განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
010100118002616242
დავის ტიპი
223 (1) 1 , 223
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002616242

საქმე N1-798/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ----------

 

ბ-------ს საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლ---- გელოვანი

სხდომის მდივანი - ნათია ზ----ე

 

სახელმწიფო ბრალმდებლები - ფ-------- ქ---–----ე, რ----- შ----ე, ი-----–ი დ--------–--ე, გელა თებიძე

 

ადვოკატები - მ---- დ-------ე, ს---–------ კ-----–--ე, ა-–---------ე კ------ე, გ------ი წ----ე, ი---- ბ----–--ე, ფ-------- ს-----–---–ი, პ----ა ნ-----ე, მ--–---- ზ----ე, მ---- ც-------ე

 

1. ბრალდებული: მ------ ლ---------–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადების თარიღი: 1--12.---- წელი

პირადი ნომ----: 6----------

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

მცხოვრები: ქ----------, ზ-----–-–---–------------

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლი.

 

2. ბრალდებული: ი---- გ-----ე

მამის სახელი: გ------ი

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პირადი ნომ----: 0----------

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

მცხოვრები: ქ. თ---–---, ფ----–---–--ის ქ. N-----------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლი.

 

3. ბრალდებული: ზ---– ა---–------ი

მამის სახელი: თ-----------

დაბადებული: 0-.0--1--- წელი

პირადი ნომ----: 6----------

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

მცხოვრები: ქ. ბ-------, თ--------------------–---------------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლი.

 

4. ბრალდებული: შ----- კ----–--ე

მამის სახელი: ი-–--

დაბადებული: 2--0-.1--- წელი

პირადი ნომ----: 6----------

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი

მცხოვრები: ქ----------, მ--–---–---–-ს ქუჩა N-----------

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ------ ლ---------–იმ ჩაიდინა „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, რაც გამოიხატება შემდეგში:

 

მ------ ლ---------–ი არის „კანონიერი ქურდი“, რომელიც დაშინებით, მუქარით, იძულებით, ,,ქურდული გარჩევით“, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, აჭარაში და მათ შორის ქალაქ ბ------–ი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს პირთა ჯგუფს და როგორც „კანონიერი ქურდი“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, საზღვარგარეთიდან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და მისი კრიმინალური გავლენის ქვეშ მყოფი პირების მეშვეობით, ახდენს „ქურდულ გარჩევებს“ და მონაწილეობს „ქურდულ შეკრებებში“.

 

მ------ ლ---------–იმ, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მისაღებად, „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვიტა კ---- თ---------ის სარგებლობაში არსებული „ა-------------ის N-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანასთან და თანხასთან დაკავშირებული დავა, რაც არ შესრულდა და შეჩერდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების მიერ. მის მიერ მანამდე ქურდულად გარჩეული და გადაწყვეტილი დავის შეუსრულებლობის და შეცვლა-შეჩერებით გაბრაზებული მ------ ლ---------–ი, საზღვარგარეთიდან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, 2018 წლის 24-25 აპრილს, ქალაქ ბ------–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ი----- ა--–--ეს. მან, როგორც „კანონიერმა ქურდმა“ სატელეფონო საუბრების დროს, ი----- ა--–--ეს დაავალა მისი გავლენის ქვეშ მყოფი და მის მიერ მართულ პირთა ჯგუფის შეკრება და ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით „ა-------------ის ავტომანქანასთან დაკავშირებული დავის განხილვა/გადაწყვეტაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. აღნიშნული დავის განხილვის დროს, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების, მათ შორის, შ----- კ----–--ის კრიმინალური გავლენის მოსაპოვებლად სტატუსის შეცვლის საკითხზე საუბრისას, მ------ ლ---------–იმ შ----- კ----–--ეს უსაყვედურა, თუ რატომ შეეცადა „ქურდულ სამყაროში“ სტატუსის მოსაპოვებლად სხვა „კანონიერ ქურდებთან“ საკითხის გარკვევას და დაავალა ამ საკითხზე მასთან, როგორც მის მხარდამჭერ კანონიერ ქურდთან შესახვედრად თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლა.

 

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განსახორციელებლად, „კანონიერმა ქურდი“ მ------ ლ---------–ი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მისაღებად, პირთა შორის არსებული დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადასაწყვეტად, საზღვარგარეთიდან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით (მობილური ტელეფონის გამოყენებით), 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბ------–ი მობილური ტელეფონზე დაუკავშირდა რ----– ც---------ეს და ამ უკანასკნელის მიერ „ქურდულ სამყაროში“ თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო „ქურდული შეკრება“ და „ქურდული გარჩევა“, რა დროსაც რ----– ც---------ეს განუცხადა, რომ ესაუბრებოდა „კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–ი და თანხის, ე. წ. „თავანის ჩაბარების“ საკითხი მასთან და მის თანამზრახველ სხვა „კანონიერ ქურდთან“ იყო შეთანხმებული. თავის მხრივ რ----– ც---------ემ, სატელეფონო საუბრის დროს აცნობა, რომ ფულადი თანხის, ე. წ. „თავანის ჩაბარების“ საკითხი გარკვეული ვადით სხვა „კანონიერი ქურდების“ ჩარევით შეჩერდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ მ------ ლ---------–ი გააღიზი---, რ----– ც---------ის პასუხი საკუთარი კრიმინალური გავლენის შეურაცხყოფად მიიღო, რის გამოც დაშინების მიზნით განახორციელა მუქარა და რ----– ც---------ეს მოსთხოვა ეცნობებია მისი ადგილსამყოფელი, სადაც მიაკითხავდა მისი, როგორც „კანონიერი ქურდის“ მიერ მართული და ორგანიზებული პირთა გარკვეული ჯგუფი და მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ამის შემდეგ რ----– ც---------ის და მისი ოჯახის წევრების და რ----– ც---------ის მხარდამჭერი პირების მისამართით დაიწყო გინება და მუქარა მასზე ზეგავლენის მოსახდენად და „ქურდულ სამყაროში“ ე. წ. „თავანის“ დროულად ჩასაბარებლად.

 

2018 წლის 0--------, ქალაქ ბ-------დან, ბ-–-- დ------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ მ------ ლ---------–ის და „ქურდულ სამყაროში“ არსებული სადავო საკითხი, რომელიც შეეხებოდა ბ-–-- დ------ის მიერ გამოძიებით დაუდგენელ პირზე, ვინმე „ა-–------“ ე. წ „თავანის ჩაბარებას“, შეათანხმა მ------ ლ---------–ისთან და მისგან, როგორც „კანონიერი ქურდისგან“ მიიღო მითითება - „ქურდული გარჩევის“ დროს თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.

 

1.2 მ------ ლ---------–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

1.3 გამოძიების დაწყების ბარათით და მოწმე ა------ ბ-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 07 მარტს, საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის, ა------ ბ-----ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.4 მოსამართლის განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, რის შედეგად მტკიცებულებების სახით მოპოვებული იქნა სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერები (ფონოგრამები), რომლებიც გამოკვლეული იქნა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.

 

N---------- ფონოგრამის თანახმად, 2018 წლის 24 აპრილს, მ------ ლ---------–ის მობილური ტელეფონიდან, რომლის ნომ----ა 3----------, საზღვარგარეთიდან უკავშირდება ქალაქ ბ------–ი მყოფ ი----- ა--–--ეს მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- მოკითხვის შემდეგ მ------ ლ---------–ის და ი----- ა--–--ეს შორის მიდის შემდეგი შინაარსის დიალოგი „ხარ ერთი საქმის კურსში კ----სთან სიტუაცია რომ იყო? კი. აბა რა ხდება მანდ? კონკრეტულად რა გაინტერესებს, ხომ არ გახლია კ---- შენ? არა კ---- სახლშია. მომისმინე რა მაინტერესებს კონკრეტულად! ჩვენთან მოვიდა ვიღაც ზ---- კ----ს სახელით და მითხრა რომ კ----მ მთხოვაო, რაღაცა ოჯახური პრობლემა მაქვსო ბავშვის, მანქანა აქვსო წართმეულიო ბა-–-------სო და ის ფულიო ე-–--მ გაუჩერაო. ბა-–-------ს ფულსაც კითხულობენო. მე ვუთხარი, რომ სანამ ე-–--ს შევხდები და გავარკვევთ მაგ ფულს, რატომ გაუჩერა კაროჩე კ----ს ფული, მანამდე მე ვუთხარი მიდით ბა-–-------სთან და ბა-–-------ს გამოართვი მანქანა თქო. ბა-–-------ს ველაპარაკები, რომ შენთან მოსატანი ფული კ----ს გაუჩერა ე-–--მ. ეს ბიჭი არაა მაქ არაფერში და მე და ე-–-- სანამ გავერკვევით და შევხდებით მანამდე მანქანა გაატანე. გაატანა მანქანა. იჩითება იქ ჩემი უბნელი გ------- და ჯ------–ა ნ---–--ე, მიდიან კ----სთან სახლში, ეს ზ----ც იქაა. მეუბნება გ-------, მ------ ეგ მანქანა ღირსო 4----------ში არის ლომბარდშიო და ამანო კაროჩე რაღაცა ელექტრომობილი დაპირდაო, ვძმაკაცობო, ვმეგობრობო კ----სთანო და კაროჩე ელექტრომობილი დამპირდაო.... მ------ ბა-–------- რას იძახის იცი, მეო მანქანა იმ გოიმის გამო წავიყვანეო, ვითომ მანქანა მყავს ზალოგშიო, მაგრამ მე არ წამირთმევიაო... მანქანა ზალოგში მე არ ვიცი, ზ---- რომ მოვიდა მანქანა იყო წართმეული და მანქანა მივაყვანინე კ----სთან სახლში... ამის შემდეგ ჩემთვის კაციშვილს არ დაურეკია. იქ მერე ადგენენ ლაპარაკს კ----მ მითხრაო რაღაც ფული მაქვს ასაღებიო და რომ ავიღებ ფულს ახლობლები ვართ, ვმეგობრობთ და ელექტრომობილს მე გიყიდიო და მაგ მანქანას 3--- დოლარი ლომბარდში აქვს და მე გადავიფორმებო და 7-- დოლარი რჩებაო. მე ვუთხარი კ----სთან ხართ სახლში მოილაპარაკეთ და გადაწყვიტეთო. დაილაპარაკენ და თქვეს რომ ლომბარდი გადაიბარა კ----მ და 7-- დოლარი აჩუქა გ-------სო. მე მანქანა დავაბრუნე. კაციშვილს არაფერი არ უთქვია, მადლობა არ უთქვია ჩემზე... დღეს ახლა ვიღაცა ურეკავს, ა--–---მ იცისო მაგ თემაო და შენთან ლაპარაკი უნდათ მანქანაზეო. რა აქვთ სალაპარაკო და ვინ ინტერესდება მაგით. ისა მ------, მარტო ,,ა-----'' არ ხსენებულა, ,,ა-----'', ,,ბ--'' და 2---- მაჩუქაო, გ-------ს უთქვამს, მე ასე გავიგე... შენ რა გამაგებინე იცი? ზ----სთან ერთად ვინ იყო გ-------სთან მისული დღეს, ახალ ბულვარში გამოდი ლაპარაკი გვინდაო? მე მგონი ბარცხანელები. მე დამირეკა ა--–---მ და შემეკითხა ამ თემაზე რა ხდებაო. მეთქი არ ვიცი ჯერ მე არაფერი... ზ----მ თავნის ფულზე რომ დამირეკა, ჩაბარებული აქვს მაგას თავანი, მეთავნე ვინაა იქედან? მ-----ა დოლიძე... მანქანა ორჯერ დავაბრუნე. ბიჭო ვინმესთან ვალში ხომ არ ვარ რამე ერთი მითხარი. არა ძმა. ბიჭო ვერ ვხდები რაღაცეებს და ცოტა აზრზე მოიყვანე, თორემ ჩემი.... ძალიან კარგად ვიცნობ მაგ კ----ს...მ------, ა--–---ს დედასთან მივიდა კ----ს დედამისი. კ----ს დედამისმა ა--–---ს სახლიდან ელაპარაკა და ეგ თემა მაქიდან წამოვიდა და ზ----ს უთხრა... კ----მ დამირეკა, რა ვქნა როგორ მოვიქცეო. მ------ს დაურეკე მეთქი ვუთხარი. თუ ა--–---მ დაგირეკა ორივენი ქურდები არიან და მ------საც დაურეკე მეთქი.. ზ----ს გადმოცემით მე ვიცოდი, რომ თავნის ფული 5--- იდო. მე ფულს საიდან დავდებდი, როცა არ ვიცი ვინაა მეთავნე. შენ არა, ზ----ს ოჯახიდან წამოიღო, 5--- ედავებოდნენ მ------. ჟ------ს თემა იყო და არ ვიცი მეთავნე ვინ იყო. ჟ------მ დაუწყო ეს ბაზარი.... შემდეგ ლ---------–ი საყვედურობს, რომ ბ------ა რომ მოვიდა რატომ გაატანე მანქანაო. ი----- პასუხობს რომ იმ დღეს კ----საგან მანქანა მე წამოვიყვანე, რადგან ვერ გავიგე თავანი ვისთან იყო. თუ ვერ გაირკვევა მანამდე გაჩერდება მანქანა. მანქანა წართმეული ჰქონდა ჟ------ს... ეს თავანი ფული ეხლა ვისთან აქვს და რატომ ვარ მე ნახსენები მაგ თემაში...ვინაა მეთავნე, ვინ ედავებოდა თავანს.. ჟ------ და ნ--------- იძახის რომ ჩვენთან იყო თავანი... ეგ კ---- დამალაპარაკე. მაინტერესებს იმ დღეს სახლში რომ იყვნენ მასთან და გადასცა მანქანის გასაღები, რომელიც 3--- დოლარში ლომბარდშია, 4--- დოლარი ღირსო მანქანაო, 7-- დოლარიაო და ვაძლევ აგერ მანქანას თუ გაყიდისო. მოილაპარაკენ, მისცემ მაგის იქეთ ვინ ინტერესდება, ამაზე ა--–--- ინტერესდება, კეთილი ინებოს და დარეკოს და მაგ ,,ა-------'' და 7-- დოლარზე რაცაა ვაცოდინებ... მ------ თავანზე ბიჭმა, რომ დაგირეკა აგერაა თავნის ფული, რამე გასარკვევია თუ? მე ეხლა დავურეკავ ა--–---ს და მე ვეტყვი მაგ თავნის ფულზე...ა--–---მ ძალიან კარგად იცის ჩემი ტელეფონის ნომ----.... მ------ ლ---------–ი ისე რომ ი----- ა--–--ესთან კომუნიკაცია არ გაუწყვეტია პარალულურ რეჟიმში უკავშირდება გ-------ს და მასთან აგრძელებს საუბარს და არკვევს კ---- თ---------ის ავტომანქანასთან დაკავშირებით მის მიერ ქურდულად გარჩეული საქმის დეტალებს და საყვედურობს, რომ საქმის გარჩევის შემდეგ რატომ დაიწყო კ---- თ---------ისგან დანარჩენის მოთხოვნა. ემუქრება, რომ თუ მოითხოვა, მაშინ მიიღებს საკადრის პასუხს, საბოლოოდ გ------- ეუბნება, რომ არ მოუთხოვია. ამის შემდეგ მოუბრუნდება ი-----ს და ეუბნება შენ ვინ გითხრა კ------... ზ----მ და ჯ------–ამ.. რომ გ-------ს ქონდა საუბარი მანქანის წამოყვანის მერე? ჰო, ჰო, თქვა, რომ ,,ა-----'' და ის შემპირდაო და თუ არ უნდა ,,ბ---ს'' წაყვანა და რომ არ წავიყვანო და წავიღო ფული ,,ა-----'' გამომითავისუფლოსო... და შენ ეგ ვინ გითხრა საბოლოოდ გამეცი პასუხიო.. ჯ------–ამ და ზ----მ. მაშინ დაურეკე ახლა ორივეს და მოიყვანე შენთან და დამირეკე გელოდები, რაზეც თანხმობას უცხადებს ი----- ა--–--ე და ეუბნება, რომ მოიყვანს და დაალაპარაკებს...

 

N1--------- ფონოგრამის თანახმად, აღნიშნული საუბრიდან 55 წუთის შემდეგ, „კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–ი იმავე ნომრიდან და ნომერზე უკავშირდება ი----- ა--–--ეს და ეუბნება თუ ესაუბრა ჯ------–ას. კი ველაპარაკეო. მეც დამირეკა ჯ------–ამ, ხვალე რაღაცეები მაინტერესებს და ხვალე კ------, კ----, ზ----, ჯ------–ა, შენ და გ------- მოგროვდით და დამირეკე „კაროჩე“ გელოდები, გამიგე? ჰო, კაი, მოვუყრი თავს მაგ ყველაფერს ლ---------–იმ უთხრა, რომ ჩემი სახელია ნახსენები და მაინტერესებს, მაგ გ-------ზე ნათქვამი მაქვს: შენ, კ----, ჯ------–ა და ზ---- ხომ ამბობთ, რომ გ-------მ დაგირეკათ და გითხრათ 2---- ლარი ვითხოვეო, ეფ-10-ს არ ვითხოვ და ,,ა-----'' გამომითავისუფლეო და ამის გარკვევა მაინტერესებს... თუ ამ საქმეში ა--–---ა ჩართული იქედან დაესწროს, თუ რამე აინტერესებს დარეკოს აგერ და გავარკვევ ყველაფერში. თუ არადა მე სადაც ვიყავი კ------, ეს განაბურად ასეა გადაწყვეტილი გაიგე და კატეგორიულად მოითხოვს ზემოხსენებული პირების შეკრებას. შემდეგ მიმართავს ი----- ა--–--ეს - „კ------ შენ რას ფიქრობ ეხლა, შენს გამო წავედი ქურდებთან, ჩხუბები მქონდა, ხიპიშები მქონდა... მე როდესაც ქურდებთან მივდივარ და შენს ჩესტზე ვლაპარაკობ და იქ გაბრალებენ თუ არ გაბრალებენ მე ძალიან კარგად ვიცი თავი-ბოლო რა იყო გაიგე და ვიღაცას რომ დააბარე ისე დაგაბარებდი? შენ ეგეც იცოდი და იმ კ----–--ემაც ძალი---ც კარგად იცოდა, რომ ტყუილს მაგი ვერ გადასცემდა და თუ როგორც უნდა გადაეცა მაგას განაბურად, ისე არ გადასცა მაგი თუ კაი ბიჭი იყო, იქ გაეცა პასუხი.. ბოლოს ეუბნება ლ---------–ი რომ სადაა ერთი კ----–--ე სადაა? ჩემთანაა ახლოს აგერაა.. შემდეგ ა--–--ე ხმამაღლა ეძახის შ-----! და ამის შემდეგ შ----- კ----–--ესთან აგრძელებს საუბარს მოკითხვების შემდეგ, კ----–--ეს საყვედურობს კანონიერი ქურდი ლ---------–ი რომ არ უნდა დარეკო, არ უნდა მოიკითხო შენი თავი? კ----–--ე ეუბნება რომ გირეკავდი ტელეფონზე და ვერ გამოვდიოდი, სასამართლოები მაქვს, პად ზალოგ ვარ 14-ში მაქვს სასამართლო შემდეგ ლ---------–ი ეუბნება „მე რომ გითხარი იმის შემდეგ გავიდა თვეზე მეტი თუ ორი თვე. ორი თვე გავიდა წერილი გამოგეტანებია, მ-----–- ხომ გადმოდის ჩემთან, რამოდენიმეჯერ იყო გადმოსული ჩემთან. შენ ჩემამდე „მალიავა’’ ვერ დაწერე. შ-----კო მომისმინე ერთი წუთით, როდესაც დგები, ესეთი ლაპარაკი ხდება და მე ქურდთან „სპორი“ მიხდება შენს გამო რომ „განაბობა“ გინდა მერე დგები გაიგე, ქ--------მო ასე მითხრაო. რა ქ--------მ გითხრა ვერ გავიგე? ბავშვობიდან გიცნობ, შენ თუ ქურდობა გინდოდა, შენ მე საქმის კურსში არ უნდა ჩაგეყენებინე, გეკითხები? ამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და შენ ჩემთვის არ უნდა გეთქვა მ------ მე განაბობა მინდა და აგერა ვარ? კ----–--ე კი პასუხობს: კი ბაზარი არაა, მაგრამ ოფიციალურად მე არავინ ჩამიყენებია საქმის კურსში. შენ ტია, საქმის კურსში არ ჩაგიყენებია? კი, ტია საქმის კურსში ჩავაყენე, რა ფორმით იცი, იქ თემა იყო, მე და ჩეჩენა ასე ორი „ს--------–-“ ვიყავით და აქედან გამომდინარე ასე მოგვექცა თქო. თორემ მე ქურდების ოჯახის წევრობა მართალია მინდა, მაგრამ თავიდანვე ასე ოფიციალურად თავი არ გამიცნია, თემიდან გამომდინარე.. ბიჭო მომისმინე 1 წთ! როდესაც ქურდს ელაპარაკები და ეუბნები „სტრიმილა“, „სტრიმილა“, არის მომავალი ქურდი, რომელიც ოჯახში უნდა შემოვიდეს და განაბობა უნდა. „სტრიმილა“ ესაა. აი გეკითხები ეხლა მე, მე მეუბნება ტია, რომ მაგ ბიჭს განაბობა სდომებია. მე ვუთხარი მაგი ბიჭი ქუჩაშია, ქუჩის ბიჭია, ბავშვობიდან ვიცნობ, ეგ ჩემი ქალაქელია და მაგას თუ განაბობა უნდა მე უნდა ვიცოდე, მე მეტყოდა მაგი. მაგის მერე გირეკავ, ხმამაღალზე გირეკავ და მეუბნები რომ ქ--------მ მითხრაო. ეგ რა არის შ-----, შენ ქ--------ზე ხარ შენახვედრი? შენახვედრი არა ვარ ძმა. მერე შეიძლება მაგის სახელი მოიხსენიო, რომ უნახავში ქ--------მ ესე თქვა, რომ შენ მომავალი ბიჭი ხარ და საქმის კურსში ვარ და ეს ქურდს შეუძლია უთხრას უნახავში? თუ არ წავიდა მასთან არ გაირბინა, არ მოიპარა და ქუჩაში არ ნახა, ასე შეიძლება? გასაგებია ნალაპარაკები გვქონდა და აზრზე ვიყავი და კ------ს „ჩესტის“ თემის ირგვლივ ე-–--ს რომ ეხებოდა, ე-–--დან გამომდინარე, შენ მაშინ სროკზე იყავი, მაგი იყო დაინტერესებული კ------ს ბედით. თემას რაც შეეხება შენზე გვერდი არ ამივლია, მე მაგას უკუშენიაში ვთვლი ჩემს თავთან ... შემდეგ საყვედურობს შ----- კ----–--ეს, რომ ორი თვე რატომ არ შეეხმი---.. შ----- კ----–--ე ეკითხება: როგორც ქურდს ისე არ გეკითხები, ძმაკაცურად უნდა შეგეკითხო. გული---დ მითხარი რა უნდა გამეკეთებია, რომ შენამდე მოვსულივიყავი. პად ზალოგ კაცი ვარ და ხოდი არ მაქვს შენამდე რომ მოვსულივიყავი.. გეტყვი, რომ უნდა დაგეწერა მალიავა, შემოგეთვალა ჩემზე და მე გადმოვიტანდი მალიავას. მე რომ მალიავაში ამოვიკითხავდე შენს აზრს და ჩემთვის გასაგები იქნებოდა, აი ასე უნდა გექნა. შ----- ეუბნება შენამდე დღემდე მ------და მოსვლა... მე არა მაქვს, სიმონ მე არა მაქვს ის, რომ ვიღაცას „საცოკ“ მაღლა, მე ქურდი ვარ ქურდებში!. მას შ----- უხსნის რომ ხოდი არ მაქვს რომ შენამდე მოვიდე, ხოდი რომ მქონდეს შენთან ვარ ახლავე, ამ წუთას შენთან ვარ... შემდეგ ლ---------–ი ეუბნება: მაგიტომ გეუბნები, მეტი ყურადღება გინდა, მეტი მონდომება გინდა, მაგი გადაწყვიტე შენ მანდ რაცა გაქვს და ჩამოდი შენ და ქურდები ვართ აქ ბლომად, დავჯდებით და დავილაპარაკებთ.. ეხლა ესე ავდგე და ტელეფონი გითხრა არ მინდა. კიდევ გეუბნები, მაგრამ იმის იქეთ ქურდებთან სპორი მომიხდა, მაგიზა კიდევ ჩამოხვალ, აქ მასა ვართ ქურდების, 20 სული ვართ 100-150 კმ-ში დავჯდებით და დავილაპარაკებთ. მ------, 14 მაისს მაქვს სასამართლო, აკრძალვაზე ვიყავი და დანა მინახეს და ორივე საქმე აღმიძრეს. პროკურატურაში თ---–---დან ელოდებიან პასუხს საპროცესოზე და თუ არა 99% შეიძლება ჩამკეტონ. ბოლობოლო აქ პრობლემატურად დავიტოვებ თავს, რომ ძებნაზე დამსვან, რომ მაქეთ წამოვიდე. საბოლოოდ ასე ვაპირებ და თუ გამიპრავდა, გამასამართლეს და ჯარიმა დამაკისრეს, ეგრევე როგორც კი სასამართლოდან გამოვდივარ ეგრევე საზღვარზე ვარ ძმაო.... საუბარში ერთვება გ------ი პ-----ც. მ------ ლავასოღლი ამბობს რომ „მე ქურდი ვარ ქურდებში, მე ძმაკაცებში არ ვქურდობ.. შემდეგ ესაუბრება გ------ა პ----- და საუბარს იწყებს შემდეგნაირად: „რას შვრება ჩემი ქურდი ძმა.. მოკითხვის შემდეგ ლ---------–ი ეუბნება - აქ ჩამოდი და განაბურად ყველაფერს დავალაგებთ. შ----- კ----–--ეს მოკიდე ხელი და წამოიყვანე. კაი ძმა კაი ჩამოვიყვან, აბა რას ვიზამ.. გ------ი პირდება რომ სასამართლოებს, რომ მორჩება თურქეთში ჩავა მასთან.... ,,მე ვიცი ბიჭო როგორია დაბრალება, რას არ კადრულობს ზოგ-ზოგიერთები, მაგრამ მაგი გამოჩნდება იქ ქურდულ მოედანზე და ჩამოდი ჩემამდე დანარჩენს ვილაპარაკებთ...'' ბაზარი არაა ეუბნება გ------ი პ-----...

 

1.5 N1--------- და N1--------- ფონოგრამების თანახმად, 2018 წლის 25 აპრილს, 13:19 საათზე მ------ ლ---------–ი უკავშირდება ი----- ა--–--ეს ტელეფონზე და ეუბნება „შენ მაგენი ვინებიც გითხარი, კ----, ჯ------–ა, გ-------, ზ---- დღეს მომიგროვე და გელოდები ტელეფონთან“. კ------ ეუბნება - კაი ძმა. დღევანდელ ლაპარაკზე ვისაც უნდა დასწრება მოეთრიონ აქ გაიგე და დაესწრონ და მეც ჩამაყენეთ საქმის კურსში... ჰო, კაი ძმა, კაი... 14:24 საათზე მ------ ლ---------–ი ისევ უკავშირდება ი----- ა--–--ეს ტელეფონზე. მასთან და სხვა პირებთან მიმდინარეობს საუბარი კ---- თ---------ის ავტომანქანის თაობაზე, ა--–-- ქ------–--ესთან არსებულ უთანხმოებაზე. საუბრის ბოლოს მ------ ლ---------–ი ეუბნებათ, რომ თუ ვინმე მის გადაწყვეტილებაში ჩაყოფს ცხვირს, შტირზე დააჯენს....

 

1.6 მოწმე კ---- თ---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის აგვისტოს თვემდე ,,თიბისი ლიზინგის’’ ლომბარდში ყავდა ავტომანქანა ,ა----- ა--ს'' N--------. შემდეგ დაჭირდა თანხა და მოახდინა ავტომანქანის რეალიზაცია დ----–-ს ბელთაძეზე.

 

1.7 მოწმე დ----–-ს ბელთაძის ჩვენების თანახმად, 2018 წლის აგვისტოში მეგობარმა ვახო მიმინოშვილმა აცნობა, რომ ,,თიბისი ლიზინგის’’ ლომბარდი ყიდდა ავტომანქანა ,,ა----- ა--ს''. ლომბარდმა დააკავშირა კ---- თ---------ესთან. მივიდნენ მასთან და წამოიყვანეს ავტომანქანა. ლომბარდისათვის გადასახდელი იყო 3--- დოლარი. 400 დოლარი კ---- თ---------ეს ხელზე გადასცა. ლომბარდმა მოითხოვა ტექდათვალიერება. ავტომანქანით 10 დღე სარგებლობდა. პოლიციამ დააკავა ბულვარში, ანბანის კოშკთან და წაიყვანა ავტომანქანა.

 

1.8 ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნით დადგენი-–--, რომ №1---------, №1---------, №1--------- და №1--------- ფონოგრამები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები - ი----- ა--–--ე, შ----- კ----–--ე, მ------ ლ---------–ი და გ------ი პ----- არიან იდენტიფიცირებულები.

 

1.9 მოწმე დ-------ი ნ----------ის ჩვენების თანახმად, 2010 წელს ჩამოვიდა საქართველოში. 2011 წელს გახსნა საწარმოები ,,გ-–-----–----–----–" და ბიზნესცენტრი „ო-----“. ძირითადი საქმიანობა იყო ბიზნესი. 2011 წელს გაიცნო ა---------– ც---------ე, რომელსაც ზღვისპირას ჰქონდა სახლი. მან დახმარება სთხოვა, რის გამოც სახლის ნახევარი შეისყიდა. გადაიხადა 4---0 აშშ დოლარი და ერთობლივი ბიზნესი დაიწყეს. ვინაიდან სახლის გაფორმებისათვის არ იყო დოკუმენტები და მისი გაფორმება იყო შეუძლებელი, ამიტომ გარანტიისათვის მ------- ა---–------ის უძრავი ქონება - მიწა გაფორმდა მისი მეუღლის, ი--- ნ----------ას სახელზე. მ------- ა---–------ი არის ა---------–ი ც---------ის მეუღლის მკვიდრი ძმა. ორი წლის განმავლობაში რემონტს აკეთებდნენ. 4----- დოლარი ჩაიდო ბიზნესში. რადგან ა---------– ც---------ეს თანხა არ გააჩნდა, 2---- აშშ დოლარი გადასცა სესხად, რის გამოც გააფორმეს სესხის აღიარების ხელშეკრულება ნოტარიულად. ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო ა---------– და ნ------- ც---------ეების მიერ და ეს ციფრები იყო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული. რამდენიმე წელი ერთად მუშაობდნენ, მოგების თანხა იყოფოდა მათ შორის, იფარებოდა მშენებლობის ხარჯები. 2016 წლის ზაფხულში ა---------–მა განაცხადა, რომ ბიზნესში ერთვებოდა მისი ვაჟი რ----– ც---------ე. 2017 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე თავად მუშაობდა, ხოლო მეორე ნახევარში - რ----– ც---------ე. სეზონის დასრულების შემდეგ საჭირო გახდა წარმოქმნილი ვალის დაფარვდა. რ----–იმ განუცხადა, რომ აპირებდა ვალების დაფარვას და მთლი---დ ბიზნესის აღებას. გავიდა 2 თვე, მაგრამ ბუკინგის დავალიანება არ გადაიხადა. მის ბიძას დაუკავშირდა, რადგან გავლენა აქვს მასზე და სთხოვდა შეხვედრას. 2017 წლის დეკემბრის თვეში მ------- ა---–------ის ოფისში შეხვდა ჯ----– გ---------სთან ერთად. შეხვედრაზე იყო მ-------ი, რ----–ი, ასევე ჯ----–ის მეგობარი და ჯ----–ის ნათლული. სხვებს არ იცნობს. წარუდგინა ნოტარიალურად დადასტურებული ვალის აღიარება, ხელშეკრულება და მიწის რეგისტაციის დოკუმენტი დ---- ნ----------ის სახელზე. რ----–იმ თქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გადაიხდიდა 1------------–---ს. ამ შემთხვევაში მზად იყო წასულიყო საერთო ბიზნესიდან. გავიდა ოთხი თვე, მაგრამ დაპირებები დარჩა დაპირებებად. აპრილის ბოლოს უნდა დაეწყოთ სასტუმროს რემონტი. გადასაწყვეტი იყო აღნიშნული საკითხი. დაუკავშირდა მ-------ს, შეხვედრა უნდოდა, მაგრამ მ-------ი ავად იყო. რ----–მა თქვა, რომ ქალაქში შევხდეთო... დაურეკა ჯ----– გ---------ს და შეთანხმდნენ რესტორან ,,შერეკილებში" შეხვედრაზე, სადაც მივიდა. იქ დამხვდნენ რ----–ი და ჯ----–ი, სხვა მაგიდაზე ვ--–---- და ბ--------. ეს შეხვედრა იყო მეორეჯერ. საუბრობდნენ ქართულად. უთხრეს, რომ რ----–ი ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს გადაიხდიდა და თუ ვერ შეძლებდა გადახდას, მაშინ ერთობლივად გააგრძელებდნენ მუშაობას. სადღაც ივნისის შუა რიცხვებში შეხვდნენ. რ----–ს ფული არ ქონდა და ძველებურად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. მოგება შუაზე გაიყოფოდა. შემოსავლიდან ვალს გადაიხდიდა რ----–ი. 27 აპრილიდან დაიწყეს მუშაობა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე იმუშავეს. ელოდებიან შემდეგ წელს. რ----–თან უთანხმოება ვალის დაბრუნებას უკავშირდება. რ----–იმ განაცხადა, რომ თანხას დაუბრუნებდა, მაგრამ არ დაუბრუნა. ჯ----– გ--------- 2011 წელს გააცნო. უშიშროებაში მუშაობდა. ს----–---–მა გააცნო. სურდათ კონკრეტულად გადაეწყვიტათ ბიზნესის საკითხი, ამიტომ მიმართა ჯ----–ს.

 

1.10 მოწმე ი--- ნ----------ას ჩვენების თანახმად, მეუღლე დ-------ი ნ----------ი 2010 წელს ჩამოვიდა საქართველოში. 2011 წელს კი თვითონაც ჩამოვიდა. ინტერესის სფეროს ტურისტული ბიზნესი წარმოადგენდა. 2011 წელს გაიცნეს ა----- ც---------ე, რომელმაც შესთავაზათ ჩაედოთ ფული და შეესყიდათ სახლის ნახევარი. 2012 წლის ბოლოს ა----- ც---------ემ განაცხადა ბიზნესის დაწყების თაობაზე. საჭირო იყო სახლის 4---0 დოლარში გამოსყიდვა. სახლს არ გააჩნდა საბუთები. გაფორმდა ხელშეკრულება ნოტარიუსთან მ------- ა---–------ის მიწაზე. 2012-14 წლებში სახლის შეკეთება მიმდინარეობდა. დაახლოებით 4----- იყო ჩადებული. ამის გარდა, 2---- ათასი დოლარი ისე იყო მიცემული. ამის დასადასტურებლად ნოტარიუსთან შედგა ვალის აღიარება. მუშაობა დაიწყო. მოგება იყოფოდა. 2016 წლის შუაში ა----- ც---------ემ განაცხადა, რომ იმუშავებდა რ----–ი ც---------ე. მას მარტო სურდა მუშაობა და ანგარიშწორებას მოახდენდა. საჭირო იყო ბუკინგის და სხვა ხარჯების გადახდა. აღმოჩნდა, რომ თანხას არ იძლეოდნენ. დ-------იმ ჯ----–ის მიმართა რჩევისათვის. მეუღლეს საბოლოოდ ვალის აღიარების ხელშეკრულებით და სახლის ღირებულების ნახევრით ასაღები აქვს ც---------ეებიდან 1------ აშშ დოლარი.

 

1.11 მოწმე ჯ----– გ--------ის ჩვენების თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 15 წლის სტაჟი აქვს. დ-------ი ნ----------ი 8 წლის წინ, დაბადების დღეზე გაიცნო. მას მოეწონა მახინჯაურში ს----–---–ების ტერიტორია და დაუთმეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დ-------ი ნ----------ი ტურიზმის ასოციაციაში მის მოადგილედ მუშაობდა. დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო ბიზნესურთიერთობა ც---------ესთან. თავდაპირველად ურთიერთობა ნორმალური იყო. 2017 წლის ოქტომბერში დ-------ი მივიდა აღელვებული და უთხრა, რომ სახლს გასაღები გამოუცვალეს და უთხრეს წადი, კარგად ბრძანდებოდეო. მომართა თხოვნით. ა----- ც---------ეს საბაჟოდან იცნობს. ნათელ-მირონი არის ვ--–---- მ-------ე. გადაწყვიტეს შეხვედრა. მივიდნენ რ----– ც---------ის ბიძის ოფისში, მახინჯაურში. ვ--–----ს ახლდა ი---- გ-----ე. დასხდნენ და ისაუბრეს. რ----–იმ თქვა, რომ დოკუმენტაციაში ვერ ერკვეოდა. ამიტომ მისცეს დოკუმენტები, უთხრეს წაეღო სახლში და თავისი მშობლებისათვის ეჩვენებია. აღნიშნულიდან გარკვეული დროის შემდეგ, დაურეკა რ----– ც---------ეს. მან მიიყვანა მშობლები, რომელთაც შეხვდა და აუხსნა სიტუაცია. ი----მ გამოხატა ინტერესი და რ----–ის ტელეფონი სთხოვა. 2018 წლის ივნისში, ბ------–ი, პ--–----- ქუჩაზე რესტორან ,,შ-------–----'' მე-2 სართულზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. რ----–ს მოყვა ვიღაც პიროვნება და ისაუბრეს. შეთანხმდენ, რომ რ----–ი ვალს დაფარავდა და შემოსავალი 50/50 გაიყოფოდა.

 

1.12 მოწმე რ----– ც---------ის ჩვენების თანახმად, ზ---– ა---–------ი არის მისი ნათესავი. ც---------ეების ოჯახს ვალი აქვს დ--- ნ----------ის, რომელსაც დღემდე იხდის. ი---- გ-----ეს და ჯ----– გ---------ს იცნობს და მათ რამდენჯერმე შეხვდა. მათთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა დ--- ნ----------ის ვალთან და ბიზნესთან დაკავშირებით.

 

1.1-- N1--------- და N1--------8 ფონოგრამების თანახმად, ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე ნომრით 5----------5, 2018 წლის 15-16 ივნისს, ტელეფონის ნომრით 5-------- უკავშირდება რ----– ც---------ე, რომელიც მოიხსენიებს ბ--------თ. ეუბნება, რომ თავის საქმესთან დაკავშირებით სურვილი აქვს შეხვდეს და ესაუბროს და აუხსნას, თუ რა ბედი მოელის მას, თუმცა ბ-------- ავალებს, რომ შეხვდეს ვ--–----ს, რომელიც საქმის კურსშია. ის დაურეკავს ,,კანონიერ ქურდს'' თ------ს იტალიაში და როგორც თ------ იტყვის ისე გადაწყდება. რ----–ის უნდა, რომ ბ--------მ მოუგვაროს საკითხი. შემდეგ რ----–ი ეუბნება: ,,ბ-------, მე არ მაწყობს ის თემა, რომ მაგ რუსთან მქონდეს ხვალე და ზეგე რაიმე ჩემი პასუხისმგებლობა იურიდიულად დაკისრებული... რომ დღეს და ხვალე ეს რუსი არ მომადგება მე და მეტყვის, იცი რა ძმაო, ერთი მომეცი მაგ მიწაც და ეგერ ახლა ნოტარიუსის საბუთით რომ გაქვს ვალი აღიარებული, იგიც მომეციო. ვინ არის ამის პასუხისმგებელი? ბ-------- პასუხობს: ,,ვერ გავიგე, რა პასუხისმგებნელი. კაცის ვალზე ვლაპარაკობთ ჩვენ, რამდენი აქვს ვალი და რა პასუხისმგებლები, რის პასუხისმგებელი უნდა იყოს...''

 

1.14 N1--------- და N1--------3 ფონოგრამების თანახმად, 2018 წლის 17 ივნისს, მ------ ლ---------–ი ტელეფონით უკავშირდება ი---- გ-----ეს და ეუბნება - ,,მერე შენ აცოდინე მაგას ვინც დაგირეკა...'' ხო და მერე თ-----იმ ხო დარეკა... ეს მეუბნება, რომ ზ---–ი ვარ ა---–------ი.. ვუთხარი, მანდ არის თ------, მ------ და მერე მე ვარ თქო... ამ რ----–იმ ფული ხომ უნდა მოიტანოს და ვიღაც ზ---– ა---–------ი მირეკავს ბათუმელი, რო კი აქვს მოსატანიო, მარა აგიხსნითო... ,,მერე როგორ დავუკავშირდეთ, სადაა მაგი ვინ ზ---–--, დამაკავშირე.''

 

1.15 N1--------- ფონოგრამის თანახმად, 2018 წლის 17 ივნისს, მ------ ლ---------–ი სატელეფონო კომუნიკაციით ელაპარაკება რ----– ც---------ეს ი---- გ-----ის - ,,ალო რომელი ხარ ბიჭო? რ----–ი ვარ, მ------ გამარჯობა... მომისმინე აგერ, არ ვიცი მე ვინ ზ---–-- მაგი. ასე უთხარი, რომ მაქ თ------ და მე ვართ საქმის კურსში, გადასაწყვეტი გადაწყვეტი-–-- და მოსატანია.. მომისმინე აგერ რ----– შენ.. გისმენ მ------, გისმენ.. შენ მაგას აცოდინე რომ მაქ ქურდები ვიყავით საქმის კურსში.. ყველამ ყველაფერი იცის რა... ვინ ყველამ ყველაფერი იცის? რაც შემეკითხე დადებით პასუხს გცემ ამისას. შენ, ბიჭო სიცხე ხომ არ გაქვს თავში ვიღაცა ხარ? რატომ მეუმნები მაგას, მითხარი აბა. რას რატომ გეუბნები ბიჭო? შენ ვინა ხარ საერთოდ? რ----–ი ვარ ც---------ე.. მერე რას ლაპარაკობ ბიჭო შენ? შენ გეუბნებით ქურდები ვართ ძმა საქმის კურსში და ფულია მოსაცემი, ვის აინტერესებს და ვინ რას აჩერებს ბიჭო? ჰოდა გისმენთ, მითხარით როგორ არის აბა ჩემი თემა, როგორ შეიძლება, რომ ყველაფერი კარგად მოგვარდეს? ბიჭო რ----– მომისმინე, ბიჭო შენ ფხიზელი ხარ? კი, კი სრულიად და ყოველთვის. ჰოდა, მისმინე აგერ ახლა შენ, ვის რა აინტერესებს. ზ--–----ს დაურეკია ბ--------სთან. ჰო. სადაც გადაწყვეტი-–-- და ქურდები ვართ საქმის კურსში, ფული იყო მოსაცემი, ვის რა აინტერესებს? ჩვენი ძმაკაცები არიან, განაბები არიან საქმის კურსში, ფული გადასახდელი არის მ------ ხო გესმის.. განაბებს აცოდინეთ რომ ჩვენ ვართ საქმის კურსში? ჩვენი ძმები განაბები არიან საქმის კურსში... თანხა გადასახდელი არის, მაგრამ არის რაღაც დეტალები გასარკვევი.. შენ არ ვიცი ვინ ძმაკაც განაბებმა დაგაი-----.. ვინ განაბებს აცოდინე რომ ქურდები ვართ საქმის კურსში.. ბიჭო შენ სად ხარ ახლა, რომ შეგხვდე... მახინჯაურში ვარ. ჰო, დავაი შეგახვედრებ კაროჩე ხალხს და უთხარი შენ აბა ერთი, რასაც ტელეფონში ვერ ამბობ და ვის რა აინტერესებს იგიც გადმოეცი.. შემდეგ კიდევ ეკითხება, რომ სახელი გვარით უთხრას ვინ არის, რაზეც პასუხობს რომ ,,რ----– ც---------ე ვარ.'' ამის შემდეგ ლ---------–ი გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, აგინებს დედის მისამართით, ემუქრება ,,მე განახებ შენ როგორ უნდა ილაპარაკო ტელეფონში... აი უნდა განახო შენ და ვიღაცაა მაგ ვინ ვარ.. ასე გადაეცი გამოვიდეს სვიაზზე ქურდები ვართ საქმის კურსში, თორე მაგას კიდე მო...''

 

1.16 ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნით დადგენი-–--, რომ N1--------- ფონოგრამა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები - რ----– ც---------ე და მ------ ლ---------–ი არიან იდენტიფიცირებულები.

 

1.17 N 1--------- ფონოგრამის თანახმად, 2018 წლის 0--------, 19:51:46 წუთიდან, ბ-–-- დ------ე მისივე კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდ’’ მ------ ლ---------–ის. სატელეფონო საუბრის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ,,მ------ რას შობი ძმა, ჟ------ ვარ. ჰო რა ვქნა. მ------ იმაზე მირეკავენ და რა ვქნა ჩემ თავს გაფიცებ? ვინ გირეკავს? ის, ლ----ას უნდაო ლაპარაკი, ის ა-–--- მეუბნება. ლ----ა ვინაა? ვინ და ც--–--ე. რა ვქნა მ------? ვინ გეუბნება? ის ა-–---, მაშინ ვისაც არეკიებდა რა, ფული რომ მაქვს მისაცემი, ის ა-–--- მეუბნება ლ----ას უნდა შენთან ლაპარაკიო. ლ---------–ი პასუხობს: ,,ლ----ასთან ვისაც სალაპარაკო აქვს და ნალაპარაკები აქვს ის დაელაპარაკება თქო და შენ მეტი არ დამირეკო თქო, ასე უთხარი და თუ დაგირეკავს დედის... ჩამოახიე თავზე..'' ბ-–-- დ------ე მადლიერების ნიშნად ეუბნება, რომ ,,ჩემი ძმა ხარ, გაკოცე გულში, მასე ვიზამ. სხვა რაფერ ხარ, შენ რაფერ ხარ? ხოში---დ, ხოში---დ. ბოლო სისხლამდე შენთან ვარ მ------, ღმერთს ვფიცავარ, აი კბილებით, რაში დაგჭირდე, შენი ვარ ხომ იცი. ბრატ რაზეა ბაზარი. შენი ვარ თმის ღერიდან ფრჩხილებამდე. რათ მინდა ძმა მაგის ლაპარაკები დედა მ.. ყანი ყველას...''

 

1.18 ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნით დადგენი-–--, რომ N1--------- ფონოგრამა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები - ბ-–-- დ------ე და მ------ ლ---------–ი არიან იდენტიფიცირებულები.

 

2. სამართლებრივი შეფასება

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა - ,,კანონიერი ქურდობა’’.

 

2.2 ,,კანონიერი ქურდობა’’ თავისი სამართლებრივი კონსტრუქციით ბლანკეტურ ნორმას წარმოადგენს, რომლის შინაარსი განსაზღვრულია ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით. ,,კანონიერი ქურდობის’’ როგორც საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემადგენლობის დასადგენად, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მე-2 ნაწილით და ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით.

 

2.3 „ქურდული სამყარო“ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიიჩნევა თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემლად. ამ პროფესიონალურ კრიმინალურ სამყაროს ყავს თავისი ცნობადი ლიდერები, წინასწარ შემუშავებული ინიცირების რიტუალები და ქცევის წესები. ამ სამყაროს აქვს კარგად ორგანიზებული მართვის სტრუქტურა, სუბორდინაციისა და მისი წევრების კონტროლის მკაცრი სისტემა, ასევე, გავლენა ვრცელდება საზოგადოების სხვადასხვა სექტორებზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - საქმე „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №4-------)

 

2.4 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „კანონიერი ქურდი“ არის პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება „კანონიერი ქურდის“ მიერ ქურდული სამყაროს ნებისმიერი ფორმით მართვაში/ორგანიზებაში ან ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით პირთა გარკვეული ჯგუფის მართვაში ან ორგანიზებაში. „კანონიერი ქურდს“ არ მოეთხოვება დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილეობის მიღება.

 

ქურდული სამყაროს ორგანიზება ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას, კერძოდ, წევრების გამოძებნასა და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას, ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მათ გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებისათვის, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ამ წესებს, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ა. შ.

 

ქურდული სამყაროს მართვა გამოიხატება ცალკეული დავალების მიცემაში ამ სამყაროს წევრებისათვის, კონკრეტული დანაშაულის ხელმძღვანელობაში და ა. შ. კანონიერმა ქურდმა შეიძლება მართოს არა მარტო ქურდული სამყარო, არამედ პირთა გარკვეული სხვა ჯგუფიც, რომლებსაც არ უღიარებიათ ქურდული სამყარო და არც მისი წევრები არიან, მაგრამ შეიძლება, საშველად მიმართეს კანონიერ ქურდს ან კანონიერ ქურდი იძულებისა და მუქარის გამოყენებით ახერხებს მათ მართვას.

 

პირთა გარკვეულ ჯგუფში, როგორც წესი, იგულისხმება კრიმინალურ ჯგუფი, რომელსაც „კანონიერი ქურდი“ ,,ქურდული სამყაროს’’ მეთოდების შესაბამისად მართავს და ასევე შესაძლებელია პირთა გარკვეულ ჯგუფი არ იყოს კრიმინალური (მაგალითად, მეწარმეთა საქმიანობის მართვა).

 

2.5 მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ,,კანონიერი ქურდი’’ მ------ ლ---------–ი ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით, მართავდა და ორგანიზებას უწევდა პირთა ჯგუფს (ი----- ა--–--ე, შ----- კ----–--ე, გ------ი პ----- და სხვა პირები), რაც გამოიხატა მათთვის ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების და მითითებების მიცემაში.

 

2.6 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა არის „ქურდული სამყაროს“ წევრის/ „კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.

 

2.7 მოცემულ შემთხვევაში, ,,კანონიერი ქურდი’’ მ------ ლ---------–ი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ეუბნება რ----– ც---------ეს, რომ სახელი და გვარით უთხრას ვინ არის - ,,შენ ვინა ხარ საერთოდ? რ----–ი ვარ ც---------ე... ,,მერე რას ლაპარაკობ ბიჭო შენ? შენ გეუბნებით ქურდები ვართ ძმა საქმის კურსში და ფულია მოსაცემი, ვის აინტერესებს და ვინ რას აჩერებს ბიჭო? ჰოდა გისმენთ, მითხარით როგორ არის აბა ჩემი თემა, როგორ შეიძლება, რომ ყველაფერი კარგად მოგვარდეს? ბიჭო რ----– მომისმინე, ზ--–----ს დაურეკია ბ--------სთან. სადაც გადაწყვეტი-–-- და ქურდები ვართ საქმის კურსში, ფული იყო მოსაცემი, ვის რა აინტერესებს?'' ამის შემდეგ ლ---------–ი გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, აგინებს რაულ ცენტერაძეს დედის მისამართით და ემუქრება ,,შენ არ ვიცი ვინ ძმაკაც განაბებმა დაგაი-----.. ვინ განაბებს აცოდინე, რომ ქურდები ვართ საქმის კურსში.. ბიჭო შენ სად ხარ ახლა, რომ შეგხვდე... მახინჯაურში ვარ. ჰო, დავაი შეგახვედრებ კაროჩე ხალხს და უთხარი შენ აბა ერთი, რასაც ტელეფონში ვერ ამბობ და ვის რა აინტერესებს იგიც გადმოეცი.. ,,მე განახებ შენ როგორ უნდა ილაპარაკო ტელეფონში... აი უნდა განახო შენ და ვიღაცაა მაგ ვინ ვარ.. ასე გადაეცი გამოვიდეს სვიაზზე ქურდები ვართ საქმის კურსში, თორე მაგას კიდე მო...''

 

ამდენად, მ------ ლ---------–ის მხრიდან სახეზეა იმ ხერხების და მეთოდების გამოყენება (დაშინება, მუქარა), რომლებიც „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „კანონიერი ქურდის“ საქმიანობისათვის არის დამახასითებელი, ხოლო მიზანს „ქურდული სამყაროსათვის“ სარგებლის (ფულადი თანხის) მიღება წარმოადგენს.

2.8 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ქურდული გარჩევა“ არის „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, „ქურდული გარჩევად“ კვალიფიცირდება არა მხოლოდ „კანონიერი ქურდის“ მიერ დავის განხილვა/გადაწყვეტა (რაც გულისხმობს როგორც ორ ან მეტ პირს შორის არსებული დავის განხილვას, ასევე შესაძლებელია ,,კანონიერმა ქურდმა'' განიხილოს მასსა და ნებისმიერ პირს შორის წარმოშობილი დავა), არამედ „კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასებაც, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

 

2.9 მოცემულ შემთხვევაში, რ----– ც---------ესთან ელექტრონული კომუნიკაციის დროს, ,,კანონიერი ქურდი’’ მ------ ლ---------–ი გამოთქვამს საყვედურსა და უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ქურდული გარჩევის გზით მის მიერ გადაწყვეტილი საკითხი არ შესრულდა დროულად, უარყოფითად აფასებს რ----– ც---------ის ქმედებას (საქციელს) და ავალდებულებს მას ,,კანონიერი ქურდების" მიერ დაკისრებული ფულის გადახდას.

 

2.10 სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი მ------ ლ---------–ის სატელეფონო საუბრებზე მის მიერ მართულ პირებთან, რომელთა შინაარსი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მ------ ლ---------–ი არის ,,კანონიერი ქურდი“, იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, სარგებლობს გავლენით ქურდულ სამყაროში და სხვა კრიმინალურ ჯგუფებში, მონაწილეობს საქმის გარჩევაში და ეწევა აქტიურ საქმიანობას ქურდული სამყაროს მიზნებისა და ინტერესების სასარგებლოდ.

 

N---------- და N1--------- ფონოგრამების თანახმად, მ------ ლ---------–ი სატელელეფონო კომუნიკაციის დროს აცხადებს, რომ ,,კანონიერი ქურდია’’ - „მე ქურდი ვარ ქურდებში, მე ძმაკაცებში არ ვქურდობ.’’ ,,აქ მასა ვართ ქურდების, 20 სული ვართ. 100-150 კმ-ში დავჯდებით და დავილაპარაკებთ.’’

 

N1--------3 და N4---- ფონოგრამების თანახმად, მ------ ლ---------–ი სატელელეფონო კომუნიკაციის დროს მიმართვს რ----– ც---------ეს და ეუბნება ,,მერე რას ლაპარაკობ ბიჭო შენ? შენ გეუბნები ქურდები ვართ ძმა საქმის კურსში და ფულია მოსაცემი, ვის აინტერესებს და ვინ რას აჩერებს ბიჭო?

 

მ------ ლ---------–ი ქურდული გარჩევებისა და საუბრის დროს იყენებს კრიმინალური სუბკულტურისათვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას, კერძოდ, ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში ნახსენებია - ,,მალიავა’’ (წერილი), ,,თავანი’’ (ქურდულ საერთოში ჩასარიცხი თანხა), „სტრიმილა“ (პირი, რომელიც მომავალი ქურდია), ასევე საუბრობს დავების ,,განაბურად’’ (ქურდული სამყაროს წესებით) გადაწყვეტაზე.

2.11 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ქურდული შეკრებად“ ჩაითვლება ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

 

აღნიშნული მუხლი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე „კანონიერი ქურდის“, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისა. ამასთან, „ქურდული შეკრება“ დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ფორმით დაკავშირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა/გადაწყვეტა.

 

2.12 მოცემულ შემთხვევაში, ,,კანონიერი ქურდი'' მ------ ლ---------–ი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უკავშირდება რ----– ც---------ეს და აძლევს მითითებებს ,,კანონიერი ქურდების'' მიერ დაკისრებული ფულის გადახდასთან დაკავშირებით - ,,შენ გეუბნები ქურდები ვართ ძმა საქმის კურსში და ფულია მოსაცემი, ვის აინტერესებს და ვინ რას აჩერებს ბიჭო? თავის მხრივ რ----– ც---------ე ეუბნება - ,,ჩვენი ძმაკაცები არიან, განაბები არიან საქმის კურსში. ფული გადასახდელი არის მ------ ხო გესმის, მაგრამ არის რაღაც დეტალები გასარკვევი ...'' საუბარია „ქურდული სამყაროსათვის“ ფინანსური რესურსის გადაცემაზე, რაც ,,ქურდული შეკრებისათვის’’ არის დამახასიათებელი. ფინანსური რესურსზე ე.წ ,,თავანის" ჩაბარებაზეა საუბარი მ------ ლ---------–ისა და ბ-–-- დ------ის სატელეფონო კომუნიკაციის დროს.

 

2.13 ამდენად, საქმეში წარმოდგენი-–-- პირდაპირი მტკიცებულები – მ------ ლ---------–ის მიერ სხვადასხვა პირებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და მათი შესაბამისი კრებსების სახით. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ ფონოგრამები ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები არიან იდენტიფიცირებულები. ფონოსკოპიური ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე----- კ-----–-–---–მა. მართალია, ამ მტკიცებულებებს დაცვის მხარე დაუშვებლად მიიჩნევს, მაგრამ მათ პოზიციას არ გააჩნია რეალური საფუძველი და ხსენებული მტკიცებულებები სრული იურიდიული ძალის მქონეა.

 

3. ი---- გ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

3.1 ი---- გ-----ეს ბრალად ედება ,,ქურდული სამყაროს” წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, რაც გამოიხატება შემდეგში:

 

ი---- გ-----ე ქურდულ სამყაროში ცნობი-–--, როგორც ბაადურ ფრანგიშვილი და არის ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე „კანონიერ ქურდ“ მ------ ლ---------–ის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან ერთად ,,ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების და ,,ქურდული სამყაროს” საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების, განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და უშუალოდ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ქალაქ თბილისში და ქალაქ ბ------–ი აქტიურად მონაწილეობს ,,ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.

 

ი---- გ-----ე, „კანონიერი ქურდ“ მ------ ლ---------–ის დავალებით და მის გარეშეც, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობიდან გამომდინარე, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, მობილური ტელეფონის ნომრებზე უკავშირდებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, ასევე „კანონიერ ქურდებს“, რომლებთანაც საუბრობდა „ქურდული სამყაროს“ წესების აღიარებაზე და ცალკეულ პირთა შორის არსებული სადაო საკითხების დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე ,,ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაზე.

 

ი---- გ-----ე, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობიდან გამომდინარე ,,ქურდული სამყაროს” სხვა წევრებთან ერთად აქტიურად არის დაკავშირებული „კანონიერ ქურდ“ მ------ ლ---------–ისთან, სხვა „კანონიერ ქურდებთან“ და უკანონო ქმედებებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ასრულებს „კანონიერი ქურდების“ მიერ მიცემულ დავალებებს, რაც გამოიხატება შემდეგში: „კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–ის დავალებით ი---- გ-----ემ გაუკეთა ორგანიზება და პირთა შორის არსებული დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადასაწყვეტად, 2018 წლის 17 ივნისს, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა რ----– ც---------ეს და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მესამე პირი, კერძოდ, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–ი, დაალაპარაკა რ----– ც---------ეს და ამ უკანასკნელის მიერ „ქურდულ სამყაროში“ თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო „ქურდული გარჩევა“. „ქურდული გარჩევის“ დროს მ------ ლ---------–იმ რ----– ც---------ეს განუცხადა, რომ მას „კანონიერი ქურდი“ ესაუბრებოდა და თანხის, ე.წ „თავანის“ დროულად ჩაბარების საკითხი მასთან და მის თანამზრახველ სხვა „კანონიერ ქურდთან“ იყო შეთანხმებული. თავის მხრივ რ----– ც---------ემ, სატელეფონო საუბრის დროს აცნობა, რომ ფულადი თანხის, ე.წ. „თავანის“ ჩაბარების საკითხი გარკვეული ვადით სხვა „კანონიერი ქურდების“ ჩარევის გამო შეჩერდა. ამ ფაქტმა „კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–ი გააღიზი---, რადგან რ----– ც---------ის პასუხი საკუთარი კრიმინალური გავლენის შეურაცხყოფად მიიღო და დაშინების მიზნით განახორციელა მუქარა და რ----– ც---------ეს მოსთხოვა ეცნობებია თავისი ადგილსამყოფელი, სადაც მიაკითხავდა თავისი, როგორც „კანონიერი ქურდის“ მიერ მართული და ორგანიზებული პირთა გარკვეული ჯგუფი და მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ამის შემდეგ რ----– ც---------ის ოჯახის წევრების და რ----– ც---------ეზე მხარდამჭერი ,,კანონიერი ქურდების” მისამართით დაიწყო გინება და მუქარა მასზე ზეგავლენის მოსახდენად და ,,ქურდულ სამყაროში” ე. წ „თავანის“ დროულად ჩასაბარებლად.

 

აღნიშნული ,,ქურდული შეკრებისა” და გარჩევის შემდეგ, იმავე ღამით ი---- გ-----ე, მობილური ტელეფონით, ზემოაღნიშნული დავის ქურდული გარჩევის გზით გადასაწყვეტად, ქალაქ ბ------–ი ისევ დაუკავშირდა რ----– ც---------ეს და ზ---– ა---–------ს და უსაყვედურა, თუ რატომ ჩართო ,,ქურდულ გარჩევაში” მ------ ლ---------–ის გარდა სხვა „კანონიერი ქურდები“ და მიუთითა, რომ ემოქმედათ „ქურდული სამყაროს“ დადგენილი და აღიარებული წესებიდან გამომდინარე და თანხის, ე. წ „თავანის“ დროულად ჩაბარებისკენ მოუწოდა.

 

3.2 ი---- გ-----ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

3.3 სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

3.4 მოწმე დ-------ი ნ----------ის ჩვენების თანახმად, 2010 წელს ჩამოვიდა საქართველოში. 2011 წელს გახსნა საწარმოები ,,გ-–-----–----–----–" და ბიზნესცენტრი „ო-----“. ძირითადი საქმიანობა იყო ბიზნესი. 2011 წელს გაიცნო ა---------– ც---------ე, რომელსაც ზღვისპირას ჰქონდა სახლი. მან დახმარება სთხოვა, რის გამოც სახლის ნახევარი შეისყიდა. გადაიხადა 4---0 აშშ დოლარი და ერთობლივი ბიზნესი დაიწყეს. ვინაიდან სახლის გაფორმებისათვის არ იყო დოკუმენტები და მისი გაფორმება იყო შეუძლებელი, ამიტომ გარანტიისათვის მ------- ა---–------ის უძრავი ქონება - მიწა გაფორმდა მისი მეუღლის, ი--- ნ----------ას სახელზე. მ------- ა---–------ი არის ა---------–ი ც---------ის მეუღლის მკვიდრი ძმა. ორი წლის განმავლობაში რემონტს აკეთებდნენ. 4----- დოლარი ჩაიდო ბიზნესში. რადგან ა---------– ც---------ეს თანხა არ გააჩნდა, 2---- აშშ დოლარი გადასცა სესხად, რის გამოც გააფორმეს სესხის აღიარების ხელშეკრულება ნოტარიულად. ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო ა---------– და ნ------- ც---------ეების მიერ და ეს ციფრები იყო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული. რამდენიმე წელი ერთად მუშაობდნენ, მოგების თანხა იყოფოდა მათ შორის, იფარებოდა მშენებლობის ხარჯები. 2016 წლის ზაფხულში ა---------–მა განაცხადა, რომ ბიზნესში ერთვებოდა მისი ვაჟი რ----– ც---------ე. 2017 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე თავად მუშაობდა, ხოლო მეორე ნახევარში - რ----– ც---------ე. სეზონის დასრულების შემდეგ საჭირო გახდა წარმოქმნილი ვალის დაფარვდა. რ----–იმ განუცხადა, რომ აპირებდა ვალების დაფარვას და მთლი---დ ბიზნესის აღებას. გავიდა 2 თვე, მაგრამ ბუკინგის დავალიანება არ გადაიხადა. მის ბიძას დაუკავშირდა, რადგან გავლენა აქვს მასზე და სთხოვდა შეხვედრას. 2017 წლის დეკემბრის თვეში მ------- ა---–------ის ოფისში შეხვდა ჯ----– გ---------სთან ერთად. შეხვედრაზე იყო მ-------ი, რ----–ი, ასევე ჯ----–ის მეგობარი და ჯ----–ის ნათლული. სხვებს არ იცნობს. წარუდგინა ნოტარიალურად დადასტურებული ვალის აღიარება, ხელშეკრულება და მიწის რეგისტაციის დოკუმენტი ი--- ნ----------ის სახელზე. რ----–იმ თქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გადაიხდიდა 1------------–---ს. ამ შემთხვევაში მზად იყო წასულიყო საერთო ბიზნესიდან. გავიდა ოთხი თვე, მაგრამ დაპირებები დარჩა დაპირებებად. აპრილის ბოლოს უნდა დაეწყოთ სასტუმროს რემონტი. გადასაწყვეტი იყო აღნიშნული საკითხი. დაუკავშირდა მ-------ს, შეხვედრა უნდოდა, მაგრამ მ-------ი ავად იყო. რ----–მა თქვა, რომ ქალაქში შევხდეთო... დაურეკა ჯ----– გ---------ს და შეთანხმდნენ რესტორან ,,შერეკილებში" შეხვედრაზე, სადაც მივიდა. იქ დამხვდნენ რ----–ი და ჯ----–ი, სხვა მაგიდაზე ვ--–---- და ბ--------. ეს შეხვედრა იყო მეორეჯერ. საუბრობდნენ ქართულად. უთხრეს, რომ რ----–ი ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს გადაიხდიდა და თუ ვერ შეძლებდა გადახდას, მაშინ ერთობლივად გააგრძელებდნენ მუშაობას. სადღაც ივნისის შუა რიცხვებში შეხვდნენ. რ----–ს ფული არ ქონდა და ძველებურად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. მოგება შუაზე გაიყოფოდა. შემოსავლიდან ვალს გადაიხდიდა რ----–ი. 27 აპრილიდან დაიწყეს მუშაობა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე იმუშავეს. ელოდებიან შემდეგ წელს. რ----–თან უთანხმოება ვალის დაბრუნებას უკავშირდება. რ----–იმ განაცხადა, რომ თანხას დაუბრუნებდა, მაგრამ არ დაუბრუნა. ჯ----– გ--------- 2011 წელს გააცნო. უშიშროებაში მუშაობდა. ს----–---–მა გააცნო. სურდათ კონკრეტულად გადაეწყვიტათ ბიზნესის საკითხი, ამიტომ მიმართა ჯ----–ს.

 

3.5 მოწმე ი--- ნ----------ას ჩვენების თანახმად, მეუღლე დ-------ი ნ----------ი 2010 წელს ჩამოვიდა საქართველოში. 2011 წელს კი თვითონაც ჩამოვიდა. ინტერესის სფეროს ტურისტული ბიზნესი წარმოადგენდა. 2011 წელს გაიცნეს ა----- ც---------ე, რომელმაც შესთავაზათ ჩაედოთ ფული და შეესყიდათ სახლის ნახევარი. 2012 წლის ბოლოს ა----- ც---------ემ განაცხადა ბიზნესის დაწყების თაობაზე. საჭირო იყო სახლის 4---0 დოლარში გამოსყიდვა. სახლს არ გააჩნდა საბუთები. გაფორმდა ხელშეკრულება ნოტარიუსთან მ------- ა---–------ის მიწაზე. 2012-14 წლებში სახლის შეკეთება მიმდინარეობდა. დაახლოებით 4----- იყო ჩადებული. ამის გარდა, 2---- ათასი დოლარი ისე იყო მიცემული. ამის დასადასტურებლად ნოტარიუსთან შედგა ვალის აღიარება. მუშაობა დაიწყო. მოგება იყოფოდა. 2016 წლის შუაში ა----- ც---------ემ განაცხადა, რომ იმუშავებდა რ----–ი ც---------ე. მას მარტო სურდა მუშაობა და ანგარიშწორებას მოახდენდა. საჭირო იყო ბუკინგის და სხვა ხარჯების გადახდა. აღმოჩნდა, რომ თანხას არ იძლეოდნენ. დ-------იმ ჯ----–ის მიმართა რჩევისათვის. მეუღლეს საბოლოოდ ვალის აღიარების ხელშეკრულებით და სახლის ღირებულების ნახევრით ასაღები აქვს ც---------ეებიდან 1------ აშშ დოლარი.

 

3.6 მოწმე ჯ----– გ--------ის ჩვენების თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 15 წლის სტაჟი აქვს. დ-------ი ნ----------ი 8 წლის წინ, დაბადების დღეზე გაიცნო. მას მოეწონა მახინჯაურში ს----–---–ების ტერიტორია და დაუთმეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დ-------ი ნ----------ი ტურიზმის ასოციაციაში მის მოადგილედ მუშაობდა. დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო ბიზნესურთიერთობა ც---------ესთან. თავდაპირველად ურთიერთობა ნორმალური იყო. 2017 წლის ოქტომბერში დ-------ი მივიდა აღელვებული და უთხრა, რომ სახლს გასაღები გამოუცვალეს და უთხრეს წადი კარგად ბრძანდებოდეო. მომართა თხოვნით. მისი ნათელ-მირონი არის ვ--–---- მ-------ე, ა----- ც---------ეს კი საბაჟოდან იცნობს. გადაწყვიტეს შეხვედრა. მივიდნენ რ----– ც---------ის ბიძის ოფისში, მახინჯაურში. ვ--–----ს ახლდა ი---- გ-----ე. დასხდნენ და ისაუბრეს. რ----–იმ თქვა, რომ დოკუმენტაციაში ვერ ერკვეოდა. ამიტომ მისცეს დოკუმენტები, უთხრეს წაეღო სახლში და თავისი მშობლებისათვის ეჩვენებია. აღნიშნულიდან გარკვეული დროის შემდეგ, დაურეკა რ----– ც---------ეს. მან მიიყვანა მშობლები, რომელთაც შეხვდა და აუხსნა სიტუაცია. ი----მ გამოხატა ინტერესი და რ----–ის ტელეფონი სთხოვა. 2018 წლის ივნისში, ბ------–ი, პ--–----- ქუჩაზე რესტორან ,,შ-------–----'' მე-2 სართულზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. რ----–ს მოყვა ვიღაც პიროვნება და ისაუბრეს. შეთანხმდენ, რომ რ----–ი ვალს დაფარავდა და შემოსავალი 50/50 გაიყოფოდა.

 

3.7 მოწმე რ----– ც---------ის ჩვენების თანახმად, ზ---– ა---–------ი არის მისი ნათესავი. ც---------ეების ოჯახს ვალი აქვს დ--- ნ----------ის, რომელსაც დღემდე იხდის. ი---- გ-----ეს და ჯ----– გ---------ს იცნობს და მათ რამდენჯერმე შეხვდა. მათთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვალთან და ბიზნესთან დაკავშირებით.

 

3.8 მოწმის სახით დაკითხული თ---–---ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის, ი-----–ი ქ-----–-ვას ჩვენების თანახმად, ეცნობოდა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან შემოსულ კრებსებს, ახდენდა პიროვნებების იდენტიფიკაციას და ადგენდა პატაკებს. კრებსებში მოხსენიებული იყვნენ ი---- გ-----ე და ზ---– ა---–------ი, რომელთაც 4----- დოლარის სესხთან დაკავშირებით ჰქონდათ საქმის გარჩევა.

 

3.9. N1--------- და N1--------8 ფონოგრამების თანახმად, ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე ნომრით 5----------5, 2018 წლის 15-16 ივნისს, ტელეფონის ნომრით 5-------- უკავშირდება რ----– ც---------ე, რომელიც მოიხსენიებს ბ--------თ. ეუბნება, რომ თავის საქმესთან დაკავშირებით სურვილი აქვს შეხვდეს და ესაუბროს და აუხსნას, თუ რა ბედი მოელის მას, თუმცა ბ-------- ავალებს, რომ შეხვდეს ვ--–----ს, რომელიც საქმის კურსშია. ის დაურეკავს ,,კანონიერ ქურდს'' თ------ს იტალიაში და როგორც თ------ იტყვის ისე გადაწყდება. რ----–ის უნდა, რომ ბ--------მ მოუგვაროს საკითხი. რ----–ი ეუბნება ბადურს ,,ბ-------, მე არ მაწყობს ის თემა, რომ მაგ რუსთან მქონდეს ხვალე და ზეგე რაიმე ჩემი პასუხისმგებლობა იურიდიულად დაკისრებული... რომ დღეს და ხვალე ეს რუსი არ მომადგება მე და მეტყვის, იცი რა ძმაო, ერთი მომეცი მაგ მიწაც და ეგერ ახლა ნოტარიუსის საბუთით რომ გაქვს ვალი აღიარებული, იგიც მომეციო. ვინ არის ამის პასუხისმგებელი? ბ-------- პასუხობს: ,,ვერ გავიგე, რა პასუხისმგებნელი. კაცის ვალზე ვლაპარაკობთ ჩვენ, რამდენი აქვს ვალი და რა პასუხისმგებლები, რის პასუხისმგებელი უნდა იყოს...''

 

3.10. N1--------- და N1--------3 ფონოგრამების თანახმად, 2018 წლის 17 ივლისს, მ------ ლ---------–ი ტელეფონით უკავშირდება ი---- გ-----ეს და ეუბნება - მერე შენ აცოდინე მაგას ვინც დაგირეკა... ხო და მერე თ-----იმ ხო დარეკა... ეს მეუბნება, რომ ზ---–ი ვარ ა---–------ი.. ვუთხარი, მანდ არის თ------, მ------ და მერე მე ვარ თქო... ამ რ----–იმ ფული ხომ უნდა მოიტანოს და ვიღაც ზ---– ა---–------ი მირეკავს ბათუმელი, რო კი აქვს მოსატანიო, მარა აგიხსნითო... მერე როგორ დავუკავშირდეთ, სადაა მაგი ვინ ზ---–--, დამაკავშირე. ამის შემდეგ ისე რომ მ------ ლ---------–ისთან კავშირი არ გაუწყვეტია, სპიკერის მეშვეობით პარალერურად ესაუბრება და ეუბნება; ზ---–ი ელაპარაკე, მ------ გელაპარაკება. ელაპარაკე რა გაინტერესებს ჩემგან და თ-----ისგან. ელაპარაკე მ------ს.. ზ---–ი აღარ ესაუბრა და საუბარს განაგრძობენ რ----– ც---------ე და მ------ ლ---------–ი.

 

3.11 N14----0--- ფონოგრამის თანახმად, ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე ნომრით 5----------5 2018 წლის 17 ივნისს ტელეფონის ნომრით 5--------, რომელიც არის რ----– ც---------ის სარგებლობაში უკავშირდება ზ---– ა---–------ი. მოკითხვების შემდეგ ამჯერად უკვე ზ---–ი თხოვს რ----– ც---------ის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრას უშუალოდ მასთან და არა ჯ----–ასთან და ვ--–----სთან, რაზეც მიმდინარეობს შემდეგი საუბარი: ,,ჯ----–ა არ მითქვია მე, ბიზნესმენი ვ--–----ა და თ------ კ------–----ე ქურდი-თქო იტალიაში და დაელაპარაკე თქო, ვუთხარი. მე მინდა პირადად შენთან საუბარი, რომ გავიგე შენი სახელი დაუსწრებლად გიცნობ და კონკრეტულად შენ უნდა გელაპარაკო.. მერე შეხვდი ვ--–----ს, თ------ა ქურდია ჩარეული.. ჯ----–ა არაფერ შუაშია, ვ--–---- და ქურდი თ----- კ------–----ე არკვევს მაგ საქმეს, მე მიმყავს მანდ ყველაფერი. ჯ----–ას ვინ კითხავს. ჰოდა იმიტომ მინდა შენი ნახვა ზუსტად, იმიტომ რომ ერთი მასტის ხალხი ვართ.. მაგ ბიჭმა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია და მერე შევხდებით და თ----- კ------–----ეს დაგალაპარაკებ... ძმა მომისმინე, არის ხალხი დაინტერესებული მაგ თემით ჩვენი მხრიდან და მაგიტომ გეუბნები, რომ შევხდეთ და დავილაპარაკოთ. მე ვიცოდი, რომ განაბები იყვნენ საქმის კურსში.. მე ძმაო განაბებთან ვძმაკაცობ და იმათ გეუბნები ბრატ მეთქი... რ----–ა არის ჩემი ახლობელი, რაც მომიყვა იმას გესაუბრები... განაბებთან რაც დავიბადე იმის შემდეგ ვცხოვრობ, დავბერდი კრიმინალში.. რომ მეუბნები ქურდები არიან საქმის კურსში, მიდი ვ--–----სთან ესაუბრე ამის შესახებ თ----- კ------–----ეს, რატომ არ ეუბნები? შენ ეხლა ჩაერთე და მაგ ბიჭს მოსატანი აქვს ფული და მოიტანს კიდევაც გეუბნები! თ----- კ------–----ემ გაარჩია საქმე, გადის სამი თვე და შენ ერთვები საქმეში, რა წესია.

 

3.12 N14----1--- და N1--------- ფონოგრამების თანახმად, ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე 2018 წლის 17 ივნისს ტელეფონის ნომრით 5--------, რომელიც არის რ----– ც---------ის სარგებლობაში უკავშირდება ისევ ზ---– ა---–------ი, რომელსაც , ი---- გ-----ე ეუბნება - ზ---–, ვ--–----მ მოიტანა ეგ საქმე, ვ--–-----ბიზნესმენი ქურდებთან მეგობრობს და არ გინდათ, რომ მიხვიდეთ ვ--–----სთან.. ჯ----–ის დაანებე თავი, მაგ ბიჭს მოსატანი აქვს ფული გაიგე...

 

3.13 N14----1---, N14----1-------------------------------- ფონოგრამების თანახმად, ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე 2018 წლის 17 ივნისს ტელეფონის ნომრით 5--------, რომელიც არის რ----– ც---------ის სარგებლობაში უკავშირდება და ეუბნება, რომ როგორ შეიძლება, რომ შეეხმიანონ ვაიბერში. ი---- გ-----ე აწვდის თავის ნომერს 5-----------. ამის მიუხედავად ვერ დაუკავშირდნენ ვოტსაპში... შემდეგ გ-----ე საყვედურობს რ----– ც---------ეს, რომ ქურდების მიერ გარჩეულ საქმეში სხვები რატომ ჩარია...მე გთხოვე ბ------- შეხვედრა და მოსმენა - მაგ პიროვნებას აქვს ზალოგი ჩემი და მე მინდა თანხის გადახდის შემდეგ ამ რუსმა მე არ მომადგეს, ჩემი ეზო აქვს მაგ პიროვნებას გაფორმებული და გამითავისუფლოს, თორემ მე ვიცი რომ გადასახდელია ... შემდეგ საუბარი გრძელდება წერილობით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. 4---0 დოლარით წილშია შემოსული და გარანტია მინდა, რომ თანხის გადახდის შემდეგ მიწას არ წამართვამს... შემდეგ საუბარში ერთვება ზ---– ა---–------ი.. ბ------- ზ--–---- ვარ. მე ეხლა მოვედი.. ამ საქმით განაბები არიან დაინტერესებული. განაბებს შემოევლოს ჩემი თავი, რაც მისასვლელია მივა, ეს ბიჭი გადაიხდის რაც საჭიროა იმას. თ------ს ნომ---- მომეცი იტალიაში და ის ვინც საქმის კურსშია თავად დაუკავშირდება, საუბარში სპიკერის მეშვეობით ერთვება თ-----ი (ქურდი) და მიმდინარეობს სამივე მათგანს შორის საუბარი - ჩვენ ქალაქელს ა--–---ს უნდა შენთან საუბარი და ტელეფონის ნომ---- მინდა თუ შესაძლებელი იქნება, მე ქურდების ძმაკაცი ვარ ძმაო, ქურდებთან ვძმაკაცობ. მიცნობენ ქურდები. ამის შემდეგ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ზ---– ა---–------ს თ----- კ------–----ე ,,რა ქურდების ძმაკაცი, შენ...

 

3.14 N14----2---- N14----2--- და N14----2--- ფონოგრამების თანახმად, ამ საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წიუთში ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე 2018 წლის 17 ივნისს ტელეფონის ნომრით 5-------- ისევ უკავშირდება ზ---– ა---–------ი და განაწყენებულია იმით, რომ სატელეფონო საუბრის დროს მას აგინა ,,კანონიერმა ქურდმა'' თ------მ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ეუბნება: რა გინებებს მასმენინებ ბიჭო, შენ რა გაქვს ჩართული მე რა ვიცი, შენ მე გითხარი ვინც არის ჩართული საქმის კურსში და რა გინებებს მასმენინებ.... და აყენებს შეურაცხყოფას ი---- გ-----ეს.. გ-----ე ეუბნება - დაუკავშირდებიან განაბები ერთმანეთს... მე, ბ--------მ ქურდულად მოვიტანე ბოლომდე ჩემი ცხოვრება და დღეს მეუბნები ვინც მე მაგინებსო.. მე ვარ თვითონ განაბის ოჯახიდან... ,,თ-----ის შემოევლოს ჩემი თავი და განაბებს" - ამბობს ზ---– ა---–------ი.

 

3.15 ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნით დადგენი-–--, რომ N1---------, N1--------8, N1---------, N1--------3, N14----1---, N14----1959, N14----2001, N14----20-0, N14----0---, N14----1--- და N1---------, N14----2---- N14----2--- და N14----2--- ფონოგრამები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები - რ----– ც---------ე, მ------ ლ---------–ი, ი---- გ-----ე და ზ---– ა---–------ი არიან იდენტიფიცირებულები.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

4.1 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ქურდული შეკრებად“ ჩაითვლება ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

 

4.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2--- მუხლი - საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე „კანონიერი ქურდის“, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისა. ამასთან, „ქურდული შეკრება“ დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ფორმით დაკავშირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა/გადაწყვეტა.

 

4.3 მოცემულ შემთხვევაში, ზ---– ა---–------ი უკავშირდება ი---- გ-----ეს. კომუნიკაციის მთავარ მიზანს, უცხოეთში მყოფი ,,კანონიერი ქურდის" თ----- კ------–----ის ტელეფონის მოძიება და ,,კანონიერი ქურდების" დაკავშირება წარმოადგენს, ხოლო თავის მხრივ ი---- გიგიძე ეუბნება ზ---– ა---–------ს, რომ სადავო საკითხი გადაწყვეტი-–--, თუმცა შესაძლებელია ,,კანონიერი ქურდების ერთმანეთთან დაკავშირება. საუბრის დროს, ი---- გ-----ე და ზ---– ა---–------ი ერთმანეთს აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, არ შეიძლება შეფასდეს ,,ქურდულ შეკრებად", რადგან ამ შეკრებაზე არ ხდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის განხილვა-გადაწყვეტა.

 

4.4 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყაროს“ წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

 

4.5 სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი დასჯად ქმედებად აღიარებს, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ აქტიურ წევრობას (პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში), ასევე პასიურ წევრობას (პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის).

 

4.6 ,,ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრობა გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას. ამ შემთხვევაში საჭიროა კუმულაციურად 2 წინა პირობის არსებობა: ა) პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და ეს აღიარება არის ორმხრივი; ბ) აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, იმ ხერხებით, რაც ,,ქურდული სამყაროსათვის“ არის დამახასიათებელი (დაშინება, მუქარა, იძულება და სხვა).

 

4.7 ,,ქურდული სამყაროს“ პასიური წევრობა ნიშნავს „ქურდული სამყაროსადმი“ მიერთებას, მისი საქმიანობის/აქტივობების განხორციელების გარეშე. ამ შემთხვევაში საჭიროა კუმულაციურად 3 წინა პირობის არსებობა: ა) პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და ეს აღიარება არის ორმხრივი; ბ) კავშირი აქვს მასთან, რაც გულისხმობს იმ კავშირს, რომელიც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთანაა დაკავშირებული, გ) სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

 

4.8 მოცემულ შემთხვევაში, ი---- გ-----ე აღიარებს ქურდულ სამყაროს, გამოხატავს პატივისცემას და კავშირი აქვს „ქურდული სამყაროსთან“, თუმცა რაიმე აქტიური მოქმედება, რაც ,,ქურდული სამყაროსათვის“ არის დამახასიათებელი (დაშინება, მუქარა, იძულება და სხვა) მას არ განუხორციელებია. მართალია, იკვეთება ,,ქურდული სამყაროს“ პასიური წევრობის ნიშნები, მაგრამ ისინი აშკარად გამოხატული არ არის.

 

ი---- გ-----ე ზ---– ა---–------თან და სხვა პირებთან, მათ შორის ,,კანონიერ ქურდებთან" საუბარში გვევლინება, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი და თავისი ქმედებით ხელს უწყობს ,,კანონიერი ქურდის" მ------ ლ---------–ის სატელეფონო კომუნიკაციას რ----– ც---------ესთან, რაც სასამართლოს შეფასებით, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას წარმოადგენს.

 

4.9 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

 

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენს პირი, რომელიც არ არის „ქურდული სამყაროს“ წევრი ან ,,კანონიერი ქურდი“. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, ამ ქმედების შედეგად კონკრეტული საფრთხის შექმნაში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს (კონკრეტული საფრთხე) შორის.

 

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის საჯაროდ მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს ზეპირად, წერილობით და გამოხატვის სხვა საშუალებით.

 

4.10 მოცემულ შემთხვევაში, ზ---– ა---–------თან და სხვა პირებთან, მათ შორის ,,კანონიერ ქურდებთან" საუბარში, ი---- გ-----ე გვევლინება, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი. მისი საუბარი საიდუმლო და კონფინდენციალური არ არის. ი---- გ-----ის მიერ ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერამ და ,კანონიერ ქურდ'' მ------ ლ---------–ისთან და რ----– ც---------ესთან კომუნიკაციამ, გამოიწვია უცხოეთში მყოფი ,,კანონიერი ქურდის'' მ------ ლ---------–ის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩართვა, რ----– ც---------ესთან დაკავშირება და მ------ ლ---------–ის მხრიდან ,,ქურდული საქმიანობის'' (ქურდული გარჩევის) განხორციელების საფრთხე.

 

4.11 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი---- გ-----ემ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის საჯაროდ მხარდაჭერა, რამაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე შექმნა.

 

4.12 ამდენად, საქმეში წარმოდგენი-–-- პირდაპირი მტკიცებულები – ი---- გ-----ის მიერ სხვადასხვა პირებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და მათი შესაბამისი კრებსების სახით. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ ფონოგრამები ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები არიან იდენტიფიცირებულები. ფონოსკოპიური ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე----- კ-----–-–---–მა. მართალია, ამ მტკიცებულებებს დაცვის მხარე დაუშვებლად მიიჩნევს, მაგრამ მათ პოზიციას არ გააჩნია რეალური საფუძველი და ხსენებული მტკიცებულებები სრული იურიდიული ძალის მქონეა.

 

5. ზ---– ა---–------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

5.1 ზ---– ა---–------ს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, რაც გამოიხატება შემდეგში:

 

ზ---– ა---–------ი არის ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე ,,ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და უშუალოდ აჭარის რეგიონში, აქტიურად მონაწილეობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში.

 

2018 წლის 17 ივნისს, ზ---– ა---–------ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, „კანონიერ ქურდ“ მ------ ლ---------–ისთან დაკავშირებულ „ქურდული სამყაროს“ წევრ ი---- გ-----ეს და რ----– ც---------ის მიერ „ქურდულ სამყაროში“ თანხის ე. წ. „თავანის“ ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო „ქურდული გარჩევა“. მანამდე, ამავე საკითხთან დაკავშირებით „ქურდულ გარჩევას“ წინ უსწრებდა „კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–ის მიერ, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მისაღებად, ი---- გ-----ის ორგანიზებით „ქურდული გარჩევა“, რომლის თანახმად რ----– ც---------ეს დააკისრა ე. წ. „თავანის“ ჩაბარება.

 

ზ---– ა---–------მა, რ----– ც---------ის მიერ ე. წ. „თავანის“ ჩაბარებასთან დაკავშირებით „ქურდულად გარჩევაში“ ჩართო სხვა „კანონიერი ქურდები“ და „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებმაც ე.წ. „თავანის“ ჩაბარება შეაჩერეს. ამის შემდეგ, 2018 წლის 17 ივნისს ზ---– ა---–------ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრ ი---- გ-----ეს, რომელსაც გაეცნო როგორც „ქურდული სამყაროში“ მისაღები, ცნობილი და აქტიური წევრი. ზ---– ა---–------ის მიერ მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“ „ქურდული გარჩევის“ დროს ი---- გ-----ე განაწყენდა თუ რატომ ჩაერია „კანონიერი ქურდების“ მ------ ლ---------–ის და ვინმე „თ------ს“ მიერ უკვე ქურდულად გარჩეულ საქმეში, რომელმაც საუბრის პარალერურად ჩართო მესამე პირი „კანონიერი ქურდი“ ვინმე „თ------“, ხოლო შემდეგ კი ამავე ქურდული გარჩევის საკითხზე ტელეფონის საშუალებით მ------ ლ---------–ი თავად რ----– ც---------ეს დააკავშირა, რა დროსაც მ------ ლ---------–იმ რ----– ც---------ის ოჯახის წევრების და მასზე მხარდამჭერი „კანონიერი ქურდების“ მისამართით განახორციელა გინება და მუქარა, მასზე ზეგავლენის მოსახდენად და ქურდულ სამყაროში ე.წ. „თავნის“ დროულად ჩასაბარებლად.

 

5.2 ზ---– ა---–------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

5.3 სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

5.4 მოწმე დ-------ი ნ----------ის ჩვენების თანახმად, 2010 წელს ჩამოვიდა საქართველოში. 2011 წელს გახსნა საწარმოები ,,გ-–-----–----–----–" და ბიზნესცენტრი „ო-----“. ძირითადი საქმიანობა იყო ბიზნესი. 2011 წელს გაიცნო ა---------– ც---------ე, რომელსაც ზღვისპირას ჰქონდა სახლი. მან დახმარება სთხოვა, რის გამოც სახლის ნახევარი შეისყიდა. გადაიხადა 4---0 აშშ დოლარი და ერთობლივი ბიზნესი დაიწყეს. ვინაიდან სახლის გაფორმებისათვის არ იყო დოკუმენტები და მისი გაფორმება იყო შეუძლებელი, ამიტომ გარანტიისათვის მ------- ა---–------ის უძრავი ქონება - მიწა გაფორმდა მისი მეუღლის, ი--- ნ----------ას სახელზე. მ------- ა---–------ი არის ა---------–ი ც---------ის მეუღლის მკვიდრი ძმა. ორი წლის განმავლობაში რემონტს აკეთებდნენ. 4----- დოლარი ჩაიდო ბიზნესში. რადგან ა---------– ც---------ეს თანხა არ გააჩნდა, 2---- აშშ დოლარი გადასცა სესხად, რის გამოც გააფორმეს სესხის აღიარების ხელშეკრულება ნოტარიულად. ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო ა---------– და ნ------- ც---------ეების მიერ და ეს ციფრები იყო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული. რამდენიმე წელი ერთად მუშაობდნენ, მოგების თანხა იყოფოდა მათ შორის, იფარებოდა მშენებლობის ხარჯები. 2016 წლის ზაფხულში ა---------–მა განაცხადა, რომ ბიზნესში ერთვებოდა მისი ვაჟი რ----– ც---------ე. 2017 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე თავად მუშაობდა, ხოლო მეორე ნახევარში - რ----– ც---------ე. სეზონის დასრულების შემდეგ საჭირო გახდა წარმოქმნილი ვალის დაფარვდა. რ----–იმ განუცხადა, რომ აპირებდა ვალების დაფარვას და მთლი---დ ბიზნესის აღებას. გავიდა 2 თვე, მაგრამ ბუკინგის დავალიანება არ გადაიხადა. მის ბიძას დაუკავშირდა, რადგან გავლენა აქვს მასზე და სთხოვდა შეხვედრას. 2017 წლის დეკემბრის თვეში მ------- ა---–------ის ოფისში შეხვდა ჯ----– გ---------სთან ერთად. შეხვედრაზე იყო მ-------ი, რ----–ი, ასევე ჯ----–ის მეგობარი და ჯ----–ის ნათლული. სხვებს არ იცნობს. წარუდგინა ნოტარიალურად დადასტურებული ვალის აღიარება, ხელშეკრულება და მიწის რეგისტაციის დოკუმენტი ი--- ნ----------ის სახელზე. რ----–იმ თქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გადაიხდიდა 1------------–---ს. ამ შემთხვევაში მზად იყო წასულიყო საერთო ბიზნესიდან. გავიდა ოთხი თვე, მაგრამ დაპირებები დარჩა დაპირებებად. აპრილის ბოლოს უნდა დაეწყოთ სასტუმროს რემონტი. გადასაწყვეტი იყო აღნიშნული საკითხი. დაუკავშირდა მ-------ს, შეხვედრა უნდოდა, მაგრამ მ-------ი ავად იყო. რ----–მა თქვა, რომ ქალაქში შევხდეთო... დაურეკა ჯ----– გ---------ს და შეთანხმდნენ რესტორან ,,შერეკილებში" შეხვედრაზე, სადაც მივიდა. იქ დამხვდნენ რ----–ი და ჯ----–ი, სხვა მაგიდაზე ვ--–---- და ბ--------. ეს შეხვედრა იყო მეორეჯერ. საუბრობდნენ ქართულად. უთხრეს, რომ რ----–ი ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს გადაიხდიდა და თუ ვერ შეძლებდა გადახდას, მაშინ ერთობლივად გააგრძელებდნენ მუშაობას. სადღაც ივნისის შუა რიცხვებში შეხვდნენ. რ----–ს ფული არ ქონდა და ძველებურად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. მოგება შუაზე გაიყოფოდა. შემოსავლიდან ვალს გადაიხდიდა რ----–ი. 27 აპრილიდან დაიწყეს მუშაობა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე იმუშავეს. ელოდებიან შემდეგ წელს. რ----–თან უთანხმოება ვალის დაბრუნებას უკავშირდება. რ----–იმ განაცხადა, რომ თანხას დაუბრუნებდა, მაგრამ არ დაუბრუნა. ჯ----– გ--------- 2011 წელს გააცნო. უშიშროებაში მუშაობდა. ს----–---–მა გააცნო. სურდათ კონკრეტულად გადაეწყვიტათ ბიზნესის საკითხი, ამიტომ მიმართა ჯ----–ს.

 

5.5 მოწმე ი--- ნ----------ას ჩვენების თანახმად, მეუღლე დ-------ი ნ----------ი 2010 წელს ჩამოვიდა საქართველოში. 2011 წელს კი თვითონაც ჩამოვიდა. ინტერესის სფეროს ტურისტული ბიზნესი წარმოადგენდა. 2011 წელს გაიცნეს ა----- ც---------ე, რომელმაც შესთავაზათ ჩაედოთ ფული და შეესყიდათ სახლის ნახევარი. 2012 წლის ბოლოს ა----- ც---------ემ განაცხადა ბიზნესის დაწყების თაობაზე. საჭირო იყო სახლის 4---0 დოლარში გამოსყიდვა. სახლს არ გააჩნდა საბუთები. გაფორმდა ხელშეკრულება ნოტარიუსთან მ------- ა---–------ის მიწაზე. 2012-14 წლებში სახლის შეკეთება მიმდინარეობდა. დაახლოებით 4----- იყო ჩადებული. ამის გარდა, 2---- ათასი დოლარი ისე იყო მიცემული. ამის დასადასტურებლად ნოტარიუსთან შედგა ვალის აღიარება. მუშაობა დაიწყო. მოგება იყოფოდა. 2016 წლის შუაში ა----- ც---------ემ განაცხადა, რომ იმუშავებდა რ----–ი ც---------ე. მას მარტო სურდა მუშაობა და ანგარიშწორებას მოახდენდა. საჭირო იყო ბუკინგის და სხვა ხარჯების გადახდა. აღმოჩნდა, რომ თანხას არ იძლეოდნენ. დ-------იმ ჯ----–ის მიმართა რჩევისათვის. მეუღლეს საბოლოოდ ვალის აღიარების ხელშეკრულებით და სახლის ღირებულების ნახევრით ასაღები აქვს ც---------ეებიდან 1------ აშშ დოლარი.

 

5.6 მოწმე ჯ----– გ--------ის ჩვენების თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 15 წლის სტაჟი აქვს. დ-------ი ნ----------ი 8 წლის წინ, დაბადების დღეზე გაიცნო. მას მოეწონა მახინჯაურში ს----–---–ების ტერიტორია და დაუთმეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დ-------ი ნ----------ი ტურიზმის ასოციაციაში მის მოადგილედ მუშაობდა. დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო ბიზნესურთიერთობა ც---------ესთან. თავდაპირველად ურთიერთობა ნორმალური იყო. 2017 წლის ოქტომბერში დ-------ი მივიდა აღელვებული და უთხრა, რომ სახლს გასაღები გამოუცვალეს და უთხრეს წადი კარგად ბრძანდებოდეო. მომართა თხოვნით. მისი ნათელ-მირონი არის ვ--–---- მ-------ე, ა----- ც---------ეს კი საბაჟოდან იცნობს. გადაწყვიტეს შეხვედრა. მივიდნენ რ----– ც---------ის ბიძის ოფისში, მახინჯაურში. ვ--–----ს ახლდა ი---- გ-----ე. დასხდნენ და ისაუბრეს. რ----–იმ თქვა, რომ დოკუმენტაციაში ვერ ერკვეოდა. ამიტომ მისცეს დოკუმენტები, უთხრეს წაეღო სახლში და თავისი მშობლებისათვის ეჩვენებია. აღნიშნულიდან გარკვეული დროის შემდეგ, დაურეკა რ----– ც---------ეს. მან მიიყვანა მშობლები, რომელთაც შეხვდა და აუხსნა სიტუაცია. ი----მ გამოხატა ინტერესი და რ----–ის ტელეფონი სთხოვა. 2018 წლის ივნისში, ბ------–ი, პ--–----- ქუჩაზე რესტორან ,,შ-------–----'' მე-2 სართულზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. რ----–ს მოყვა ვიღაც პიროვნება და ისაუბრეს. შეთანხმდენ, რომ რ----–ი ვალს დაფარავდა და შემოსავალი 50/50 გაიყოფოდა.

 

5.7 მოწმე რ----– ც---------ის ჩვენების თანახმად, ზ---– ა---–------ი არის მისი ნათესავი. ც---------ეების ოჯახს ვალი აქვს დ--- ნ----------ის, რომელსაც დღემდე იხდის. ი---- გ-----ეს და ჯ----– გ---------ს იცნობს და მათ რამდენჯერმე შეხვდა. მათთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვალთან და ბიზნესთან დაკავშირებით.

 

5.8 მოწმის სახით დაკითხული თ---–---ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის, ი-----–ი ქ-----–-ვას ჩვენების თანახმად, ეცნობოდა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან შემოსულ კრებსებს, ახდენდა პიროვნებების იდენტიფიკაციას და ადგენდა პატაკებს. კრებსებში მოხსენიებული იყვნენ ი---- გ-----ე და ზ---– ა---–------ი, რომელთაც 4----- დოლარის სესხთან დაკავშირებით ჰქონდათ საქმის გარჩევა.

 

5.9 N14----0--- ფონოგრამის თანახმად, ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზ ენომრით 5----------5 2018 წლის 17 ივნისს ტელეფონის ნომრით 5--------, რომელიც არის რ----– ც---------ის სარგებლობაში, უკავშირდება ზ---– ა---–------ი, მოკითხვების შემდეგ ზ---–ი თხოვს რ----– ც---------ის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრას უშუალოდ მასთან და არა ჯ----–ასთან და ვ--–----სთან, რაზეც მიმდინარეობს შემდეგი საუბარი: ,,ჯ----–ა არ მითქვია მე, ბიზნესმენი ვ--–----ა და თ------ კ------–----ე ქურდი-თქო იტალიაში და დაელაპარაკე თქო ვუთხარი. მე მინდა პირადად შენთან საუბარი, რომ გავიგე შენი სახელი დაუსწრებლად გიცნობ და კონკრეტულად შენ უნდა გელაპარაკო.. მერე შეხვდი ვ--–----ს, თ------ა ქურდია ჩარეული.. ჯ----–ა არაფერ შუაშია, ვ--–---- და ქურდი თ----- კ------–----ე არკვევს მაგ საქმეს, მე მიმყავს მანდ ყველაფერი. ჯ----–ას ვინ კითხავს. ჰოდა იმიტომ მინდა შენი ნახვა ზუსტად, იმიტომ რომ ერთი მასტის ხალხი ვართ მე როგორც ვხვდები... მაგ ბიჭმა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია და მერე შევხდებით და თ----- კ------–----ეს დაგალაპარაკებ... ძმა მომისმინე, არის ხალხი დაინტერესებული მაგ თემით ჩვენი მხრიდან და მაგიტომ გეუბნები, რომ შევხდეთ და დავილაპარაკოთ. მე ვიცოდი, რომ განაბები იყვნენ საქმის კურსში.. განაბებთან ვძმაკაცობ და იმათ გეუბნები ბრატ მეთქი... რ----–ა არის ჩემი ახლობელი, რაც მომიყვა იმას გესაუბრები... განაბებთან რაც დავიბადე იმის შემდეგ ვცხოვრობ, დავბერდი კრიმინალში.. რომ მეუბნები ქურდები არიან საქმის კურსში, მიდი ვ--–----სთან ესაუბრე ამის შესახებ თ----- კ------–----ეს, რატომ არ ეუბნები? შენ ეხლა ჩაერთე და მაგ ბიჭს მოსატანი აქვს ფული და მოიტანს კიდევაც გეუბნები! თ----- კ------–----ემ გაარჩია საქმე, გადის სამი თვე და შენ ერთვები საქმეში, რა წესია....

 

5.10 N14----1--- და N1--------- ფონოგრამების თანახმად, ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე 2018 წლის 17 ივნისს ტელეფონის ნომრით 5-----------, რომელიც არის რ----– ც---------ის სარგებლობაში უკავშირდება ზ---– ა---–------ი და მიმდინარეობს შემდეგი შინაარსის საუბრები: ზ---–, ვ--–----მ მოიტანა ეგ საქმე, ვ--–---- - ბიზნესმენი ქურდებთან მეგობრობს და არ გინდათ რომ მიხვიდეთ ვ--–----სთან. ჯ----–ის დაანებე თავი, მაგ ბიჭს მოსატანი აქვს ფული გაიგე.... საუბარში ერთვება ზ---– ა---–------ი: ბ------- ზ--–---- ვარ, მე ეხლა მოვედი, ამ საქმით განაბები არიან დაინტერესებული, განაბებს შემოევლოთ ჩემი თავი, რაც მისასვლელია მივა, ეს ბიჭი გადაიხდის რაც საჭიროა იმას. თ------ს ნომ---- მომეცი იტალიაში და ის ვინც საქმის კურსშია თავად დაუკავშირდება, საუბარში სპიკერის მეშვეობით ერთვება ,,კანონიერი ქურდი" თამაზი და მიმდინარეობს სამივე მათგანს შორის საუბარი - ჩვენ ქალაქელს ა--–---ს უნდა შენთან საუბარი და ტელეფონის ნომ---- მინდა თუ შესაძლებელი იქნება, მე ქურდების ძმაკაცი ვარ ძმაო, ქურდებთან ვძმაკაცობ. მიცნობენ ქურდები. ამის შემდეგ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ზ---– ა---–------ს თ----- კ------–----ე ,,რა ქურდების ძმაკაცი, შენ...''

 

5.11 N14----2---- N14----2--- და N14----2--- ფონოგრამების თანახმად, ამ საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ი---- გ-----ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე 2018 წლის 17 ივნისს ტელეფონის ნომრით 5-------- ისევ უკავშირდება ზ---– ა---–------ი და განაწყენებულია იმით, რომ სატელეფონო საუბრის დროს მას აგინა ,,კანონიერმა ქურდმა'' თ------მ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ეუბნება: ,,რა გინებებს მასმენინებ ბიჭო, შენ რა გაქვს ჩართული მე რა ვიცი, შენ მე გითხარი ვინც არის ჩართული საქმის კურსში და რა გინებებს მასმენინებ.... და აყენებს შეურაცხყოფას ი---- გ-----ეს.. გ-----ე ეუბნება - დაუკავშირდებიან განაბები ერთმანეთს... შენ მ------ს და თ------ს შეაგინე, მოისმინეს მაგათმა და თვითონ გადაგცემენ.. მე რომ გნახავ კიდე მოგხედავ. მე, ბ--------მ ქურდულად მოვიტანე ბოლომდე ჩემი ცხოვრება და დღეს მეუბნები ვინც მე მაგინებსო.. მე ვარ თვითონ განაბის ოჯახიდან ვარ... ,,თ-----ის შემოევლოს ჩემი თავი და განაბებს" - ამბობს ზ---– ა---–------ი.

 

5.12 ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნით დადგენი-–--, რომ N14----0---, N14----1--- და N1--------- ფონოგრამები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები - ი---- გ-----ე და ზ---– ა---–------ი არიან იდენტიფიცირებულები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ქურდული შეკრებად“ ჩაითვლება ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

 

6.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2--- მუხლი - საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე „კანონიერი ქურდის“, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისა. ამასთან, „ქურდული შეკრება“ დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ფორმით დაკავშირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა/გადაწყვეტა.

 

6.3 მოცემულ შემთხვევაში, ზ---– ა---–------ი უკავშირდება ი---- გ-----ეს. კომუნიკაციის მთავარ მიზანს, უცხოეთში მყოფი ,,კანონიერი ქურდის" თ----- კ------–----ის ტელეფონის მოძიება და ,,კანონიერი ქურდების" დაკავშირება წარმოადგენს, ხოლო თავის მხრივ ი---- გიგიძე ეუბნება ზ---– ა---–------ს, რომ სადავო საკითხი გადაწყვეტი-–--, თუმცა შესაძლებელია ,,კანონიერი ქურდების ერთმანეთთან დაკავშირება. საუბრის დროს, ი---- გ-----ე და ზ---– ა---–------ი ერთმანეთს აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, არ შეიძლება შეფასდეს ,,ქურდულ შეკრებად", რადგან ამ შეკრებაზე არ ხდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის განხილვა-გადაწყვეტა.

 

6.4 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყაროს“ წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

 

6.5 სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი დასჯად ქმედებად აღიარებს, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ აქტიურ წევრობას (პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში), ასევე პასიურ წევრობას (პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის).

 

6.6 ,,ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრობა გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას. ამ შემთხვევაში საჭიროა კუმულაციურად 2 წინა პირობის არსებობა: ა) პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და ეს აღიარება არის ორმხრივი; ბ) აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, იმ ხერხებით, რაც ,,ქურდული სამყაროსათვის“ არის დამახასიათებელი (დაშინება, მუქარა, იძულება და სხვა).

 

6.7 ,,ქურდული სამყაროს“ პასიური წევრობა ნიშნავს „ქურდული სამყაროსადმი“ მიერთებას, მისი საქმიანობის/აქტივობების განხორციელების გარეშე. ამ შემთხვევაში საჭიროა კუმულაციურად 3 წინა პირობის არსებობა: ა) პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და ეს აღიარება არის ორმხრივი; ბ) კავშირი აქვს მასთან, რაც გულისხმობს იმ კავშირს, რომელიც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთანაა დაკავშირებული, გ) სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

 

6.8 სასამართო განმარტავს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრი აუცილებლად აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და ამასთან, ეს აღიარება ორმხრივ ხასიათს ატარებს, კერძოდ, არამხოლოდ პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, არამედ პირს ასევე აღიარებს „ქურდული სამყაროც“.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზ---– ა---–------ი აღიარებს ქურდულ სამყაროს და გამოხატავს „ქურდული სამყაროს“ პატივისცემას, თუმცა ნათლად არ იკვეთება რამდენად აღიარებს ,,ქურდული სამყარო" ზ---– ა---–------ს (ორმხრივი აღიარება სავალდებულოა, როგორც აქტიური, ასევე პასიური წევრობის დროს). გამოკვლეული მტკიცებულებები საწინააღმდეგოს მეტყველებს. მართალია, ბრალდების მხარე უთითებს, რომ ზ---– ა---–------ს უშუალო კავშირი აქვს ,,კანონიერ ქურდთან" - ა--–-- ქ------–--ესთან, თუმცა ამის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. ამასთანავე, რაიმე აქტიური მოქმედება, რაც ,,ქურდული სამყაროსათვის“ არის დამახასიათებელი (დაშინება, მუქარა, იძულება და სხვა) ზ---– ა---–------ს არ განუხორციელებია. მისი ქმედება ,,ქურდული სამყაროს'' საქმიანობის მხარდაჭერაში გამოიხატა.

 

6.9 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

 

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენს პირი, რომელიც არ არის „ქურდული სამყაროს“ წევრი ან ,,კანონიერი ქურდი“. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, ამ ქმედების შედეგად კონკრეტული საფრთხის შექმნაში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს (კონკრეტული საფრთხე) შორის.

 

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის საჯაროდ მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს ზეპირად, წერილობით და გამოხატვის სხვა საშუალებით.

 

6.10 მოცემულ შემთხვევაში, ი---- გ-------სთან და სხვა პირებთან, მათ შორის, ,,კანონიერ ქურდებთან" საუბარში, ზ---– ა---–------ი გვევლინება, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი. მისი საუბარი საიდუმლო და კონფინდენციალური არ არის. ზ---– ა---–------ის მიერ ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერამ და ი---- გ-----ისათვის ,,კანონიერი ქურდის'' თ----- კ------–----ის ტელეფონის ნომრის მოთხოვნამ, რომელსაც სხვა ,,კანონიერი ქურდები'' უნდა დაკავშირებოდნენ რ----– ც---------ის მიერ გადასახდელ ფულთან დაკავშირებით, გამოიწვია უცხოეთში მყოფი ,,კანონიერი ქურდის'' თ----- კ------–----ის (ზ---– ა---–------ი ითხოვს ,,კანონიერი ქურდის" თ----- კ------–----ის ტელეფონის ნომერს, ხოლო ი---- გ-----ე უდასტურებს ზ---– ა---–------ს, რომ მას იტალიიდან ესაუბრება ,,კანონიერი ქურდი" თ----- კ------–----ე) ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩართვა და მისი მხრიდან ,,ქურდული საქმიანობის'' (ქურდული გარჩევის) განხორციელების საფრთხე.

 

6.11 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ---– ა---–------მა ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის საჯაროდ მხარდაჭერა, რამაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე შექმნა.

 

6.12 ამდენად, საქმეში წარმოდგენი-–-- პირდაპირი მტკიცებულები – ზ---– ა---–------ის მიერ სხვადასხვა პირებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და მათი შესაბამისი კრებსების სახით. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ ფონოგრამები ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები არიან იდენტიფიცირებულები. ფონოსკოპიური ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე----- კ-----–-–---–მა. მართალია, ამ მტკიცებულებებს დაცვის მხარე დაუშვებლად მიიჩნევს, მაგრამ მათ პოზიციას არ გააჩნია რეალური საფუძველი და ხსენებული მტკიცებულებები სრული იურიდიული ძალის მქონეა.

 

7. შ----- კ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

7.1 შ----- კ----–--ეს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, რაც გამოიხატება შემდეგში:

 

შ----- კ----–--ე არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე „კანონიერ ქურდ“ მ------ ლ---------–ის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს წევრებთან“ ერთად ,,ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების, განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და უშუალოდ, აჭარის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში.

 

მ------ ლ---------–იმ, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მისაღებად, ქურდულად გაარჩია და გადაწყვიტა კ---- თ---------ის სარგებლობაში არსებული „ა-------------ის N-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანასთან და თანხასთან დაკავშირებულ დავა, რაც არ შესრულდა და შეჩერდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების მიერ. მის მიერ მანამდე ქურდულად გარჩეული და გადაწყვეტილი დავის შეუსრულებლობის და შეცვლა, შეჩერებით გაბრაზებულმა მ------ ლ---------–ი საზღვარგარეთიდან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, 2018 წლის 24-25 აპრილს, ქალაქ ბ------–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, მასთან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობით დაკავშირებულ და მის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრ ი----- ა--–--ეს, ზედმეტსახელად „კ------ს“. მან, როგორც „კანონიერმა ქურდმა“ სატელეფონო საუბრების დროს ი----- ა--–--ეს დაავალა აღნიშნულთან დაკავშირებული დავის „ქურდული გარჩევის“ მიზნით, კ---- თ---------ის, გ------- თოდაძის, ჯ------– ნ---–--ის, ზ---- გ------ის და სხვა პირების შეკრება და ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დავის ქურდულად განხილვა/გადაწყვეტაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

 

მ------ ლ---------–იმ, ზემოაღნიშნული დავის განხილვის თაობაზე ი----- ა--–--ესთან სატელეფონო საუბრების მიმდინარეობისას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების, მათ შორის, მის მიერ მართული „ქურდული სამყაროს წევრის“ შ----- კ----–--ის კრიმინალური გავლენის მოსაპოვებლად სტატუსის შეცვლის საკითხზე საუბარი და „ქურდული გარჩევა“ მოაწყო შ----- კ----–--ესთან და ი----- ა--–--ესთან. სატელეფონო საუბარში შ----- კ----–--ეს უსაყვედურა, თუ რატომ შეეცადა „ქურდულ სამყაროში“ მომავალი „კანონიერი ქურდობის“ სტატუსის, ე.წ „განაბობის“ მოსაპოვებლად სხვა კანონიერ ქურდებთან საკითხის გარკვევას, მაშინ როდესაც ამ საკითხის მოგვარება, როგორც „კანონიერ ქურდს“ თავადაც შეეძლო და დაარიგა, რომ ემოქმედა „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად. შ----- კ----–--ემ „კანონიერ ქურდ“ მ------ ლ---------–ისთან საუბარში არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, აგრეთვე „კანონიერ ქურდებს“ და „ქურდული სამყაროს“ პატივისცემა და მხარდაჭერა აღუთქვა. შ----- კ----–--ემ მ------ ლ---------–ისგან მიიღო დავალება, რომ მომავალი „კანონიერი ქურდობის“ სტატუსის, ე.წ. „განაბობის“ მოსაპოვებლად, სხვა „კანონიერ ქურდებთან“ საკითხის გარკვევის მიზნით, მასთან, როგორც მის მხარდამჭერ კანონიერ ქურდთან შესახვედრად თურქეთის რესპუბლიკაში გადასულიყო.

 

7.2 შ----- კ----–--ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

7.3 სასამართლო სხდომაზე სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლეული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

 

7.4 მოწმის სახით დაკითხული აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა------ ბ-----ის ჩვენებით და ინფორმაციული პატაკის თანახმად, რომ ინფორმაცია ჰქონდა შ----- კ----–--ეზე, რომ იყო მ------ ლ---------–ისთან დაახლოებული პირი და სურდა ,,ქურდულ სამყაროში'' გაერთიანება.

 

7.5 N---------- და N1--------- ფონოგრამების თანახმად, 2018 წლის 24 აპრილს, მ------ ლ---------–ი მობილური ტელეფონიდან, რომლის ნომ----ა 3----------, საზღვარგარეთიდან უკავშირდება ქალაქ ბ------–ი მყოფ ი----- ა--–--ეს ტელეფონის ნომერზე 5---------- აღნიშნული საუბრიდან 55 წუთის შემდეგ, „კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–ი იმავე ნომრიდან და ნომერზე უკავშირდება ი----- ა--–--ეს და ეუბნება თუ ესაუბრა ჯ------–ას. კი ველაპარაკეო. მეც დამირეკა ჯ------–ამ, ხვალე რაღაცეები მაინტერესებს და ხვალე კ------, კ----, ზ----, ჯ------–ა, შენ და გ------- მოგროვდით და დამირეკე „კაროჩე“ გელოდები, გამიგე? ჰო, კაი, მოვუყრი თავს მაგ ყველაფერს. ლ---------–იმ უთხრა, რომ ჩემი სახელია ნახსენები და მაინტერესებს, მაგ გ-------ზე ნათქვამი მაქვს: შენ, კ----, ჯ------–ა და ზ---- ხომ ამბობთ, რომ გ-------მ დაგირეკათ და გითხრათ 2---- ლარი ვითხოვეო, ეფ-10-ს არ ვითხოვ და ა----- გამომითავისუფლეო და ამის გარკვევა მაინტერესებს... თუ ამ საქმეში ა--–---ა ჩართული იქედან დაესწროს, თუ რამე აინტერესებს დარეკოს აგერ და გავარკვევ ყველაფერში. თუ არადა მე სადაც ვიყავი კ------, ეს განაბურად ასეა გადაწყვეტილი გაიგე თავადვე ამბობს რომ განაბურად - ქურდულად ასე გადაწყვიტა) და კატეგორიულად თხოვს ზემოხსენებული პირების საქმის გასარჩევად შეკრებას. შემდეგ კ------სთან პირად ურთიერთობაზე საუბრობენ და ეუბნება ლ---------–ი „კ------ შენ რას ფიქრობ ეხლა, შენს გამო წავედი ქურდებთან, ჩხუბები მქონდა, ხიპიშები მქონდა. მე როდესაც ქურდებთან მივდივარ და შენს ჩესტზე ვლაპარაკობ და იქ გაბრალებენ თუ არ გაბრალებენ მე ძალიან კარგად ვიცი თავი-ბოლო რა იყო გაიგე/ და ვიღაცას რომ დააბარე ისე დაგაბარებდი? შენ ეგეც იცოდი და იმ კ----–--ემაც ძალი---ც კარგად იცოდა, რომ ტყუილს მაგი ვერ გადასცემდა და თუ როგორც უნდა გადაეცა მაგას განაბურად, ისე არ გადასცა მაგი თუ კაი ბიჭი იყო, იქ გაეცა პასუხი. ლ---------–ისა და კ----–--ეს შორის საუბარი: მოკითხვების შემდეგ, კ----–--ეს საყვედურობს კანონიერი ქურდი ლ---------–ი რომ არ უნდა დარეკო, არ უნდა მოიკითხო შენი თავი? კ----–--ე ეუბნება რომ გირეკავდი ტელეფონზე და ვერ გამოვდიოდი, სასამართლოები მაქვს, პად ზალოგ ვარ. 14-ში მაქვს სასამართლო. შემდეგ ლ---------–ი ეუბნება „მე რომ გითხარი იმის შემდეგ გავიდა თვეზე მეტი თუ ორი თვე. ორი თვე გავიდა წერილი გამოგეტანებია, მ-----–- ხომ გადმოდის ჩემთან, რამოდენიმეჯერ იყო გადმოსული ჩემთან. შენ ჩემამდე „მალიავა’’ ვერ დაწერე. შ-----კო მომისმინე ერთი წუთით, როდესაც დგები, ესეთი ლაპარაკი ხდება და მე ქურდთან „სპორი“ მიხდება შენს გამო, რომ „განაბობა“ გინდა მერე დგები გაიგე/ ქ--------მო ასე მითხრაო, ქ--------მ პასტა-ფურცლით ქურდები მოკლა ბ------ა და მთელი მასა ქურდების, რა ქ--------მ გითხრა ვერ გავიგე? ბავშვობიდან გიცნობ, შენ თუ ქურდობა გინდოდა, შენ მე საქმის კურსში არ უნდა ჩაგეყენებინე, გეკითხები? ამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და შენ ჩემთვის არ უნდა გეთქვა მ------ მე განაბობა მინდა და აგერა ვარ? კ----–--ე კი პასუხობს: კი ბაზარი არაა, მაგრამ ოფიციალურად მე არავინ ჩამიყენებია საქმის კურსში. შენ ტია, საქმის კურსში არ ჩაგიყენებია? კი, ტია საქმის კურსში ჩავაყენე, რა ფორმით იცი, იქ თემა იყო, მე და ჩეჩენა ასე ორი „ს--------–-“ ვიყავით და აქედან გამომდინარე ასე მოგვექცა თქო, თორემ მე ქურდების ოჯახის წევრობა მართალია მინდა, მაგრამ თავიდანვე ასე ოფიციალურად თავი არ გამიცნია, თემიდან გამომდინარე.. ბიჭო მომისმინე 1 წთ! როდესაც ქურდს ელაპარაკები და ეუბნები „სტრიმილა“, „სტრიმილა“ არის მომავალი ქურდი, რომელიც ოჯახში უნდა შემოვიდეს და განაბობა უნდა. „სტრიმილა“ ესაა. აი გეკითხები ეხლა მე, მე მეუბნება ტია, რომ მაგ ბიჭს განაბობა სდომებია. მე ვუთხარი მაგი ბიჭი ქუჩაშია, ქუჩის ბიჭია, ბავშვობიდან ვიცნობ, ეგ ჩემი ქალაქელია და მაგას თუ განაბობა უნდა მე უნდა ვიცოდე, მე მეტყოდა მაგი. მაგის მერე გირეკავ, ხმამაღალზე გირეკავ და მეუბნები რომ ქ--------მ მითხრაო. ეგ რა არის შ-----, შენ ქ--------ზე ხარ შენახვედრი? შენახვედრი არა ვარ ძმა. მერე შეიძლება მაგის სახელი მოიხსენიო, რომ უნახავში ქ--------მ ესე თქვა, რომ შენ მომავალი ბიჭი ხარ და საქმის კურსში ვარ და ეს ქურდს შეუძლია უთხრას უნახავში? თუ არ წავიდა მასთან არ გაირბინა, არ მოიპარა და ქუჩაში არ ნახა, ასე შეიძლება? გასაგებია ნალაპარაკები გვქონდა და აზრზე ვიყავი და კ------ს „ჩესტის“ თემის ირგვლივ ე-–--ს რომ ეხებოდა, ე-–--დან გამომდინარე, შენ მაშინ სროკზე იყავი, მაგი იყო დაინტერესებული კ------ს ბედით. თემას რაც შეეხება შენზე გვერდი არ ამივლია, მე მაგას უკუშენიაში ვთვლი ჩემს თავთან ... ამის შემდეგ კ---- თ---------ის ავტომანქანის თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტის საკითხებზე მიმდინარეობს მათ შორის საუბარი, შემდეგ ისევ საყვედურობს შ----- კ----–--ეს, რომ ორი თვე რატომ არ შეეხმი---.. შემდეგ შ----- კ----–--ე ეკითხება: როგორც ქურდს ისე არ გეკითხები, ძმაკაცურად უნდა შეგეკითხო. გული---დ მითხარი რა უნდა გამეკეთებია, რომ შენამდე მოვსულივიყავი. პად ზალოგ კაცი ვარ და ხოდი არ მაქვს შენამდე, რომ მოვსულივიყავი.. გეტყვი, რომ უნდა დაგეწერა მალიავა, შემოგეთვალა ჩემზე და მე გადმოვიტანდი მალიავას. მე რომ მალიავაში ამოვიკითხავდე შენს აზრს და ჩემთვის გასაგები იქნებოდა, აი ასე უნდა გექნა. შ----- ეუბნება შენამდე დღემდე მ------და მოსვლა.. მე არა მაქვს, სიმონ მე არა მაქვს ის, რომ ვიღაცას „საცოკ“ მაღლა, მე ქურდი ვარ ქურდებში!. მას შ----- უხსნის რომ ხოდი არ მაქვს რომ შენამდე მოვიდე, ხოდი რომ მქონდეს შენთან ვარ ახლავე, ამ წუთას შენთან ვარ... შემდეგ მიდის ნარკოტიკებზე საუბარი... შემდეგ ლ---------–ი ეუბნება: მაგიტომ გეუბნები, მეტი ყურადღება გინდა, მეტი მონდომება გინდა, მაგი გადაწყვიტე შენ მანდ რაცა გაქვს და ჩამოდი შენ და ქურდები ვართ აქ ბლომად, დავჯდებით და დავილაპარაკებთ.. ეხლა ესე ავდგე და ტელეფონი გითხრა არ მინდა. კიდევ გეუბნები, მაგრამ იმის იქეთ ქურდებთან სპორი მომიხდა, მაგიზა კიდევ ჩამოხვალ, აქ მასა ვართ ქურდების, 20 სული ვართ 100-150 კმ-ში, დავჯდებით და დავილაპარაკებთ. მ------, 14 მაისს მაქვს სასამართლო, აკრძალვაზე ვიყავი და დანა მინახეს და ორივე საქმე აღმიძრეს. პროკურატურაში თ---–---დან ელოდებიან პასუხს საპროცესოზე და თუ არა 99% შეიძლება ჩამკეტონ. ბოლობოლო აქ პრობლემატურად დავიტოვებ თავს, რომ ძებნაზე დამსვან, რომ მაქეთ წამოვიდე. საბოლოოდ ასე ვაპირებ და თუ გამიპრავდა, გამასამართლეს და ჯარიმა დამაკისრეს, ეგრევე როგორც კი სასამართლოდან გამოვდივარ ეგრევე საზღვარზე ვარ ძმაო...''

 

7.6 ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნით დადგენი-–--, რომ N---------- და N1--------- ფონოგრამები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები - შ----- კ----–--ე და მ------ ლ---------–ი არიან იდენტიფიცირებულები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ქურდული შეკრებად“ ჩაითვლება ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

 

8.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, შ----- კ----–--ის ქმედება შეიცავს ,,ქურდული შეკრებაში'' მონაწილეობის ნიშნებს (შ----- კ----–--ე აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს'', ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ესაუბრება ,,კანონიერ ქურდს'' და ეს საუბარი მიმდინარეობს მის მომავალ ,,კანონიერ ქურდად''აღიარებაზე), მაგრამ ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენი-–-- 2018 წლის 24-25 აპრილს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 01 მაისამდე მოქმედი რედაქცია 2--- მუხლის შემადგენლობას (,,ქურდული შეკრება)'' არ ითვალისწინებდა.

 

8.3 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად (2018 წლის 01 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქურდული სამყარო ეს არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.

 

ამდენად, ქურდული სამყაროს წევრობა ობიექტური მხრივ გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: პი---- უნდა აღიაროს ქურდული სამყარო და ეს აღიარება უნდა იყოს ორმხრივი; პი---- აქტიურად უნდა იმოქმედოს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

 

8.4 „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2018 წლის 01 მაისამდე მოქმედი რედაქციით, ქურდული სამყაროს წევრობა სტატუსის შეძენასთან ერთად პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მოითხოვდა აქტიური მოქმედებების განხორციელებასაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, შ----- კ----–--ე აღიარებს ქურდულ სამყაროს (აღიარება ორმხრივია), გამოხატავს პატივისცემას და კავშირი აქვს „ქურდული სამყაროსთან“, თუმცა რაიმე აქტიური მოქმედება გარდა ,,ქურდული სამყაროს" მხარდაჭერისა, მას არ განუხორციელებია.

 

8.5 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

 

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენს პირი, რომელიც არ არის „ქურდული სამყაროს“ წევრი ან ,,კანონიერი ქურდი“. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, ამ ქმედების შედეგად კონკრეტული საფრთხის შექმნაში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს (კონკრეტული საფრთხე) შორის.

 

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის საჯაროდ მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს ზეპირად, წერილობით და გამოხატვის სხვა საშუალებით.

 

8.6 მოცემულ შემთხვევაში, მ------ ლ---------–ისთან საუბრისას შ----- კ----–--ე გვევლინება, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი. მისი საუბარი საიდუმლო და კონფინდენციალური არ არის. შ----- კ----–--ის მიერ ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერამ და ,კანონიერ ქურდ'' მ------ ლ---------–ისთან კომუნიკაციამ, გამოიწვია უცხოეთში მყოფი ,,კანონიერი ქურდის'' მხრიდან ,,ქურდული საქმიანობის'' (ქურდული გარჩევის) განხორციელების საფრთხე, კერძოდ, ,,კანონიერმა ქურდმა'' მ------ ლ---------–იმ შ----- კ----–--ეს დაავალა „ქურდულ სამყაროში“ სტატუსის მოსაპოვებლად და ამ საკითხის განსახილველად, მასთან, როგორც მის მხარდამჭერ კანონიერ ქურდთან შესახვედრად და საკითხის განსახილველად თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის'' მხარდაჭერა 2018 წლის 01 მაისამდე არ იყო გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკე მუხლით, მაგრამ ცვლილებების ამოქმედებამდეც წარმოადგენდა დანაშაულებრივ ქმედებას და მას მოიცავდა ,,ქურდული სამყაროს" წევრობა.

 

8.7 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შ----- კ----–--ემ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის საჯაროდ მხარდაჭერა, რამაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე შექმნა.

 

8.8 ამდენად, საქმეში წარმოდგენი-–-- პირდაპირი მტკიცებულები – შ----- კ----–--ის მიერ სხვადასხვა პირებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და მათი შესაბამისი კრებსების სახით. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ ფონოგრამები ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის, არ წარმოადგენს მონტაჟს და მასში მოსაუბრე პირები არიან იდენტიფიცირებულები. ფონოსკოპიური ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე----- კ-----–-–---–მა. მართალია, ამ მტკიცებულებებს დაცვის მხარე დაუშვებლად მიიჩნევს, მაგრამ მათ პოზიციას არ გააჩნია რეალური საფუძველი და ხსენებული მტკიცებულებები სრული იურიდიული ძალის მქონეა.

 

9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

9.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

9.2 მ------ ლ---------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ხასიათს, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და თვლის, რომ მ------ ლ---------–ის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მე-2 ნაწილის და 2----ე მუხლის სანქციებით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

9.3 ი---- გ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ხასიათს, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და თვლის, რომ ი---- გ-----ეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი.

 

9.4 სსიპ ლ---- სამხარ----–ი სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 18 დეკემბერს გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ი---- გ-----ე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად მას აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა - ისტერიული ფსიქოზი (კოდი - F44; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს საკუთარ თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად ი---- გ-----ე დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელი მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი - ქუტირი), გამოჯანმრთელებამდე, ან მისი ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. თუ დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში.

 

9.5 შ----- კ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ხასიათს, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და თვლის, რომ შ----- კ----–--ეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი.

 

9.6 ზ---– ა---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ხასიათს, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და თვლის, რომ ზ---– ა---–------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 191-ე, 255-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ლ---------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

2. მ------ ლ---------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (რვა) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------ ლ---------–ის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

4. ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, მ------ ლ---------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. მსჯავრდებულ მ------ ლ---------–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

6. ბრალდებულ ი---- გ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

7. ი---- გ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

8. ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, ი---- გ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

9. ი---- გ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული ი---- გ-----ე გამოჯანმრთელებამდე მოთავსდეს აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), სადაც ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში. გამოჯანმრთელების შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

11. ბრალდებულ ზ---– ა---–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

1-- ზ---– ა---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

1-- ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, ზ---– ა---–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

 

1-- მსჯავრდებულ ზ---– ა---–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ივლისიდან.

 

15. ბრალდებულ შ----- კ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

16. შ----- კ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

17. ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, მსჯავრდებულ შ----- კ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

18. მსჯავრდებულ შ----- კ----–--ეს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 19 ივლისიდან.

 

19. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

20. განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბ-------ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- გელოვანი