გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
330210018002482356
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16779-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

მოსარჩელე - გ--–- გ--–-შ---–ი

წარმომადგენელი – კ------------- გ--–-შ---–ი

მოპასუხეები - თ------- ზ----------ი, ლ---- მ----–--ე

თ------- ზ----------ის წარმომადგენელი – პ----- ჯ---ა

დავის საგანი - იპოთეკის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს გ--–- გ--–-შ---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე სოფელი შ----მა, საკადასტრო კოდი: 2-----------, იპოთეკის უფლება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ქონება, მდებარე ო----------ი, სოფელი შ----მა, საკადასტრო კოდი: 2-----------. შეძენილი ქონება დატვირთულია იპოთეკით მოპასუხეთა სასარგებლოდ, თუმცა როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის წერილით ირკვევა არ არსებობს იპოთეკის საფუძველი და იგი მოსახსნელია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი, მიუხედავად იმისა, რომ მიუთითებს იპოთეკის არსებობის უსაფუძვლობას, არ არის საკმარისი საფუძველი იპოთეკისაგან ქონების გასათავისუფლებლად.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ------- ზ----------ის წარმომადგენლმა წერილობითი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 2018 წლის 19 თებერვლის წერილის შინაარსის თანახმად, ქონებაზე რეგისტრირებული უფლება უცვლელად არის დარჩენილი. ამიტომაც არ ჩათვალა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი იპოთეკის გაუქმების საფუძვლად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 21 ი----ს ერთის მხრივ, ლ---- მ----–--ესა და თ------- ზ----------სა (გამსესხებლები, იპოთეკარები) და მეორეს მხრივ, მ-----– ხ--------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------, ნოტარიუსი ს----- მ----–--ე), რომლის თანახმად გამსესხებლებმა მსესხებელს ასესხეს თანხა 13000 აშშ დოლარი, სესხის ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით, სამი თვის ვადით.

 

მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა მის საკუთრებაში არსებული ო----------ში, სოფელ შ----მაში მდებარე 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვით; იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, 30000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან მ-----– ხ--------ის კუთვნილი ½ წილი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-45).

 

3.1.2. 2018 წლის 10 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ გ--–- გ--–-შ---–ი ირიცხება ო----------ში, სოფელ შ----მაში მდებარე 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ.

 

ამავე ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი 1--------, დამოწმების თარიღი 21/06/2012, ნოტარიუსი ს----- მ----–--ე (2012 წლის 27 ი----იდან).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-15).

 

3.1.3. 2018 წლის 19 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №1---- წერილის თანახმად:

კრედიტორების თ------- ზ----------ის, ლ---- მ----–--ის, გ------- ბ--------–ის სასარგებლოდ 2--- წლის 23 ო----------ს მოვალე მ-----– ხ--------ის სახელზე რიცხულ 1/2 წილზე უძრავ ქონებიდან, მდებარე: მუნიციპალიტეტი ო----------ი, სოფელი შ----მა, საკადასტრო კოდი: 2----------- დაინიშნა პირველი იძულებითი აუქციონი, რომელიც დასრულდა უშედეგოდ 2--- წლის 11 ო----------ს, რის შემდგომაც ქონებაზე დაინიშნა პირველი განმეორებითი აუქციონი, რომელიც დასრულდა უშედეგოდ 2--- წლის 19 ო----------ს, შესაბამისად, დაინიშნა მეორე განმეორებითი აუქციონი, რომელიც ასევე დასრულდა უშედეგოდ 2--- წლის 27 ო----------ს;

 

ამავე წერილის მიხედვით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უძრავ ქონებას მოეხსნა ყადაღა და დაუბრუნდა მოვალეს;

 

2--- წლის 13 ო----------ს კერძო აღმასრულებელმა ე-----–- ღ--------ემ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოვალის, მ-----– ხ--------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებზე, მდებარე: მუნიციპალიტეტი ო----------ი, სოფელი შ----მა, მიწის (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი 2----------- სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით. აღნიშნული ქონების რეალიზაცია განხორციელდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2--- წლის 29 დეკემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე, რომლის შემძენიც გახდა გ--–- გ--–-შ---–ი. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის გ--–- გ--–-შ---–ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 19 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №1---- წერილი (ს.ფ. 16-17).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- გ--–-შ---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 286-ე მუხლებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სასამართლო განმარტავს, იპოთეკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ქონება ემსახურება ვალის გადახდის უზრუნველყოფას, მოვალის მიერ ამ ქონების დაუკარგავად. იგი დაკავშირებულია ფულად მოთხოვნებთან და მის გარეშე არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობა. იპოთეკა აქცესორული ხასიათისაა და იგი არსებობს მოთხოვნასთან ერთად.

 

2012 წლის 21 ი----ს ერთი მხრივ, ლ---- მ----–--ესა და თ------- ზ----------სა (გამსესხებლები, იპოთეკარები) და მეორე მხრივ, მ-----– ხ--------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა მის საკუთრებაში არსებული ო----------ში, სოფელ შ----მაში მდებარე 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვით; იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, 30000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან მ-----– ხ--------ის კუთვნილი ½ წილი.

 

2018 წლის 19 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №1---- წერილით, დგინდება, რომ უძრავ ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ო----------ი, სოფელი შ----მა, მიწის (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი 2-----------, რეალიზაცია განხორციელდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2--- წლის 29 დეკემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე, რომლის შემძენიც გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი გ--–- გ--–-შ---–ი. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის გ--–- გ--–-შ---–ის სასარგებლოდ.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „?????????? ???????? ??????????? ???????“ ??????????? ??????? ??????? ?????? „?“ ?????????? შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.

 

2--- წლის 29 დეკემბერს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის გ--–- გ--–-შ---–ის სასარგებლოდ გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე, აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა არაუზრუნველყოფილმა კრედიტორმა გ--–- გ--–-შ---–მა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არაუზრუნველყოფილ კრედიტორზე საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები, ამ შემთხვევაში იპოთეკის უფლება, უცვლელი დარჩა.

 

2018 წლის 19 თებერვლის თბილისის სააღსრულებო ბიუროს №1---- წერილის თანახმად, კრედიტორების თ------- ზ----------ის, ლ---- მ----–--ის, გ------- ბ--------–ის სასარგებლოდ 2--- წლის 23 ო----------ს მოვალე მ-----– ხ--------ის სახელზე რიცხულ 1/2 წილზე უძრავი ქონებიდან, მდებარე მუნიციპალიტეტი ო----------ი, სოფელი შ----მა, საკადასტრო კოდი: 2-----------, დაინიშნა პირველი იძულებითი აუქციონი, რომელიც დასრულდა უშედეგოდ 2--- წლის 11 ო----------ს, რის შემდგომაც ქონებაზე დაინიშნა პირველი განმეორებითი აუქციონი, რომელიც დასრულდა უშედეგოდ 2--- წლის 19 ო----------ს, შესაბამისად, დაინიშნა მეორე განმეორებითი აუქციონი, რომელიც ასევე დასრულდა უშედეგოდ 2--- წლის 27 ო----------ს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რაც მოიცავდა პირველ აუქციონსა და ორ განმეორებითი აუქციონს, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, რის გამოც უძრავ ქონებას მოეხსნა ყადაღა. ამგვარი ფაქტობრივი მოცემულობისას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, იგივე კრედიტორები თ------- ზ----------ი და ლ---- მ----–--ე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დაიკმაყოფილონ იგივე მოთხოვნა 2012 წლის 21 ი----ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ო----------ი, სოფელი შ----მა, საკადასტრო კოდი: 2----------- (1/2 წილი) გამოყენებით, ვინაიდან სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. ყადაღის მოხსნა განხორციელდა სწორედ იმ მიზნით, რომ ქონება შემდგომში უკვე ვეღარ უზრუნველყოფდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

ამგვარად, კრედიტორი მოკლებული ხდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკის საგნის გამოყენებით, შესაბამისად, იპოთეკა ასეთ შემთხვევაში კარგავს იმ დანიშნულებას, რაც მას ზოგადად გააჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილებისას და რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკა გადაყვა გ--–- გ--–-შ---–ის მიერ შეძენილ უძრავ ქონებას, მოპასუხეთა მიმართ გავლილია იძულებითი სააღსრულებო წარმოება, რომლის შედეგიც შესაბამის პროცედურულ ეტაპებს არ მოჰყოლია და ვერ დადგა ის შედეგი, რასაც კრედიტორები მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისახავდნენ. უძრავ ქონებაზე მოხსნილია ყადაღა და ქონება უკვე აღარ უზრუნველყოფს კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, აღარ არსებობს უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის არსებობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ი----ის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების სრულყოფილი რეალიზება შეუძლებელია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის გარეშე. სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთრების უფლებით სარგებლობის, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელეს არ აქვს იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან მასზე, როგორც ახალ მესაკუთრეზე გადავიდა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზაცია და დაცვა მსგავსი ტიპის სარჩელით, ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელია იმ იურიდიული ინტერესის მიღწევა რასაც მიზნად ისახავს მოსარჩელე - გაანთავისუფლოს თავისი უძრავი ქონება იპოთეკისაგან. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუმცა იმ მოცემულობაში, როდესაც უდავოდ დგინდება, რომ კრედიტორებმა (მოპასუხეებმა) უკვე გამოიყენეს იძულებითი აღსრულების მექანიზმი მოვალის მიმართ, რაც უშედეგოდ დასრულდა, მათ აღარ აქვთ განმეორებითი სააღსრულებო წარმოების მოთხოვნის უფლება, შესაბამისად ახალი მესაკუთრის მიმართაც ვერანაირი სააღსრულებო პროცედურები ვერ განხორციელდება. ამდენად, ახალ მესაკუთრეს აქვს თავისი საკუთრების უფლების დაცვის ღირსი ინტერესი, ვინაიდან ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება სამართლებრივ შედეგებს ვეღარ წარმოშობს კრედიტორთა მიმართ, ხოლო იპოთეკის უფლების რეგისტრაციით უსაფუძვლოდ ილახება მესაკუთრის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.

 

ამდენად, გ--–- გ--–-შ---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 100,00 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა:

 

1. გ--–- გ--–-შ---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს გ--–- გ--–-შ---–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი შ----მა, საკადასტრო კოდი 2-----------, თ------- ზ----------ის და ლ---- მ----–--ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა.

 

3. თ------- ზ----------ს და ლ---- მ----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 100,00 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე