განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/25–2019) 090100119002972410
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მაისი, 2019 წელი ქ. ა-------–---რი
ა-------–---რის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - ზ--------------–---ს
ადვოკატის - მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის N0----------- საქმე
ბრალდებულ ზ--------------–---ს მიმართ,მამის სახელი: ჯ-------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ა-------–---რი;
პირადი ნომერი: 0----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ--------------–--
რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა – საქართველო, მუნიციპალიტეტი – ა-------–---რი, სოფელი წ----
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა – საქართველო, მუნიციპალიტეტი – ა-------–---რი, სოფელი წ----
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 120-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.ზ---------------------------–----, 2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ა-------–---რის რაიონის სოფელ წესში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, უმიზეზოდ განაწყენებისას, მარჯვენა ხელის მტევანზე კბენის შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა დედას, მ---------------–--ეს, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 8 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 132–136).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–-------------------როვნული ბიუროს 2019 წლის 25 აპრილის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე მ---------------–--ეს, სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით,დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანზაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.(ს.ფ.115–118);
5.ზ--------------–---- დაადასტურა, რომ 2019 წლის 25 მარტს, ა-------–---რის რაიონის სოფელ წესში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, უმიზეზოდ განაწყენებისას, მარჯვენა ხელის მტევანზე კბენის შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა დედას,6. ზ--------------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 26 მარტის მოწმე თ----------------ს გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 25 მარტის და 26 მარტის დაზარალებულ მ---------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 26 მარტის, 27 მარტის და 30 აპრილის ბრალდებულ ზ--------------–---ს გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 25 მარტის ზ--------------–---ს დაკავების ოქმით, 2019 წლის 25 მარტის ოქმით ზ--------------–---ს ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით, 2019 წლის 25 მარტის ოქმით სამედიცინო შემოწმებაზე უარის შესახებ; 2019 წლის 25 მარტის ბრალდებულის დაკავების შეტყობინების თაობაზე სატელეფონო გასაუბრების შესახებ; 2019 წლის 25 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 26 მარტის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2019 წლის 26 მარტის ოქმით დაზარალებულთან გასაუბრების შესახებ; 2019 წლის 27 მარტის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2019 წლის 25 მარტის დადგენილებით მ---------------–--ისათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 26 მარტის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ზ---------------–---- შესახებ თანდართული ამონაწერით; 2019 წლის 26 მარტის ცნობით ზ--------------–---ს ნასამართლობის შესახებ; 2019 წლის 26 მარტის ცნობით ზ--------------–---ს ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2019 წლის 26 მარტის ცნობით პრობაციის ბიუროდან ზ--------------–---ს შესახებ; 2019 წლის 25 აპრილის ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ –დან ზ--------------–---ს შესახებ; 2019 წლის 25 მარტის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; 2019 წლის 26 მარტის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით; 2019 წლის 25 მარტის ფორმა N1–თ; მ---------------–--ის ფორმა N1–თ; ზ--------------–---ს ფორმა N1–თ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 2019 წლის 26 მარტის დადგენილებით მ---------------–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 26 მარტის, დადგენილებით ზ--------------–---ს ბრალდებს შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; ა-------–---რის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 5 აპრილის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტან ზ--------------–---ს პასუხისმგებლობის შესახებ; 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით ყადაღის დადების შესახებ; 2019 წლის 22 აპრილის ოქმით გირაოს შემტან ა---------–---------–--ის პასუხისმგებლობის შესახებ; 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით ზ--------------–---ს ბრალდების შესახებ;
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი(დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერრი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მითითებულის გათალისწინებით, ბრალდებული ზ--------------–--- და დაზარალებული მ---------------–--ე არიან ერთი ოჯახის წევრები;
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ზ--------------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------–---- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111– 120-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
10.ზ--------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
11. ზ--------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, არის ნასამართლობის არ მქონე, ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ--------------–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების სეზღუდვასთან ერთად, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ--------------–---ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: არ არის ნასამართლები, ხასიათდება დადებითდ, შერიგებულია დაზარალებულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ზ--------------–---ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით, სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ზ--------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1(ერთი) წელი.
2.გაუქმდეს ბრალდებულ ზ--------------–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ა-------–---რის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღა ზ--------------–---ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5 000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, ა---------–---------–--ის(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთს, მდებარე ა-------–---რის რაიონის სოფელ წესში(ნაკვეთი 0---- დაზუსტებული ფართობი 1------ კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდით N------------ –ღირებულებით 5 500(ხუთიათას ხუთასი) ლარი;
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებული ზ--------------–---ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ა-------–---რის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი