გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
330210018002690042
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/31012-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 მაისი 2019 წელი თ---–--ი

თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ-----

წარმომადგენელი - თ---------–-------

მოპასუხე - შპს „პ---–-------“

წარმომადგენელი - ზ-------–-----

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „პ---–-------“-ს, ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ----ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს, 1028.84 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 11 თებერვალს, მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ქ. თ---–--ში, დ----------------–---------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია სამუშაოს შესრულების ვადა, რის გამოც ეკისრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა 1028.84 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 07 ოქტომბერს. ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელი გახდა სამუშაოების შეცვლა და დამატება, რის საფუძველზეც მხარეებს შორის 2016 წლის 02 ივნისს და 2016 წლის 12 ივლისს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება.

 

2016 წლის 12 ივლისის შეთანხმებას ერთვოდა მოპასუხის წერილობითი მიმართვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, რაზედაც დამკვეთის მხრიდან წერილობითი პასუხი არ მიუღიათ, თუმცა იყო ზეპირი დაპირება ვადის გაგრძელებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 11 თებერვალს ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ-----ს და შპს „პ---–-------“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 1.2. პუნქტით, ხელშეკრულების საგანია: ქ. თ---–---- ბიუჯეტის სახსრებით, ქ. თ---–--ში დ----------------–---------------------შ მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოების შესყიდვა ელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტით, შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 406 133.28 ლარით ყველა გადასახადის ჩათვლით. სამუშაოების მიწოდების ვადა-ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი თვე.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლება დადასტურებული ფორმა N2-ით (შესრულებული სამუშაოების აქტი) განსაზღრვრული სამუშაოს დასრულების თარიღი.

 

ხელშეკრულების 8.6 პუნქტით, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.05 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლება დადასტურებული ფორმა N2-ით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების თარიღი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 15-19);

 

3.1.2. 2016 წლის 02 ივნისს, ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ-----ს და შპს „პ---–-------“-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, შეტანილ იქნა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შემცირდა 35 097.86 ლარით და ნაცვლად 406 133.28 ლარისა, დანართის შესაბამისად განისაზღვრა 371 035.42 ლარით;

 

შეთანხმების 2.2. პუნქტით, შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეთანხმება (ს.ფ. 54)

3.1.3. 2016 წლის 12 ივლისს, ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ-----ს და შპს „პ---–-------“-ს შორის, დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, შეტანილ იქნა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შემცირდა 871.42 ლარით და ნაცვლად 371 035.42 ლარისა, დანართის შესაბამისად განისაზღვრა 370 164.00 ლარით;

 

შეთანხმების 2.2. პუნქტით შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეთანხმება (ს.ფ. 55)

3.1.4. 2016 წლის 24 აგვისტოს, ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ-----ს და შპს „პ---–-------“-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, შეტანილ იქნა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შემცირდა 2 207.82 ლარით და ნაცვლად 370 164.00 ლარისა, დანართის შესაბამისად განისაზღვრა 367 956.18 ლარით;

 

შეთანხმების 2.2. პუნქტით შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეთანხმება (ს.ფ. 99)

3.1.5. 2016 წლის 12 ოქტომბერს, ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ----ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და შპს „პ---–------ო“-ს შორის შედგა მიღება - ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 07 ოქტომბერს, ა(ა)იპ „თ---–---- მ----–----–-------–---------------“-ს მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტი N- (ფორმა 2) და ფაქტიური დანახარჯების შესახებ, 2016 წლის 10 ოქტომბრის შპს „ა-----------“ მიერ საექსპერტო (აუდიტორული) დასკვნის მიხედვით, ქ. თ---–--ში, გ-----------------ში საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 11 თებერვლის N---0------- ხელშეკრულებისა და 15-------- წლის ოქმი N4 შეთანხმების პირობების შესაბამისად. შესრულებული სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 07 ოქტომბერს, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 22 845.77 ლარი, მათ შორის დღგ: 3 484.95 ლარი; შპს „ა-----------“ მიერ საექსპერტო (აუდიტორული) მომსახურების ღირებულება შეადგენს 274.15 ლარს, მათ შორის დღგ: 41.82 ლარი; ხელშეკრულების თანამად, ანაზღაურებას ექვემდებარება 23 119.92 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „პ---–-------“-მ დაარღვია ხელშეკრულების პირობები 85 დღით და ეკისრება პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 981.75 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

მოპასუხის განმარტებით, სამუშაოების დაგვიანებით შესრულება არ იყო მისი ბრალეულობით გამოწვეული ვინაიდან, არაერთხელ აცნობა მოსარჩელეს ვალდებულებათა შესრულების შესახებ და მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ძირითად ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა. ამასთან, სამუშაოების შესრულების პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა (წვიმიანი დღეები) თავის მხრივ სამუშაოების შესრულებას მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის 2016 წლის 07 ივლისის სამსახურებრივ ბარათზე, რომლითაც მოპასუხე ითხოვს მ-----მ დაავალოს მის დაქვემდებარებაში მყოფ შესაბამის საქალაქო სამსახურებს ცვლილების შეტანა 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულების დაკორექტირების კუთხით, ამასთან მოითხოვს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, თუმცა, ხელშეკრულებაში ვადის გაგრძელების შესახებ ცვლილება წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

რაც შეეხება მითითებას უხვ ნალექებზე, როგორც ბრალის გამომრიცხველი გარემოება, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უარსაყოფად შესაძლოა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სცდებოდეს მისი კონტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, გონივრულად ივარაუდება, რომ მოპასუხის მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული სავარაუდო რისკები და პრობლემები, მის მიერ ჩვეულებრივ წინდახედულობის ნორმების დაცვით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მოპასუხის მხრიდან ვალდებულების 89 დღით დაგვიანების შესახებ და თვლის რომ შესრულება დარღვეულია 85 დღით.

 

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლება დადასტურებული ფორმა N2-ით (შესრულებული სამუშაოების აქტი) განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი.

 

აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტში სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 2016 წლის 07 ოქტომბერი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 85-ს. თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაკისრებელი პირგასამტეხლო შეადგენს 11.55 ლარს, რის შესაბამისადაც დასაკისრებელი თანხა უნდა განისაზღვროს 85X11.55=981.75 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ. 15 - 19);

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 21);

- შპს „პ---–------ო“-ს წერილი (ს.ფ. 83);

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 88);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: ვადაგადაცილებული დღეების შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე,მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე შპს „პ---–------ი“-ს თ---–---- მ----–----–-------- მ----ის მიმართ უნდა შეესრულებინა 367 956.18 ლარის ღირებულების სამუშაოები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების 8.6 პუნქტით, „საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.05 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულდა 85 დღის დაგვიანებით და პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 981.75 ლარს. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ამ ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 47.75 ლარს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „პ---–------ი“-ს, ქ. თ---–---- მ----–----–-------- მ----ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 981.75 ლარის გადახდა;

3. შპს „პ---–------ი“-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 47.75 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---- საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე