განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
140100118002616751
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100118002616751

საქმე #1/338-18 (011220718005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ-–- ხ----–---–- (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ------------, ნასამართობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-----–--------------------–-------ში, მცხოვრები გ----–-----------–---–----------------ში)

 

ადვოკატი - ნ---- მ------–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 9 ივლისს, შუადღით, გორში, მშვიდობის გამზირზე მდებარე კლუბის წინ, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო ლ-–- ხ----–---–მა მეუღლეს - თ----- კ------ს ძლიერად მოქაჩა თმა, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2 2018 წლის 22 ივლისს, საღამოს, გ----–-----------–---–-------------ში მდებარე სახაჭაპურე ,,ზ-------ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას ლ-–- ხ----–---–მა მეუღლეს - თ----- კ------ს ფეხი ამოარტყა საჯდომზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაც კი.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ლ-–- ხ----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული თ----- კ------სა და ნ------- ა---–--ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ-–- ხ----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ლ-–- ხ----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, დაზარალებულთან შერიგებას. ლ-–- ხ----–---–- არ არის ნასამართლევი (გაქარწყლებულია), ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობასა და მათ შორის დროის მცირე სხვაობას, დანაშაულის ჩადენის ადგილს - ლ-–- ხ----–---–მა მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, რითაც არ მოერიდა ირგვლივ მყოფ პირებსაც;

 

5.2 სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის მიზანშეწონილი ლ-–- ხ----–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება. ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს სასჯელის მინიმალური ზომა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-–- ხ----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 22 ივლისის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად ლ-–- ხ----–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ლ-–- ხ----–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ივლისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი