გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001973913
2-2272/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01/0-/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს მიკროსაფინასო ორგანიზაცია ‘’ბ------–ი’’
წარმომადგენელი: თ----------–----–-–---–ი
მოპასუხე: გ-------– ს----–---–ი, თ----- ს----–---–ი
წარმომადგენელი: ა-------–-–--–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს მ---- ,,ბ------–მა“ სარჩელი აღძრა გ-------– ს----–---–ის და თ----- ს----–---–ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა გ-------– ს----–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროს:
- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 31 419 აშშ დოლარის გადახდა;
- 2017 წლის 20 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 16479 აშშ დოლარის 3 %-ის - 494,37 აშშ დოლარის გადახდა;
- 2017 წლის 20 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირი თანხის - 16479 აშშ დოლარის 0.07 %-ის - 11,53 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნას იპოთეკის საგანი - უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ბ-----------ის ქ. №138 ბ. 19/20-ში (ს/კ 0-.27.4-.0--.01.5---.
1.3. იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ვალის დაფარვის არასაკმარისობისას, დავალიანების დასაფარად გადაწყვეტილება მიქცეული იქნას გ-------– ს----–---–ის სხვა ქონებაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2013 წლის 14 მაისს და 2014 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც 2013 წლის 14 მაისს და 2014 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს ასესხა 7000 აშშ დოლარი, სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება გადასახდელი თანხის 0.07 %.
2013 წლის 14 მაისის და 2014 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებების ფარგლებში პერიოდულად ხდებოდა სესხის ოდენობების გაზრდა. კერძოდ სესხი შემდეგ პერიოდებში გაიზარდა შემდეგი ოდენობით:
- 2013 წლის 18 მაისს - 300 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 20 მაისს - 800 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 23 მაისს - 200 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 30 მაისს - 150 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 4 ივნისს - 200 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 6 ივნისს - 50 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 15 ივნისს - 150 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 18 ივნისს - 150 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 21 ივნისს - 500 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 1 ივლისს - 150 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 3 ივლისს - 380 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 11 ივლისს - 200 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 16 ივლისს - 170 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 19 ივლისს - 100 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 15 ოქტომბერს- 500 აშშ დოლარით;
- 2013 წლის 26 ნოემბერს- 300 აშშ დოლარით;
- 2014 წლის 10 იანვარს - 200 აშშ დოლარით;
- 2014 წლის 30 იანვარს - 500 აშშ დოლარით;
- 2014 წლის 10 თებერვალს - 1000 აშშ დოლარით;
- 2014 წლის 5 მარტს - 800 აშშ დოლარით;
- 2014 წლის 10 მარტს - 100 აშშ დოლარით;
- 2014 წლის 24 მარტს - 3020 აშშ დოლარით;
- 2014 წლის 24 აპრილს - 180 აშშ დოლარით;
- 2014 წლის 12 დეკემბერს - 2000 აშშ დოლარით;
სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ----- ს----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ბ-----------ის ქ.№138 ბ. 19/20-ში (ს/კ 0-.27.4-.0--.01.5---.
გ-------– ს----–---–ს სესხი უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით. მან ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. მისი დავალიანება შეადგენს:
- ძირი თანხა - 16479 აშშ დოლარი;
- სარგებელი - 10309 აშშ დოლარი;
- პირგასამტეხლო - 4631 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების მიხედვით სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა გაგრძელდეს ვალდებულების სრულად დაფარვამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეები სარჩელს არ სცნობენ. მათი წარმომადგენელი ადასტურებს 2013 წლის 14 მაისის და 2014 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე გ-------– ს----–---–ის მიერ მოსარჩელისაგან სესხად 7000 აშშ დოლარის მიღებას. სხვა თანხების მიღებას კატეგორიულად უარყოფს. განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხიდან ძირი თანხა და სარგებელი გადახდილი აქვს. გარდა აღნიშნულისა მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზი 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში, 60 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. ს.ფ. 19-21.
3.1.2. 2013 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზი 2 000 აშშ დოლარის ფარგლებში, 60 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. ს.ფ. 22-24.
3.1.3. 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ----- ს----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ბ-----------ის ქ. №138 ბ. 19/20-ში (ს/კ 0-.27.4-.0--.01.5---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 14 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 42-48
- 2013 წლის 25 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 35-41
3.1.4. 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის იმავე დღეს გაფორმდა №40609 სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება გადასახდელი თანხის 0.07 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 25-28.
3.1.5. 2014 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელესა და გ-------– ს----–---–ს შორის იმავე დღეს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ გ-------– ს----–---–ს ასესხა 2000 აშშ დოლარი, სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება გადასახდელი თანხის 0.07 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 25 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 30-33.
3.1.6. 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი, გ-------– ს----–---–ს უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის გრაფიკი.ს.ფ. 29 და ს.ფ 34.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადაო ფაქტობრივი გარემოებაა შემდეგ პერიოდებში სესხად შემდეგი ოდენობის თანხის გაცემა და მიღება:
- 2013 წლის 18 მაისს - 300 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 20 მაისს - 800 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 23 მაისს - 200 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 30 მაისს - 150 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 4 ივნისს - 200 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 6 ივნისს - 50 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 15 ივნისს - 150 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 18 ივნისს - 150 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 21 ივნისს - 500 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 1 ივლისს - 150 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 3 ივლისს - 380 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 11 ივლისს - 200 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 16 ივლისს - 170 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 19 ივლისს - 100 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 15 ოქტომბერს- 500 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 26 ნოემბერს- 300 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 10 იანვარს - 200 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 30 იანვარს - 500 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 10 თებერვალს - 1000 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 5 მარტს - 800 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 10 მარტს - 100 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 24 მარტს - 3020 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 24 აპრილს - 180 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 12 დეკემბერს - 2000 აშშ დოლარი;
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ-------– ს----–---–ი პერიოდულად სესხად ღებულობდა მითითებულ თანხებს, რასაც გ-------– ს----–---–ის წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან გ-------– ს----–---–ს ასესხა სადაოდ გამხდარი თანხები. ამ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა განმარტებით, სესხის ხელშეკრულებით, თანხის გადაცემის მტკიცებულებით, ასევე ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც ასახული იქნება მოსარჩელის მიერ გ-------– ს----–---–ისათვის სესხად სადაო ოდენობის თანხის გადაცემა.
3.2.3. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.4. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მიუთითა 2013 წლის 14 მაისის და 2014 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებზე, სადაც მითითებულია, რომ გ-------– ს----–---–ს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე, შეუძლია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში საკრედიტო ლიმიტით ისარგებლოს მრავალჯერადად. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ გ-------– ს----–---–ს შეეძლო 17 000 აშშ დოლარი აეთვისებინა ნაწილ-ნაწილ, ანუ იმ პრინციპით, რაც მოსარჩელეს სარჩელში აქვს მითითებული.
იხ. 2013 წლის 14 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. ს.ფ. 19-21.
იხ. 2013 წლის 25 სექტემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. ს.ფ. 22-24.
3.2.5. გარდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა, მოსარჩელე სესხად თანხის გაცემის მტკიცებულებად ასახელებს სარჩელზე თანდართულ ამონაწერს, სადაც მითითებულია გ-------– ს----–---–ის საკრედიტო ისტორიის შესახებ. იგი წარმოადგენს სპეციალურ ცხრილს და მასში მითითებულია გ-------– ს----–---–ის მიერ თანხის მიღება, შპს ,,ბ------–ში“ თანხის შეტანა და ნაშთი, ასევე დანიშნულება.
იხ. გ-------– ს----–---–ის ე.წ. ,,სესხზე თანხის ბრუნვის ისტორია“.ს.ფ. 51-54.
3.2.6. მოსარჩელემ, სესხის გაცემის დასადასტურებლად ასევე მიუთითა გ-------– ს----–---–ის სესხის ამონაწერზე, სადაც ასევე მითითებულია გ-------– ს----–---–ის მიერ თანხის მიღება, შპს ,,ბ------–ში“ შეტანა და ნაშთი, ასევე დანიშნულება. მასში მითითებულია, რომ გ-------– ს----–---–მა შპს მ---- ,,ბ------–ისაგან“ სესხის გაზრდის გზით შემდეგ თარიღებში მიიღო შემდეგი თანხები:
- 2013 წლის 18 მაისს - 300 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 20 მაისს - 800 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 23 მაისს - 200 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 30 მაისს - 150 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 4 ივნისს - 200 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 6 ივნისს - 50 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 15 ივნისს - 150 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 18 ივნისს - 150 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 21 ივნისს - 500 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 1 ივლისს - 150 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 3 ივლისს - 380 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 11 ივლისს - 200 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 16 ივლისს - 170 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 19 ივლისს - 100 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 15 ოქტომბერს- 500 აშშ დოლარი;
- 2013 წლის 26 ნოემბერს- 300 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 10 იანვარს - 200 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 30 იანვარს - 500 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 10 თებერვალს - 1000 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 5 მარტს - 800 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 10 მარტს - 100 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 24 მარტს - 3020 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 24 აპრილს - 180 აშშ დოლარი;
- 2014 წლის 12 დეკემბერს - 2000 აშშ დოლარი;
იხ. ამონაწერი კლიენტის ისტორიიდან.ს.ფ.
3.2.7. ამდენად 2013 წლის 18 ივლისიდან 2014 წლის 18 ივლისამდე პერიოდში სესხად სადაო ოდენობის თანხების მიღებას მოსარჩელე ამტკიცებს ზეპირი გაბნმარტებით, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებით და შპს მ---- ,,ბ------–ის“ ამონაწერით კლიენტის სესხიდან (ასეთი ორი ამონაწერია).
3.2.8. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. თითოეული ზეპირი განმარტება უნდა დასტურდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. აღნიშნულიდან გამომდინარე ზეპირი განმარტება ვერ იქნება სესხის დამადასტურებელი მტკიცებულება.
3.2.9. ზეპირი განმარტების ანალიზის შემდეგ, შესაფასებელი დარჩა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები და შპს მ---- ,,ბ------–ის“ ამონაწერი კლიენტის სესხიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ოდენობა, ფაქტობრივი გარემოებებაა. იგი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას და კლიენტის სესხიდან ამონაწერსაც. ასეთი ხელშეკრულება და ამონაწერი ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოდგეს სესხის დასადასტურებლად, ხშირად კი შეიძლება არ გამოდგეს. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და ამონაწერი და განმარტოს ეს მტკიცებულებები გამოდგება თუ არა სესხად გადაცემული თანხის ოდენობის დადგენისათვის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ზოგადი ხელშეკრულებაა. ის არ ასახავს სესხად თანხის გადაცემას. ის უფრო სესხის გაცემაზე შეპირებაა. მოსარჩელე გ-------– ს----–---–ს შეპირდა, რომ ამ ორი ხელშეკრულების საფუძველზე მას ასესხებდა 17 000 აშშ დოლარს. გ-------– ს----–---–ი არ იყო ვალდებული 17 000 აშშ დოლარი მიეღო სესხად. მას შეეძლო სესხად მიეღო 1000 აშშ დოლარი, 3000 აშშ დოლარი, 10 000 აშშ დოლარი, უფრო მეტი ან ნაკლები. თუ მოსარჩელე ამ ხელშეკრულებების ფარგლებში გ-------– ს----–---–ს გარკვეულ სესხს გადასცემდა, ამის თაობაზე უნდა შეექმნა შესაბამისი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერი, ან მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერი. მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომაზე ზეპირად განმარტა, რომ თითოეული სესხის გაცემაზე შედგა, როგორც ხელშეკრულება, ისე სალაროს გასავლის ორდერი და თანხის მიღებაზე გ-------– ს----–---–მა მოაწერა ხელი. შესაბამისად სესხის დასამტკიცებლად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სწორედ ასეთი კონკრეტული ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერი. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ვერ შეცვლის ვერც სალაროს გასავლის ორდერს და ვერც კონკრეტული სესხის ხელშეკრულებას. მასში არაა ასახული სადაო თანხის სესხად გადაცემის ფაქტი და სწორედ ამიტომაც არ წარმოადგენს სესხის გადაცემის მტკიცებულებას.
3.2.10. მოსარჩელემ, 2013 წლის 18 ივლისიდან 2014 წლის 18 ივლისამდე პერიოდში სესხად თანხის გაცემათან დაკავშირებული ხელშეკრულებები და თანხის გადაცემისა და თანხის მიღების დოკუმენტი არ წარმოადგინა. მიუხედავად ამისა მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ, გ-------– ს----–---–ს 2000 აშშ დოლარისა და 5000 აშშ დოლარის გარდა, კიდევ სხვა თანხები ასესხა და ამ თანხის მოძრაობაა ასახული ამონაწერში. მოითხოვს სასამართლო დაეყრდნოს ამონაწერს და დადგენილად მიიჩნიოს 2013 წლის 18 ივლისიდან 2014 წლის 18 ივლისამდე პერიოდში გ-------– ს----–---–ისათვის ეტაპობრივად სესხად თანხების გადაცემა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამონაწერი არაა სესხის გაცემის მტკიცებლება. ის მომზადებულია თვითონ მოსარჩელის მიერ და რამდენად სარწმუნო პროგრამიდანაც არ უნდა იყოს დამუშავებული, არ წარმოადგენს სესხად თანხის გაცემისა და მიღების მტკიცებულებას. ის, რომ ორივე მხარის მიერ ერთობლივად იქმნებოდეს შექმნილი, მაშინ ამ დოკუმენტს ექნება სესხად თანხის გაცემის მტკიცებულების ძალა, მაგრამ იგი მხოლოდ მოსარჩელის მიერ შექმნილი დოკუმენტია და ვერ ჩაითვლება სესხის გაცემის მტკიცებულებად. ამისათვის აუცილებელია მინიმუმ თანხის გადაცემის მტკიცებულება (სალაროს გასავლის ორდერი) იყოს წარმოდგენილი. ასეთი მტკიცებულებების არარსებობისას ის არ გამოდგება სესხის გაცემის მტკიცებულებად. ასეთი ამონაწერის შექმნა კრედიტორს ხელოვნურადაც შეუძლია, ამიტომ მასზე დაყრდნობით სესხის არსებობის მტკიცება ეწინააღმდეგება მტკიცების სტანდარტისათვის დადგენილ წესებს. გარდა ამისა დაარღვევს მხარეთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს. თუ მოსარჩელეს არ მოვთხოვთ წარმოადგინოს სესხის ხელშეკრულება ან სესხის გადაცემის მტკიცებულება, მაშინ მას მოპასუხესთან შედარებით მიენიჭება გაუმართლებელი უპირატესობა. გაჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ დაიცვას გ-------– ს----–---–მა სარჩელისაგან თავი. თუ სესხის არ მიღებაზე მის არგუმენტებს არ მიენიჭება მნიშვნელობა და მოსარჩელეს არ მოვთხოვთ წარმოადგინოს სესხის გაცემის მტკიცებულება, ბუნებრივია გ-------– ს----–---–ი ვერანაირად ვერ დაიცავს თავს. სწორედ ამიტომაც მოსარჩელეს უნდა მოეთხოვოს სესხის გაცემის კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენა და იგი არ უნდა იყოს მხოლოდ ამონაწერით დასამტკიცებელი. შესაძლებელია მოპასუხემ მართლაც მიიღო სადაო თანხები, მაგრამ ამ გარემოებას სჭირდება სათანადო მტკიცება და იგი მოსარჩელის ვალდებულებაა. მან ეს ვალდებულება არ შეასრულა, შესაბამისად ვერ დაამტკიცა, რომ მას 2000 აშშ დოლარისა და 5000 აშშ დოლარის გარდა სესხად კიდევ სხვა თანხები აქვს გადაცემული. ამისათვის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები და ამონაწერი არაა საკმარისი.
3.2.11. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია გ-------– ს----–---–მა დაფარა თუ არა 2013 წლის 14 მაისის ხელშეკრულებით მიღებული სესხი 5000 აშშ დოლარი და 2014 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებით მიღებული 2000 აშშ დოლარი. გ-------– ს----–---–ს თანხის გადახდის მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. ის მიუთითებს ამონაწერზე და მასზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მას 5000 აშშ დოლარი და 2000 აშშ დოლარი, კუთვნილი სარგებელით გადახდილი აქვს. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ გ-------– ს----–---–ს არ აქვს დავალიანება დაფარული. გარდა ამისა მოითხოვს სასამართლომ არ გაიზიაროს კლიენტის სესხის ამონაწერში მითითებული ინფორმაცია და იგი არ გამოიყენოს სესხის დაფარვის მტკიცებულებად. სასამართლო ადასტურებს მას, რომ კლიენტის სესხიდან ამონაწერის მიმართ მოპასუხის წარმომადგენელს გარკვეული ,,პრეტენზიები“ აქვს. მისი პრეტენზიები სასამართლომ გაიზიარა და ამონაწერი არ ჩათვალა სესხის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა განსხვავებული მოცემულობაა სესხის დაფარვის მტკიცებულებად მის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ამონაწერში მითითებული თანხები შეესაბემება რეალურ ინფორმაციას. თუ ეს ინფორმაცია სწორია, მაშინ გ-------– ს----–---–ის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხები სწორედაა ასახული. სასამართლომ შეამოწმა მასში მოცემული ინფორმაცია და დაადგინა, რომ გ-------– ს----–---–ს პირველი გადახდა 150 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2013 წლის 13 ივნისს. მან ნაცვლად 150 აშშ დოლარისა გადაიხადა 134.25 აშშ დოლარი, ანუ 15,75 აშშ დოლარით ნაკლები. 2013 წლის 15 ივნისს გადაიხადა 59 აშშ დოლარი. ამ თანხიდან გაიქვითა სარგებელიც და პირგასამტეხლოც. ასე გაგრძელდა შემდეგ თვეებშიც. ამონაწერით დგინდება, რომ მან რამოდენიმეჯერ გადააცილა დაფარვის ვადებს, მაგრამ შემდეგში შენატანები შექონდა და ამ გზით ფარავდა, როგორც სარგებელს, ისე ძირ თანხას. საბოლოო ჯამში მათი შეკრებით მიღებული ციფრები საკმარისია, როგორც ძირი თანხის - 7000 აშშ დოლარის, ისე მასზე დარიცხული სარგებელისა და პირგასამტეხლოს დასაფარად.
იხ. კლიენტის სესხის ამონაწერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ-------– ს----–---–მა მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში სესხად მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს გ-------– ს----–---–მა სესხად მიიღო თუ არა თანხა და რა გადაიხადა, ან რა თანხა აქვს გადასახდელი. თუ მან სესხი მიიღო და შემდეგში შეთანხმებული პირობებით მოსარჩელეს არ დაუბრუნა, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის დაკისრება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. შპს მ---- ,,ბ------–ისა“ და გ-------– ს----–---–ის ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმა არეგულირებს სესხის გაცემის წესს, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დადგენილია, რომ გ-------– ს----–---–ს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. თავის მხრივ მოსარჩელე საკრედიტო დაწესებულებაა და ფულის სესხად გაცემით ღებულობს გარკვეულ სარგებელს. მათი შეთანხმების საფუძვლეზე 2013 წლის 14 მაისს და 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ-------– ს----–---–მა შპს მ---- ,,ბ------–ისაგან“ ჯერ 5000 აშშ დოლარი ისესხა, შემდეგ კი 2000 აშშ დოლარი. სხვა თანხის სესხად გაცემა არ დამტკიცდა.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ გ-------– ს----–---–ისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - სესხის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ გ-------– ს----–---–ი მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით შპს მ---- ,,ბ------–ისათვის“ დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. თანხის მიღების შემდეგ ის ვალდებული მოსარჩელისათვის სესხი დაებრუნებინა იმ დროში და იმ პირობებით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და მოსარჩელეს დაუბრუნა სესხად მიღებული 2000 აშშ დოლარი და 5000 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ 2013 წლის 18 მაისიდან 2014 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში მან გ-------– ს----–---–ს კიდე სხვა თანხა ასესხა. შესაბამისად მას არც მოთხოვნის უფლება არ აქვს. თანხის გასესხების გარეშე სესხის დაბრუნების მოთხოვნა არარსებობს. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის პესპექტივები მთლიანად დამოკიდებულია სესხის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფა იწვევს იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა გაანგირიშებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 4452 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მ---- ,,ბ------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს მ---- ,,ბ------–ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 4452 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე