განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002725920
საქმე #1/475-18 (028051018001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--- ჯ-----–---–- (დაბადებული 1----–-–---------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–------ში)
ადვოკატი - ე---------- მ--–-----–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ” ქვეპუნქტები (ბრალდების ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 4 ოქტომბერს, საღამოს, კ-----------------------–------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას მთვრალმა გ--- ჯ-----–---–მა არასრულწლოვან შვილს - ო---- ჯ-----–---–ს სამჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს გ--- ჯ-----–---–- შვილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2. ამავე საღამოს, იმავე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო, მთვრალმა გ--- ჯ-----–---–მა არასრულწლოვან შვილს - ო---- ჯ-----–---–ს ყელში მოუჭირა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო მეუღლეს - ე------ ბ------ს მკლავზე მოუჭირა, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. გ--- ჯ-----–---–-ს აღნიშნული ქმედებების შედეგად ო---- ჯ-----–---–მა და ე------ ბ------მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს გ--- ჯ-----–---–- ო---- ჯ-----–---–სა და ე------ ბ------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.3. 2018 წლის 5 ოქტომბერს, დილით, ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალი გ--- ჯ-----–---–- მეუღლეს - ე------ ბ------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის - დანის გამოყენებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის წევრის, მათ შორის - არასრულწლოვნის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ორი წევრის, მათ შორის - არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ--- ჯ-----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ე------ ბ-----ის, არასრულწლოვან ო---- ჯ-----–---–-სა და ო---- ჯ-----–---–-ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ--- ჯ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ--- ჯ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, სოციალურ და ეკონომიურ პირობებს - რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული (არ არის სახდელდადებულიც კი), ხასიათდება დადებითად, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ონკოლოგიურად დაავადებული დედა, დაზარალებულები მას შეურიგდნენ და პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობასა, ძალადობის ხარისხს - დაზარალებულებს აღენიშნებათ არაერთი ზედაპირული ტრავმა და სისხლნაჟღენთი;
5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი გ--- ჯ-----–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--- ჯ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ” ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი - ო---- ჯ-----–---–-ს მიმართ) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი - ო---- ჯ-----–---–-ს მიმართ) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი - ო---- ჯ-----–---–-სა და ე------ ბ-----ის მიმართ) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი - ო---- ჯ-----–---–-სა და ე------ ბ-----ის მიმართ) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და გ--- ჯ-----–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ გ--- ჯ-----–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 5 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით;
მსჯავრდებულ გ--- ჯ-----–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი