გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
160210019002946673
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/300-19

160210019002946673

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე კამ-----რ მა-------ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენლი ვე----ა ჩი------ი, არ------ გა----ი

მოპასუხე შპს „G------“

წარმომადგენელი - ილ-–-ა მი–----ო, ზუ---- ლო-----

თარჯიმანი - ევ------------------ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. შპს ,,G-------ის’’ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას კამ-----რ მა-------ის შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ძმისთვის მიძღვნილი ძეგლი 1 ფილა; 2. რკინის (ლითონის) მაგიდა 1 ცალი; 3. ხელის სათიბი 1 ცალი; 4. ავეჯის კარადა 1 ცალი; 5. სკამი სავარძელი 1 ცალი; 6. ხელის პულივიზატორი 2 ცალი; 7. ჩანგალი 1 ცალი; 8. ტელევიზორი 3 ცალი; 9. ანტენა თეფში 1 ცალი; 10. ანტენა ბადიანი 1 ცალი; 11. წიგნი 1 ცალი; 12. მიკროსკოპი 1 ცალი; 13. პლასტმასის კასრი 1 ცალი; 14. რკინის კასრი 1 ცალი; 15. რკინის კარადა 1 ცალი; 16. კედლის საათი 1 ცალი; 17. პლატფორმა 1 ცალი; 18. რკინის სეიფი 1 ცალი; 19. ბურღი დაშლილ მდგომარეობაში 1 ცალი; 20. რკინის ურო 1 ცალი; 21. გათბობის ღუმელი 1ცალი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2012-2017 წლებში კამ-----რ მა-------ი იყო შპს ,,G-------ის’’ (ს/კ425358249) დირექტორი და დამფუძნებელი. კომპანიაში საქმიანობის პერიოდში დაკისრებული ფუნქციის ჯეროვნად განხორციელების მიზნით კამ-----რ მა-------მა კომპანიის ოფისში, ბოლნისის რაიონის სოფელ ფარიზში მიიტანა საოფისე და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული მოძრავი ნივთები, კერძოდ 1. ძმისთვის მიძღვნილი ძეგლი 1 ფილა; 2. რკინის (ლითონის) მაგიდა 1 ცალი; 3. ხელის სათიბი 1 ცალი; 4. ავეჯის კარადა 1 ცალი; 5. სკამი სავარძელი 1 ცალი; 6. ხელის პულივიზატორი 2 ცალი; 7. ჩანგალი 1 ცალი; 8. ტელევიზორი 3 ცალი; 9. ანტენა თეფში 1 ცალი; 10. ანტენა ბადიანი1 ცალი; 11. წიგნი 1 ცალი; 12. მიკროსკოპი 1 ცალი; 13. პლასტმასის კასრი 1 ცალი; 14. რკინის კასრი 1 ცალი; 15. რკინის კარადა 1 ცალი; 16. კედლის საათი 1 ცალი; 17. პლატფორმა 1 ცალი; 18. რკინის სეიფი 1 ცალი; 19. ბურღი დაშლილ მდგომარეობაში 1 ცალი; 20. რკინის ურო 1 ცალი; 21. გათბობის ღუმელი 1ცალი.

 

2019 წლის 23 იანვარს კამ-----რ მა-------მა წერილობით მიმართა შპს ,,G-------ის’’ მოქმედ დირექტორს ილ-–-ა მი–----ოს და 2019 წლის 1 თებერვლამდე მოითხოვა მითითებული ნივთების დაბრუნება. 30.01.2019 წლით დათარიღებული წერილით შპს ,,G-------ის’’ დირექტორმა კამ-----რ მა-------ს აცნობა, რომ შპს ,,G------’’ არ იყო წინააღმდეგი მოსარჩელისთვის დაებრუნებინა მისი კუთვნილი ნივთები, რომელთა დადგენა-მოძიებისთვის მას უკვე შეექმნა სპეციალური კომისია.

 

თავის მხრივ, შპს ,,G-------ის’’ დირექტორმა ილ-–-ა მი–----ომ 2019 წლის 5 თებერვლით დათარიღებული წერილით კამ-----რ მა-------ისგან მოითხოვა სულ ხუთი დასახელების ნივთის დაბრუნება. ამასთან, 2019 წლის 28 მარტის წერილით ილ-–-ა მი–----ომ წერილობით დაადასტურა, რომ შპს ,,G-------ის’’ მფლობელობაშია კამ-----რ მა-------ის კუთვნილი და 23.01.2019 წლის წერილით მოთხოვნილ ნივთთა აბსოლუტური უმრავლესობა და მიუთითა, აღნიშნულ ნივთთა ზუსტი ჩამონათვალი, თუმცა, აღნიშნა, რომ მის მიერ ნივთთა გადაცემა განხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც თავის მხრივ კამ-----რ მა-------ი დაუბრუნებდა შპს ,,G-------ს’’ კუთვნილ ნივთებს. (სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ საზოგადოებას არ გააჩნდა ოფისი სოფელ ფარიზში. ხოლო, ვაშლის ბაღის ტერიტორიაზე არსებული სათავსო - დროებითი ნაგებობა, არ შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის სამუშაო ოფისად, ამასთან მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, ომელიც საწარმოს ტერიტორიაზე მის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში არსებულ ნივთთა მისდამი კუთვნილებას და განთავსებას დაადასტურებდა. საზოგადოების ტერიტორიაზე თუკი იქნებოდა განთავსებული თუნდაც რომელიმე ნივთი, (რომელთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას ითხოვს მხარე) ეს ცალსახად არ მიუთითებს ამ ნივთთა კამ-----რ მა-------ისადმი კუთვნილებაზე, ამასთან თავის მხრივ კამ-----რ მა-------ი ასევე ფლობს შპს ,,G-------ის’’ კუთვნილ ნივთებს, რომელთა დაბრუნების ვალდებულებაც მას არ შეუსრულებია. (შესაგებელი, მოპასუხის ახსნა-განმარტება)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,G-------ის’’ ამჟამინდელი დირექტორია ილ-–-ა მი–----ო, ხოლო 2017 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით აღნიშნულ პოზიციას მითითებულ საწარმოში კამ-----რ მა-------ი იკავებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- მხარეთა ახსნა-განმარტება,- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2019 წლის 23 იანვარს კამ-----რ მა-------მა წერილობით მიმართა შპს ,,G-------ის’’ მოქმედ დირექტორს ილ-–-ა მი–----ოს და 2019 წლის 1 თებერვლამდე მოითხოვა 25 დასახელების ნივთის უკან დაბრუნება. 30.01.2019 წლით დათარიღებული წერილით შპს ,,G-------ის’’ დირექტორმა კამ-----რ მა-------ს აცნობა, რომ შპს ,,G------’’ არ იყო წინააღმდეგი მოსარჩელისთვის დაებრუნებინა მისი კუთვნილი ნივთები, რომელთა დადგენა-მოძიებისთვის მას უკვე შეექმნა სპეციალური კომისია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- კამ-----რ მა-------ის 2019 წლის 23 იანვრის წერილი

- შპს ,,G-------ის’’ დირექტორის ილ-–-ა მი–----ოს 2019 წლის 30 იანვრის წერილი

 

3.2.2. შპს ,,G-------ის’’ დირექტორმა ილ-–-ა მი–----ომ 2019 წლის 5 თებერვლით დათარიღებული წერილით კამ-----რ მა-------ისგან მოითხოვა სულ ხუთი დასახელების ნივთის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება,- შპს ,,G-------ის’’ დირექტორის ილ-–-ა მი–----ოს 2019 წლის 5 თებერვლით დათარიღებული წერილი

 

3.2.3. 2019 წლის 28 მარტს ილ-–-ა მი–----ომ კამ-----რ მა-------ისადმი შედგენილი მიმართვით დაადასტურა, რომ შპს ,,G-------ის’’ სპეციალურმა კომისიამ განახორციელა განცხადებაში მითითებული კამ-----რ მა-------ის ,,... კუთვნილი ნივთების მოკვლევა ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, ადგილზე აღმოჩნდა შემდეგი დასახელების ნივთები: 1. ძმისთვის მიძღვნილი ძეგლი 1 ფილა; 2. რკინის (ლითონის) მაგიდა 1 ცალი; 3. ხელის სათიბი 1 ცალი; 4. ავეჯის კარადა 1 ცალი; 5. სკამი სავარძელი 1 ცალი; 6. ხელის პულივიზატორი 2 ცალი; 7. ჩანგალი 1 ცალი; 8. ტელევიზორი 3 ცალი; 9. ანტენა თეფში 1 ცალი; 10. ანტენა ბადიანი1 ცალი; 11. წიგნი 1 ცალი; 12. მიკროსკოპი 1 ცალი; 13. პლასტმასის კასრი 1 ცალი; 14. რკინის კასრი 1 ცალი; 15. რკინის კარადა 1 ცალი; 16. კედლის საათი 1 ცალი; 17. პლატფორმა 1 ცალი; 18. რკინის სეიფი 1 ცალი; 19. ბურღი დაშლილ მდგომარეობაში 1 ცალი; 20. რკინის ურო 1 ცალი; 21. გათბობის ღუმელი 1 ცალი. თავის მხრივ, ილ-–-ა მი–----ომ კამ-----რ მა-------ისგან მოითხოვა შპს ,,G-------ის’’ კუთვნილი შემდეგ ნივთების/ინვენტარის დაბრუნება: 1. საბურღი დანადგარი (ორმოსმთხრელი) გადამცემი ე.წ. კარდანის ლილვით мтз 82-ისთვის - 1 ერთეული; 2. კომპრესორი мтз 82-ისთვის - 1 ერთეული; 3. გამფრქვევი (ე.წ. ,,რასპილიწელი’’ мтз 82-ისთვის - 1 ერთეული; 4. ეტიკეტების აპლიკატორი Towa-6530 (APN-30) - 1 ერთეული; 5. სეკატორი - LOWE 1.109 - 1 ერთეული;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება,- შპს ,,G-------ის’’ დირექტორის ილ-–-ა მი–----ოს 2019 წლის 28 მარტის მიმართვა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან კამ-----რ მა-------ს კუთვნილი ნივთების გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 159-ე, 162-ე, 170-ე, 172-ე, 186-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საქმეზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი (იხ., სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი, 2017 წელი; Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-1099-1019-2017, 17 ნოემბერი, 2017 წელი). ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება;

 

6.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი, მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება) მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებადია შემდეგი წინაპირობების ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით განხორციელების შემთხვევაში: პირველი, უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, მეორე უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მესამე, მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ.,საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება 3კ-624-02, 09 სექტემბერი, 2002).

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, როგორც მისი ახსნა-განმარტებით, ასევე მოპასუხის მხარის მიერ სადავო ნივთებზე კამ-----რ მა-------ის საკუთრების უფლების აღიარებით), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლით, მოპასუხე მხარე აპელირებს რომ კამ-----რ მა-------მა ვერ შეძლო სადავო ნივთების მისდამი კუთვნილების დადასტურება, ამასთან იგი უთითებს ქონების ფლობის მართლზომიერი უფლების არსებობაზე, თუმცა, ვერ ამტკიცებს მას.

 

მოსარჩელის განმარტებით, წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე, ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისა, მოპასუხეს არ აქვს სადავო ნივთების ფლობის უფლება, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.5. ის ფაქტი, რომ 2019 წლის 28 მარტს შპს ,,G-------ის’’ დირექტორმა ილ-–-ა მი–----ომ აღიარა, რომ შპს ,,G-------ის’’ სპეციალურმა კომისიამ განახორციელა კამ-----რ მა-------ის კუთვნილი ნივთების მოკვლევა და ინვენტარიზაცია და დაადგინა ნივთთა საწარმოს ადგილზე არსებობა, საკმარისია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შპს ,,G-------ის’’ უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისთვის, რადგან:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით კანონმდებელი ადგენს თუ რა ითვლება ნივთის გადაცემად და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: ა) შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; ბ) არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; გ) მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

განსახილველ შემთხვევაში, კამ-----რ მა-------ი, რომლიც წარმოდგენდა შპს ,,G-------ის’’ დირექტორს, ამტკიცებს, რომ საწარმოში თავისი საქმიანობის პერიოდში, მან სარჩელით მოთხოვნილი ნივთები მიიტანა საწარმოს ტერიტორიაზე რათა ისინი დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საწარმოს დირექტორის თანამდებობაზე საქმიანობა, ნივთების უკან დაბრუნება არ მოუხდენია. კამ-----რ მა-------სა და შპს ,,G-------ს’’ შორის რაიმე სახის ხელშეკრულება განსაზღვრული ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ გაფორმებულა. მესაკუთრის ნამდვილი ნება საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ და შემძენისათვის მისი პირდაპირ მფლობელობაში ჩაბარება არ განხორციელებულა. ნივთების დაბრუნების მოთხოვნით, მან არაერთჯერ მიმართა საწარმოს მოქმედ დირექტორს, ილ-–-ა მი–----ოს, რომელმაც თავის მხრივ დაუდასტურა რა ნივთთა ნაწილის საწარმოს ტერიტორიაზე არსებობა, თავის მხრივ წინმსწრებად მოითხოვა ხუთი დასახელების ნივთის კერძოდ: 1. საბურღი დანადგარის (ორმოსმთხრელი) გადამცემი ე.წ. კარდანს ლილვით мтз 82-ისთვის - 1 ერთეული; 2. კომპრესორის мтз 82-ისთვის - 1 ერთეული; 3. გამფრქვევის (ე.წ. ,,რასპილიწელი’’ мтз 82-ისთვის - 1 ერთეული; 4. ეტიკეტების აპლიკატორის Towa-6530 (APN-30) - 1 ერთეული; 5. სეკატორის - LOWE 1.109 - 1 ერთეული, უკან დაბრუნება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

საქმის მასალების მიხედვით, სადავო ნივთები, მოსარჩელის მიერ, თავის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქნა მიტანილი საწარმოს ტერიტორიაზე, ამასთან, ილ-–-ა მი–----ომ, კამ-----რ მა-------ისადმი შედგენილ წერილში დაადასტურა, რომ ამ ნივთების არა საკუთარი თავისადმი, არამედ კამ-----რ მა-------ისადმი კუთვნილება. ილ-–-ა მი–----ო არ არის აღნიშნული ნივთების მართლზომიერი მფლობელი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის დანაწესის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

 

აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე და ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ: მოპასუხეს არ აქვს სადაო ნივთების ფლობის უფლება მოპოვებული და იგი არ მიიჩნევა ამ ნივთების მართლზომიერ მფლობელად, ხოლო, ის გარემოება, რომ შესაძლებელია კამ-----რ მა-------ი ასევე თავის მხრივ ფლობდეს ილ-–-ა მი–----ოს კუთვნილ ნივთებს, აღნიშნული ვერ აქცევს ილ-–-ა მი–----ოს კამ-----რ მა-------ის კუთვნილ ნივთთა მართლზომიერ მფლობელად. შესაბამისად აღნიშნული არ გამორიცხავს მოპასუხისგან სადავო ნივთების გამოთხოვის შესაძლებლობას.

 

ყოველი ზემოთ მითითებული გარემოებები ადასტურებენ, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მისი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია ქონებრივ სამართლებრივი დავა, რომელშიც სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზემოაღნიშნული დავა განეკუთვნებოდა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 60 ლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120 ლარი. ამდენად, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. კამ-----რ მა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,G-------ის’’ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას კამ-----რ მა-------ის შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ძმისთვის მიძღვნილი ძეგლი 1 ფილა; 2. რკინის (ლითონის) მაგიდა 1 ცალი; 3. ხელის სათიბი 1 ცალი; 4. ავეჯის კარადა 1 ცალი; 5. სკამი სავარძელი 1 ცალი; 6. ხელის პულივიზატორი 2 ცალი; 7. ჩანგალი 1 ცალი; 8. ტელევიზორი 3 ცალი; 9. ანტენა თეფში 1 ცალი; 10. ანტენა ბადიანი1 ცალი; 11. წიგნი 1 ცალი; 12. მიკროსკოპი 1 ცალი; 13. პლასტმასის კასრი 1 ცალი; 14. რკინის კასრი 1 ცალი; 15. რკინის კარადა 1 ცალი; 16. კედლის საათი 1 ცალი; 17. პლატფორმა 1 ცალი; 18. რკინის სეიფი 1 ცალი; 19. ბურღი დაშლილ მდგომარეობაში 1 ცალი; 20. რკინის ურო 1 ცალი; 21. გათბობის ღუმელი 1ცალი.

 

3. შპს ,,G-------ს’’ კამ-----რ მა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.

 

4. კამ-----რ მა-------ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 120 ლარიდან უკან დაუბრუნდეს სარჩელის წარდგენისას 2019 წლის 15 აპრილს სს ,,თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარის ოდენობით, მიმღების ანგარიში: 300093150, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი