განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100117002539961
საქმე #1/495-17 (082241017002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------ წ--------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ ბ------–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლევი /თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ჰერიონის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა) მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2015 წლის 27 აგვისტოს განაჩენით შეუმცირდა 6 წლამდე, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5 000 ლარი, რაც აღუსრულებელია) რეგისტრირებული ქ-----––----------–-–---–---------ში, მცხოვრები გ----–---–------–-----------–--–----------ში)
ადვოკატი - კ--- კ--–-----–---
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის ზაფხულიდან ოქტომბრის ბოლომდე მ------ ბ------–---–- გორისა და ქარელის რაიონებში შეხვედრისას გ------ ბ--–--–---–ისაგან მოითხოვდა 450 აშშ დოლარის (ეროვნული ბანკის საშუალო კურსით - 1 078 ლარი) გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის ხელყოფით. აღნიშნულის მუქარის შედეგად, 2017 წლის 27 ოქტომბერს გ------ ბ--–--–---–მა ქ-----–--------------------–-------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მ------ ბ------–---–ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 250 ლარი. ამავე წლის 29 ოქტომბერს, ქარელში მ------ ბ------–---–მა გ------ ბ--–--–---–ს ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვა 350 აშშ დოლარის (ეროვნული ბანკის კურსით - 839 ლარი) გადაცემა მომდევნო დღეს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 გამოძალვა - სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 დაზარალებულმა გ------ ბ--–--–---–მა განმარტა, რომ ემართა რესტორან ,------------ს” ვალი 500 ლარის ოდენობით, რომლის გადახდას თავდაპირველად მისგან ითხოვდა დ-------- ღ-----–---–-. მისი საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ მასთან მივიდა მ------ ბ------–---–- და 500 ლარის ნაცვლად სთხოვდა 450 აშშ დოლარს - ,,მე ვაჩერებ დ-------- ღ-----–---–ს და თუ არ მოიტან, ნახავ რაც დაგემართებაო”. თუმცა, რესტორან ,------------დან” მას არავინ დაკავშირებია და არ უთქვამს, რომ რესტორნის ვალი დ-------- ღ-----–---–თან ან მ------ ბ------–---–თან მიეტანა. შემდეგ მ------ ბ------–---–-ც წავიდა საზღვარგარეთ. მოგვიანებით გ------- რ------–---–მა ა------ მ-------–---–-საგან შეიძინა ავტომანქანა თანხის შემდგომ გადახდის პირობით. ა------ მ-------–---–- და მ------ ბ------–---–- გ------- რ------–---–ს სთხოვდნენ მანქანის ვალის გადახდას. მას შემდეგ, რაც გ------ ბ--–--–---–ი გ------- რ------–---–ს დაუდგა თავდებად, მ------ ბ------–---–- ამჯერად მისგან ითხოვდა მანქანის ვალს და ასევე - 450 აშშ დოლარს. კერძოდ, ბ-----------------------------–-------ში, მ------ ბ------–---–- მოითხოვდა მისგან, ამ თანხის სანაცვლოდ ავტოგაქირავების სამსახურიდან გამოეყვანა ,,ტიოიტა რავ 4” მარკის ავტომანქანა მისთვის და ,,საერთოდ მოეშვებოდა“, აღარავის ვალი არ ექნებოდა. ამ დროს მ------ ბ------–---–მა მას ხელიც დაარტყა. გ------ ბ--–--–---–ი დაპირდა მანქანის გამოყვანას, რის შემდეგაც შეშინებულმა მიმართა პოლიციას. 27 ოქტომბერს, თავისი სახლის სარდაფში, სპეციალური ვიდეოაპარატურით აღჭურვილმა მ------ ბ------–---–ს გადასცა 250 ლარი, რაც ჩაეთვალა 100 აშშ დოლარში, ხოლო 350 აშშ დოლარი კვლავ მისაცემი ჰქონდა. ამ ფაქტს ესწრებოდა ვ-–- ბ--------–---–-. 29 ოქტომბერს მ------ ბ------–---–-ს ინიციატივით კვლავ შეხვდა მას ქ-----–ში, მისი სახლის გვერდით, სადაც მ------ ბ------–---–- მას სთხოვდა 350 აშშ დოლარს და მანქანის თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში - მოკლავდა. ამ დროს ხელიც დაარტყა ორჯერ (2018 წლის 7 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2 მოწმე ლ-–- მ-------–---–-ს ჩვენებით, გ------ ბ--–--–---–თან ერთად იმყოფებოდა ბ----------- რაიონში მდებარე გ------ის პაპის სახლში, სადაც მივიდა მ------ ბ------–---–-, ჯ---- კ------–---–თან და მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად. მ------ ბ------–---–- სახლის ეზოში გ------ ბ--–--–---–ს სთხოვდა ფულს - რომ შემპირდი, რატომ არ მოიტანეო, ასევე მოითხოვდა, ავტოგაქირავებიდან მანქანა მიეყვანა მისთვის და ,,საერთოდ შეეშვებოდა ამ ფულზე“. ამ დროს მ------ ბ------–---–მა ხელიც გაარტყა გ------ ბ--–--–---–ს. ეს უკანასკნელი დაპირდა - ერთ კვირაში მოგიყვან მანქანასო. ამ დროს ლ-–- მ-------–---–- სახლის აივანზე იდგა, ყველაფერს ხედავდა და ისმენდა (2018 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.3. მოწმე ჯ---- კ------–---–მა დაადასტურა, რომ მან მიიყვანა მ------ ბ------–---–- ბ-----------------------------–-------ში გ------ ბ--–--–---–თან და შეახვედრა მას, თუმცა მათ საუბარს არ დასწრებია (2018 წლის 13 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.4. მოწმე ა------ მ-------–---–-ს ჩვენებით, გ------ ბ--–--–---–თან ერთად ქარელში შეხვდა მ------ ბ------–---–ს, რა დროსაც ისაუბრეს ა------ მ-------–---–-სათვის მანქანის შეძენის ნაცვლად მისაცემ თანხაზე, ასევე სხვა ფულზეც, რომელიც გ------ ბ--–--–---–ს მ------ ბ------–---–-სათვის ჰქონდა მისაცემი. ამ შეხვედრაზე მ------ ბ------–---–მა ხელი დაარტყა გ------ ბ--–--–---–ს, რადგან გ------ ბ--–--–---–ს ,,შეგინებული ჰქონდა ზურგს უკან” მ------ ბ------–---–-სათვის და ეს დარტყმა თანხის მიცემას არ უკავშირდებოდა (2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.5. მოწმე თ----- რ---------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს რესტორან ,------------ში” მიმტანად. მისი მორიგეობის დროს, დაახლოებით 1 წლის წინ გ------ ბ--–--–---–მა რესტორანში შეუკვეთა სუფრა დაახლოებით 350 ლარამდე ღირებულების, მაგრამ ისე წავიდა, რომ თანხა არ გადაიხადა. მოწმის განმარტებით, რესტორანში ,,ნისიად” მომსახურება არ ხდება. გ------ ბ--–--–---–ის ვალის გადახდაში დახმარება არავისთვის, მათ შორის - მ------ ბ------–---–-სათვის არ უთხოვია. ასევე არ უსაუბრია ამ თემაზე დ-------- ღ-----–---–თან. ბ--–--–---–ის ვალი თავად აუნაზღაურა რესტორნის მეპატრონეს (2018 წლის 30 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.6. 2017 წლის 27 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ს------–-------ში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში გ------ ბ--–--–---–ი მიმართავს მ------ ბ------–---–ს, რომ ,,ვ-–-ს რამდენი გამოვატანე ადრინდელი ფულები, ისინი არ გიგზავნე ძმაო?” (ტ.2. ს.ფ. 106) ,,ფულები რომ გჭირდებოდა, რომ დაგირეკია ჩემთვის, ძმაო, 100 აშშ დოლარი, ისინი ძმაო, მაგ ფულს ხომ არ გამოკლებია, ძმაო?”. გაბრაზებული მ------ ბ------–---–- ეუბნება გ------ ბ--–--–---–ს, რომ ამ სიტყვებისათვის მას დასჯის, რომ ,,მისი პიროვნება რომ სჭირდება” და ,,საქმეს რომ უკეთებს”, 100 000 ლარი ღირს (ტ.2, ს.ფ. 107). გ------ ბ--–--–---–ი ეუბნება მ------ ბ------–---–ს, რომ 450 აშშ დოლარი უნდა მიეტანა მისთვის, ამჟამად 250 ლარი აქვს და თანხას აძლევს. მ------ ბ------–---–- მიმართავს გ------ ბ--–--–---–ს - ,,ხვალე ვასოს 300 დოლარი რომ არ მიუვიდეს...” და იგინება (2017 წლის 27 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერის კრებსები ტ2, ს.ფ. 103-124);
3.7. 2017 წლის 29 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ქ-----–ში, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანაში მ------ ბ------–---–- მიმართავს გ------ ბ--–--–---–ს, რომ ძალიან ცუდად მოიქცა, რადგან დღემდე ფული არ ჩანს - 450 დოლარი უნდა წამოსულიყო და დარჩა 350. ,,250 ლარი ხომ მომეცი, 350 დოლარი ხომ დარჩა? (ტ.2 ს.ფ. 131) ,,ცუდს დაგმართებ რა და ცუდი დამართულიცა გაქვს უკვე, შენ ისეთი ხალხი გადაიმტერე”... ,,ისეთი ხალხი მოვლენ, ვერ გაიგებთ, ისეთ დროს მოვლენ”. გ------ ბ--–--–---–ის შეკითხვაზე, მთლიანობაში რამდენი აქვს მისაცემი, მ------ ბ------–---–- პასუხობს, რომ 3 000 აშშ დოლარი მისაცემი აქვს ამიროსთვის, ხოლო 350 დოლარი - მისთვის და ხვალ ფული სჭირდება - ,,350 დოლარი დადე ხვალ და 3 დღეში - 3 000”. (ტ.2. ს.ფ. 140). მ------ ბ------–---–- ორჯერ არტყამს ხელს გ------ ბ--–--–---–ს და ეუბნება: ,,ეს იმისთვის, რომ მოიტყუე... დაგანგრიო ეხლა გინდა მაგრად?... ახლა აგურით გაგიჩეჩქვავ თავს და დაგანახებ, რა შემიძლია და კიდევ ჩემს ძმაკაცებს რა შეუძლიათ...”, (ტ.2. ს.ფ. 144). ,,ხვალე 350 დოლარი მინდა უეჭველი, გაიგე? დაიმალები, არ დაიმალები, მოგძებნი, კაცი ვეღარ გიპოვის და ამ ცოდვას ნუ ჩამადენინებ, დამიჯერე რა. ეს ნაბიჯი არ გადამადგმევინო” (ტ.2. ს.ფ. 146) (2017 წლის 29 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერის კრებსი ტ2, ს.ფ. 125-148);
3.8. ბრალდებულმა მ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ ბ-----------------------------–-------ში გ------ ბ--–--–---–თან მივიდა მისივე თხოვნით, რადგან მას თანასოფლელის ვალი ჰქონდა და მ------ ბ------–---–ს სთხოვა, დახმარებოდა ვალის მიტანის გადავადებაში. ამ დროს იგი გ------ ბ--–--–---–ს ფიზიკურად არ შეხებია. რამდენიმე თვით ადრე მან გ------ ბ--–--–---–ს ასესხა 350 დოლარი, რაც, მიუხედავად დაპირებისა, გ------ ბ--–--–---–მა არ დაუბრუნა. სწორედ ამიტომ გარტყა ხელი მას ქარელში, რომ მოატყუა. სხვა მიზეზით არ დაურტყამს. რაც შეეხება დანარჩენ 100 დოლარს, იგი ა------ მ-------–---–-სათვის მისაცემი თანხა იყო. მ------ ბ------–---–მა დაადასტურა, რომ გ------ ბ--–--–---–მა მას თავისი სახლის სარდაფში გადასცა 250 ლარი. ასევე, გ------ ბ--–--–---–თან ჰქონდა საუბარი ავტომანქანის გაქირავებიდან გამოყვანის შესახებ, მაგრამ უარი უთხრა, რადგან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებოდა;
3.9. წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სასამართლოს უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია მ------ ბ------–---–-ს მიერ სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენება დასტურდება არაერთი პირის ჩვენებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, მათ შორის - ვიდეოჩანაწერებით. მ------ ბ------–---–მა სასამართლოში არ უარყო, რომ გ------ ბ--–--–---–ს სთხოვდა 350 აშშ დოლარს, მაგრამ ეს თანხა დაზარალებულს ასესხა და ვალის გადახდას მოითხოვდა. ბრალდებულის ეს ჩვენება არ დასტურდება არათუ დაზარალებულის ან სხვა პირთა ჩვენებით, არამედ - სატელეფონო საუბრების კრებსებითა და ვიდეოჩანაწრებითაც. ამ მასალებით, მ------ ბ------–---–- არსად ახსენებს გ------ ბ--–--–---–ისათვის სესხის მიცემას, რაც ნათლად მეტყველებს პირადი ვალის არარსებობაზე. აღსანიშნავია, რომ ვალის არსებობის შემთხვევაშიც კი რაიმე უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, მით უფრო - მუქარით, დანაშაულია (სსკ-ის 360-ე მუხლი). დაზარალებულის ჩვენება დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის მიხედვით მ------ ბ------–---–-ს მიერ ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულს მარჯვენა ყურის ნიჟარაზე და მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები (ტ. 1, ს.ფ. 58-60);
3.10 სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით, სხვა ქმედებებთან ერთად, ისჯება სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა. მოცემულ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------ ბ------–---–- გ------ ბ--–--–---–ისაგან ძალადობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ითხოვდა 450 აშშ დოლარს და რომ დაზარალებულს არ ჰქონია ბრალდებულის ვალი. ამდენად, სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის ნიშნები (ძალადობის მუქარით სხვისი თანხის სამომავლოდ გადაცემის მოთხოვნა) სახეზეა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 მ------ ბ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, მ------ ბ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს: ჩადენილი ქმედების ძალადობრივ ხასიათს, იგი ნასამართლევია განზრახი მძიმე ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი. მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული არაერთი წელი არ გახდა შემდგომში კანონშესაბამისი ქცევის საფუძველი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ წინა განაჩენით დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა მ------ ბ------–---–-ს არ გადაუხდია და ამის გამოც კვლავ ჯარიმის გამოყენება მიზანშეუწონელია;
5.3 ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (დანაშაულის რეციდივი) მოთხოვნათა შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ბ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ სასჯელს დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ჯარიმის ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს განაჩენით, რის შედეგად მ------ ბ------–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
3. მსჯავრდებულ მ------ ბ------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ნოემბრიდან;
4. ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი და ფული - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი