გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
330310118002557728
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4644-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-----–-----------–---ი

წარმომადგენელი - რ-----------------ე

 

მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - მ---–----–---–---ე

 

მესამე პირები - შპს „დ----“, შპს „კ--–---ი“, გ--------–----ე, თ-----------------ე, ტ------–---------ე, ლ--–---------ა, თ-------–-------ე

 

მესამე პირი - ვ---------------–---–ი

წარმომადგენელი - დ----------------–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 მაისის A---------------- განკარგულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირები - შპს „დ----“, შპს "კ--–---ი", გ--------–----ე, თ-----------------ე, ტ------–---------ე, ლ--–---------ა და თ-------–-------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მხარეთათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.

 

3.2. მესამე პირი - ვ---------------–---–ი და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სარჩელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. 2011 წლის 15 დეკემბერს ერთის მხრივ შპს ,,დ----ს’’ დირექტორს - ი-–-------------ესა და მეორეს მხრივ ნ-----–-----------–---ს შორის დაიდო უძრავი ნივთის (საცხოვრებელი ბინის) ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საგანი იქნებოდა უძრავ ქონება, კერძოდ, 89.8----------------------------–----------–------------------–---------–---------–------------------–--------------------------------------------------------------------–----------------–----------------------------–-------------–-----–--------------------------------–-----------–--–--–---–----------–---–--–ს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 920 აშშ დოლარით.

 

ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული იყო მხარეთა ვალდებულებები. 5.1.1. პუნქტის მიხედვით, გამყიდველი ვალდებული იყო დაემთავრებინა სახლის მშენებლობა 2013 წლის დეკემბერში და ობიექტის დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებისა და ნასყიდობის საგანზე გამყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში დაედო ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება მყიდველთან. ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა თუ მყიდველს სრულად არ ექნებოდა დაფარული წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება. 5.2.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო დაედო ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება გამყიდველთან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- უძრავი ნივთის (საცხოვრებელი ბინის) ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება - ტ.1, ს/ფ 22-25

 

4.1.2. შპს ,,დ----ს’’ სამეთვალყურეო საბჭოს 2015 წლის 28 იანვრის N-- სხდომის ოქმის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბინის მომავალ მესაკუთრე ნ-----–-----------–---ზე დამტკიცებული იქნა 89,8 კვ.მ ბინის ფართი შპს ,,დ----ს’’ მშენებარე სახლში ჭ---------------------ში. ბინის მომავალი მესაკუთრის მიერ, ბინის ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, მას ორი თვის განმავლობაში გაუფორმდებოდა ბინა საკუთრებაში საჯარო რეესტრით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შპს ,,დ----ს’’ სამეთვალყურეო საბჭოს 2015 წლის 28 იანვრის N-- სხდომის ოქმი - ტ.1, ს/ფ 26-27

 

4.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 08 აპრილის N1------------- ბრძანებით დავალიანების გადახდევინების შესახებ, შპს ,,დ---ს’’ (ს/კ 4--------) დაეკისრა დავალიანების - 26500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა გ--------–----ის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 8 აპრილის N1------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ - ტ.1, ს/ფ 59

 

4.1.4. 2015 წლის 14 აპრილის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- გადახდის ბრძანების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო საქმე NA--------.

 

2015 წლის 20 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა მოვალე შპს ,,დ----ს’’ მიმართ გამოსცა NA---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და შპს ,,დ---ს’’ აცნობა, რომ კრედიტორ გ--------–----ის სასარგებლოდ დაეკისრა 26500 აშშ დოლარის გადახდა. ამავე წინადადებით შპს ,,დ---ს’’ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- გადახდის ბრძანების უზრუნველსაყოფად და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ იგი უკვე რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც შეეზღუდა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისება და უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ამასთან ეცნობა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღდებოდა საბანკო ანგარიშები, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ქონების ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, ამ მიზნით განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. ხსენებული წინადადება 2015 წლის 23 აპრილს ჩაიბარა შპს ,,დ----ს’’ ორგანიზაციის წარმომადგენელმა /იურისტი თ------------ემ (პ/ნ 6----------).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2015 წლის 14 აპრილის განცხადება - ს/ფ 63.

- 2015 წლის 20 აპრილის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 65-69.

- შეტყობინება - ტ.1, ს/ფ 71.

 

4.1.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა 2015 წლის 20 აპრილს NA------------ წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ეცნობებინათ: 1. შპს ,,დ----ს’’ სახელზე ირიცხებოდა თუ არა საკუთრებაში უძრავი ქონება. 2. იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იპოთეკით ან რაიმე სხვა სანივთო უფლებით, როდის და ვის სასარგებლოდ, ასევე ედო თუ არა აღნიშნულ ქონებას ყადაღა, როდის და ვის მიერ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო აღმასრულებელ ვ-----------–------–ის 2015 წლის 20 აპრილს NA------------ წერილი - ტ.1, ს/ფ 76.

 

4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 მაისის №1----- წერილით აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ შპს ,,დ----ს’’ საკუთრებაში რეგისტრირებული იყო 27 უძრავი ქონება ქალაქი ბ------ში, თ----–---–----------------–--------------------------------, მათ შორის: საკადასტრო კოდი 0------------------ ქალაქი ბ------ში, თ----–---–----------------–--------------------------------.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 29.01.2015წელი) უძრავ ქონებაზე მდებარე, ქალაქი ბ------ი, თ----–---–--------------/ქალაქი ბ------ი, ჭ--------------------, ფართი (მშენებარე) 89.80 კვ.მ. სართული N15, ბინა N75, საკადასტრო კოდი 0------------------, რეგისტრირებულია შპს "დ----ს" საკუთრების უფლება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 მაისის №1----- წერილი - ტ.1, ს/ფ 80-82

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს/ფ 100-101.

 

4.1.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა 2015 წლის 08 მაისს NA------------ წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოითხოვა რეგისტრაციაში გაეტარებინათ მის მიერ დადებული ყადაღა მოვალის - შპს ,,დ----ს’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, ქალაქი ბ------ი, თ----–---–--------------/ქალაქი ბ------ი, ჭ---------------------ში, მათ შორის საკადასტრო კოდზე 0------------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ-----------–------–ის 2015 წლის 08 მაისს NA------------ წერილი - ტ.1, ს/ფ 143-145.

 

4.1.8. 2015 წლის 04 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ შედგა, ქალაქი ბ------ში, თ----–---–---------------ში/ქალაქი ბ------ი, ჭ---------------------ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინების, მათ შორის სართული N15, ბინა 75, ფართი (მშენებარე) 89.80 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0------------------ უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2015 წლის 04 სექტემბერი უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი - ტ.1, ს/ფ 341-342.

 

4.1.9. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ლ-–---------------ემ 2016 წლის 06 იანვარს NA---------------- შეტყობინება გაუგზავნა ნ-----–-----------–---ს (მისამართზე: ქ. ბ------ი, მ---–--------------------------------), როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მომავალ მესაკუთრეს და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA-------- სააღსრულებო საქმე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და NA-------- სააღსრულებო საქმე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 01 მაისს გაცემული N2-1------ სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალე იყო შპს ,,დ----’’. აღნიშნულ საქმეებზე უახლოეს ვადაში დაინიშნებოდა იძულებითი აუქციონი მოვალის - შპს ,,დ----ს’’ საკუთრებაში რიცხულ უძრავი ქონებაზე, მდებარე, ქალაქი ბ------ში, თ----–---–----------------ში/ქალაქი ბ------ი, ჭ---------------------ში, მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინის, სართული N15, ბინა 75, ფართი (მშენებარე) 89.80 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0------------------ რეალიზაციის მიზნით. ნ-----–-----------–---ს განემარტა, რომ შესაბამისი ინტერესის არსებობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მიეღო აუქციონში მონაწილეობა. ხსენებული წინადადება არ ჩაბარდა ადრესატს 2016 წლის 15 იანვარს (არავინ დახვდა მისამართზე გზავნილის ნომერი NB-------).

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--------------მ 2017 წლის 09 აგვისტოს, იგივე შინაარსის NA---------------- შეტყობინება გაუგზავნა ნ-----–-----------–---ს. ხსენებული წინადადება არ ჩაბარდა ადრესატს (გადაცემა შეკვეთის გაკეთება, გზავნილის ნომერი NB-------).

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--------------მ 2018 წლის 17 იანვარს, იგივე შინაარსის NA---------------- შეტყობინება გაუგზავნა ნ-----–-----------–---ს. ხსენებული წინადადება არ ჩაბარდა ადრესატს (გადაცემა შეკვეთის გაკეთება, გზავნილის ნომერი N--------).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ-–---------------ის 2016 წლის 06 იანვარს NA---------------- შეტყობინება - ტ.1, ს/ფ 362-363

-აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ-------------ის 2017 წლის 09 აგვისტოს NA---------------- შეტყობინება - ტ.1, ს/ფ 589-590

-აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ-------------ის 2018 წლის 17 იანვრის NA---------------- შეტყობინება - ტ.1, ს/ფ 600-601

-შეტყობინებები - ტ.1, ს/ფ 440, 598, 611

 

4.1.10. 2018 წლის 01 მარტის სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების შესახებ ოქმის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--------------მ ნ---------–----ის თანდასწრებით შეადგინა ოქმი, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, გამოცხადდა ნ-----–-----------–---თან მისამართზე: ქალაქი ბ------ი, მ---–------------------------------ში, -აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ-------------ის 2018 წლის 17 იანვრის NA---------------- შეტყობინების გადასაცემად. მისამართზე გამოცხადებისას მას ადგილზე დახვდა ნ---------–----ე, რომელმაც განუმარტა, რომ ნ-----–-----------–---ი არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და არ ფლობდა რაიმე ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ნ-----–-----------–---ი მის საცხოვრებელ ადგილად 2018 წლის 24 ივლისს წარმოდგენილ სარჩელში უთითებს მისამართს ქ. ბ------ი, მ-----–--–------------------------------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების შესახებ ოქმი - ტ.1, ს/ფ 618

- სარჩელი - ტ. 1, ს/ფ 1-12

 

4.1.11. 2018 წლის 29 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო აღმასრულებელმა მ--------------მ მოვალე შპს ,,დ----ს’’ მიმართ გამოსცა NA------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც გაეგზავნა მისამართზე - ქ. ბ------ი, შ-----------------–------------------- და აცნობა, რომ კრედიტორ გ--------–----ის სასარგებლოდ დაეკისრა 26500 აშშ დოლარის გადახდა. ამავე წინადადებით შპს ,,დ----ს’’ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- გადახდის ბრძანების უზრუნველსაყოფად და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ იგი უკვე რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც შეეზღუდა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისება და უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ამასთან ეცნობა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღდებოდა საბანკო ანგარიშები, აღიწერებოდა დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ქონების ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, ამ მიზნით განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა.

 

ასევე 2018 წლის 29 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--------------მ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გამოსცა შპს ,,დ----ს’’ მიმართ NA------------ განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედებების საჯარო შეტყობინების შესახებ.

 

საჯაროდ გავრცელდა NA-------- სააღსრულებო საქმეზე მოვალის მიმართ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. სააღსრულებო წარმოების კრედიტორი - გ--------–----ე, მოვალე - შპს ,,დ----’’ (ს/კ4--------), საგანი - თანხის გადახდევინება, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა. აღნიშნული განკარგულების მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო შეტყობინება გავრცელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე (www.nbe.gov.ge ) მე-3 პუნქტის თანახმად, მოვალისათვის (შპს ,,დ----’’) აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვალა საჯარო შეტყობინების ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული წესით გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 29 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო აღმასრულებელ მ-------------ის NA------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ტ.1, ს/ფ 660-664

-2018 წლის 29 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ-------------ის NA------------ განკარგულება - ტ.1, ს/ფ 665

 

4.1.12. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ--------------მ 2018 წლის 29 იანვარს NA---------------- შეტყობინება გაუგზავნა ნ-----–-----------–---ს (მისამართზე: ქ. ბ------ი, მ---–----------------------------), როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მომავალ მესაკუთრეს და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA-------- სააღსრულებო საქმე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და NA-------- სააღსრულებო საქმე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 01 მაისს გაცემული N2-1------ სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალე იყო შპს ,,დ----’’. აღნიშნულ საქმეებზე უახლოეს ვადაში დაინიშნებოდა იძულებითი აუქციონი მოვალის შპს ,,დ----ს’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების: ქალაქი ბ------ი, თ----–---–---------------ში/ქალაქი ბ------ი, ჭ---------------------ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინის სართული N15, ბინა 75, ფართი (მშენებარე) 89.80 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0------------------. ნ-----–-----------–---ს განემარტა, რომ შესაბამისი ინტერესის არსებობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მიეღო აუქციონში მონაწილეობა. აღნიშნული შეტყობინება გამოქვეყნდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე.

 

2018 წლის 29 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო აღმასრულებელმა მ--------------მ გამოსცა მომავალი მესაკუთრე ნ-----–-----------–---ის მიმართ NA---------------- განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედებების საჯარო შეტყობინების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 29 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ-------------ის NA---------------- განკარგულება - ტ.1, ს/ფ 667-668

-აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ-------------ის 2018 წლის 29 იანვარს NA---------------- შეტყობინება - ტ.1, ს/ფ 669-670

 

4.1.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 მაისის NA---------------- განკარგულებით შპს ,,დ----ს’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. ბ------ი, ქ-----------–---–----------------------------- საკადასტრო კოდი: 0------------------ - 2018 წელს 25 მაისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გამარჯვებული გახდა ვ---------------–---–ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 13350 ლარად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების: შპს ,,კ--–---ის’’, გ--------–----ის, თ-----------------ის, ტ------–---------ის, ლ--–---------ას და თ-------–-------ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 მაისის NA---------------- განკარგულება - ტ.1, ს/ფ 692-693.

 

4.1.14. 2018 წლის 23 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე: ქ. ბ------ი, ქ-----------–---–-----------------------------, ფართი 89.80 კვ.მ. (შენებარე), სართული N15, ბინა N75 საკადასტრო კოდი: 0------------------, 2018 წლის 31 მაისის NA---------------- განკარგულების საფუძველზე რეგისტრირებულია ვ---------------–---–ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს/ფ 30-31.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსისა და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 183.10 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 მაისის NA---------------- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ასევე ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება.

 

სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს აღსრულების დაწყების საფუძველს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ იძულებითი აღსრულება დაიწყო NA-------- სააღსრულებო საქმეზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 08 აპრილს გაცემულ N1------------- ბრძანებაზე დავალიანების გადახდევინების შესახებ და A-------- სააღსრულებო საქმეზე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 01 მაისს გაცემულ N2-1------ სააღსრულებო ფურცელზე, სადაც მოვალე იყო შპს ,,დ----’’. არაუზრუნველყოფილ კრედიტორები იყვნენ: შპს ,,კ--–---ი’’, გ--------–----ე, თ-----------------ე, ტ------–---------ე, ლ--–---------ა და თ-------–-------ე.

 

7.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე - სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეებს გააჩნიათ კანონიერი უფლება ინფორმირებული იყვნენ სააღსრულებო წარმოების თაობაზე. კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულობა მხარეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, სრულყოფილად მოახდინოთ თავიანთი უფლების რეალიზება ან თავი დაიცვან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უკანონო ქმედების შედეგად არსებობს ზიანის მიყენების ან კანონიერი ინტერესების შელახვის საშიშროება. ამ პროცესის მიმდინარეობაში კი აღმასრულებლის როლი კანონით არის დადგენილი და მას ვალდებულება აქვს განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება მოვალისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით კანონმდებელი ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები ადგენს საპროცესო მოქმედებების თაობაზე მხარეთა ინფორმირებისა და მათთვის კორესპონდენციის გაგზავნა-ჩაბარების წესებს. აღნიშნული წესები ასევე გამოიყენება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირებისათვის. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

 

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ლ-–---------------ემ 2016 წლის 06 იანვარს NA---------------- შეტყობინება გაუგზავნა ნ-----–-----------–---ს (მისამართზე: ქ. ბ------ი, მ---–----------------------------), როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მომავალ მესაკუთრეს, იმ მისამართზე, რაც მოსარჩელეს სარჩელში აქვს მითითბული და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA-------- სააღსრულებო საქმე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და A-------- სააღსრულებო საქმე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 01 მაისს გაცემული N2-1------ სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალე იყო შპს ,,დ----’’. აღნიშნულ საქმეებზე უახლოეს ვადაში დაინიშნებოდა იძულებითი აუქციონი მოვალის შპს ,,დ----ს’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებაზე მდებარე: ქალაქი ბ------ი, თ----–---–---------------ში/ქალაქი ბ------ი, ჭ---------------------ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინის სართული N15, ბინა 75, ფართი (მშენებარე) 89.80 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0------------------. ნ-----–-----------–---ს განემარტა, რომ შესაბამისი ინტერესის არსებობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მიეღო აუქციონში მონაწილეობა. ხსენებული წინადადება არ ჩაბარდა ადრესატს 2016 წლის 15 იანვარს (არავინ დახვდა მისამართზე გზავნილის ნომერი NB-------).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მომავალ მესაკუთრეს ნ-----–-----------–---ს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--------------მ 2017 წლის 09 აგვისტოს, იგივე შინაარსის NA---------------- შეტყობინება გაუგზავნა. ხსენებული წინადადება არ ჩაბარდა ადრესატს (გადაცემა შეკვეთის გაკეთება, გზავნილის ნომერი NB-------).

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--------------მ 2018 წლის 17 იანვარს, იგივე შინაარსის NA---------------- შეტყობინება გაუგზავნა როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მომავალ მესაკუთრეს ნ-----–-----------–---ს. ხსენებული წინადადება არ ჩაბარდა ადრესატს (გადაცემა შეკვეთის გაკეთება, გზავნილის ნომერი N--------).

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად კანონმდებელი ადგენს საჯარო შეტყობინების ინსტიტუტის გამოყენების სპეციალურ წესს: კერძოდ, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. აღნიშნული ნორმის ანალიზით დასტურდება მისი გამოყენების წინაპირობები: მხარის ადგილსამყოფელი უცნობი უნდა იყოს ან შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად უნდა იყოს შეუძლებელი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 01 მარტის სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების შესახებ ოქმის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ--------------მ ნ---------–----ის თანდასწრებით შეადგინა ოქმი, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 08 აპრილს გაცემული N1------------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, გამოცხადდა ნ-----–-----------–---თან მისამართზე: ქალაქი ბ------ი, მ---–------------------------------ში, - აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ-------------ის 2018 წლის 17 იანვრის NA---------------- შეტყობინების გადასაცემად. მისამართზე გამოცხადებისას მას ადგილზე დახვდა ნ---------–----ე, რომელმაც განუმარტა, რომ ნ-----–-----------–---ი არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და არ ფლობდა რაიმე ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო აღმასრულებელმა მ--------------მ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მომავალი მესაკუთრე ნ-----–-----------–---ის მიმართ გამოსცა NA---------------- განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედებების საჯარო შეტყობინების შესახებ. აღნიშნული განკარგულების მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე (www.nbe.gov.ge ) მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მომავალ მესაკუთრეს ნ-----–-----------–---ს (პ/ნ 6----------) ჩაბარებულად ჩაეთვლებოდა ვებ-გვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას აუქციონის დანიშვნის თაობაზე შეტყობინება არ მიუღია, ამიტომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულება კანონსაწინააღმდეგოა.

 

სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. აღნიშნული მითითებულია ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესში, რომლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, ხოლო მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება აუქციონის დროისა და ადგილის შეუტყობინებლობის გამო განკარგულების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევასთან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 06 იანვრის, 2017 წლის 09 აგვისტოს, 2018 წლის 17 იანვრისა და 29 იანვრის შეტყობინებები ვერ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის/ვერ მოძიების გამო, რის შემდეგაც საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა ყოველივე ზემოაღნიშნული.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 მაისის NA---------------- განკარგულებით მოვალე - შპს ,,დ----ს’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. ბ------ი, ქ-----------–---–----------------------------- საკადასტრო კოდი: 0------------------ - 2018 წლის 25 მაისს დასრულებულ, იძლებით საჯარო აუქციონზე გამარჯვებული გახდა ვ---------------–---–ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 13350 ლარად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების: შპს ,,კ--–---ის’’, გ--------–----ის, თ-----------------ის, ტ------–---------ის, ლ--–---------ას და თ-------–-------ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადასტურებს სადაო აქტის დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელე ვერ აბათილებს აქტის დასაბუთებას წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტებით.

 

7.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–-----------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი