განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
140100118002620354
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100118002620354

საქმე #1/343-18 (011290718003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ------ პ----------–---–- (დაბადებული 1----–-–----------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–------–-–---ში)

 

ადვოკატი - გ--- ტ-----–---–-

 

კვალიფიკაცია: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ბრალდების ოთხი ეპიზოდი), 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 27 ივლისს, საღამოს, გ------------------------–------–-–---ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ------ პ----------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - გ------ პ----------–---–-ს თანდასწრებით, დედას - გ---–---- პ----------–---–ს სახეზე ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი, რა დროსაც გ---–---- პ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, მ------ პ----------–---–- დედას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გ---–---- პ----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2 2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, ამავე სახლის ეზოში, მ------ პ----------–---–მა შელაპარაკების გამო, არასრულწლოვან შვილს - გ------ პ----------–---–-ს ხელი დაარტყა თავში, რის შედეგადაც გ------ პ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, მ------ პ----------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს, რა დროსაც გ------ პ----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.3 2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, გ------------------------–------–-–---ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ------ პ----------–---–- დედას - გ---–---- პ----------–---–სა და არასრულწლოვან შვილს - გ------ პ----------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.4 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 01 საათზე, გ------------------------–------–-–---ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ------ პ----------–---–მა შ-------------------------–--------------–-----------–- განყოფილების უმცროს ინსპექტორ ვ---- გ-----–---–ს გაუწია წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, კერძოდ, არ მისცა საშუალება, დაეკავებინა იგი ბრალდებულის სახით, რა დროსაც ვ---- გ-----–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახესა და მარჯვენა მკლავზე, რის შედეგად ვ---- გ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობა, ასევე ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ------ პ----------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;A

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ---–---- პ----------–---–-ს, გ------ პ----------–---–-ს, ვ---- გ-----–---–ის, დ----- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ვ---- გ-----–---–ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ------ პ----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ------ პ----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მის გულწრფელ აღიარებასა და მონანიებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახის დაზარალებულ წევრებს პრეტენზია არ აქვთ. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ეპიზოდების რაოდენობას, დანაშაულის სპეციფიკას - ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მ------ პ----------–---–- არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელსაც და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის - მისაღწევად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, პირობით, მინიმალურთან მიახლოებული ზომით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ პ----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ბრალდების ოთხი ეპიზოდი), 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - (2018 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - (2018 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და მ------ პ----------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ მ------ პ----------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 30 ივლისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

მსჯავრდებულ მ------ პ----------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება – ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი