განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
140100118002488857
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002488857

საქმე #1/216-18 (028130518001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

4 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ---------- ჯ-----–---–- (დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–------–-ში)

 

ადვოკატი - კ------- მ----–---

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, კ-----------------------–------–-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო, თ---------- ჯ-----–---–მა თავისი არასრულწლოვანი შვილის - 15 წლის ჯ--- ჯ-----–---–-ს თანდასწრებით მეუღლეს - ნ---- მ------–---–ს ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში, რის შედეგად ნ---- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს თ---------- ჯ-----–---–მა არასრულწლოვან შვილს - ჯ--- ჯ-----–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად ჯ--- ჯ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ---------- ჯ-----–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

3.2 დაზარალებულებმა - ნ---- მ------–---–მა და ჯ--- ჯ-----–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2018 წლის 13 ივლისისა და 30 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.3. თ---------- ჯ-----–---–მა მოითხოვა გამართლება (2018 წლის 4 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.4. მოწმე ზ----- ბ------–---–ის განმარტებით, იგი თ---------- ჯ-----–---–-ს მიერ ნ---- მ------–---–ისა და ჯ--- ჯ-----–---–-სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ შესწრებია. მან მოგვიანებით ჯ--- ჯ-----–---–-საგან გაიგო, რომ მამამ ხელი დაარტყა ორჯერ, ხოლო ნ---- მ------–---–ს - ერთხელ (2018 წლის 20 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.5. სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მოწმეების - მათ შორის - ლ---- ბ-------–---–ის, შ---- გ-----ის, გ------- ბ---–----–---–ის, გ------- კ---–--–---–ის ჩვენებები ირიბია;

 

3.6. სამედიცინო ბარათების მიხედვით, ნ---- მ------–---–ს ძალადობის კვალი და დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო ჯ--- ჯ-----–---–ს მარცხენა თვალბუდი არეში აღენიშნება მცირე ჰემატომა, რომელიც მისი განმარტებით არის რამდენიმე წლით ადრე ოპერაციის შედეგად დარჩენილი კვალი. დაზიანების სხვა ნიშნები არ აღენიშნება (ს.ფ. 94-95);

 

აღნიშნული დაადასტურა გადაუდებელი დახმარების კასპის ფილიალის ექიმმა ე----- შ---------მა (2018 წლის 4 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.7. ჯ--- ჯ-----–---–-სა და ნ---- მ------–---–ის დაზიანებებთან დაკავშირებით იგივე ინფორმაცია აისახა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებშიც (ს.ფ. 167-170);

 

3.8. ამდენად, გარდა ირიბი ჩვენებებისა, სასამართლოში გამოკვლეული სხვა არცერთი, მით უფრო - პირდაპირი მტკიცებულება მეტყველებს თ---------- ჯ-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამასთან, თუნდაც რომ უტყუარად დასტურდებოდეს ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტი, გაუგებარია, რით დასტურდება დაზარალებულების მიერ ფიზიკური ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არათუ პირის ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი დგინდება, არ დასტურდება მართლსაწინააღმდეგო შედეგიც კი;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო - სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);

3.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა თ---------- ჯ-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---------- ჯ-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

 

2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი