გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210018002688550
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/30819-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–ი

მოპასუხე - შპს „დ--–--ა“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „დ--–--ა“-ს ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 18 844.2 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2016 წლის 5 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N0----------, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი "კედარი ჰიმალაი" და თანმდევი მომსახურება (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება).

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მცენარეების მიწოდება-დარგვა უნდა განხორციელებუ-ლიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 15 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობით დავალებაში მოცემული კონკრეტული რაოდენობებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარების მოვლა-პატრონობა მათი დარგვიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების 2.3. პუნქტით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 110 200 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, შესყიდვის ობიექტის ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრება დარგვიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებულია ნერგების ხმობის შემთხვევაში 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამხმარი ნერგების სანაცვლოდ იმავე სახეობის და რაოდენობის ნერგების ჩანაცვლება.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულებისთვის გათვალისწინებულ იქნა საჯარიმო სანქციები, კერძოდ, 8.3 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალე-ბის შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით.

 

შესაბამისად, მიწოდების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევისათვის ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ს ოდენობით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებლის დავალიანების თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 18 844.2 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს სარჩელის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. სასამართლოსთვის მხარის პოზიცია უცნობია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. კერძოდ, მოპასუხე შპს „დ--–--ა“-ს ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებ-ლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 2 000 ლარის გადახდა;

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. პირგასამტეხლო 16 844.2 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპა-სუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირგასამტეხლოს დარჩენილ ნაწილში სასამართლო მოთხოვნას არ თვლის იურიდიულად გამართლებუ-ლად და მსჯელობს არსებითად.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებუ-ლების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსაზღვრა 2 000 ლარი და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, დარჩენილ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მეირ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, ქ. თ---–----------–----–--------------ა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამასთან, ვინაიდან დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი პირგასამტეხლოს 16 844.2 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე