გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33971-18
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - ი/მ მ------- მ---–---–ი
წარმომადგენელი - ბ-----–------
მოპასუხე - შპს "დ---"
დავის საგანი - თანხის დაკისრება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სასამართლო პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა ი/მ მ------- მ---–---–ის წარმომა-დგენელმა მოპასუხე შპს "დ---"-ს მიმართ, სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი/მ მ------- მ---–---–ის სარჩელი დაკმა-ყოფილდა სრულად. მოპასუხე შპს "დ---"-ს მოსარჩელე ი/მ მ------- მ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა, არსებული დავალიანების სახით ძირითადი თანხის - 15 000 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს "დ---"-ს მოსარჩელე ი/მ მ------- მ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხის 789,75 ლარის ანაზღაურება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გამორჩენილი იქნა ტექნიკური მიზეზით მეორე სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოსათან დაკავშირებით.
დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად დაინიშნა სასამართლო სხდომა 2019 წლის 14 მაისს.
2019 წლის 07 მაისს შპს ,,დ---ს" მიერ შემოტნილი იქნაა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნის თაობაზე, აღნიშნული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და 2019 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომაზე პირველ რიგში განხილულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საჩივარი.
2019 წლის 14 მაისს სასამართლომ ზეპირი მოსმენით იმსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე და საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ამასთან სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს საკითხის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.
პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ 2018 წლი 23 მაისს ვალის აღიარების დოკუმენტით განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. გრაფიკით გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სარჩელის აღძვრის მომენტისთვის შეადგენს 11325 ლარს.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა შეთანხმების აქტით (23.05.2018) ნაკისრი ვალდე-ბულება. ამდენად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოპასუხე შპს ,,დ---"-ს მოსარჩელე ი/მ მ------- მ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 11325 ლარის გადახდა;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, მხარეთათვის დამატებითი გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე