გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
330210019002820458
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1203 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე გ------ი თ----–---–ი

წარმომადგენელი ბ-----------–--ე

მოპასუხე თ----- ვ----------–ი

წარმომადგენელი ლ---------------------ე

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის №---------- გადაწყვეტილებით გ------ი თ----–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება და გ------ი თ----–---–ისათის არასრულწლოვანი შვილის, დ-----ი თ----–---–ის (დაბადებული 2-----–-–-------------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2-----–-–-------------დან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----- ვ----------–ის სასარჩელო განცხადება გ------ი თ----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის N---------- გადაწყვეტილებით არასრულწლოვან დ----- თ----–---–ის ალიმენტის სახით დაკისრებული 100 (ასი) ლარის 600 (ექვსასი) ლარამდე გაზრდის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა გ------ი თ----–---–ისათვის 2----–-–---------------–ის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და გ------ი თ----–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - დ-----ი თ----–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 370 (სამას სამოცდაათი) ლარის გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, გ------ი თ----–---–ის მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2018 წლის 01 დეკემბრიდან შემცირდა და იგი განისაზღვრა 700 (შვიდასი) ლარით. დამსაქმებელის, შპს ,,კ----------------–----–--------------ს“, მხრიდან მისი შრომითი ანაზღაურება მხოლოდ ამ თანხით შემოიფარგლება. გ------ი თ----–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეუსაბამოა მის შემოსავალთან. 2018 წლის 18 ოქტომბრიდან გ------ი თ----–---–ი ალიმენტს იხდის კეთილსინდისიერად მიუხედავად მისი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობისა. მოსარჩელე მხარე თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობას, რაც მისი არამარტო სამართლებრივი არამედ მორალური მოვალეობაცაა. მოსარჩელე გ------ი თ----–---–ის შემოსავლის, ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და არასრულწლოვანი დ----- თ----–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი უნდა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

(სარჩელი, 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი).

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, მოსარჩელის შემოსავალი შეადგენდა 2300 ლარზე მეტს. გაურკვეველია, რა საფუძვლით უფიქსირდება მოსარჩელე მხარეს დღეის მდგომარეობით გაცილებით ნაკლები ოდენობის შემოსავალი. მოპასუხე ცხოვრობს დედასთან, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს მკურნალობას და მოვლას. მოპასუხე თ----- ვ----------–ი არ არის დასაქმებული და არ აქვს მატერიალური შემოსავალი. მას გარდაეცვალა მამა. არასრულწლოვანი ბავშვი დადის სხვადასხვა წრეებზე, სადაც გადასახადი ჯამში შეადგენს 300 ლარზე მეტს. ბავშვი ადრეულ ასაკში მიღებული დამწვრობის გამო საჭიროებს მკურნალობას. მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება და ასევე ავტომანქანა. იგი ვალდებულია სტაბილურად სათანადოდ იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდაში.

(შესაგებელი, 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. გ------ი თ----–---–ი და თ----- ვ----------–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი დ----- თ----–---–ი ცხოვრობს მოპასუხე თ----- ვ----------–თან ერთად;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი).

3.1.2. მოპასუხე თ----- ვ----------–ი შრომისუნარიანია, მაგრამ არ არის დასაქმებული და მატერიალური შემოსავალი არ აქვს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრის თვიდან თ----- ვ----------–ს შემოსავალი არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 19 მარტს გაცემული ცნობა N----------- (ს.ფ. 92).

3.1.3. მოსარჩელე გ------ი თ----–---–ს სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტი გადახდილი აქვს რამდენიმე თვის განმავლობაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გ------ი თ----–---–ს და თ----- ვ----------–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------ს შეეძინათ შვილი დ-----ი თ----–---–ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული დ-----ი თ----–---–ის დაბადების მოწმობა აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 86).

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----- ვ----------–ის სარჩელი, გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის (საქმე N----------) გადაწყვეტილებით გ------ი თ----–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და გ------ი თ----–---–ს არასრულწლოვანი შვილის - დ-----ი თ----–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 370 (სამას სამოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 13 სექტემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ----- ვ----------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ს.ფ. 16-28);

_თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 თებერვლის განჩინება, საქმე N---------- (ს.ფ. 61-70).

3.2.3. მოსარჩელე გ------ი თ----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია ლუმბალგია M.54.5. მას ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები. ასევე ჩატარდა მანუალური კორექცია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,რ------–-ს“ მიერ 2019 წლის 14 იანვარს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 30).

3.2.4. თ----- თ----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. 2016 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით მის დიაგნოზს წარმოადგენდა: თავის ტვინის ინფარქტი, იშემიური ინსულტი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ძილიანობა, სტუპორი, კომა. იგი მკურნალობას გადიოდა შპს ,,გ------------–---------------------------------–-------------ში“ 2016 წლის 02 აგვისტოდან 2016 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,გ------------–---------------------------------–-------------ს“ მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 32-33).

3.2.5. გ------ი თ----–---–ი 2014 წლის 2 აპრილიდან დასაქმებულია შპს ,,კ----------------–------–--------------ში“ ღვინის ტექნოლოგის თანაშემწის პოზიციაზე. 2018 წლის 1 დეკემბრიდან მისი შრომის ანაზღაურება შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გარეშე);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,კ----------------–----–--------------ს“ მიერ 2019 წლის 04 იანვარს გაცემული ცნობა N001 (ს.ფ. 15).

3.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრის თვიდან გ------ი თ----–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის სექტემბრის თვეში - 1531.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2906.25 ლარს, ნოემბრის თვეში - 3376.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 905 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 888.75 ლარს და 112.49 ლარს და თებერვლის თვეში - 888.75 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 19 მარტს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 92-93).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმ სახის ცვლილება, რაც გახდებოდა მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1231-ე, 1222-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე გ------ი თ----–---–მა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა, შემცირდა მისი ხელფასის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

გ------ი თ----–---–ს და თ----- ვ----------–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------ს შეეძინათ შვილი დ-----ი თ----–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი დ----- თ----–---–ი ცხოვრობს მოპასუხე თ----- ვ----------–თან ერთად (3.2.1., 3.1.1).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----- ვ----------–ის სარჩელი, გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის (საქმე N----------) გადაწყვეტილებით გ------ი თ----–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და გ------ი თ----–---–ს არასრულწლოვანი შვილის - დ-----ი თ----–---–ის - სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 370 (სამას სამოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 13 სექტემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ----- ვ----------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (3.2.2). მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე მხარე ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ საალიმენტო ვალდებულებას და მას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით გადახდილი აქვს რამდენიმე თვის ალიმენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელი ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, გადასახადელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. მოცემული ნორმა, მართალია, ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მოპასუხე თ----- ვ----------–ი შრომისუნარიანია, მაგრამ არ არის დასაქმებული და მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრის თვიდან თ----- ვ----------–ს შემოსავალი არ უფიქსირდება (3.1.2). შესაბამისად, მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ შეცვლილა.

 

სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი ალიმენტის შემცირების საფუძვლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს მატერიალური შემოსავლის ცვლილებაზე, კერძოდ, მხარის განმარტებით, იგი მართალია დასაქმებულია იმავე კომპანიაში (შპს ,,კ----------------–----–-------------ა“), თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მისი შემოსავალი შემცირდა, კერძოდ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს (3.2.5). მოსარჩელე მხარე მატერიალური მდგომარეობის გაუარესების პერიოდს განსაზღვრავს 2019 წლის იანვრის თვიდან. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრის თვიდან გ------ი თ----–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის სექტემბრის თვეში - 1531.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2906.25 ლარს, ნოემბრის თვეში - 3376.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 905 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 888.75 ლარს და 112.49 ლარს და თებერვლის თვეში - 888.75 ლარს. (3.2.6). როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე მხარის შემოსავალმა გარკვეული ცვლილება განიცადა და სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არსებულ შემოსავალთან ოდენობით შემცირდა.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო აქვე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვი რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, და საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნს ვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს ალიმენტის ოდენობაში ცვლილებების შეტანა სასამართლოს მიერ. ამდენად, ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულებანი იმისა, რომ მას ფინანსური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ გონივრულ ვადაში, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ. ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანთა ასაკი, ასაკისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობა და მისი უფლება, მიიღოს მშობლებისაგან აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო მატერიალური სახსრები.

 

მოსარჩელე მხარე ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის შემდეგ, კერძოდ, 2019 წლის იანვრის თვიდან გაუუარესდა მატერიალური მდგომარეობა და მითითებული პერიოდიდან, მართალია იგი დასაქმებულია იმავე კომპანიაში, თუმცა მისი მატერიალური შემოსავალი შემცირებულია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში ჰქონდა საკმაოდ მაღალი შემოსავალი. იგი დასაქმებულია იმავე საწარმოში და შესაბამისად, დამსაქმებლის პოტენციალი რთველის სეზონზე ჰქონდეს ისევ იმ ოდენობის შემოსავალი, სახეზეა. მოსარჩელე დამსაქმებლის შპს ,,კ----------------–----–--------------ს“ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თავად მიუთითებს რთველის სეზონზე მეტი შემოსავლის მიღების ალბათობაზე. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრიდან (2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) სამი თვის შემდგომ აღძრა სარჩელი დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, შეიცვალა და იგი მოკლებულია შესაძლებლობას გადაიხადოს ალიმენტი დადგენილი ოდენობით. სასამართლო მიაქცევს რა ყურადღებას ალიმენტის დაკისრებიდან სარჩელის აღძვრამდე გასულ პერიოდს (დაახლოებით სამ თვეს), აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისათვის არ დასტურდება ამ მოკლე პერიოდში, სამი თვის განმავლობაში მატერიალური მოსარჩელე მხარის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც შესაძლოა გამხდარიყო დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. სასამართლო ალიმენტის განსაზღვრისას ყოველთვის იკვლევს უახლოეს წარსულში ალიმენტვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლის ოდენობას, რათა დადგინდეს პირის მიერ კონკრეტულად განსაზვრული თანხის გადახდისუნარიანობა. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 28.05.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა 2019 წლის აპრილის თვისათვის შეადგენს 185 ლარს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი ხდება არასრულწლოვანის არა არსებობისათვის არამედ მისი ნორმალურ პირობებში რჩენა-აღზრდისათვის. სასამართლო აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ არასრულწლოვანი უნდა ცხოვრობდეს იმ პირობებში, რაც მისთვის ჩვეულია და აღნიშნული პირობების შეცვლა არ უნდა მოხდეს, თუ ამის აუცილებლობა არ გამოიკვეთა. მოპასუხე მხარე მიუთითებს არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სტაბილური მკურნალობის აუცილებლობაზე, რაც დადგენილია სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და აღნიშნულს მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საქმის მასალებით, გ------ი თ----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია ლუმბალგია M.54.5. მას 2019 წლის იანვრის თვეში ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები. ასევე ჩატარდა მანუალური კორექცია. თუმცა წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის თაობაზე, აგრძელებს თუ არა მხარე მკურნალობას და რა ოდენობის ხარჯებთანაა დაკავშირებული მისთვის მკურნალობის ჩატარება.

 

სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, მშობლის მატერიალური შესაძლებლობები საშუალებას აძლევს სასამართლოს განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. განსახილველ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოსარჩელის ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი გარკვეულწილად შემცირდა, არ იკვეთება მატერიალური მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც იქნებოდა საფუძველი არასრულწლოვანი დ-----ი თ----–---–ის სასარგებლოდ დადგენილი ალიმენტის ოდენობის - 370 (სამას სამოცდაათი) ლარის შეცვლისა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდგომ გასული პერიოდის გათვალისწინებით, არ არის წარმოდგენილი ის სურათი, რაც შეიძლება სასამართლომ შეაფასოს ალიმენტვალდებული პირის, გ------ი თ----–---–ის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებად, მით უმეტეს უცნობია რის საფუძველზე მოხდა მოსარჩელისათვის ხელფასის ოდენობის შემცირება და რამ გამოიწვია აღნიშნული. მოსარჩელე ზეპირსიტყვიერად მიუთითებს დამსაქმებელი კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით. თავად მოსარჩელე მხარე უშვებს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოსთვის, რთველის სეზონზე მოსარჩელემ ისევ მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე დღეს ფიქსირდება წარმოდგენილი ცნობით. ასეთ მცირე დროში მშობლის ფინანსური მდგომარეობის გარკვეული სახით ცვლილებებმა კი უარყოფითი ასახვა არ უნდა ჰპოვოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის ინტერესებზე, რაც უპირატესად გასათვალისწინებელი და დასაცავია სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი სახის ცვლილების დროს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ შეცვლილა მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა და არ გაზრდილა მის კმაყოფაზე მყოფი პირთა რაოდენობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით ალიმენტის გადახდის შეუძლებლობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა ის გარემოება, მოსარჩელეს აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი დადგენილი ოდენობით. ამდენად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ------ი თ----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-------------ს დაბადებული დ-----ი თ----–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გ------ი თ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამასთან, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. არ დაკმაყოფილდეს გ------ი თ----–---–ის (პირადი №1----------) სარჩელი თ----- ვ----------–ის (პირადი №0----------) მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ მოთხოვნით;

 

2. არ გადახდეს თ----- ვ----------–ს (პირადი №0----------) მოსარჩელე მხარის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი;

 

3. დაუბრუნდეს გ------ი თ----–---–ს (პირადი№1----------) ბ-----------–--ის (პირადი N0----------) მიერ 2019 წლის 25 იანვარს, სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადახდო დავალება №0, სს ,,თ----------ი”, მიმღები: თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ეკა ზარნაძე