განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002507905
საქმე #1/235-18 (011140518004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–---- რ------- (დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–-------ში)
ადვოკატი - ტ---- რ-------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 3 აპრილს, დილით, გ------------------------–-------ში მდებარე ა-–---------- რ------ის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას მ--–---- რ-------მ მამას - ა-–---------- რ-------ს ყელზე მოუჭირა ხელები, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, მ--–---- რ------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-–---------- რ-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, გ------------------------–-------ში მდებარე თ------ რ------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას მთვრალმა მ--–---- რ-------მ მამას - ა-–---------- რ-------ს, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის - გ-- რ------ის თანდასწრებით რამდენჯერმე დაარტყა ხელი ტანზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობს მოუშლელად. ამავე დროს, მ--–---- რ------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-–---------- რ-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ასევე - ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ--–---- რ-------მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ა-–---------- რ------ის, შ------- ბ--–-----–-–---–ის, ე-–---- რ------ის, თ------ რ------ისა და გ-- რ------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ--–---- რ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ--–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის გულწრფელ აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, დადებით დახასიათებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას (საჭიროებს ნევროპათოლოგის მეთვალყურეობასა და თავის ტვინის კვლევას). ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული (არ არის სახდელდადებულიც კი), დაზარალებულს მას შეურიგდა და პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობას, სპეციფიკას, ჩადენის გარემოებებს - მ--–---- რ-------მ ძალადობა განახორციელა 77 წლის მამის მიმართ;
5.2 აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი მ--–---- რ------ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–---- რ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 3 აპრილის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 3 აპრილის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და მ--–---- რ-------ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ მ--–---- რ-------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 15 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით;
მსჯავრდებულ მ--–---- რ-------ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი