განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100118002594112
საქმე #1/319-18 (011150718001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ----- ყ---–-–---–- (დაბადებული 1----–-–----------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ------------------------–-------–---ში, მცხოვრები გ----–--------------–-------------ში)
ადვოკატი - ი---- ს---------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები (ბრალდების ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 11 ივნისს, დღის საათებში, გ----–---–-----------------–--–ზე მდებარე რესტორან ,-----------“ შენობაში, ეჭვიანობის გამო ზ----- ყ---–-–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჯ---- ნ-----–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ჯ---- ნ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 06:30 საათზე, გ----–--------------–----------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო ზ----- ყ---–-–---–მა ჯ---- ნ-----–---–ს - მისი არასრულწლოვანი შვილების - ი------–- და ნ-----–- ა--------ების თანდასწრებით სახისა და ტანის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელ-ფეხი, რის შედეგად ჯ---- ნ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ზ----- ყ---–-–---–მა ი------–- ა--------ს ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად ი------–- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ასევე - ოჯახის ორი წევრის, მათ შორის - არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის არასრულწლოვანი წევრების თანდასწრებით ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ----- ყ---–-–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ჯ---- ნ-----–---–ის, ი------–- ა-------ის, ნ-----–- ა-------ისა და ლ---- ბ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ----- ყ---–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ნაწილობრივ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ----- ყ---–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას საქმის სასამართლო განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, დადებით დახასიათებას, დაზარალებულების პოზიციას - მათ პრეტენზია არ აქვთ, თუმცა ითხოვენ ზ----- ყ---–-–---–-ს დასჯას კანონის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობას, სპეციფიკას, ჩადენის გარემოებებს - ზ----- ყ---–-–---–მა მეუღლეს სცემა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ არასრულწლოვან შვილსაც, რომელიც ცდილობდა დედის დაცვას. 2018 წლის 11 ივნისს ბრალდებული არ მოერიდა მეუღლის თანამშრომლებსაც და მათი თანდასწრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს. ასევე აღსანიშნავია, რომ ზ----- ყ---–-–---–მა ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სამი ქვეპუნქტით - ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული;
5.2 აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარისად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება ან სასჯელის პირობით ჩათვლა. ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, ბრალდებულის აღიარებისა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის გარკვეულწილად ხელშეწყობის გამო მას უნდა დაენიშნოს სასჯელის მინიმალური ზომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ----- ყ---–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2018 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ზ----- ყ---–-–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ზ----- ყ---–-–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 ივლისიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - მაისური დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - პოლიეთილენის ბოთლი - განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი