განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100117002360257
საქმე #1/341-17 (028010717002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------ შ-------–---–-
ბრალდებული - გ------- ს--------–-–---–- (დაბადებული 1----–-–----------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–------------–--------------------------–-----–---------)
ბრალდებული - კ------------- ს--------–-–---–- (დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი №-----------, ნასამართლევი /თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა რეალურ ზომად, ხოლო - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით/, მცხოვრები: თ---–------------–--------------------------–-----–---------)
კვალიფიკაცია: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი გ------- ს--------–-–---–-სა და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტები - კ------------- ს--------–-–---–-ს მიმართ
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 05 საათზე, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში გ------- ს--------–-–---–- და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ნასამართლევი კ------------- ს--------–-–---–-, ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხნენ ო----- ჩ------–---–ს. გ------- ს--------–-–---–მა მას ყელზე მიადო დანა, კ------------- ს--------–-–---–მა ყელზე მოუჭირა ხელები და მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყაზე. ამასთან, ო----- ჩ------–---–ს ორივე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ო----- ჩ------–---–ის 1 200 ლარად ღირებულ ,,ჰუავეის” ფირმის მობილურ ტელეფონს და 170 ლარს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 გ------- ს--------–-–---–-ს ქმედება დაკვალიფიცირდა, როგორც ყაჩაღობა - თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად;
2.2 კ------------- ს--------–-–---–-ს ქმედება დაკვალიფიცირდა, როგორც ყაჩაღობა - თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. დაზარალებულმა ო----- ჩ------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, ღამით, დაახლოებით 3-4 საათზე თბილისიდან ბრუნდებოდა ქუთაისში. იგი იმყოფებოდა თ---–------------–--–------------------ის” მიმდებარე ტერიტორიაზე და სურდა გაჰყოლოდა გამვლელ ტრანსპორტს. ხელის დაქნევისას მასთან გაჩერდა თეთრი ავტომანქანა ,,ტოიოტა ისტი”, რომლის საჭესთან, მარჯვნივ იჯდა (როგორც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი) - გ------- ს--------–-–---–-, მის გვერდით - სრული აღნაგობის მამაკაცი, ხოლო უკანა სავარძელზე, მარცხნივ - გ------- ს--------–-–---–-ს მამა - კ------------- ს--------–-–---–-. მათ უთხრეს, რომ მიდიოდნენ დასავლეთის მიმართულებით, ,,პატივს სცემდნენ“ და მასაც წაიყვანდნენ. ო----- ჩ------–---–ი დაჯდა უკანა მარჯვენა სავარძელზე. მცხეთაში, ბენზინგასამართ სადგურ ,---------------–ში” ავტომანქანაში ჩაასხეს საწვავი. წინ მჯდომმა მამაკაცმა ოპერატორს გადასცა 20 ლარი, ხოლო - ო----- ჩ------–---–ის გვერდით მჯდომმა კ------------- ს--------–-–---–მა - 10 ლარი. დაახლოებით 5 წუთით მგზავრობის შემდეგ კ------------- ს--------–-–---–მა და მძღოლის გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ადგილები გაცვალეს. ამასთან, კ------------- ს--------–-–---–მა უთხრა, რომ სოფელ აღაიანში უნდა შეევლოთ ცოტა ხნით. მათ გადაუხვიეს სოფელ აღაიანის ხიდზე (მას კარგად ახსოვს აღაიანის ტრაფარეტი, აღაიანის გადასახვევი, ხიდი, აღაიანის შესასვლელში წრე), სოფელის შესასვლელში იყო მარკეტი, საიდანაც კ------------- ს--------–-–---–-ს მითითებით, ჩიხში რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ, გათენებისას, გასცდნენ დასახლებულ ადგილს, სადაც მხოლოდ მინდვრები იყო და ავტომანქანა გააჩერეს. კ------------- ს--------–-–---–- მიბრუნდა ო----- ჩ------–---–ისაკენ და მოსთხოვა ფული. ო----- ჩ------–---–მა მას უთხრა, რომ ფული არ ჰონდა. კ------------- ს--------–-–---–მა ხელით ანიშნა გ------- ს--------–-–---–ს, რომელიც გადავიდა მანქანიდან გააღო ო----- ჩ------–---–ის მხარეს მანქანის კარი, ნახევარი ტანით შევიდა მანქანაში, მარცხენა ხელით კისერზე მიადო დანა, რომლის პირი იყო დაახლოებით 10 სმ სიგრძის, ხოლო ტარი არ ჩანდა და კატეგორიული ტონით უთხრა: ,,ფული მომეცი, თორემ მოგკლავო”. ო----- ჩ------–---–მა გაუხსნა თავისი საფულე, სადაც ჰქონდა ორი 50-ლარიანი კუპიურა, 20 და 5-ლარიანი კუპიურები, სულ 170 ლარი და 2 ცალი ევროს მსგავსი კუპიურა, რაც ამოიღო გ------- ს--------–-–---–მა და ჩაიდო ჯიბეში. ამ დროს მანქანაში მყოფმა კ------------- ს--------–-–---–მა ო----- ჩ------–---–ს მოსთხოვა, თუ კიდევ ჰქონდა ფული, მიეცა, თორემ მოკლავდნენ. ისიც გადავიდა მანქანიდან, მივიდა ო----- ჩ------–---–თან, გვერდით გასწია გ------- ს--------–-–---–-, ნახევარი ტანით შევიდა მანქანაში და ო----- ჩ------–---–ის ყელზე მოუსვა ხელი, სამკაულის მოძებნის მიზნით. ამასთან, მოკვლით დაემუქრა, თუ მომხდარს პოლიციაში განაცხადებდა. შემდეგ გ------- ს--------–-–---–მა ო----- ჩ------–---–ს ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი, რომელიც ჩაიდო ჯიბეში. ამ დროს მას ო----- ჩ------–---–ისაგან დაახლოებით 20 სმ-ის დაშორებით ეკავა დანა. შემდეგ კ------------- ს--------–-–---–მა კისერში მოკიდა ხელი, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ,,გადმოათრია” მანქანიდან და მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში, რის შემდეგაც გ------- და კ------------- ს--------–-–---–ები ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ იგი გავიდა ავტომაგისტრალზე, გამვლელი მანქანის მძღოლის ტელეფონით მომხდარის შესახებ შეატყობინა მამას და შემდეგ დარეკა ,,გადაუდებელი დახმარების სამსახურში (112)”. მოგვიანებით, პოლიციის შენობაში ო----- ჩ------–---–მა ამოიცნო ორივე ბრალდებული და განმარტა, რომ პროფესიით არის ფ------------- და კარგად იმახსოვრებს ადამიანის სახეს. მანვე ამოიცნო თავისი მობილური ტელეფონი, რომლის გახსნა ხდებოდა კოდით ,-----” და მისი საჩვენებელი თითის ანაბეჭდით. ტელეფონში იყო მისი ათასობით ფოტო და ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები. მანვე განმარტა, რომ შემთხვევის დროს ეცვა თეთრი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი და შავი ჯინსის შარვალი;
3.2. მოწმე ი----- გ------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 1 ივლისს თავისი ავტომანქანით მ–------------------------–------------იდან მიდიოდა სოფელ რუისში. როდესაც სოფელ აღაიანს გასცდა, დაახლოებით დილის 4:30-დან 6 საათამდე გზაზე გააჩერა ახალგაზრდა მამაკაცმა, როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი - ო----- ჩ------–---–მა, რომელიც იყო აღელვებული. მან სთხოვა მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ მისთვის უცნობმა პირებმა წაართვეს საფულე და მობილური ტელეფონი. ო----- ჩ------–---–მა ი----- გ------–--ის ტელეფონით დაურეკა მამას და უთხრა, რომ ორმა პირმა წაართვა მობილური ტელეფონი და საფულე, შემდეგ იგივე შეატყობინა ,,გადაუდებელი დახმარების სამსახურს (112)” და განუმარტა, რომ ფაქტი მოხდა სოფელ აღაიანში. მანვე ახსენა, რომ ეს პირები იყვნენ მამა-შვილი, თავად მიდიოდა თბილისიდან ქუთაისში და ამ მიზნით გაჰყვა მათ;
3.3. ბრალდებულებმა - გ------- ს--------–-–---–მა და კ------------- ს--------–-–---–მა განმარტეს, რომ 2017 წლის 1 ივლისს ისინი მიდიოდნენ ქუთაისში, კ-------------ს შვილიშვილის მოსანახულებლად. თბილისის გასასვლელიდან მათ დაიმგზავრეს ო----- ჩ------–---–ი. მცხეთასთან მანქანაში ჩაასხეს 30 ლარის საწვავი. გზაში კ------------- ს--------–-–---–- და ო----- ჩ------–---–ი წაკამათდნენ, რა დროსაც გ------- ს--------–-–---–მა სცადა სიტუაციის განმუხტვა და ყურადღების გადატანის მიზნით მამას ეუბნებოდა, რომ ახალი დანა ჰქონდა, თუმცა დანა არ უჩვენებია. მიუხედავად ამისა, სიტუაცია არ განიმუხტა. სოფელ აღაიანთან, ავტობანზე კ------------- ს--------–-–---–მა გ------- ს--------–-–---–ს გააჩერებინა ავტომანქანა გზის გვერდულზე და უთხრა ო----- ჩ------–---–ს, გადასულიყო მანქანიდან. ო----- ჩ------–---–ი მას სთხოვდა არ დაეტოვებინა, თან ქაღალდის კუპიურები გაუწოდა. კ-------------მ გამოართვა და ნახა, რომ ევროს მსგავსი ყალბი კუპიურები იყო, რაც გ-------ს გადასცა, ხოლო გ-------მ იქვე, მანქანაში დაყარა. გაბრაზებულმა კ-------------მ ძალით გადმოათრია ო----- ჩ------–---–ი მანქანიდან და გზა მის გარეშე განაგრძეს. გზაში გ-------მ და კ-------------მ იკამათეს, რის გამოც ქუთაისში აღარ წავიდნენ და მობრუნდნენ თბილისში. როდესაც სახლს მიუახლოვნენ, გ------- ს--------–-–---–მა უკანა სავარძელზე, სადაც ო----- ჩ------–---–ი იჯდა, მობილური ტელეფონი იპოვა და მიხვდნენ, რომ აღნიშნული ტელეფონი ო----- ჩ------–---–ს დარჩა. ტელეფონი იყო დაბლოკილი. აღნიშნული ტელეფონი გ------- ს--------–-–---–ს არ გამოურთავს იმ მიზნით, რომ დაზარალებული დარეკავდა, კ------------- ს--------–-–---–ს კი სურდა ტელეფონი ხელოსანთან წაეღოთ ,,კოდის მოსახსნელად“, რათა დაკავშირებოდნენ ო----- ჩ------–---–ს. ამ დროს ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ორივე ბრალდებულმა უარყო ო----- ჩ------–---–ის მიმართ მუქარა, ძალადობა, ფულისა და ტელეფონის წართმევა, ასევე - სოფელ აღაიანში შესვლა;
3.4. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შესაბამისად, ექსპერიმენტი დაიწყო 2017 წლის 2 ივლისს ო----- ჩ------–---–ის მითითებით - თ---–--–--------–-----–-------------------–--------ზე მდებარე ,------–--------–ის” მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მას გაუჩერეს თეთრი ფერის ავტომანქანა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 30-ე კილომეტრზე ავტომანქანაში ჩაასხეს საწვავი და გააგრძელეს გზა ქუთაისის მიმართულებით. დაზარალებულმა მიუთითა სოფელ აღაიანის მანიშნებელ ტრაფარეტთან, რის შემდეგაც გადაუხვიეს სოფელ აღაიანისაკენ მიმავალ გზაზე. ო----- ჩ------–---–მა მიუთითა სოფლის ცენტრში არსებული ,,მარკეტის” წინ მდებარე მოხრეშილ გზაზე, საიდანაც გაემართნენ სოფლის განაპირას და გაჩერდნენ ჩიხთან, დაუსახლებელ ადგილზე, რომლის გარშემო არის ნაკვეთები. აქ მას თავს დაესხნენ ს--------–-–---–ები და მოსთხოვეს ფული და მობილური ტელეფონი;
3.5. გ------- ს--------–-–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 1 ივლისს თბილისში, სოფელ დიღომში, აღმაშენებლის ქუჩის №47-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს თეთრი ფერის ავტომანქანა ,,ტოიოტა ისტი”, სახ. №---------, რომლითაც გადაადგილდებოდნენ გ------- და კ------------- ს--------–-–---–ები. გ------- ს--------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოიღეს ,,აიფონისა” და ,,ჰუავეის” ფირმის მობილური ტელეფონები (ტ.1, ს.ფ. 36-43);
3.6. ავტომანქანა ,,ტოიოტა ისტის”, სახ. №--------- ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ მანქანა არის მარჯვენასაჭიანი, რომლის სალონის სათავსოდან ამოიღეს ვერცხლისფერი მეტალის ტარისა და პირის მქონე დასაკეცი დანა, ასევე - წითელი და შავზოლიანი ტარის მქონე დასაკეცი დანა, ორი 50 ევროს მსგავსი ქაღალდის კუპიურა (ტ.1, ს.ფ. 70-93);
3.7. ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანები წარმოადგენს ცივ იარაღებს, რომელთაგან ერთის მთლიანი სიგრძეა 29,4 სმ, პირის სიგრძე - 11 სმ, ხოლო - მეორე დანის მთლიანი სიგრძეა 22,9 სმ, პირის სიგრძე - 9,8 სმ (დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება);
3.8. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანიდან ამოღებულ დანის პირებზე არსებული ბიომასალის შერეული პროფილის მაჟორული წილი და ტარებზე არსებული ბიომასალის შერეული პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის გ------- ს--------–-–---–ს (დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება);
3.9. 2017 წლის 2 ივლისის ამოღების ოქმის მიხედვით, ო----- ჩ------–---–ისაგან ამოიღეს მობილური ტელეფონის - ,,ჰუავეი პ-9” - ყუთი, რომელზეც დატანილია ტელეფონის საიდენტიფიკაციო მონაცემები - იმეი: 8-------------- და 8-------------- (ტ.1, ს.ფ. 186-194);
3.10. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 ივლისს ო----- ჩ------–---–ის მონაწილეობით გაიხსნა პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო გ------- ს--------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი - ,,აიფონის” და ,,ჰუავეის” ფირმის. ,,ჰუავეის” ფირმის მობილურ ტელეფონზე ო----- ჩ------–---–მა აკრიფა კოდი ,-----”, ხოლო უკანა მხარეს მცირე ზომის ეკრანზე დაადო მარჯვენა საჩვენებელი თითი, რის შემდეგ ტელეფონზე ბლოკი მოიხსნა. ტელეფონში სიმბარათები არ დევს. მის ეკრანზე განთავსებულია ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ო----- ჩ------–---–ი გოგონასთან ერთად. ტელეფონის ფოტო და ვიდეოგალარეაში ინახება 188 ვიდეორგოლი და 1651 ფოტოსურათი, რომელთა უმრავლესობაზე აღბეჭდილია ო----- ჩ------–---–ი (ტ.2, ს.ფ. 95-117);
3.11. ო----- ჩ------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ამოიცნო გ------- და კ------------- ს--------–-–---–ები, რომლებიც 2017 წლის 1 ივლისს სოფელ აღაიანში მას ყაჩაღურად თავს დაესხნენ (ტ.1, ს.ფ. 114-118, 162-166);
3.12 . ო----- ჩ------–---–ის ტანსაცმლის გამოკვლევით დადგინდა, რომ ო----- ჩ------–---–ის თეთრი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგის მარცხენა მკლავის სახელო გახეულია დაახლოებით 2 სმ სიგრძეზე (2018 წლის 6 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.13. მ–------------------------–-–--------ში მდებარე შპს ,---------------–ის” ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 04:20 საათზე თბილისის მხრიდან სადგურზე შედის თეთრი ფერის ტოიოტა-ისტის მარკის ავტომანქანა, ნომრით----------. ოპერატორი მიდის ავტომანქანის წინა მარცხენა კართან, საიდანაც მას აწვდის ფულს წინ მჯდომი პიროვნება, ხოლო შემდეგ - უკანა სავარძელზე მყოფი პიროვნება. საწვავის ჩასხმის შემდეგ ავტომანქანა მიდის დასავლეთის მიმართულებით (2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი უტყუარობის თვალსაზრისითაც. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.15 კ------------- და გ------- ს--------–-–---–ებთან ერთად დაზარალებულ ო----- ჩ------–---–ის ავტომანქანაში ყოფნას ბრალდებულები არ უარყოფენ. არც ის არის სადავო, რომ მათ აღმოაჩნდათ დაზარალებულის ნივთები - მობილური ტელეფონი და 50 ევროს მსგავსი 2 კუპიურა. სხვა საკითხია კ------------- და გ------- ს--------–-–---–ების ჩვენების სარწმუნოობა ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებით, კერძოდ: როგორც გ------- ს--------–-–---–- აღნიშნავს, მამამისსა და ო----- ჩ------–---–ს შორის საუბარი იმდენად დაიძაბა, რომ ავტომანქანა გააჩერა. ამგვარი დაძაბულობის მიუხედავად, დაზარალებული მანქანიდან თავისი ნებით არ გადავიდა - ,,არ დამტოვოთო“. ამასთან, მან ბრალდებულებს შესამჩნევად ყალბი ევროს კუპიურებიც კი შესთავაზა, რათა ქუთაისში ჩაეყვანათ. გამოდის, რომ შუაღამით, სამ უცნობ მამაკაცთან (მათ შორის - მამა-შვილთან) მგზავრობისას ო----- ჩ------–---–ი არ მოერიდა მთვრალ ადამიანთან უკიდურესად დაძაბულ საუბარს, არ გადავიდა მანქანიდან და მზად იყო, ამგვარ ვითარებაში ემგზავრა ქუთაისამდე. მანქანიდან ,,გადათრევის“ შემდეგაც იგი ითხოვდა, რომ არ მიეტოვებინათ. გარდა ამისა, ავტომანქანაში გ------- ს--------–-–---–მა დანაც კი ახსენა, თუმცა ,,ვითარების განმუხტვის მიზნით“. კ------------- ს--------–-–---–- აღარ აპირებდა დაზარალებულთან ერთად მგზავრობას (იგი მანქანიდან ძალით გადაიყვანა) და რომც თანახმა ყოფილიყო, ისინი არ შეთანხმებულან ქუთაისში გარკვეული საზღაურით ო----- ჩ------–---–ის ჩაყვანაზე. ამის მიუხედავად, კ-------------მ დაზარალებულს მაინც გამოართვა შეთავაზებული ევროს კუპიურები, რაც შემდეგ გამოართვა შვილმა - გ------- ს--------–-–---–მა, დახედა და იქვე, მანქანაში დაყარა. ეს კუპიურები შემდეგ ბრალდებულის ავტომანქანის სანივთეში (ე.წ. ,,ბარდაჩოკში“) აღმოჩნდა. ბრალდებულები აღნიშნავენ, რომ ო----- ჩ------–---–ს მობილური ტელეფონი დაუვარდა მანქანაში და როდესაც ნახეს, ცდილობდნენ, ,,ბლოკის მოხსნას“ და დაზარალებულთან დაკავშირებას. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რატომ აღარ აღმოჩნდა დაზარალებულის მობილურ ტელეფონში სიმბარათები (ტ.2, ს.ფ. 95-96). ბრალდებულების ჩვენებები არადამაჯერებელია ქუთაისში გამგზავრების სურვილის ნაწილშიც კი, რადგან კ------------- და გ------- ს--------–-–---–ებს დაკავებისას თანხა არ აღმოაჩნდათ (მცირედი ხურდა ფულის გარდა) და კ------------- ს--------–-–---–მა საწვავის თანხის მხოლოდ ნაწილი - 10 ლარი გადაიხადა. აღნიშნული გარემოება, დაზარალებულის ჩვენების გარდა, დასტურდება ვიდეოჩანაწერითა და მოწმე ვ-------- მ–-------ის ჩვენებით. იგი აღნიშნავს, რომ მუშაობს მ–------------------------–------------თან მდებარე შპს ,---------------–ის” ბენზინგასამართ სადგურზე, ოპერატორად. დაახლოებით 04:30 საათზე თბილისის მხრიდან სადგურზე შევიდა მოთეთრო ფერის პატარა მანქანა, საიდანაც სთხოვეს 20 ლარის ბენზინის ჩასხმა, ხოლო შემდეგ დაამატებინეს 10 ლარის საწვავი. საწვავის ჩასხმის შემდეგ მანქანა წავიდა დასავლეთის მიმართულებით. გამოდის, რომ კ------------- ს--------–-–---–მა შვილიშვილის მოსანახულებლად ღამით თბილისიდან ქუთაისში ავტომანქანით მგზავრობა გადაწყვიტა თუნდაც 30 ლარით, რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისში დაბრუნებისათვის საჭირო თანხაზე. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ ბრალდებულებმა ქუთაისში მგზავრობა გადაიფიქრეს და ეს ახსნეს მამა-შვილს შორის კამათით. და ბოლოს, გამოძიების დაწყებიდან და დაკავების მომენტიდან საქმის სასამართლო განხილვამდე არცერთ ბრალდებულს უთქვამს, რომ დაზარალებულს მობილური ტელეფონი დარჩა მათ მანქანაში, რაც გაუგებარია ამგვარი ბრალდების ფონზე.
ამდენად, კ------------- და გ------- ს--------–-–---–ების ჩვენება აშკარად მოგონილია და ემსახურება პასუხისმგებლობის არიდებას.
აღნიშნულის საპირისპიროდ, დაზარალებულ ო----- ჩ------–---–ის ჩვენება დეტალური, თანმიმდევრული და დამაჯერებელია იმის გამოც, რომ სხვა პირდაპირი მტკიცებულებებითაც დასტურდება, კერძოდ: დაზარალებული აღწერს დანას და აღნიშნავს, რომ მისი პირი დაახლოებით 10 სმ იყო, რაც ემთხვევა ამოღებული დანების პირის სიგრძეს (9,8 და 11 სმ). აღნიშნული მხედველობაშია მისაღები მით უფრო, როცა ორივე ბრალდებული აღნიშნავს, რომ გ------- ს--------–-–---–ს დანა საერთოდ არ ამოუღია და ის, წესით, ო----- ჩ------–---–ს არ უნდა ენახა. ამასთან, დანებზე არსებული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის გ------- ს--------–-–---–ს. დაზარალებულის მიერ აღწერილი, ავტომანქანაში საწვავის ჩასხმის გარემოებები დასტურდება მოწმე ვ-------- მ–-------იძის ჩვენებითა და ვიდეოჩანაწერით. ო----- ჩ------–---–ი უთითებს, რომ თავდასხმის შემდეგ, გზაზე გააჩერა შემხვედრი ავტომანქანა და მის მძღოლს სთხოვა მობილური ტელეფონით სარგებლობა. აღნიშნულს ადასტურებს ამ ავტომანქანის მძღოლი - ი----- გ------–--ე. მისი განმარტებით, ო----- ჩ------–---–ი აღელვებული იყო, რადგან მას თავს დაესხნენ. დაზარალებულმა ჯერ მამასთან დარეკა, ხოლო შემდეგ ,,112”-ში. გარდა ამისა, დაზარალებული დეტალურად აღწერს სოფელ აღაიანში შესასვლელ გზას, რასაც ვერ შეძლებდა ადგილზე არყოფნის შემთხვევაში. აღნიშნული დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითაც. ასევე ეჭვს არ იწვევს, რომ გ------- ს--------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი ეკუთვნის ო----- ჩ------–---–ს, რაც ასევე დასტურდება ტელეფონის მეხსიერებაში არსებული დაზარალებულის უამრავი ფოტოსურათით. აღსანიშნავია, რომ მომხდარის მიუხედავად, დაზარალებულს ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ აქვს.
ამრიგად, ცალსახად დგინდება, რომ ო----- ჩ------–---–ი გათენებისას აღმოჩნდა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გააჩერა გამვლელი ავტომანქანა, აღელვებული ითხოვდა მობილურ ტელეფონს და დაუკავშირდა მამას. მან გამვლელი ავტომანქანის მძღოლსაც და მშობელსაც უთხრა, რომ თავს დაესხნენ და გასტაცეს ნივთები, რაც იმავე დღეს აღმოაჩნდათ ბრალდებულებს. გ------- ს--------–-–---–ს ასევე აღმოაჩნდა დანა, მისივე გენეტიკური პროფილით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბრალდებულებისაგან ამოღებული, მათ შორის - დაზარალებულის კუთვნილი საგნები, სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, უტყუარად ადასტურებს კ------------- და გ------- ს--------––---–ების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 გ------- ს--------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს, ხოლო კ------------- ს--------–-–---–ს - შემამსუბუქებელი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალად შერაცხული ქმედების სახეს, მისი ჩადენის ხერხს. გ------- ს--------–-–---–თან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს მის დადებით დახასიათებას, ასაკს - მან დანაშაული 21 წლამდე ჩაიდინა, რაც გარკვეულწილად შემამსუბუქებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მხედველობაში მიღებით, მის წარსულ ცხოვრებას - მისი წარსული არაფრით არის შებღალული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებით;
5.2. კ------------- ს--------–-–---–თან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც საფუძველი იქნებოდა მინიმალური სასჯელის გამოყენებისა, პირიქით, კ------------- ს--------–-–---–- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 19 მაისს, იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და გათავისუფლებიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ მან ახალი, ხარისხობრივად უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ასეთ პირობებში სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია კ------------- სოღნულაშვილისათვის სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ზომისა და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და, შესაბამისად, აშკარად უსამართლო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ს--------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ------- ს--------–-–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან;
2. კ------------- ს--------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი, რომლის მოუხდელი ზომის ნაწილი - 1 (ერთი) წელი - დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და კ------------- ს--------–-–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ კ------------- ს--------–-–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები: ავტომანქანა ,,ტოიოტა”, მობილური ტელეფონები, ტელეფონის ყუთი, ქაღალდის კუპიურა, ლითონის ფული, ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელჩანთა და საფულე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; დანები, მიკრონაწილაკები და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს, ხოლო - ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი