განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
200100118002740123
დავის ტიპი
126 1 , 117 2
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002740123

#1/324-18 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მაისი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ---------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ---------–---–---–ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-----------–----------------

 

ადვოკატი - რ------------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის აგვისტოს თვის დასაწყისიდან 2018 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში რ---------–---–---–ი და ი-------–--–-–---–ი ხვდებოდნენ ერთმანეთს ქალაქ თელავში, რა დროსაც რ---------–---–---–ი ი-------–--–-–---–ს ხშირად საყვედურობდა პოლიციაში საჩივრის შეტანისათვის, სისტემატიურდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ სახეზე სამართებლით მიაყენებდა დაზიანებებს და მოკლავდა. ამავე პერიოდში რ---------–---–---–მა ხელების და ფეხების გამოყენებით სამჯერ სცემა ი-------–--–-–---–ი. რ---------–---–---–ის მხრიდან სისტემატიური ძალადობის შედეგად, ი-------–--–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2018 წლის 10 სექტემბერს, ქ. თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე ავტოსახელოსნო „რეილ მოტორსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორზე, ურთიერთშელაპარაკებისას, რ---------–---–---–მა მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით ი-------–--–-–---–ს მიაყენა ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ტანისა და სახის არეში და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ქალა ღრუში სისხლჩაქცევის სახით. ი-------–--–-–---–ი 2018 წლის 16 სექტემბერს, ქ. თელავში შპს „ა---------–---------–---–-----–-----ში“ ქალას ღრუში, სისხჩაქცევის შედეგად თავის ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 10 სექტემბერს, ქ. თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე ავტოსახელოსნო „რეილ მოტორსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორზე, ურთიერთშელაპარაკებისას, რ---------–---–---–მა მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით ი-------–--–-–---–ს მიაყენა ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ტანისა და სახის არეში და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ქალა ღრუში სისხლჩაქცევის სახით. ი-------–--–-–---–ი 2018 წლის 16 სექტემბერს, ქ. თელავში შპს „ა---------–---------–---–-----–-----ში“ ქალას ღრუში, სისხჩაქცევის შედეგად თავის ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

 

2018 წლის აგვისტოს თვეში ქ. თელავში ჟ--–------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რ---------–---–---–მა ცემა ი-------–--–-–---–ი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა-–-------–--–-–---–მა განმარტა, რომ ი-------–--–-–---–ი იყო მისი და. მოწმის განმარტებით 2018 წლის 12 სექტემბერს მას დაურეკეს თელავის პოლიციიდან და შეატყობინეს, რომ მისი ი-------–--–-–---–ი მოთავსებული იყო ყამბარაშვილის კლინიკაში, სადაც იგი რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. მოწმემ განმარტა, რომ გარდაცვალების შემდეგ იგი დაუკავშირდა რ---------–---–---–ის მამას და უთხრა, რომ გარდაცვლილისთვის მიეხედათ, რაზეც პასუხად მიიღო, თუ უნდოდა „ჟიგულს“ მისცემდა ხოლო სხვა საშუალება მას არ ქონდა. მოწმემ ასევე აჩვენა ამის შემდეგ მას გერმანიიდან დაურეკა რ---------–---–---–ის დამ, რომელმაც გამოუგზავნა 500 ევრო დაკრძალვის ხარჯების გასაწევად. მოწმის განმარტებით მან გადმოცემით იცის იმის შესახებ, რომ დაზიანებები ი-------–--–-–---–ს მიაყენა რ---------–---–---–მა.

 

თ--------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის შვილს რ---------–---–---–ს და ი-------–--–-–---–ს 2-3 თვის განმავლობაში ქონდათ ურთიერთობა და იყვნენ ერთად. მოწმის განმარტებით, მას რ---------–---–---–მა გააცნო ი-------–--–-–---–ი, რომელზეც უთხრა, რომ სურდა მისი ცოლად შერთვა. მოწმის ჩვენებით რ---------–---–---–სა და ი-------–--–-–---–ს შორის ჩხუბი ან მსგავსი ფაქტი არ შეუმჩნევია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ი-------–--–-–---–ი იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. თ--------–---–---–მა ასევე აჩვენა, 2018 წლის 10 სექტემბერს, მას ტელეფონით დაუკავშირდა მისი და, რომელმაც უთხრა, რ---------–---–---–ს სახლში მიყვანილი ყავდა ი-------–--–-–---–ი, ამასთან იყო ცუდად, რაზეც მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ხოლო თავად რ---------–---–---–ი ამ დროს წასული იყო სამსახურში. მოწმის ჩვენებით ადგილზე მისვლისას ი-------–--–-–---–ს ასდიოდა ალკოჰოლის სუნი და ვერ ლაპარაკობდა, ხოლო რ---------–---–---–მა უთხრა, რომ ი---- იყო მთვრალი და მოვიყვანეო, გამოფხიზლდება და სახლში წავიყვანო.

 

მ---------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ რ---------–---–---–ი ირის მისი ძმის შვილი. მოწმემ ჩვენებით შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მასთან მისულები იყვნენ რ---------–---–---–ი და ი-------–--–-–---–ი, რომლებიც იყვნენ მთვრალ მდგომარეობაში, დალიეს ყავა და წავიდნენ. მოწმის განმარტებით ადგილზე, რ---------–---–---–ი ი-------–--–-–---–ზე ამბობდა, რომ ეს იყო ის ქალი, რომელმაც მას უჩივლა პოლიციაში, ამასთან მასვე ეკითხებოდა თუ, როგორ გაიმეტა, რაზეც მან რ---------–---–---–ი გაიყვანა ცალკე და ცდილობდა მის დაწყნაერბას, ვინაიდან მას ქონდა ცუდი სიმთვრალე. ამის შემდეგ 2018 წლის 10 სექტემბერს, რ---------–---–---–ი მასთან მივიდა სახლში და თხოვა დახმარება, კერძოდ უთხრა, ი-------–--–-–---–ი იყო მთვრალი და წაიქცა, ამასთან თხოვა, რომ შეიყვანდა სახლში, გამოფხიზლდებოდა და წაიყვანდა. ამის შემდეგ მან ი-------–--–-–---–ი შეიყვანა ფარდულში, ვინაიდან მთვრალი ქალის სახლში შეყვანა არ სურდა, რადგან სახლში ბავშვს არ შეშინებოდა. ფარდულში ი-------–--–-–---–ი დააწვინეს დივანზე, ამასთან ეჩხუბა რ---------–---–---–ს თუ რა საქმე ქონდა ი-------–--–-–---–თან, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა თუ რა ემართებოდა და სულ მასზე ფიქრობდა. ამის შემდეგ ფარდულში შეიტანა ადიელა და დააფარა, ხოლო ი-------–--–-–---–ს ხელები და ფეხები ქონდა ცივი, რაზეც გააცხელა წყალი, რაშიც ჩააყოფინა ფეხები. ყოველივე აღნიშნულში მას ეხმარებოდა რ---------–---–---–ი. მოწმის განმარტებით ი-------–--–-–---–ს ფეხებზე ეტყობოდა ნაკაწრები, ასევე დაზიანებები ქონდა სახეზე, კერძოდ სახეზე ქონდა „გათქვლეფის-გამოთქვლებილები“, რაზეც რ------მ უთხრა, რომ აღნიშნული მიიღო წაქცევის შედეგად. მოწმის განმარტებით მოვლის დროს ი-------–--–-–---–ს დაეწყო ღებინება, რაც არ უჩერდებოდა, რაზეც რ---------–---–---–ს უთხრა, რომ წაეყვანა საავადმყოფოში, რაზეც იყო თანახმა, მაგრამ ამბობდა, რომ ჯერ გამოფხიზლდეს და მერე წავიყვანო. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ მან დაურეკა თ--------–---–---–ს და უთხრა მომხდარი, ასევე უთხრა, რომ გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება, რაც თ--------–---–---–მა არ გააკეთა და ისიც მივიდა მათთან სახლში, რა დროსაც თ--------–---–---–ს და რ---------–---–---–ს ერთმანეთში მოუვიდათ უთანხმოება, რის შემდეგ რ------ წავიდა და უკან აღარ მობრუნებულა. ამის შემდეგ თ--------–---–---–მა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელიც მივიდა ადგილზე და ი-------–--–-–---–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით სასწრაფოს მისვლამდე სახლში ასევე მივიდა ა-----–---–---–ი, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ მას უკავშირდებოდა რ---------–---–---–ი, რომელიც კითხულობდა ი-------–--–-–---–ის ამბავს, ხოლო თავად ეუბნებოდა, რომ ჩაბარებოდა პოლიციას, რაზეც რ---------–---–---–ი პასუხობდა, რომ მოწესრიგდებოდა და აუცილებლად ჩაბარდებოდა. მოწმის განმარტებით მას და ა-----–---–---–ს ეჩხუბა თ--------–---–---–ი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მისცეს ჩვენება პოლიციაში მომხდართან დაკავშირებით.

 

ა-----–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს დაახლოებით 20:30 საათზე სამუშაოდან დაბრუნდა მამიდასთან მ---------–---–---–თან, რადგან იქ შვილი ყავდა დატოვებული. ეზოში არსებულ სარაიაში დაინახა შუქი ანთებული, ამასთან იქ იყო რ---------–---–---–ი და თ--------–---–---–ი, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ, ამასთან უთხრა, რომ ვერ მოიკითხავდა, რაზეც თ--------–---–---–მა უხეშად უპასუხა „წადი წადი მოკითხვის დრო არ არისო“, რის შემდეგ შევიდა სახლში. სახლში შესვლისას მას მ---------–---–---–მა უთხრა, რომ რ---------–---–---–ს მოყვანილი ყავდა ქალი, რომელიც იყო ცუდად და გაუწია პირველადი დახმარება, რაზეც საპასუხოდ უთხრა, რომ გამოეძახებინათ სასწრაფო დახმარება.

 

გ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ა---------–---------–---–-----–-----ში მუშაობს ნეიროქირურგად. მოწმის განმარტებით კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ შეყვანილი იქნა ი-------–--–-–---–ი. მანვე აჩვენა, რომ პაციენტი იყო კომატოზურ მდგომარეობაში, არ შედიოდა კონტაქტში და არ რეაგირებდა ნერვულ გაღიზიანებაზე. მოწმის განმარტებით პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ნანახი იქნა მარჯვენა შუბლ–თხემ–საფერთქლის მიდამოს სუბდურული სისხლჩაქცევა და შუამდებარე სტრუქტურების კვდომა, თავის ტვინის შეშუპება, შესაბამისად მოამზადა პაციენტი საოპერაციოდ და დაიწყეს ოპერაცია. ოპერაციის დროს იყო თავის ტვინის მძიმე დაზიანება, მოხდა თავის ქალის ორმხრივი დეკომპრესია, სტრუქტურული სისხლჩაქცევის ევაკუაცია. შემდგომში პაციენტი განაგრძობდა მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. მის მიერ ჩატარებული მოქმედებები იყო დროული, ადეკვატური, მაგრამ პაციენტი შეყვანისთანავე იყო ძალიან მძიმე, რის გამოც ვერ მოხდა მისი გადარჩენა.

 

ნ---------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს მორიგე ექიმად. 2018 წლის 10 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოძახებაზე იყო გასული თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში. მოწმის განმარტებით ადგილზე მისვლისას ეზოში არსებულ ერთერთ შენობაში, სადაც მოთავსებული იყო ძველი ავეჯი, ტახტზე იწვა ქალბატონი, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში. მოწმემ აჩვენა, რომ პაციენტს გაუზომეს შაქარი, ამასთან ვინაიდან სხვა გამოსავალი არ იყო ქალბატონი გადაიყვანეს სტაციონარში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტომანქანაში დააკვირდა ქალბატონს, რომელსაც სახეზე ქონდა ნაკაწრები, ასევე თვალბუდის არეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ადგილზე მისვლისას იქ მყოფები ეუბნებოდნენ, რომ ქალბატონი იყო მთვრალი, რაზეც დაკარგა გონება, ხოლო დაზიანებებზე ეუბნებოდნენ ალბათ წაიქცა და მაშინ მიიღო დაზიენებებიო. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში, პოლიციის მიერ გაკეთებული გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდა თელავის შს რაიონულ სამმართველოში, სადაც შენობის კიბეზე იჯდა ნასვამი ქალბატონი, რომელიც უჩიოდა ტკივილებს გულ-მკერდი არეში და ამბობდა, რომ იყო ნაცემი. ამის შემდეგ ხსენებულ ქალბატონს აღმოუჩინეს დახმარება და გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ------–-–---–მა.

 

გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ---------–---–---–თან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე მუშად. 2018 წლის 10-11 სექტემბერს იცოდა, რომ რ---------–---–---–ი არ იქნებოდა სამუშაოდ, რადგან ნათქვამი ქონდა, რომ მამიდას ეხმარებოდა რთველში. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში რ---------–---–---–ი გამოცხადდა ობიექტზე, რა დროსაც მან თქვა, რომ ეძებდა პოლიცია და უნდა ჩაბარებულიყო, ხოლო თუ რატომ ეძებდა, ან რატომ უნდა ჩაბარებულიყო მისთვის ცნობილი არ არის.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–-–---–მა.

 

ლ-------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს სექტემბერს დაკარგა „ბოჩოლები“, რომელსაც ეძებდა. ძებნის დროს მან ნახა რ---------–---–---–ი და ქალბატონი ისხდნენ გზის პირას ალაყაფის კართან და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მოწმის ჩვენებით რ---------–---–---–მა იგიც მიიწვია სუფრაზე, მივიდა, დალია 2 ჭიქა ღვინო და წავიდა. მოწმემ განმარტა, რომ სუფრაზე რ---------–---–---–ისა და ქალბატონის გარდა არავინ არ ყოფილა, ამასთან როდესაც მან დატოვა სუფრა და წავიდა „ბოჩოლობის“ საძებნელად, უკან დაბრუნებისას რ---------–---–---–ი და ქალბატონი უკვე იქ აღარ იყვნენ.

დ-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს რ---------–---–---–თან ერთად ეხმარებოდა ჟ--–----ს, რომლის გვარიც არ ახსოვს შეშის დაჩეხვაში. სამუშაოს დასრულების შემდეგ დასხდნენ სუფრაზე, სადაც ასევე იყო ი-------–--–-–---–ი. მოწმის განმარტებით სუფრაზე ი-------–--–-–---–ს რ---------–---–---–მა დაუწყო კამათი იმაზე, თუ რატომ უჩივლა მას პოლიციაში, რის შემდეგაც სახეში გაარტყა ხელი, რაზეც ი-------–--–-–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და დაეცა. მოწმის განმარტებით მან და ჟ--–----მ გააშველეს რ---------–---–---–ი და ი-------–--–-–---–ი, ამასთან გაშველების დროს რ---------–---–---–მა მაინც მოახერხა ი-------–--–-–---–ისთვის რამდენჯერმე დაერტყმა.

 

ლ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, სასწრაფო ბრიგადის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა ი-------–--–-–---–ი, რომელიც იყო ნაცემი და უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში და აღნიშნავდა, რომ თავი ქონდა გატეხილი. მოწმის განმარტებით ქალბატონი აღნიშნავდა, იგი სამი დღით ადრე ცემა მისმა მეგობარმა სახელად რ------მ. მოწმემ აჩვენა, პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება, რაზეც გაკეთდა სათანადო ჩანაწერი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, რომლის თანახმად: სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ი-------–--–-–---–ი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას გადიოდა 16.08.2018 წლიდან 16.08.2018 წლამდე, შემდეგ კი თვითნებურად დატოვა კლინიკა. დაესვა დიაგნოზი მრავლობითი ზედაპირული ტრავმები. ტკივილი გულმკერდში დაუზუსტებელი. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერის მიხედვით მას ასევე თავზე თხემის შუა ნაწილში მარჯვნივ, აღენიშნებოდა დაახლოებით 3 სმ. სიგრძის ფუფხით დაფარული ჭრილობა. აღნიშნული დაზიანების ხასიათის და ხარისხის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო საბუთში ჭრილობის მორფოლოგიური სურათის არასრულფასოვანი აღწერილობის გამო.

 

სამედიცინო საბუთში არსებული ჩანაწერის მიხედვით ი-------–--–-–---–ი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას გადიოდა 16.08.2018 წლიდან 16.08.2018 წლამდე, შემდეგ კი თვითნებურად დატოვა კლინიკა. დაესვა დიაგნოზი მრავლობითი ზედაპირული ტრავმები. ტკივილი გულმკერდში დაუზუსტებელი. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერის მიხედვით მას ასევე თავზე თხემის შუა ნაწილში მარჯვნივ, აღენიშნებოდა დაახლოებით 3 სმ. სიგრძის ფუფხით დაფარული ჭრილობა. მოწმის დაკითხვის ოქმიდან კი ირკვევა, რომ ი-------–--–-–---–ს 2018 წლის 16 აგვისტოს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის დროს თხემის მარჯვენა შუა ნახევარში აღენიშნებოდა 2,0x0,2 სმ. სიგრძის ფუფხით დაფარული ჭრილობა, რომლის სიღმისა და კიდეების მდგომარებოს გარკვევა იყო შეუძლებელი. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხასიათის (მიმყენებელი საგნის) დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო საბუთში ჭრილობის მორფოლოგიური სურათის არასრულფასოვანი აღწერის გამო.

ი-------–--–-–---–ის გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა თავის ტვინის რბილ გარსებში. სისხლნაჟღენთები თავის რბილი საფარის ქვეშ. მკერდის ძვლის მოტეხილობა. ნაჭდევები კისრის მარჯვენა ნახევარში, გარეთა და ნაწილობრივ უკანა ზედაპირებზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის შუა მესამედის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ქუსლის გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა ტერფის ზედა გარეთა ზედაპირზე, მარცხენა ტერფის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და შუბლის არეში. სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის წინა ზედაპირზე და მარცხენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე.

დაზიანება ქალას ღრუში სისხლჩაქცევის სახით, მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. აღნიშნული დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. თხემის არეში აღენიშნებოდა ექვსი მუქი წითელი ფერის სისხლნაჟღენთი, რაც მიუთითებს, რომ თავის არეში ადგილი ქონდა მრავალჯერად ფიზიკურ ზემოქმედებას.

დაზიანება მკერდის ძვლის მოტეხილობის სახით მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს. აღნიშნული დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და სიკვდილის დადგომასთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

სხეულზე გარეგნულად არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, განვითარებულია სიკვდილის დადგომის წინა ახლო პერიოდში და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს.

ი-------–--–-–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის შეშუპება, ქალას ღრუში სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული, რაც თავის მხრივ შედეგია სხეულის ბლაგვი ტრავმისა.

პაციენტის სტაციონალური სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ სიკვდილი დადგა 16.09.2018 წელი 14:30 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევის დროს ნანახ ნაადრევ გვამურ მოვლენებს.

იმის დასადგენად თუ რამდენად სწორად იქნა ჩატარებული სტაციონარში ი-------–--–-–---–ის მკურნალობა საჭიროა დაინიშნოს კომისიური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ი-------–--–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც 2018 წლის აგვისტოს თვეში მასთან მივიდა რ---------–---–---–ი, რომელმაც თხოვა შერიგება. ამის შემდეგ გამოყვა თელავში და ერთად ცხოვრობდნენ ვარდისუბანში არსებული პარკეტის ცეხის სადარაჯო შენობაში. შემდეგ რ---------–---–---–ი მის მიმართ გახდა აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციაში ჩივილის გამო, ამასთან ცემდა და ეუბნებოდა თუ მისგან წავიდოდა სახეზე დაუსვამდა ბრიტვას. ყოველივე აღნიშნულზე კი ი-------–--–-–---–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. ამის შემდეგ 2018 წლის 14 აგვისტოს ი-------–--–-–---–ი რ---------–---–---–ს, მის მეგობართან დ-----თან ერთად გაყვა მათი საერთო მეგობრის ჟ--–----ს სახლში, სადაც სუფრაზე ყოფნის დროს რ---------–---–---–მა მიიღო ალკოჰოლი და ი-------–--–-–---–ს კვლავ დაუწყო ჩხუბი პოლიციაში ჩივილის გამო და ხელებითა და ფეხებით დაუწყო ცემა, რაზეც განიცადა ფიზიკური ტკივილი. გამოკითხვის ოქმის თანახმად ამის შემდეგ წავიდნენ რ---------–---–---–ის დედის ე-----------–---–ის სახლში, საიდანაც მოახერხა გამოპარვა და მივიდა პოლიციაში, სადაც მას გამოუძახეს სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებს განუცხადა, რომ იგი ცემა რ---------–---–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ----–---–-------–---–მა დაადასტურა მისი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ლ-–----------–---–მა, დ----- ა----------ემ, კ----------------------–---–მა, ჯ---------–---–მა და ლ------------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ რ---------–---–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ან რამაც უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 117-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. მოცემული მუხლის დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. შესაბამისად სახეზე გვაქვს თანმდევი შედეგით კვალიფიცირებული დანაშული. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიკაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მიზეზობრივი კავშირის დადგენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და სიკვდილს შორის, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება წარმოადგენს სიცოცხლის მოსპობის ერთ-ერთ პირობას, რომლის გარეშეც გარდაცვალება არ დადგებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ი-------–--–-–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება გამოიწვია. რაც შეეხება ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ----------------–---–მა. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე უდაო ფაქტად არის მიჩნეული ის გარემოება, რომ რ---------–---–---–სა და ი-------–--–-–---–ს ერთმანეთთან ქონდათ ახლო ურთიერთობა. ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ რ---------–---–---–ს ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ გარკვეული სახის პრეტენზიები უჩნდებოდა ი-------–--–-–---–ის მიმართ, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ამ უკანასკნელს გაცხადებული ქონდა პოლიციაში რ---------–---–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კი დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ იმით, რომ რ---------–---–---–ის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა, სწორედ ი-------–--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული ასევე დასტურდება იმ გარემოებით, რომ სწორედ ხსენებული მოტივით ჟ--–------------–---–ის სახლში რ---------–---–---–მა ცემა ი-------–--–-–---–ი. გარდა ამისა დადგენილია ის გარემოება, რომ რ---------–---–---–ი და ი-------–--–-–---–ი 2018 წლის 10 სექტემბერს შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ მარტო და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რასაც ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ-------------------–---–ი. ასევე საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა მედეია და ა-----–---–---–ებმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ სწორედ რ---------–---–---–მა მიიყვანა ი-------–--–-–---–ი მათთან სახლში, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც რ---------–---–---–ი აცხადებდა, რომ ხსენებული დაზიანებები ი-------–--–-–---–ს მიღებული ქონდა დაცემის შედეგდ, ხოლო მას შემდეგ, რაც ი-------–--–-–---–ის მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რ---------–---–---–ი მიიმალა და რამდენიმე დღეში გამოცხადდა სამსახურში სადაც მისივე თანამშრომლებს განუცხადა, რომ უნდა ჩაბარებოდა პოლიციას. შესაბამისად ბრალდებულის პოზიცია თავდაპირველად იმასთან დაკავშირებით, რომ ი-------–--–-–---–მა დაზიანებები მიიღო წაქცევის შედეგად, გამორიცხა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, რომელმაც ცალსახად განმარტა, რომ ი-------–--–-–---–ის გვამზე არსებული დაზიანებების სიმრავლე და ხასიათი მიუთითებდა, რომ თავის არეში ადგილი ქონდა მრავალჯერად ფიზიკურ ზემოქმედებას და მისი მიყენება ერთჯერადი წაქცევით იყო შეუძლებელი. სწორედ აღნიშნულის შემდეგ რ---------–---–---–მა შეცვალა პოზიცია და თავის საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მას ი-------–--–-–---–ისათვის დაზიანებები არ მიუყენებია და როდესაც იგი გავიდა ალკოჰოლური სასმელის მოსატანდ დაბრუნებისას ნახა, რომ ი-------–--–-–---–ი იყო ცუდად. ყოველივე აღნიშნული კი არადამაჯერებელია და იგი ცალსახად მიმართულია პასუხისმგებლობის თავის არიდებისაკენ.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

შესაბამისად, რ---------–---–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ჟ--–------------–---–ის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული ძალადობის ერთჯერადი ფაქტის გარდა, ბრალდების მხარეს დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენებისა არ წარმოუდგენია არცერთი სხვა მტკიცებულება.

 

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში ქ. თელავში ჟ--–------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რ---------–---–---–მა ცემა ი-------–--–-–---–ი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ---------–---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, რის გამოც რ---------–---–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ---------–---–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის ჯანზრახ მძიმე დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ---------–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ რ---------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ---------–---–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ---------–---–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ---------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

რ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 სექტემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: თმის მაგვარი ბეწვი, შალითები, მოწითალო ფერის ლაქები, ტყავის ამონაჭერი, სიგარეტის ფილტრები, ქვა, პოლიეთილენის ნივთები, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს. პლედი, ტანსაცმელი, რეზინის ნოხები, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, დანა, ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, მობილური ტელეფონი, სიმბარათები, წითელი ფერის ჩანთა, კოსმეტიკური ნივთები, პლასტიკური ბარათები და პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე