განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
330100119002900725
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლის – ლ---–----–--–-–---–--,ადვოკატის - მ--–--------–------ და

ბრალდებულის – ლ----------------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ლ----- ზ-------- ძე ჯ-------ს, დაბადებულის - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, შ---–-------- ქუჩა, კორპუსი №------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ლ---------------- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ლ---------------- 2019 წლის 13 იანვარს, ძ---–-------–---- სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებლის მიერ თბილისში, ო-----–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა დანა, რაც ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

ჩადენილი ქმედებისათვის, ლ----- ჯ------- 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულმა ლ----- ჯ-------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ლ---------------- ზედაპირული შემოწმებისა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის ოქმები, ცივი იარაღის ექსპერტიზის №----–- დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 ოქტომბრის და 2----–-–-------------- განაჩენები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ლ----- ჯ-------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ლ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ბრალად შერაცხული ქმედება გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე ჩაიდინა.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ლ---------------- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ----- ჯ------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 06 (ექვსი) თვის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვის ვადით და ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ლ---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 მაისიდან.

3. ლ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

4. ნივთმტკიცება:

ცივი იარაღი - დანა, რომელიც ინახება ძ---–-------–---- რაიონულ პროკურატურაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი