, თ--------–------ის, გ-------–-----------ის, გ----------------–---–ის, ა------------ს, რ--------------------ს, დ-------------------ს, ქ---------------–---–ის, გ---------------–ის, ო----------------–---–ის, ე-–----–------–---–ის ო--------------ის, მ----------–---–---–ისა და გ----------------ის ჩვენებები, ამოღებისა და დათვალიერების ოქმები თანდართული მასალებით, განცხადება და პროგრამული ამონაწერი, 2----–-–ის 7-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ:

 

3.5. 2----–-–ის 14 იანვრის განცხადების თანახმად, სს ,,ნ-------------–----ის’’ გენერალური დირექტორი მიმართავს საქართველოს მთავარი პროკურატურის შ---------------------------------------–-----------–-აში ც--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------ში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსს და აცნობებს სს ,,ნ-------------–----ის’’ მიმართ უცნობი პირის ან/და პირების მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შედაგად მიყენებული ზიანის თაობაზე. განცხადებას დანართის სახით თან ერთვის პროგრამული ამონაწერი განხორციელებულ ტრანზაქციებზე 16 ფურცლად. ამონაწერში ასახულია 650 ტრანზაქცია დროის სხვადასხვა მონაკვეთში, იგი დაყოფილია ცხრა სვეტად. აღნიშნულ ცხრა სვეტში აღნიშნულია იდენტიფიკატორი პროვაიდერთან, პროვაიდერი, ნ----ს მიერ ჩარიცხული თანხა, სხვაობა, ოპერაციის თარიღი, გადახდის უნიკალური კოდი, აბონენტის აიპი მისამართი, ნ----ში ჩარიცხული თანხა და ბ-----------------------.

 

3.6. 2----–-–ის 21 იანვრის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–---------------------------------–----–------------–---------------–---------------ის თანაშემწე-გამომძიებელმა მ----------–---–--–მა დაათვალიერა სს „ნ-------------–----იდან“ წარმოდგენილი პროგრამული ამონაწერი უკანონოდ განხორციელებულ ტრანზაქციებზე. დათვალიერების ოქმის თანახმად: მონაცემები დაჯგუფებულია სვეტებად ნუმერაციის მიხედვით, კერძოდ, პირველ სვეტში, სახელწოდებით „აბონენტის იდენტიფიკატორი პროვაიდერთად“ - მითითებულია ტოტალიზატორის კონკრეტულ მომხარებელთა ანგარიშის ნომრები, მეორე სვეტში, სახელწოდებით „პროვაიდერი“ - აღნიშნულია მომხმარებლის ანგარიშის კუთვნილება კონკრეტულ პროვაიდერთან, ამ შემთხვევაში ტოტალიზატორთან, მესამე სვეტში, სახელწოდებით „ნ----ს’’ მიერ ჩარიცხული თანხა - მითითებულია სს „ნ-------------–----ის“ მიერ მომსახურეობის მიმღებზე ჩარიცხული თანხის ოდენობა, მეოთხე სვეტში, სახელწოდებით „სხვაობა“ - ფიქსირდება თანხებს შორის სხვაობა მესამე და მერვე სვეტებში აღნიშნული მონაცემების მიხედვით. კერძოდ წარმოდგენილი მასალების მიხედვით მესამე სვეტში დაფიქსირებულია ,,ნ----ს’’ მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობა, მაშინ როდესაც ამავე მასალების მიხედვით მერვე სვეტში ფიქსირდება კონკრეტული მომხარებლის ბარათიდან რეალურად ჩამოჭრილი და ,,ნ----ს’’ ბალანსზე ჩარიცხული თანხის ოდენობა, რაც გაცილებით ნაკლებია, ნ----ს მიერ მომსახურეობის მიმღებზე ჩარიცხულ თანხაზე და სწორედ ამ თანხებს შორის სხვაობა აისახა მეოთხე სვეტში. მეხუთე სვეტში, სახელწოდებით „ოპერაციის თარიღი“ მითითებულია კონკრეტული ქმედების განხორციელების დრო, კერძოდ, თარიღისა და დროის მითითებით, მეექსვე სვეტში, სახელწოდებით „გადახდის უკინალური კოდი“, ფიქსირდება სს ,,ნ-------------–----ის“ მიერ კონკრეტულ საგადახდო დავალებაზე მინიჭებული უნიკალური კოდი, მეშვიდე სვეტში, სახელწოდებით „აბონენტის IP მისამართი“ ფიქსირდება კონკრეტული მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედების ადგილმდებარეობა IP მისამართის მიხედვით, მერვე სვეტში, სახელწოდებით „ნ----ში ჩარიცხული თანხა“- მითითებულია ბანკის მიერ კონკრეტული მომხარებლის ბარათიდან ჩამოჭრილი და ,,ნ----ში’’ ჩარიცხული თანხის ოდენობა, მეცხრე სვეტში, სახელწოდებით „ბ-----------------------“ - მითითებულია კონკრეტული მომხარებლის საბანკო ბარათის მასკირებული (არასრული) მონაცემები.

 

3.7. სს ,,ნ-------------–----ის’’ იურისტმა - დაზარალებულის წარმომადგენელმა უ---------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ კომპანია არის საგადასახადო პროვაიდერი, რომლის მეშვეობითაც ხდება გადახდა. გადახდის განხორციელება შესაძლებელია, ელექტრონული საფულითა და ბარათით. გადახდა შესაძლოა განხორციელდეს, როგორც რეგისტრირებული ისე არარეგისტრირებული პირის მიერ. 2014 წელს მას დაუკავშირდნენ კომპანიიდან და უთხრეს, რომ კომპანიას გარკვეული ოპერაციების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი. როგორც ,,I-“ სამსახურის სპეციალისტებმა აუხსნეს სს ,,ნ-------------–----ში’’ მოთხოვნა მოდიოდა 1-0 ლარზე, ხოლო ბანკში მიდიოდა 1 ლარზე, ,,ნ-------------–----ი’’ ტოტალიზატორში რიცხავდა 1-0 ლარს (იღებდა 1-0 ლარის ვალდებულებას), ხოლო ბანკი მას ურიცხავდა 1 ლარს. აღნიშნული დაახლოებით 6 თვე გრძელდებოდა 2----–-–-----------ან 2----–-–ის დასაწყისამდე. ,,I-“ და ფინანსურმა სამსახურმა ერთობლივად დაითვალა არსებული ზარალი რომლის სხვაობამაც დაახლოებით 577.000 ლარი შეადგინა. 2014 წელს აღნიშნულ კომპანიას ერთი ბანკის ,,პროცესინგი“ ჰქონდა ანუ გამტარი ბანკი დროის იმ პერიოდში იყო ,,ბ-------------’’. ამ საკითხების გავლის შემდგომ მან თანამშრომლებს მისცა რეკომენდაცია, რომ მიემართათ სამართალდამცავი ორგანოსთვის, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დანაშაულის ნიშნებს.

 

3.8. გარდა აღნიშნულისა, მოწმის განმარტებით გ-------–-----------მა ერთ-ერთ შეხვედრაზე სთხოვა დასწრება, რადგან საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ: მათ თანამშრომელ თ--------–------ეს დაუკავშირდა მისი ძველი ნაცნობი შ------------–---–ი, რომელმაც სთხოვა გაერკვია დაბლოკილი იყო თუ არა სს ,,ნ-------------–----ის’’ მიერ მისი ანგარიში. ამ შემთხვევის გარდა მათ კომპანიაში კიდევ ორი ქალბატონი იყო მისული, რომლებიც ასევე ცდილოდნენ გაერკვიათ მათი ანგარიშები იყო თუ არა დაბლოკილი. როგორც შემდგომ გაირკვა სწორედ ამ ანგარიშებიდან ხდებოდა აღნიშნული ტრანზაქციები.

 

3.9. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ განცხადებაზე დართული დანართი, რომელშიც ასახულია ტრანზაქციები და დათვლილია ზიანის ოდენობა, კომპანიამ ამოიღო საგადასახადო სისტემიდან, თუმცა უფრო დეტალურად, როგორ მოხდა ამ დანართის მოპოვება არ იცის, რადგან იგი გადასცა ტექნიკურმა სამსახურმა და ამ კითხვაზე პასუხი გ-------–-----------მა უნდა გასცეს. მოწმის განმარტებით დაცვის მხარეს ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან პროგრამის უკან დაბრუნების შემთხვევაში პროგრამა დაუცველი ხდებოდა, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე კომპანიის პოზიცია იყო ერთიანი, რის გამოც გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან არ იცის ზარალის შესახებ ინფორმაცია წარედგინა თუ არა ეროვნულ ბანკს და არც ის იცის, შეიტანა თუ არა კომპანიამ მოგება-ზარალის წლიურ დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაცია.

 

3.1-. მოწმე გ-------–-----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სს ,,ნ-------------–----ში’’, რომელიც წარმოადგენს საგადახდო პროვაიდერს. გადახდის განხორციელება შესაძლებელია, ელექტრონული საფულითა და ბარათით. ბარათით გადახდის შემთხვევაში ხდება ბარათის მონაცემების შეყვანა მომხმარებლის მიერ და საბარათე პროცესი კომპანიას ატყობინებს, რომ გადახდის მოთხოვნა ავტორიზებულია და შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს თანხის დარიცხვას კონკრეტულ ანგარიშზე. აღნიშნული შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად: 1) ბარათიდან თანხის ჩამოჭრა, რომელსაც ბანკი ახორციელებს და კომპანიას ატყობინებს; 2) სერვის პროვაიდერებთან (მობილური ოპერატორები, ტოტალიზატორები და სხვა) შეტყობინებების გაგზავნა, რომ კონკრეტულ ანგარიშზე კონკრეტული თანხა დაჯდეს. მოწმის განმარტებით, ერთ-ერთი შედარებისას აღმოაჩინეს, რომ ,,ბ-------------დან’’ ჩასარიცხი თანხის სხვაობა იყო დაახლოებით 500 000 ლარი, რის შემდგომაც კომპანიამ დაიწყო მიზეზის მოძებნა. აღმოჩნდა, რომ 1- ლარიანი ოპერაციის განხორციელებისას ბანკიდან იჭრებოდა მხოლოდ 1 ლარი.

 

კომპანიამ გამოითხოვა ინფორმაცია ,,ბ-------------დან’’ შესაბამისი პროვაიდერების მონაცემები, შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ შესაძლოა ,,გზაში’’ მომხდარიყო თანხის ცვლილება, რადგან ოპერაციის შესასრულებლად პროგრამა ამოწმებდა მხოლოდ უნიკალური კოდს და არა თანხის ოდენობას. ამდენად, ვინაიდან დაინახეს დანაშაულის ნიშნები მიმართეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. მოწმის განმარტებით, თვითონ ,,ბრაუზერისა’’ და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით დოკუმენტი რომელიც კომპანიის სერვერიდან მიდის მომხმარებლის კომპიუტერში (ინსტრუქცია გაწერილია ავტომატურად გადამისამართების სხვა სერვერზე) შესაძლოა პარალელურად დაპაუზდეს, შეჩერდეს პროცესი და პროცესის შედეგად ცვლილება შევიდეს ამ დოკუმენტში, როგორც კი შევა ცვლილება ამ დოკუმენტში შემდგომში უკვე გრძელდება ეს პროცესი და, შესაბამისად, მიჰყვება უკვე შეცვლილი მონაცემებით. შეცვლილ მონაცემებში შეიძლება იყოს თანხაც, მომხმარებელიც და სხვა. აღნიშნული სქემის განხორციელებისთვის შესაძლოა დაიწეროს ცალკე პროგრამაც ან გამოყენებულ იქნეს არსებული პროგრამები მაგალითად, ,,ქრომი’’ და სხვა. ამ შემთხვევის შემდეგ კომპანიამ შეცვალა საიტი და მეტად დაცული გახადა. მართალია ამჟამადაც შესაძლოა შეიცვალოს ინფორმაცია ,,ბ------------ში’’ მონაცემი აიტვირთოს შეცვლილად, თუმცა კომპანიაში, რომ მივა დადასტურება, პროგრამა აღმოაჩენს თანხის სხვაობას და ტრანზაქციას აღარ დაამუშავებს.

 

მოწმის განმარტებით დაცვის მხარეს ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან პროგრამის უკან დაბრუნების შემთხვევაში პროგრამა დაუცველი ხდებოდა და ზიანის რისკი საკმაოდ მაღალი იყო. გარდა აღნიშნულისა, შესაძლოა პროგრამა ვერ დაბრუნებულიყო პირვანდელ მდგომარეობაში. შესაძლო ზიანის ზუსტ ოდენობას, ვერ დაასახელებს, რადგან კომპანიის წლიური ბრუნვა არ ახსოვს იმ წლებში. სააპელაციო სასამართლოს, რომ არ გაეუქმებინა განჩინება შეასრულებდა დავალებას.

 

დაცვის მხარის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ განცხადებაზე დართული ცხრილი არის სავარაუდოდ ,,ექსელის“ ფაილში დამუშავებული და არა პროგრამიდან პირდაპირი ამონაწერი. დავალება მან გასცა ინფორმაციის მომზადების შესახებ, თუმცა მიიღო თუ არა მონაწილეობა მომზადებაში, კონკრეტულად ვის დაავალა და ბაზიდან ცხრილი უშუალოდ ვინ ამოიღო არ ახსოვს. მის დაქვემდებარებაში დაახლოებით 70 კაცი იყო, შეიძლება თავადაც ამოიღო, თუმცა ზუსტად არ ახსოვს. უნიკალური კოდი, რომელიც თვითოეულ ტრანზაქციას აქვს არ მეორდება. დაცვის მხარის კითხვაზე ცხრილში რატომ იყო გამეორებული 6------ და 6------ ტრანზაქციები, მოწმემ განმარტა, რომ სავარაუდოდ ხარვეზია. რატომ მოხდა მონაცემების დუბლირება უნდა გაირკვეს. ზარალის ოდენობა მისი საქმე არ არის. მათ ბაზებთან გამოძიებას წვდომა არ ჰქონია და თანხების შედარებაც არ მომხდარა. უნიკალური კოდები გენერირდება სტანდარტულად ზრდადობის მიზედვით. 70 მილიონი ტრანზაქციის განხორციელება არ ჰგონია, რომ ერთ საათში შესაძლებელი იყოს. მოწმის განმარტებით 2----–-–ის 7-------ს გამომძიებელი ო--------------ე დაუკავშირდა და სთხოვა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისთვის პროგრამა პირვანდელ მდგომარეობაში დაებრუნებინა და დააბრუნა კიდევაც. საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის პროგრამის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ბევრად ნაკლები დრო დასჭირდა (ალბათ საათები). მოწმის განმარტებით აღნიშნულ პროცესს საგამოძიებო ორგანოდან არავინ აკვირდებოდა და არც აღნიშნული მოქმედების განხორციელება არ დაფიქსირებულა სადმე. საგამოძიებო ექსპერიმენტის განხრციელებისას კომპანიას ზიანი არ მისდგომია. ვებ. გვერდი, როდესაც გათიშულია ,,p---------ით’’ ტრანზაქციის შესრულება შეუძლებელია.

 

3.11. 2----–-–ის 1 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, 2----------------------ში მდებარე ტოტალიზატორ ,,A-------------დან’’ შპს ,,ჯ--------ს’’ უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტის დ-------------ისგან ამოღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებაში მითითებული ინფორმაცია, კერძოდ: ყველა ინტერნეტ პროტოკოლის აიპი მისამართების შესახებ, საიდანაც მომხმარებლებმა N1------ და N1----- რეგისტრაციის დღიდან დღემდე განახორციელეს ტოტალიზატორის ვებ გვერდზე შესვლა და იგივე აიპი მისამართებით მოსარგებლე ყველა პირის დემოგრაფიული მონაცემების მითითებით, ასევე ხსენებული მომხმარებლების დემოგრაფიული მონაცემები რეგისტრაციის დღიდან დღემდე, თამაშის ისტორია და მომხმარებელი N----------–-------------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საგამოძიებო მოქმედების სინამდვილე დადასტურებულია დ-------------ისა და მ----------–---–---–ის ხელმოწერებით.

 

3.12. შპს ,,ჯ--------ს’’ 2----–-–--------------ლის წერილის თანახმად, დასტურდება, რომ მომხმარებელი შ------------–---–ი, პირადი ნომრით 0---------- ,,ა----------ს’’ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია რამდენიმე იუზერით, თუმცა მის ანგარიშებზე არ ფიქსირდება აქტივობა და თანხის ბრუნვა ბოლო 12 თვის მანძილზე. ,,ა----------ს’’ ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელი შ------------–---–ი ვერ დარეგისტრირდება და ვერ ითამაშებს საკუთარი პირადი ნომრით (0----------), რადგან არის დაბლოკილი. აღნიშნულ წერილს დანართის სახით ერთვის ,,ა----------ს’’ ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები (მათ შორის მომხარებელი M------- (1------)).

 

3.13. შპს ,,ჯ--------ს’’ 2----–-–---------------–ის წერილის და დანართის თანახმად, დასტურდება, რომ მომხმარებელი შ------------–---–ი (პ/ნ 0----------) ,,ა----------ს’’ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული იუზერებით ელექტრონულ სისტემაში ბოლოს შევიდა 2012 წლის 1- აგვისტოს.

 

3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული დათვალიერების ოქმით და წარმოდგენილი წერილებით დასტურდება, რომ შ------------–---–ი საკუთარი პირადი ნომრით ,,ა---------ზე’’ დარეგისტრირებული იყო რამდენიმე იუზერით, რომელსაც იყენებდა თამაშებისთვის. 2----–-–--------------ლის წერილის თანახმად, ასევე ირკვევა, რომ შ------------–---–ი ,,ა----------ს’’ ელექტრონულ ბაზაში, როგორც მომხმარებელი დაბლოკილი იყო ბოლო 12 თვის მანძილზე, შესაბამისად იგი ვერ დარეგისტრირდებოდა ახალი იუზერით და ,,ა----------ს’’ საიტზე ვერ ითამაშებდა საკუთარი პირადი ნომრით მათ შორის 1------ ანგარიშის ნომრით. შ------------–---–ის სახელზე არსებული ,,ა----------ს’’ ანგარიშებზე (მათ შორის 1------ (M-------) ) არ ფიქსირდება აქტივობა, შესვლა-გამოსვლა, თამაში ან/და თანხების ბრუნვა. 2----–-–---------------–ის წერილის თანახმად, ასევე დასტურდება, რომ შ------------–---–ი ,,ა---------ზე’’ არსებული იუზერებიდან ბოლოს საიტზე შესული იყო 2012 წლის 1- აგვისტოს. ამდენად ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოსთვის გაურკვეველი რჩება როგორ შეძლო შ------------–---–მა ,,ა----------ს’’ ანგარიშის ნომერზე 1------ განეხორციელებინა ტრანზაქციები (ყოფილიყო თანხის ბრუნვა), რომელიც მითითებულია სს ,,ნ-------------–----ის’’ მიერ წარდგენილ ამონაწერში. აღნიშნული წერილებით უტყუარად დასტურდება, რომ შ------------–---–ს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა (მის სახელზე არსებული იუზერები იყო დაბლოკილი), რომ სადავო პერიოდში (2----–-–--------–-------------–-–--------------) ჩათვლით დარეგისტრირებული ,,ა----------ს’’ საიტზე ან/და ესარგებლა ძველი ანგარიშის ნომრით და განეხორციელებინა რაიმე სახის ტრანზაქცია (მათ შორის ფულის შეტანა ან გამოტანა). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოსთვის გაურკვეველი რჩება, როგორ აისახა სს ,,ნ-------------–----ის’’ მიერ წარდგენილ დანართში ათეულობით ტრანზაქცა ,,ა----------ს’’ 1------ ანგარიშის ნომერზე.

 

3.15. 2----–-–--------------–-- ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის ქ---------------------ში მდებარე შპს ,,ს----------------ის’’ შენობაში (მოიცავს შპს ,,ლ----------ს და შპს ,,კ--------–----ს’’) ს/კ 4--------, ამავე შპს-ს დირექტორისგან ზ-----------------ისგან ამოღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებაში მითითებული ინფორმაცია მომხმარებლებზე 5----, 1----- და 1-----. საგამოძიებო მოქმედების სინამდვილე დადასტურებულია ზ-----------------ისა და მ----------–---–---–ის ხელმოწერებით.

 

3.16. 2----–-–--------------ლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, გ-------------–------------ში მდებარე ინტერნეტ პროვაიდერ შპს ,,D---------იდან’’ ამავე შპს-ს იურისტ ა-----–-----–-–---–ისგან ამოღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებაში მითითებული ინფორმაცია IP მ------------------------------------------- თაობაზე.

 

3.17. 2----–-–--------------ლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, ვ-–----–----–-----------------ში მდებარე შპს ,,კ-------------–---ის’’ იურიდიული დეპარტამენტის იურისტის ნ------------–---–ისგან ამოღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებაში მითითებული ინფორმაცია IP მისამართების თ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

3.18. 2----–-–--------------ლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, გ---------------------ში მდებარე სს ,,ს----------–--------იდან’’ ამავე ბანკის იურისტ ლ-–-----------–--ისგან ამოღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებაში მითითებული ინფორმაცია, კერძოდ პლასტიკური ბარათის 4--------------- ბარათის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები და საკონტაქტო მონაცემები, ამავე ბარათით განხორციელებული ყველა საბანკო ტრანზაქციის ამსახველი დოკუმენტაცია და თანხების განაღდების ამსახველი ფოტო მასალა ერთ სიდი დისკზე, სადაც ფიქსირდება მასალა შემდეგი თარიღების მიხედვით: 2----–-–------------ოს, 2----–-–-------------ოს და 2----–-–---------–-სს.

 

3.19. 2----–-–---------------–ის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, დ-------–-----–------------------------–-------ების კვეთაზე მდებარე შპს ,,ე-----------იდან’’ ამავე შპს-ს იურისტის გ----------------ისგან (შპს ,,ჩ--------------’’) ამოღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებაში მითითებული ინფორმაცია, კერძოდ შპს ,,ე-----------ის’’ მომხმარებლების - 0-------------------------------- შესახებ, ერთ CD დისკზე.

 

3.20. 2----–-–------------ის ამოღების ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–---------------------------------–----–------------–---------------–---------------ის თანაშემწე-გამომძიებელმა მ----------–---–---–მა ქ. თბილისი, ჭ------------------------ში მდებარე სს ,,ლ-------------ის’’ იურისტ ნ-----–-–------–ისგან ამოიღო ინფორმაცია 28 ფურცლად და ორი სიდი დისკი, სადაც ფიქსირდება ტრანზაქციები და თანხების განაღდების ვიდეო.

 

3.21. 2----–-–---------------–ის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ა-----–---------------------ში მდებარე სს ,,თ----------ის’’ ოფისიდან ს----–-–------------------------------------------------------ის ნ-----------–-–---–ისგან ამოღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებაში მითითებული ინფორმაცია, კერძოდ, ბარათების 4-------------------------------- და 4--------------- მფლობელთა დემოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები, ასევე ამ ბარათების გამოყენებით განხორციელებული ყველა საბანკო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტაცია და სალაროს გასავლის ორდერები დედნების სახით. საგამოძიებო მოქმედების სინამდვილე დადასტურებულია ნ-----------–-–---–ისა და მ----------–---–---–ის ხელმოწერებით.

 

3.22. 2----–-–------------ის ამოღების ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–---------------------------------–----–------------–---------------–---------------ის თანაშემწე-გამომძიებელმა მ----------–---–---–მა ქ. თბილისში, უ------------------ში, მდებარე შპს ,,უ------დან’’ ამავე კომპანიის დირექტორ კ--------------ისგან ამოიღო ინფორმაცია სიდი დისკზე, სადაც კ--------------ის განმარტებით ფიქსირდება ტოტალიზატორ ,,ე-----------ის’’ მომხმარებლების ,,D------------------------------------’’ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართები, საიდანაც ხდებოდა ელექტრონული საფულეების გამოყენება და ორდერები PDF ფორმატში ელექტრონული ხელმოწერებით. ამოღების ოქმის სინამდვილე ხელმოწერებით დაადასტურეს მ----------–---–---–მა და კ--------------ემ.

 

3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ამოღების ოქმებით დასტურდება, რომ შპს ,,უ------დან’’, სს ,,თ----------იდან’’, სს ,,ლ-------------იდან’’, შპს ,,ე-----------იდან’’ (შპს ,,ჩ--------------’’), სს ,,ს----------–--------იდან’’, შპს ,,კ-------------–---იდან’’, შპს ,,D---------იდან’’, ,,ს----------------ის’’ შენობიდან (მოიცავს შპს ,,ლ----------ს და შპს ,,კ--------–----ს’’) ამოღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებაში მითითებული ინფორმაცია -მომხმარებლების, განხორციელებული ტრანზაქციების, დემოგრაფიული მონაცემების, საკონტაქტო მონაცემებისა და IP მისამართების შესახებ.

 

3.24. 2----–-–---------------–ის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–---------------------------------–----–------------–---------------–---------------ის თანაშემწე-გამომძიებელმა მ----------–---–---–მა პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით დაათვალიერა ვებ საიტი www.ripe.net ., რომლის მიხედვითაც IP მისამართები 9---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------–------

 

3.25. 2----–-–---------------–ის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–---------------------------------–----–------------–---------------–---------------ის თანაშემწე-გამომძიებელმა მ----------–---–---–მა დაათვალიერა შპს ,,ჩ---------------დან’’ (E--------) ამოღებული CD დისკი, რომლის თანახმადაც, დისკზე მოთავსებულია ორი ფაილი, ერთი - თამაშის ისტორია, მეორე - ტრანზაქციები. 1. პირველი ფაილში მოთავსებულია მომხმარებლების 0-------------------------------------------------------------- სახელით არსებული დოკუმენტები, რომელთა გახსნისას თითოეულ მათგანში ფიქსირდება ორ-ორი ,,ექსელის’’ პროგრამით შექმნილი დოკუმენტი, მოთამაშის თამაშის ისტორიითა და IP ისტორიების მითითებით. 2. მეორე ფაილის გახსნისას მასში მოთავსებულია 0--------------------------------- სახელით არსებული დოკუმენტები, კონკრეტული მომხმარებლის ტრანზაქციებისა და დემოგრაფიული მონაცემების ამსახველი ინფორმაცია. დისკზე არსებული ჩანაწერების მიხედვით მომხარებელი ნომრით 0----- და სახელით D----- რეგისტრირებულია მოქალაქე შ------------–---–ი პ/ნ NO----------. მომხარებლის ნომრით 1----- და სახელით e------- რეგისტრირებულია მოქალაქე ე-–----–------–---–ი პ/ნ NO----------, მომხარებლის ნომრით 1----- და სახელით M------ რეგისტრირებულია მოქალაქე თ------------------ე პ/ნ 0----------, ხოლო მომხარებლის ნომრით 8----- და სახელით K------ რეგისტრირებულია რ-------------------- პ/ნ 0----------. დისკზე არსებული მონაცემებით მომხმარებელი 1----- e------- ხშირად სარგებლობს IP მისამართებით: 1-------------------------------- როლითაც ასევე სარგებლობს მომხმარებელი 0----- D-----, ხოლო მომხმარებელი 1----------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------------------–--------------------------------------------------------------------------

 

3.26. 2----–-–---------------–ის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–---------------------------------–----–------------–---------------–---------------ის თანაშემწე-გამომძიებელმა მ----------–---–---–მა დაათვალიერა შპს ,,ჩ--------------’’ (E--------) იურისტის გ----------------ისგან ამოღებული დისკი, სადაც ფიქსირდება ტოტალიზატორ ,,ე-----------ის’’ მომხმარებლების 0-----, 0-----, 1----- და 8----- ფულადი ტრანზაქციები 2----–-–--------------ან 2----–-–-------------დე.

 

3.27. 2----–-–-----------ის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–---------------------------------–----–------------–---------------–---------------ის თანაშემწე-გამომძიებელმა მ----------–---–---–მა დაათვალიერა შპს ,,ჩ---------------ის’’ (E--------) მიერ 2----–-–---------------ლს წარმოდგენილი დისკი. დისკზე არსებული ფაილების თანახმად, ,,D-----’’ სარგებლობდა შემდეგი IP მისამართებით: 8------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

3.28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ----------------ემ განმარტა, რომ გამოძიებელმა განჩინების საფუძველზე მიმართა ,,ე-----------ს’’ (შპს ,,ჩ--------------’’) და ითხოვა მომხმარებლების შესახებ დემოგრაფიული მონაცემები, ,,აიპი“ მისამართები, თანხის შემოტანისა და გატანის თაობაზე ინფორმაცია. მოწმის განმარტებით, მათ სრულად შეასრულებს განჩინება და საგამოძიებო ორგანოს გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ,,ნ-------------–----ისა’’ და ,,ე-----------ს’’ შორის დადებულია ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ,,ნ-------------–----ი’’ იღებს მოგებას.

 

3.29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ----------–---–---–მა განმარტა, რომ არის შ------------–---–ის საქმის ძირითადი გამომძიებელი, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში. გამოძიების ეტაპზე დაადგინდა, რომ სს ,,ნ-------------–----ის’’ პროგრამას აღმოაჩნდა ხარვეზი, რა დროსაც შესაძლებელი იყო შუარგოლში დავალებების შეცვლა, კერძოდ, საგადასახადო დავალებაში გენერირებული თანხა იცვლებოდა მექანიკურად ბანკში მიდიოდა მოთხოვნა შეცვლილი თანხის შესაბამისად, ,,ნ-------------–----იმ’’ მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი, დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მონაწილეობა მიიღო მისმა თანამშრომელმა და ექსპერტმა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი დისკი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, სადაც დეტალურადაა ასახული ექსპერიმენტის მიმდინარეობდა. ,,ნ-------------–----იმ’’ პროგრამა მოიყვანა 2----–-–ის 1- ი---------- მოქმედ მდგომარეობაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდგომ ტესტ იუზერის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციები გამოთხოვილი არ ყოფილა. არც მანამდე გამოუთხოვიათ ,,ნ-------------–----ის’’ ბაზიდან მონაცემები. გამოძიება დაიწყო ,,ნ-------------–----ის’’ განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან ახლდა ცხრილი განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, სწორედ ამ ცხრილით ხელმძღვანელობდა საგამოძიებო ორგანო გამოძიების მიმდინარეობისას.

 

3.30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ----------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ,,ბ------------ში’’. სადავო პერიოდში ბანკსა და ,,ნ-------------–----ს’’ შორის გაკეთდა შედარების აქტი, რომლის მიხედვითაც თანხის პარამეტრებში იყო სხვაობა. ბარათიდან ჩამოჭრილი და კომპანიაში ჩარიცხული თანხები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ბანკის მხრიდან ხარვეზი გამორიცხულია, რადგან პროცესთან წვდომა არავის არ აქვს, პროგრამული კოდი მაქსიმალურადაა დაცული. ბარათით გადახდისას შედის შესაბამისი მონაცემები (ბარათის მონაცემები და სხვა), აწვები გადახდას, ამ დროს ბანკი ამუშავებს მონაცემებს და ბლოკავს შესაბამის თანხას, მოსული პასუხის შესაბამისად ,,ნ-------------–----ის’’ სერვერზე ეგზავნება მონაცემი რომ მოხდა ან ვერ მოხდა გადახდა. ვარაუდის დონეზე იყო საუბარი, რომ მომხმარებლის კომპიუტერიდან პროგრამის მეშვეობით, რომელიც ,,ბრაუზერს’’ ჩაანაცვლებდა მომხდარიყო ხელოვნური ჩარევა.

 

3.31. 2----–-–ის 7-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2----–-–ის 7-------ს შსს სა---------------------–----------------------------------–ოს შენობაში, მისამართი: თბილისი, გ---–-----------ში, სს N00---------- საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 129-130-ე მუხლების შესაბამისად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი აღნიშნულ საქმეზე მოწმე ა------------ს მიერ მიცემულ ჩვენებისა და საგამოძიებო ვერსიის შემოწმების მიზნით, რაშიც მონაწილეობას იღებდნენ კ----------–----–------------–---------------–ოს თანამშრომელები მ----------–---–---–ი და ა-–--------------------–ი, ასევე ჰა----------------------------------------–------------------------–--ის მთავარი ექსპერტი ა------------ და შსს ვიდეო-ოპერატორი გ--------------. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს წარედგინებათ მოწმე ა------------ს მიერ 2----–-–ის 6-------ს მიცემული ჩვენება, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გამოყენებულ იქნა სპეციალურად ექსპერიმენტისთვის ტოტალიზატორ „ე-----------ის“ ვებსაიტზე შექმნილი სატესტო ელექტრონული მომხმარებელი „ t------- 9--” ანგარიშის ნომრით 3----- და ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი გაფორმებული ა-–--------------------–ის სახელზე ნომრით 4------------------------. მოწმე ა------------ას ჩვენების წარდგენის შემდეგ, მის მიერ აღნიშნული ჩვენება დადასტურებულ იქნა და ვიზუალურად წარმოადგინა , რაც ჩვენებაში აქვს აღწერილი: პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით ა------------მ გახსნა ინტერნეტ ბრაუზერი „google chrome” და შევიდა ტოტალიზატორ „ე-----------ის“ საიტზე „w-----------------ზე”. მომხმარებლის გრაფაში შეიყვანა სატესტო მომხმარებლის სახელი „t------- 9--“ და შესაბამისი პაროლი, რა დროსაც შემოწმდა ბალანსზე არსებული ანგარიში, რაც „0“ ტოლი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ა------------ შევიდა ს----------–--------ის ინტერნეტ ბანკინგის საიტზე „w-------------“, სადაც მომხმარებლის გრაფაში დააფიქსირა სახელი „a---------” და შესაბამისი პაროლი, რა დროსაც ოპერაციის შესასრულებლად გამოდის „sms’’ ღილაკი, რომლის დაჭერის შემდეგ მობილური ტელეფონის აპარატზე რომელიც აქვს ა. ჭ------ს) შემოდის შეტყობინება ოთხნიშნა ერთჯერადი კოდის სახით, რომლის შეყვანის შემდეგ ა------------ ამოწმებს ბარათის ანგარიშზე არსებულ ბალანსს, რომელიც შეადგენს 1---- ლარს. ამის შემდეგ ა------------ შევიდა ,,www.P---------ს’’ საიტზე, სადაც აირჩია სასურველი მომსახურების ტიპი, მაგ. ტოტალიზატორი, კაზინო „პოკერი’’, ირჩევს კონკრეტული ტოტალიზატორის „e---------ს’’, რის შემდეგაც აბონენტის ნომრის გრაფაში დააფიქსირა სატესტო მომხმარებლის ანგარიშის ნომერი - 3-----, ჩასარიცხი თანხის გრაფაში ა------------მ მიუთითა 2 ლარი, ღილაკით აირჩია ბარათით გადახდა, რის შემდეგ გამოსული გვერდი დატოვა ხელშეუხებლად. ამის შემდეგ ა------------მ ვებ ბრაუზერის მიერ შენახული ფაილი გადაწერა დესკტოპზე, რის შემდეგ აღნიშნული ფაილი გახსნა ტექსტრედაქტორის საშუალებით, სადაც პირველად მითითებული თანხა 2 ლარი შეცვალა ერთი ლარით და აღნიშნული ცვლილება შეინახა. ა------------მ შენახული ფაილი, როგორც უნდა გაგზავნოს ბანკის სერვერზე, გახსნა ვებ ბრაუზერის საშულებით, გახსნილ გვერდზე უკვე აღმოჩნდა შეცვლილი მონაცემები, სადაც თანხის ოდენობად მითითებულია უკვე 1 ლარი. იმავე გვერდზე ა------------ს მიერ შეყვანილ იქნა ბარათის მონაცემები (16 ნიშნა რიცხვი, მოქმედების ვადა და cvc კოდი) და დააჭირა ღილაკს შემდეგი. ეკრანზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თანხის გადახდის ავტომატური ფორმა, სადაც ფიქსირდება უკვე ხელოვნურად შეცვლილი თანხის ოდენობა ერთ ლარის სახით გადახდის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოისახა შეტყობინება, რომ გადახდა განხორციელდა წარმატებით. ამის შემდეგ ა------------მ შეამოწმა „ე-----------ის“ სატესტო მომხმარებლის 3----- ანგარიში, სადაც უკვე აისახა პირვანდელი მოთხოვნილი თანხა 2 ლარი, რის შემდეგ ინტერნეტბანკინგის მეშვეობით შემოწმდა ბარათზე არსებული ანგარიში, სადაც აღმოჩნდა, რომ ბალანსზე დარჩა 12,23 ლარი, რითაც დადასტურდა მოწმე ა------------ს ჩვენებაში მოყვანილი პროცედურა და აღნიშნულით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.

 

3.32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა------------მ და ო--------------ემ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერტიმენტის მართებულობა და განმარტეს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში ასახულ ვერსიამდე მსჯელობის შედეგად ერთად მივიდნენ და შემდეგ ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული განხორციელებული მოქმედებები.

 

3.33. 2----–-–ის 6-------ის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით შეიქმნა ტოტალიზატორ ,,ე-----------ის’’ სატესტო ელექტრონული მომხმარებელი ,,t------- 9--“ ანგარიში N3-----.

 

3.34. 2----–-–ის 7-------ის ოქმის თანახმად 2----–-–ის 7-------ს 15:50 საათზე ტელეფონის ნომრიდან 5----------- დაუკავშირდა სს ,,ნ-------------–----ის’’ აიტი ს-------------------------------------ს გ-------–-----------ს, და სთხოვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით სს ,,ნ-------------–----ის’’ საგადასახდო სისტემა (www.p--------) მოეყვანათ 2----–-–ის 1- ი---------- მდგომარეობაში, კერძოდ, დროებით მოეხსნათ ბლოკირება კონკრეტულ მომხმარებელზე t------- 9--, ანგარიშის ნომრით 3----- და კონკრეტულად ამ მომხმარებლის მიერ შესასრულებელი საგადახდო დავალებები ექსპერიმენტის მიზნებისთვის შემოწმებულიყო ისევ მხოლოდ უნიკალური კოდით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა და არა თანხობრივი მონაცემით.

 

3.35. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2----–-–ის 1------ის #------- დასკვნის თანახმად (ექსპერტები დ-------------------, ქ---------------–---–ი):

 

· 2----–-–--------–-----ან 2----–-–ის 1- ი---------- შ------------–---–ის, ე-–----–------–---–ის, რ--------------------ს და თ------------–---–ის სახელებით რეგისტრირებული ანგარიშებიდან: N0-----, N1-----, N8----- (,,ე-----------ი’’), N1------, N1----- (,,ა----------’’), და N5----, N1----- (,,ლ----------ი’’) ,,ს----------–--------ის’’ N4--------------- და ,,თ----------ის’’ N-----------------------------------, N4--------------- პლასტიკურ ბარათებზე ჩარიცხულმა თანხებმა ჯამში შეადგინა 272 705 ლარი.

· 2----–-–--------–-----ან 2----–-–ის 1- ი---------- პერიოდში, ვებ გვერდის www.p---------ის გამოყენებით, სს ,,ნ-------------–----იდან’’ დაუფლებულმა თანხებმა შეადგინა - 577 742,71 ლარი.

· 2----–-–--------–-----ან 2----–-–ის 1- ი---------- პერიოდში ტოტალიზატორ ,,ე-----------ის’’ და ,,ა----------ს’’ სალაროებიდან, პლასტიკური ბარათების მეშვეობით ბანკომატებიდან და ბანკის სალაროთი, ასევე ,,U------ის’’ სალაროდან გატანილი და განაღდებულია სულ - 376 153,6 ლარი.

 

3.36. სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა დ-------------------მ და ქ---------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ექსპერტებმა დამატებით განმარტეს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. კონკრეტული პიროვნება დაეუფლა თუ არა რაიმე თანხას, ამის დადგენა მათ პრეროგატივას ცდება აღნიშნული უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მათ მხოლოდ სხვაობა დაითვალეს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შორის.

 

3.37. მოწმე თ------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ზუსტი დრო არ ახსოვს შ------------–---–ს სთხოვა ფულადი დახმარება. ვ-–----–----–-----------ზე შეხვდა ინტერნეტკაფეში და შ------------–---–მა ,,ე-----------ის’’ ანგარიშზე - ,,მ-–---- 0-----’’ ჩაურიცხა თანხა 1 000 ლარი. ბრალდებულმა ინტერნეტკაფეში რა მოქმედებები განახორციელა არ იცის რადგან არ უყურებდა. შ------------–---–ი თანხით მანამდეც დახმარებია, თუმცა ნაღდ ფულს აძლევდა, ინტერნეტით პირველად გადაურიცხა.

 

3.38. მოწმე ე-–----–------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შ------------–---–თან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ონლაინ ტოტალიზატორში ,,ე-----------ში’’ დარეგისტრირებული იყო სახელით ,,ე-------–-’’, რომლითაც სარგებლობდა შ------------–---–ი. მოგვიანებით გაიგო, რომ მისი ანგარიში დაბლოკილი იყო სს ,,ნ-------------–----ის’’ მოთხოვნით. სასამართლოში წარსადგენად 2----–-–ის მაისში ,,ე-----------იდან’’ გამოითხოვა თამაშების ისტორია. ,,უ------დან’’ თანხა გამოუტანია, თუმცა ოდენობები და დრო არ ახსოვს. მოწმის განმარტებით მას უშუალოდ აქვს ნანახი შ-----ს მიერ მოგებული სოლიდური თანხები. ასევე, მისი თვალით აქვს ნანახი როგორ გამოურთმევია 3 000 და 5 000 ლარი შ------------–---–ს რ--------------------სათვის. თ------------------ეს მისალმებით იცნობს, ა-----ს პ------------ში გაიცნო.

 

3.39. მოწმე რ--------------------ს განმარტებით, შ------------–---–ი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდა. შ------------–---–ს რამდენჯერმე შესთავაზეს სამსახური ძალოვან სტრუქტურაში, თუმცა უარის შემდეგ არაერთხელ გამხდარა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან შევიწროვების მსხვერპლი. იგი თაღლითობისთვის გასამართლეს კიდეც. შ------------–---–ი ,,ე-----------ში’’ ორი ანგარიშით სარგებლობდა ე.წ. ,,დ-------’’, რომელიც მისი ანგარიში იყო და მეორე მისი მეგობრის ე-–----–------–---–ის სახელზე არსებული ანგარიშით. შ------------–---–ისთვის არაერთხელ გადაურიცხავს სოლიდური თანხა და თავად შ-----საც არაერთხელ გამოუტანია რ--------------------ს ბარათიდან თანხა. ფეიბოქსის აპარატიდანაც ხშირად ჩაურიცხია თანხა მათ შორის 300 ლარი და ა.შ. ჩეკებს არ ინახავდა. მოწმის განმარტებით შ------------–---–ი ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშე იყო და მას არაერთხელ მოუგია სოლიდური თანხები, შესაბამისად, იგი ეხმარებოდა მას და სათამაშოდ თანხა როდესაც სჭირდებოდა, ურიცხავდა.

 

3.40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თ--------–------ემ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მუშაობდა ,,ნ-------------–----ში’’. შ------------–---–ი არის მისი კლასელი. საერთო მეგობარმა შემთხვევით დააკაშვირა შ------------–---–ს. ამის შემდეგ შ------------–---–ს რამდენჯერმე ესაუბრა, ერთხელ შეხვდა კიდევაც. შ------------–---–მა, უთხრა, რომ მისი ანგარიშის ნომერი ,,ე-----------ზე’’ ,,ნ-------------–----ის’’ მოთხოვნით იყო დაბლოკილი და სთხოვა დახმარება. მან აღნიშნული ანგარიშის თაობაზე მის უშუალო უფროსს რ--------------–--ეს ჰკითხა, რომელმაც ის კომპანიის იურისტს დააკავშირა, რომელმაც აუხსნა საქმის ვითარება და ურჩია, რომ ჩვენება მიეცა საგამოძიებო ორგანოსთვის. ასეც მოიქცა. ამ შემთხვევის გარდა შ------------–---–თან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

 

3.41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა ო----------------–---–მა და გ---------------–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მართებულობა.

 

3.42. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - რ--------------------ს, თ--------–------ის, თ------------------ის, ე-–----–------–---–ის ჩვენებები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის ჩვენებებს, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა შ------------–---–ის მიერ თანხების თაღლითურად დაუფლება. მოწმე ე-–----–------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შ------------–---–ი მის სახელზე დარეგისტრირებული იუზერით თამაშობდა ტოტალიზატორში, რომელსაც არაერთხელ მოუგია თანხა მისი ანგარიშით. მოწმე - რ--------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ შ------------–---–ი არის აქტიური მოთამაშე, რომელსაც არაერთხელ მოუგია სოლიდური თანხა და მასაც არაერთხელ მიუცია მისთვის თანხა სათამაშოდ. მოწმე - თ--------–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ შ------------–---–ი ცდილობდა გაერკვია რატომ იყო დაბლოკილი მისი ანგარიში ,,ე-----------ზე’’. მოწმე თ------------------ის ჩვენებით არ დასტურდება, რომ მის სახელზე რეგისტრირებული ,,იუზერით“ თამაშობდა შ------------–---–ი.

 

3.43. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.44. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.45. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას რ--------------------ს, თ--------–------ისა და ე-–----–------–---–ის ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, შ------------–---–ის მიერ სს ,,ნ-------------–----ის’’ თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი.

 

3.46. 2----–-–ის 2--------ის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ო----------------–---–მა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ი, მ-------------–----------------------------ში შ------------–---–ის საცხოვრებელ სახლში სამზარეულოში შესასვლელი კარიდან ხელ მარცხნივ კედელთან მდგარი მაგიდის ზედაპირიდან ამოიღო „ტ--–---ს“ ფირმის ლეპტოპი, რომელსაც გააჩნია ნაცრისფერ ზედაპირზე წარწერა უცხო ენაზე „T------” . ასევე ლეპტოპს გააჩნია წარწერები უკანა მხარეს ზედაპირზე უცხო ენაზე „T------” S----------------------------------------------------------------------------. ასევე შ------------–---–ს საძინებელ ოთახში შესასვლელიდან ხელ მარჯვნივ კედელთან მდგარი მაგიდის ქვედა მხარეს იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პროცესორი, რომელსაც წინა მხარეს გააჩნია წარწერები უცხო ენაზე „S---------------” და “S--------”. ასევე აღნიშნული მაგიდის მარჯვენა მხარეს მეორე სათავსოდან (უჯრიდან) ამოღებულ იქნა შ------------–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. ასევე ამოღებულ იქნა „თ-------’’ ბანკის პლასტიკური ბარათი, რომელსაც გააჩნია წარწერა უცხო ასოებით R------------- და ციფრებით 4------------------. ასევე იგივე სათავსოდან ამოღებულ იქნა ხუთი ცალი სიმ ბარათი. სამი ცალი ბ--–-- სიმ ბარათი ნომრებით 1---------------------------------------------------------------------------–--–-----–-------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------–---------–----------–------------------------------------------–---------------–---------------------------------------.

 

3.47. 2----–-–ის 2--------ის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–---------------------------------–----–------------–---------------–---------------ის თანაშემწე-გამომძიებელმა მ----------–---–---–მა შ------------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინიდან მდებარე ქ. თბილისში, ვ.---–----–----------------------------–----------------------------ში არსებულ საძინებელ ოთახში მაგიდიდან ამოიღო:

1. ერთი ცალი „ს----------------------” მოდელის ვერცხლისფერი ნოუთბუქი N S--------- თავის დამტენით;

2)საძინებელ ოთახში არსებული საწოლიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი „-----------------------” მოდელის ვერცხლისფერი ნოუთბუქი თავისი დამტენით;

3) საძინებელ ოთახში არსებული კარადიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი მეხსიერების ბარათი, კერძოდ, ერთ-ერთია ,,T---------ის” ფირმის 4GB შავი ფერის ფლეშ მეხსიერების ბარათი და მეორე ,,s-------------”-ის ფირმის 8 GB იასამნისფერი ფლეშ მეხსიერების ბარათი;

4)მისაღები ოთახის ჩაშენებული ღია თაროდან ამოღებულ იქნა სამი ცალი მიკრო მეხსიერების ბარათი, კერძოდ, ერთ-ერთი არის „B-------” მოდელის 32 GB “M---------” მეხსიერების ბარათი;

5) მისაღებ ოთახში არსებული დივანიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის ორბარათიანი „ნ----ას“ ფირმის 1---- მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3---------------------------------------------------------------------------------------

6)საძინებელ ოთახში არსებული სარკიანი კარადიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მრავალფურცლიანი ფერადყდიანი რვეული ჩანაწერებით, ასევე საერთაშორისო გადარიცვხვის სისტემა “s-----” დოკუმენტი „0-“ ფურცლად და ორი თაბახის ფურცელი პირადი ჩანაწერებით ნაბეჭდი ციფრების სახით „0-“ ფურცლად.

 

3.48. 2----–-–ის 2--------ის დადგენილების თანახმად, შ------------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ნივთებზე კომპიუტერულ ტექნიკაზე დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

 

3.49. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა მიუხედავად ექსპერტიზის დანიშვნისა საქმის არსებითი განხილვის პერიოდში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.50. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმემ ლ-–------------მ განმარტა, რომ 2----–-–ის 7-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა სრულყოფილად. აღნიშნული ექსპერიმენტით არ დასტურდება, რომ სს ,,ნ-------------–----ის’’ პროგრამას რაიმე ხარვეზი ჰქონდა. ასევე არ დასტურდება, რომ პროგრამა მოიყვანეს 2----–-–ის 1- ი---------- მოქმედ მდგომარეობაში.

 

3.51. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ--------–-------ემ განმარტა, რომ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ ,,www.p---------ის’’ საიტიდან ამოღებული იყო ბარათით გადახდა. შესაბამისად, შეწყვიტეს ექსპერიმენტი.

 

3.53. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ------–---–--ემ განმარტა, რომ არის ბუღალტერი, რომელმაც ცხრილში შეიყვანა თანხა.

 

3.54. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები გ--------------ა, ა---------------ე და დ------------------ე, რომლებმაც განმარტეს რომ შ------------–---–ი გაიცნეს პოკერ კლუბში თამაშის დროს. მოწმეთა განმარტებებით შ------------–---–ი იყო ერთ-ერთი კარგი მოთამაშე, რომელსაც არაერთხელ მოუგია დიდი თანხა.

 

3.55. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებით, კერძოდ: გ--------------ას, ა---------------ისა და დ------------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ შ------------–---–ი არის აქტიური მოთამაშე, რომელიც ხშირად თამაშობს აზარტულ თამაშებს. მას არაერთხელ აქვს სოლიდური თანხა მოგებული.

 

3.56. სასამართლო აფასებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით მტკიცებულებების შეფასების შედეგად ჩნდება მოსაზრება, რომ მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით შესაძლოა დასტურდებოდეს შ------------–---–ის ანგარიშებზე თანხების მოძრაობა, თუმცა მტკიცებულებების დეტალური და გონივრული შეფასების შედეგად ბრალდების მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ ჩნდება არაერთი კითხვა და იკვეთება მასშტაბური საეჭვო გარემოებები, რომელსაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებით პასუხი ვერ გაეცა, რაც სასამართლოს ართმევს სამართლებრივ შესაძლებლობას უტყუარად დაადგინოს თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები, კერძოდ:

 

3.57. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ დაზარალებულის წარმომადგენელ უ---------ს მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია მთლიანად ეფუძნება მისი თანამშრომლებისგან მიღებულ მონაცემებს. იგი ზოგადად განმარტავს მისი მარწმუნებელი კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ხოლო შესაძლო მიყენებული ზიანის, მისი ოდენობისა და თანხების სავარაუდოდ დაუფლების ხერხების თაობაზე საუბრობს კომპანიის თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე. უ---------მ განმარტა, რომ ზიანის ოდენობა, რომელიც ცხრილის სახით ერთვის თავდაპირველ განცხადებას და რომლითაც მიმართეს საგამოძიებო სამსახურს, გადასცა ტექნიკურმა სამსახურმა. ცხრილი როგორ მომზადდა, არ იცის. ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი განმარტებით კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გ-------–-----------მა. აღსანიშნავია, რომ უ--------- ვერ ადასტურებს შესაძლო ზარალის (მათ შორის მისი ოდენობის) რეალურად არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია წარედგინა თუ არა ეროვნულ ბანკს ან ასახული იქნა თუ არა ზარალი რაიმე დეკლარაციაში (მაგ.: მოგება-ზარალის წლიურ დეკლარაციაში). დაცვის მხარეს არ მიეცა მათ პროგრამაზე ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, ვინაიდან პროგრამა უკან დაბრუნების შემთხვევაში დაუცველი დარჩებოდა. აღნიშნულ საკითხებზე დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ კითხვებს - რატომ არ წარედგინა ინფორმაცია ეროვნულ ბანკს ან შემოსავლების სამსახურს ზარალის რეალურად არსებობის შემთხვევაში, რატომ არ მიეცა დაცვის მხარეს უფლება ჩაეტარენინა ექსპერტიზა, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად გ-------–-----------მა სისტემა რამდენიმე საათში მოიყვანა თავდაპირველ მდგომარეობაში, აღნიშნულ კითხვებს ვერც მოწმეთა ჩვენებით და ვერც ბრალდების მხარის მიერ დამაჯერებელი პასუხი ვერ გაეცა.

 

3.58. სასამართლო აღნიშნავს, რომ უ---------ს ჩვენებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ძირითადად ეფუძნება სხვა პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და თავისი არსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ამ ხასიათის ჩვენების მტკიცებულებით ძალასთან დაკავშირებით სასამართლო ქვემოთ გაამახვილებს ყურადღებას. უ---------ს ჩვენების მოსმენის შემდგომ სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ კომპანია ,,ნ-------------–----ის“ ტ---------------------------------ის გ-------–-----------ის ჩვენებით პასუხი გაეცემოდა მნიშვნელოვან კითხვებს, რაც პასუხგაუცემელი დარჩა დაზარალებულის წარმომადგენლის უ---------ს ჩვენებით. სს ,,ნ-------------–----ის“ ტ---------------------------------მა გ-------–-----------მა, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ტექნიკურ საკითხებზე (მათ შორის ამ საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე), ერთი მხრივ ისაუბრა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სქემაზე, თუმცა მეორე მხრივ ფაქტობრივად ვერ დაადასტურა დოკუმენტის ავთენტიკურობა/ნამდვილობა, რომელიც დანართის სახით ერთვის კომპანიის თავდაპირველ განცხადებას და რომელში არსებული ზიანის ოდენობა ექსპერტის მიერ შემდგომში იდენტურად არის გადატანილი ფინანსური ექსპერტიზის დასკვნაში, როგორც კომპანიის მიერ მიღებული ზიანი. ამ საკითხის მნიშვნელობაზე და არსებით ხასიათზე, სასამართლო ეტაპობრივად გაამახვილებს ყურადღებას.

 

3.59. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------–-----------ის განმარტებებიდან, მათ შორის თანდართული განცხადებიდან გამომდინარე, რასაც დაეფუძნა შემდგომში შ------------–---–ის ბრალდება, სქემა თუ როგორ შეიძლებოდა განხორციელებულიყო თანხების შესაძლო დაუფლება, არის შემდეგი: 2----–-–-----------ან 2----–-–ის ი----------, სს ,,ნ-------------–----ის’’ ვებ გვერდზე, რომელიც წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, გადახდების განხორციელება შესაძლებელი იყო, როგორც პორტალზე არსებული ბალანსის (ელექტრონული ფულის), ისე ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბარათე ანგარიშის საშუალებით. მოცემულ შემთხვევაში ამ საქმესთან მიმართებით რელევანტურია მხოლოდ საბარათე ანგარიშიდან გადახდის პროგრამა, კერძოდ: პირი ირჩევდა საბარათე ანგარიშის გადახდის პროგრამას, უთითებდა რიგ შემთხვევაში სხვადასხვა ბანკებში არსებულ ანგარიშის ნომერს და ასევე უთითებდა თუ რა რაოდენობის თანხის ჩარიცხვა სურდა კონკრეტულ შემთხვევაში ონლაინ ტოტალიზატორებში გახსნილ ანგარიშებზე. სს ,,ნ-------------–----ისათვის’’ გაგზავნილ ინფორმაციაში ხელოვნურად ცვლიდა თანხის ოდენობას - ამცირებდა მას და შედეგად სს ,,ნ-------------–----იდან’’, რომელიც მის სახელზე მისულ დაგენერირებულ მოთხოვნას ამოწმებდა მხოლოდ პროგრამის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდით და არა მასში თანხის შესახებ არსებული ინფორმაციით, მის მიერ მითითებულ ანგარიშებზე ერიცხებოდა გაზრდილი თანხები, მაშინ, როდესაც მის სახელზე არსებული ანგარიშებიდან იჭრებოდა შემცირებული თანხები.

 

3.60. აღნიშნული ვერსიის ფარგლებში სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა და ფაქტობრივად ბრალდების მხარის მტკიცებულებებით (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით) ვერ გაეცა პასუხი, თუ სს ,,ნ-------------–----ის’’ წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომლის ვებ გვერდის მეშვეობითაც სადავო პერიოდში შესაძლებელი იყო გადარიცხვის განხორციელება სხვადასხვა ბანკში გახსნილი საბარათე ანგარიშიდან ტოტალიზატორის ანგარიშებზე, ,,ნ-------------–----ის“ ფუნქცია იყო მიეღო და დაეგენერირებინა მოთხოვნა, ერთი საბანკო ანაგიშიდან უზრუნველეყო თანხის გადარიცხვა ტოტალიზატორების კონკრეტულ ანგარიშებზე, როგორ მიადგა ამ კომპანიას ზიანი. ამგვარი გადარიცხვის შემთხვევაში ხომ, კონკრეტული პირის ბანკში (მაგ: ,,თ-----“ ან ,,ს----------–--------ში“) გახსნილი საბარათე ანგარიშიდან მოეჭრებოდა თანხა და გადაირიცხებოდა კონკრეტული პირის ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო ,,ნ-------------–----ი“, როგორც საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი მიიღებდა საკომისიოს - რამდენიმე თეთრს ან ლარს. ის რომ კონკრეტული ინდივიდუალური მომხმარებლის მიერ გადარიცხვის განხორციელების შემთხვევაში ,,ნ-------------–----ი“ საკუთარ (კომპანიის) საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს წინსწრებით რიცხავდა ტოტალიზატორის კონკრეტულ ანგარიშებზე და მხოლოდ მოგვიანებით იღებდა ,,ნ-------------–----ი“ კონკრეტული პირის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულ თანხას, ასეთი გარემოება უტყუარად არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მათ შორის უ---------სა და გ-------–-----------ის ჩვენებებით). თუ ბრალდების მხარე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში კომპიუტერულ მაქინაციაში მოიაზრებს პირის საბანკო (საბარათე) ანგარიშიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე თანხის გადარიცხვისას, ოპერაციის დასრულებამდე თანხების ცვლილებას (გაზრდას), საბანკო ანგარიშიდან პირობითად მხოლოდ ერთი ლარის მოჭრას და ტოტალიზატორის ანგარიშზე მაგალითად 1-00 ლარის ჩარიცხვას, ამ პირობებში ხომ არ იქნებოდა დაზარალებული არა ,,ნ-------------–----ი“ (რომელიც ტექნიკურად აგენერირებს/ახორციელებს გადარიცხვის პროცედურას), არამედ ის კომპანია, რომლიდანაც ხდებოდა უფრო მეტი თანხის გატანა, ვიდრე რეალურად გადაირიცხა კონკრეტული პირის საბანკო ანგარიშიდან (ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც საქმეზე არ ჩატარებულა სს ,,ნ-------------–----ის“ საბანკო ანგარიშებიდან ინფორმაციის ამოღება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ 1. კომპანია ,,ნ-------------–----ის“ საბანკო ანგარიშიდან (და არა ინდივიდუალური მომხმარებლის პირადი საბანკო ანგარიშიდან) წინსწრებით ნამდვილად ირიცხებოდა თანხა ონლაინ ტოტალიზატორების ანგარიშზე; 2. კომპანია ,,ნ-------------–----ის“ ანგარიშზე კერძო პირების საბარათე ანგარიშებიდან ირიცხებოდა ნაკლები თანხა და სს ,,ნ-------------–----ის“ საბანკო ანგარიშებიდან ტოტალიზატორების ანგარიშებზე ირიცხებოდა გაზრდილი თანხები. აღნიშნულ კითხვებზე საქმეში არსებული მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე პასუხის გაცემა შეუძლებელია.

 

3.61. სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიური კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც სავარაუდოდ დაზარალებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განცხადებასთან ერთად მოხდება მაგ. საბანკო ამონაწერის წარდგენა, საგამოძიებო ორგანო საკითხის სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით სასამართლოს განჩინებით ატარებს კონკრეული პირის ან კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, რაც ემსახურება იმ მიზანს, რომ გადამოწმდეს და დადასტურდეს დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ზიანის რეალურობისა და ოდენობის თაობაზე, ასევე შემდგომში მინიმუმამდე იქნას შემცირებული დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს არა თუ არ გამოუთხოვია სს ,,ნ-------------–----ის“ საბანკო ანგარიშიდან არსებული ინფორმაცია, არამედ, დაეყრდნო ,,ექსელის“ ფაილში კომპანიის მიერ მომზადებულ ინფორმაციას (და არა პროგრამულ ამონაწერს), რომელიც შეიცავს არაერთ საეჭვო ინფორმაციას (ტრანზაქციას) და რომლის წარმომავლობაც ფაქტობრივად ვერ დაადასტურა კომპანიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელმა გ-------–-----------მა.

 

3.62. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ-------–-----------ის განმარტებებს, სადაც იგი ადასტურებს, რომ განცხადებაზე დართული ცხრილი არის სავარაუდოდ ,,ექსელის“ ფაილში დამუშავებული და არა პროგრამიდან პირდაპირი ამონაწერი. დავალება მან გასცა ინფორმაციის მომზადების შესახებ, თუმცა მიიღო თუ არა მონაწილეობა მომზადებაში, კონკრეტულად ვის დაავალა და ბაზიდან ცხრილი უშუალოდ ვინ ამოიღო არ ახსოვს. მის დაქვემდებარებაში დაახლოებით 70 კაცი იყო, შეიძლება თავადაც ამოიღო, თუმცა ზუსტად არ ახსოვს. უნიკალური კოდი, რომელიც თვითოეულ ტრანზაქციას აქვს არ მეორდება. დაცვის მხარის კითხვაზე ცხრილში რატომ იყო გამეორებული 6------ და 6------ ტრანზაქციები, მოწმემ განმარტა, რომ სავარაუდოდ ხარვეზია. რატომ მოხდა მონაცემების დუბლირება უნდა გაირკვეს. ზარალის ოდენობა მისი საქმე არ არის. მათ ბაზებთან გამოძიებას წვდომა არ ჰქონია და თანხების შედარებაც არ მომხდარა. უნიკალური კოდები გენერირდება სტანდარტულად ზრდადობის მიზედვით. 70 მილიონი ტრანზაქციის განხორციელება არ ჰგონია, რომ ერთ საათში შესაძლებელი იყოს. მოწმის განმარტებით 2----–-–ის 7-------ს გამომძიებელი ო--------------ე დაუკავშირდა და სთხოვა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისთვის პროგრამა პირვანდელ მდგომარეობაში დაებრუნებინა და დააბრუნა კიდევაც. საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის პროგრამის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ბევრად ნაკლები დრო დასჭირდა (ალბათ საათები). მოწმის განმარტებით აღნიშნულ პროცესს საგამოძიებო ორგანოდან არავინ აკვირდებოდა და არც აღნიშნული მოქმედების განხორციელება არ დაფიქსირებულა სადმე. საგამოძიებო ექსპერიმენტის განხრციელებისას კომპანიას ზიანი არ მისდგომია. ვებ. გვერდი, როდესაც გათიშულია ,,p---------ით’’ ტრანზაქციის შესრულება შეუძლებელია.

 

3.63. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------–-----------ის ჩვენებით ფაქტობრივად ვერ დადასტურდა განცხადებაზე თანდართული ცხრილის წარმომავლობა, მისი პასუხიდან გამომდინარე (ცხრილი არ არის პროგრამული ამონაწერი, მომზადებულია ,,ექსელის“ ფაილში, ვინ მოამზადა ვერ იხსენებს, ტრანზაქციების უნიკალური კოდების გამეორება არ ხდება, 6------ და 6------ ტრანზაქციები არის დუბლირებული, რაც სავარაუდოდ ხარვეზია და შემოწმებას მოითხოვს, ტრანზაქციის ნომრები იზრდება, ხოლო ერთ საათში 70 მილიონი ტრანზაქციის განხორციელება არ ჰგონია, რომ შესაძლებელი იყოს) ერთი მხრივ შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ცხრილი შეიცავს თუ არა რეალურ ინფორმაციას, ხოლო მეორე მხრივ ცხადია, რომ ცხრილში დაფიქსირებულია მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც უტყუარობას უკარგავს მასში ასახულ მონაცემებს.

 

აღნიშნული საკითხი მით უფრო საყურადღებოა და მეტად საეჭვოა იმ პირობებში, როდესაც სს ,,ნ-------------–----ის“ თავდაპირველ განცხადებაში და მასზე დართულ ცხრილში მითითებული თანხა 577 742.71 ლარი იდენტურია (მათ შორის ლარების/თეთრების მითითებით) მოგვიანებით ექსპერტიზის დასკვნით დათვლილი თანხებისა, რაც თუნდაც რამდენიმე ტრანზაქციის დუბლირების შემთხვევაში შეუძლებელია და კრიტიკას ვერ უძლებს.

 

3.64. გ-------–-----------ის ჩვენებიდან ირკვევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც შესაძლო პროგრამული ხარვეზი აღმოაჩინეს და თანხების დანაკლისი გამოკვეთეს, პროგრამა განაახლა (გარდაქმნა). როდესაც საგამოძიებო ორგანოდან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით დაუკავშირდნენ, კვლავ მოიყვანა პროგრამა პირვანდელ მდგომარეობაში, თუმცა აღნიშნულს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელი ან ნეიტრალური სპეციალისტი არ დასწრებია. ამის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლითაც საბოლოოდ დაადგინა საგამოძიებო ორგანომ, სავარაუდოდ რა ფორმით განხორციელდა თანხების დაუფლება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთლიანად გ-------–-----------ის მოქმედებებზეა დაფუძნებული გამოძიების ვერსია თანხების კონკრეტული სქემით დაუფლების თაობაზე, ვინაიდან გ-------–-----------ის მოქმედებებს არავინ აკვირდებოდა/აკონტროლებდა, რა მდგომარეობაში მოიყვანა პროგრამა რეალურად და პროგრამის რა ვერსიაზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. არ ჩატარებულა მათი პროგრამის ექსპერტიზა, რომელიც დამაჯერებელ პასუხს გასცემდა დასმულ კითხვებს.

 

3.65. სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ გარემოებებზე თავდაპირველ განცხადებაზე დართული ცხრილის და ზიანის არარეალურობის კონტექსტში, რომლებსაც ბრალდების მხარის მიერ დამაჯერებელი პასუხი ვერ გაეცა, კერძოდ: ცხრილში არსებული არცერთი ტრანზაქცია არ ემთხვევა ბანკის ამონაწერს დროისა და თანხის მიხედვით; სადავო ტრანზაქციების ნაწილი (თანხის ჩარიცხვა) შესრულებულია სწრაფი გადახდის აპარატიდან და არა იმგვარად, საბარათე ანგარიშის მეშვეობით, როგორც ამონაწერშია მითითებული; ცხრილში სადავო პერიოდში m------- ანგარიშზე N1------ დაფიქსირებულია 133 ტრანზაქცია, ჯამში 133,780 ლარის ბრუნვა, რომლის არარეალურობას ადასტურებს ა----------დან (შოს ,,ჯ--------დან“) მიღებული 1-.0-.2----–-–ის წერილი ( შ------------–---–ის ანგარიშებზე, მათ შორის ზემოდ აღნიშნულ ანგარიშზე, თანხის ბრუნვა 12 თვის მანძილზე არ დასტურდება); დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია ,,ნ-------------–----ის“ ოფიციალური ვებ გვერდიდან მომხმარებლებსა და ადმინისტრატორებს შორის მიმოწერა, რომელთა თანახმადაც მათ შორის სადავო პერიოდში პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა გადარიცხვები იყო გათიშული (ამ პერიოდში ცხრილის თანახმად, განხორციელებულია 40 ტრანზაქცია); დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია შპს ,,ჯ--------–ის“ წერილი შ------------–---–ის ,,ე-----------ის პ------------ში“ ვიზიტების შესახებ, რომლის თანახმადაც მათ შორის სადავო პერიოდში (საათებში/დღეებში) ბრალდებული იმყოფებოდა ,,პ------------სში“ და ,,ნ-------------–----ის“ ცხრილში მითითებული ,,აი პი“ მისამართებიდან, რომლებიც ეკუთვნის თ--------------–---–სა და მ-------–------ეს, ტრანზაქციებს ფიზიკურად ვერ განახორციელებდა (ფიზიკურად ვერ განახორციელებდა 30-მდე ტრანზაქციას); დამატებით შ------------–---–ი ფიზიკურად ვერ განახორციელბდა ,,ნ-------------–----ის“ ცხრილში ასახულ 5 ტრანზაქციას, ვინაიდან ეს ტრანზაქციები განხორციელებულია ქ. ს-------ში მდებარე ,,აიპი“ მისამართზე, ხოლო ამ ტრანზაქციებამდე მცირე დროით ადრე შ------------–---–ი დაფიქსირებულია ქ. თბილისში მ--–---–---–-----------ზე მდებარე ,,პ------------ში“ და ტრანზაქციებიდან 27 წუთში ქ. თბილისში, კ------------------ზე მდებარე ე-----------ის სალაროში.

 

3.66. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკითხები მნიშვნელოვანწილად შეესაბამება საქმის მასალებს. დაცვის მხარეს დასკვნით სიტყვაში მითითებული აქვს მათ შორის საქმის მასალების გვერდები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში მათი გადანომვრის შესაბამისად არის აღნიშნული (ან ტომის დასახელება არის არასწორად მითითებული), თუმცა ძირითადად შეესაბამება საქმის მასალებში მითითებულ ინფორმაციას. ეს საკითხები არსებითი მნიშვნელობის მქონეა და აჩენს სერიოზულ კითხვებს საგამოძიებო ვერსიის რეალურობასთან დაკავშირებით, რომელიც თავისმხრივ დაზარალებული მხარის ვერსიაზეა დაფუძნებული. აღნიშნული სადავო საკითხების გათვალისწინებით, სასამართლოსთვის გაურკვეველი რჩება, თეთრების სიზუსტით, როგორ შეესაბამება ,,ნ-------------–----ის“ განცხადებაში (მათ შორის თანდართულ ცხრილში) მითითებული თანხები, ექსპერტის მიერ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობას. ერთი მხრივ საქმის მასალებში რიგ შემთხვევაში დაფიქსირებულია შ------------–---–ისა და მისი ოჯახის წევრების მონაცემები, თუმცა სადავო პერიოდთან მიმართებით არსებობს არაერთი კითხვა, რომლის გათვალისწინებითაც რეალურად რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე, სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია. ამ პირობებში კი არ არის გამოთხოვილი ინფორმაცია ,,ნ-------------–----ის“ საბანკო ანგარიშებიდან, არ ჩატარებულა კომპიუტერული ექსპერტიზა, არ არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სასამართლოს ართმევს ობიექტურ შესაძლებლობას უტყუარად დაადგინოს ფაქტები.

 

3.67. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ არ ჩატარებულა ბრალდების მხარის მიერ კომპიუტერული ექსპერტიზა, რომელიც პასუხს გასცემდა კითხვას შესაძლებელი იყო თუ არა ,,ნ-------------–----ის“ ვებ გვერდიდან იმ მაქინაციის განხორციელება, რომლის განხორციელებაც საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილად მიიჩნია ბრალდების მხარემ. დაცვის მხარემ დანიშნა აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცა კომპანიამ მათ ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა. მიზეზად მათ შორის მითითებული იყო ის გარემოება, რომ პროგრამის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დიდ დროს მოითხოვდა და დიდი ზიანი მიადგებოდა კომპანიას, თუმცა დაცვის მხარე მეორე მხრივ აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნით პროგრამა თითქოსდა პირვანდელ მდგომარეობაში რამდენიმე წუთში იქნა მოყვანილი და ბრალდების მხარის მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

3.68. საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა.

 

3.69. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება კომპიუტერული სისტემის გამოყენებით დანაშაულის შესაძლო ჩადენას, რასაც ახასიათებს განსაკუთრებული სპეციფიკურობა და მოითხოვს სათანადო ცოდნას (რაც იურისტებს არ გააჩნიათ), უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა და პასუხი გასცემოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვებს, მათ შორის შესაძლო დანაშაულის განხორციელების ფორმის, სქემის და თავისებურებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზა არ ჩატარებულა და გამოძიების ვერსია მთლიანად ეყრდნობა გ-------–-----------ის მოქმედებებს (რომელიც არ გადამოწმებულა და არ კონტროლდებოდა), რომ პროგრამა მოიყვანა პირვანდელ მდგომარეობაში და, შესაბამისად, ჩატარებული ექსპერიმენტი სრულყოფილად ვერ ადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

3.70. სასამართლო აღნიშნავს, რომ შ------------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დასმული იყო არაერთი კითხვა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო მათი საშუალებით ხდებოდა თუ არა ის ტექნოლოგიური მაქინაციები, რომლის განხორციელებითაც ბრალდების მხარე ედავება შ------------–---–ს დანაშაულის ჩადენას. მიუხედავად ექსპერტიზის დანიშვნისა, ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

3.71. საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში - 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

 

3.72. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარდა სრულყოფილად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და წარმოშობს გონივრულ კითხვებს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული მტკიცებულების უტყუარობას, კერძოდ: მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას აჩენს ის გარემოება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტისათვის ,,ნ-------------–----ის’’ მიერ საიტის ძველ მდგომარეობაში მოყვანა. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (გარდა გ-------–-----------ის ჩვენებისა), რომელიც უტყუარად დაადასტურებდა კომპანიის მიერ საიტის ,,www.p--------’’ ძველ მდგომარეობაში მოყვანას. აღნიშნულ პროცესს საგამოძიებო ორგანოდან არავინ ესწრებოდა. ასევე, გაურკვეველი რჩება, როგორ მოახერხა კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა მცირე დროში პროგრამა მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს ექსპერტიზის ჩასატარებაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ პროგრამის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება შესაძლოა სულაც ვერ განხორციელებულიყო და არსებობდა მატერიალური ზიანის მიყენების რისკი. საინტერესოა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს განიცადა თუ არა რაიმე სახის ზიანი კომპანიამ. აღნიშნულის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის მასალებში ინფორმაცია არ მოიპოვება. სასამართლოსთვის უცნობია რა პროგრამით სარგებლობდა კომპანია 2----–-–ის 1- ი---------- და შემდგომ რეალურად რა ცვლილებები განახორციელა პროგრამის დასახვეწად. ამდენად, უტყუარად არ დასტურდება პროგრამა იყო თუ არა მოყვანილი 2----–-–ის 1- ი---------- მოქმედ მდგომარეობამდე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდგომ არ მომხდარა შესაბამისი დოკუმენტაციის ამოღება ბანკიდან და პროგრამული ამონაწერის ამოღება სს ,,ნ-------------–----ისგან’’ რომელიც უტყუარად დაადასტურებდა საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებს.

 

3.73. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარდა სრულყოფილად და უტყუარად არ დგინდება ექსპერიმენტი იყო თუ არა მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც მოხდა აღსადგენი შემთხვევა. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგების სრულყოფილად დასანახად არ მომხდარა შესაბამისი კომპანიებიდან სატესტო იუზერით განხორციელებული ტრანზაქციის ისტორიის ამოღება ან/და წარდგენა.

 

3.74. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტების მიერ პასუხი გაეცა გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვებს სადავო პერიოდში შ------------–---–ის , ე-–----–------–---–ის, რ--------------------სა და თ------------–---–ის სახელებით რეგისტრირებული ანგარიშებიდან: N0-----, N1-----, N8----- (,,ე-----------ი’’), N1------, N1----- (,,ა----------’’), და N5----, N1----- (,,ლ----------ი’’) ,,ს----------–--------ის’’ N4--------------- და ,,თ----------ის’’ N-----------------------------------, N4--------------- პლასტიკურ ბარათებზე ჩარიცხულმა თანხებმა ჯამში რამდენი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მეორე კითხვას ვებ გვერდის ,,www.p---------ის“ გამოყენებით, სს ,,ნ-------------–----იდან’’ დაუფლებული თანხების ოდენობასთან დაკავშირებით, ექსპერტებმა განმარტეს, რომ აღნიშნული საკითხის დადგენა მათი კვლევის საგანს სცდება. კონკრეტული პირი რა ოდენობის თანხას დაეუფლა აღნიშნული გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მათ ექსპერტიზა ჩაატარეს სს ,,ნ-------------–----ის’’ მიერ წარდგენილი დანართის და ამოღების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საფუძველზე, დაადგინეს სხვაობა რომელიც შეადგენს 577 742,71 ლარს. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დასტურდება კონკრეტული ანგარიშებიდან ბანკში არსებული პალსტიკურ ბარათებზე ჩარიცხული თანხის ოდენობები, ასევე ტოტალიზატორ ,,ე-----------ის’’ და ,,ა----------ს’’ სალაროებიდან, პლასტიკური ბარათების მეშვეობით ბანკომატებიდან და ბანკის სალაროთი, ასევე ,,U------ის’’ სალაროდან გატანილი თანხის საერთო ოდენობა. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ანგარიშის ნომრები: 0----- ეკუთვნოდა - თ------------------ეს, 1--------------–-------------–---–ს, 1----- - გ-------------ეს, აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ამ ანგარიშებით შ------------–---–ი სარგებლობდა, ხოლო ანგარიშის ნომერი 1------ სადავო პერიოდში დაბლოკილი იყო და არ ფიქსირდება აქტივობა და თანხების ბრუნვა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტის მიერ დათვლილი თანხა არ შეესაბამება რეალობას და არ ასახავს რეალურ სურათს, რადგან უტყუარადაა დადასტურებული, რომ შ------------–---–ი არ სარგებლობდა თ------------------ისა და ნ-----–-------------–---–ის ტატალიზატორის ანგარიშის ნომრებით, ასევე შპს ,,ჯ--------ს“ 1-.0-.2014 წერილით (ტომი 2----------) დადასტურებული, რომ შ------------–---–ი ობიექტურად ვერ შეძლებდა ესარგებლა N1------ (M------) ანგარიშით (გადაერიცხა ან გამოეტანა თანხა), ვინაიდან მისი ანგარიშები სადავო პერიოდში დაბლოკილი იყო, მიუხედავად ამისა 114 125 ლარის გადარიცხვა აქვს დაფიქსირებული ექსპერტს დასკვნაში, რაც მათ შორის შესულია მთლიანად ზიანის ოდენობაში. შესაბამისად აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხა არ ასახავს რეალურ სურათს. ექსპერტების მიერ 2----–-–--------–-----ან 2----–-–ის 1- ი---------- პერიოდში დათვლილია ტოტალიზატორ ,,ე-----------ის’’ და ,,ა----------ს’’ სალაროებიდან, პლასტიკური ბარათების მეშვეობით ბანკომატებიდან და ბანკის სალაროთი, ასევე ,,U------ის’’ სალაროდან გატანილი თანხის საერთო ოდენობა (მათ შორის თ------------------ის, ნ----–----------–---–ისა და სხვა პირების მიერ) და არა კონკრეტულად შ------------–---–ის მიერ. დამატებით დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნის სანდოობის კონტექსტში სხვა არაერთ გარემოებაზე უთითებს, რომელზეც ბრალდების მხარის მიერ ასევე ვერ გაეცა პასუხი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება შ------------–---–ის მიერ ,,ნ-------------–----ის“ კუთვნილი 577 742,72 ლარის დაუფლების ფაქტი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. თაღლითობისაგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

 

4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულბებით ვერ შეეძლო დაედასტურებინა, რომ შ------------–---–ი მოტყუებით/თაღლითურად კომპიუტერული სისტემის მეშვეობით დაეუფლა სს ,,ნ-------------–----ის’’ კუთვნილ 577 742,71 ლარის ოდენობით თანხას.

 

4.3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 2--------ის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.6. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.7. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ თაღლითობის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა შ------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. შ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 80 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) რ--------------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თბილისში, ქ---------------------------------------------------------------------------------------------

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, შ------------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ერთი ,,თ-----’’ ბანკის პლასტიკური ბარათი, შ------------–---–ის პირადობის მოწმობა, ხუთი მობილური ტელეფონის სიმ ბარათი, ორი მობილური ტელეფონი და რვეული სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

- დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი