გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2019
საქმის ნომერი
110210119002936797
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N11021011900293-797

№ 2/196-2019 წელი

„გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 მაისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _ შპს ,,მ------------–-'' ;

წარმომადგენელი_ ხ------- თ-----------

მოპასუხე _რ----- კ---–---, დ----- რ--------, რ----- კ-------–----

დავის საგანი_ თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოპასუხეებს რ----- კ---–----- დ----- რ--------სა და რ----- კ-------–---- შპს ,,მ------------–-ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 763 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები: 2018 წლის 10 თებერვალს რ----- კ---–---სა და შპს ,,მ------------–-'' შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სალომბარდე სესხი 800 ლარის ოდენობით. სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი 8% 192 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 11.02 ლარის ოდენობით ,,გამსესხებლის'' სასარგებლოდ. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

სესხის ხელშეკრულება აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებლდა ,,მსეხებლის'' საკუთრებაში რიცხული ნივთების დალომბარდებას, თუმცა ,,მსესხებელმა'' უარი განაცხადა ნივთების დალომბარდებაზე და წარადგინა თავდები პირები. 2018 წლის 10 თებერვალს დ----- რ--------სა და რ----- კ-------–----თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება სესხის, სარგებლისა და ჯარიმის გადახდაზე. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულება და 2019 წლის 2 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1063 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 454 ლარი, სარგებელი - 109 ლარი, პირგასამტეხლო -500 ლარი.

 

მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, ნაცვლად 500 ლარისა, მოითხოვა 200 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე რ----- კ---–---მ მთლიანად ცნო სარჩელი.

 

მოპასუხეებმა დ----- რ--------მ და რ----- კ-------–---- არ ცნეს სარჩელი. შესაგებელში განმარტეს, რიმ ისინი არიან თავდები პირები და დავალიანების თანხის გადახდის ვალდებულება მათ არ გააჩნიათ, დავალიანება არის ძირითადი მოვალის გადასახდელი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. 2018 წლის 10 თებერვალს რ----- კ---–---სა და შპს ,,მ------------–-'' შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სალომბარდე სესხი 800 ლარის ოდენობით. სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი 8% 192 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 11.02 ლარის ოდენობით ,,გამსესხებლის'' სასარგებლოდ. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, მოპასუხის ახსნა-განმარტებას, 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებას, სალაროს გასავლის ორდერს.

 

3.2. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 10 თებერვალს დ----- რ--------სა და რ----- კ-------–----თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებაები. თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება სესხის, სარგებლისა და ჯარიმის გადახდაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 10 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

3.3. მსესხებელს ვალდებულების შესრულებისათვის მთლიანად უნდა გადაეხადა 992 ლარი, საიდანაც დაფარა მხოლოდ 429 ლარი. მან დაარღვია ხელშეკრულება და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2019 წლის 2 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1063 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 454 ლარი, სარგებელი - 109 ლარი, პირგასამტეხლო -500 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებას, 2018 წლის 10 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულებებს, სესხის დაფარვის გრაფიკს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,მ------------–-ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით; სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე , 361-ე,417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე, 867-ეუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოსარჩელე თანხის დაკისრებას რ----- კ---–---სთან ერთად სოლიდარულად ითხოვს დ----- რ---------- და რ----- კ-------–----ათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, თავდები პირი კისრულობს ვალდებულებას, მხარეთა შორის 2018 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობების ,,მსესხებლის'' მიერ დარღვევის შემთხვევაში, ,,მსესხებელთან'' ერთად სრულად, სოლიდარულად იყოს პასუხისმგებელი დავალიანების ძირი თანხის, სარგებლისა და ჯარიმის თანხის გადახდაზე.

 

ამავე ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, თავდებობის საფუძველს წარმოადგენს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 10 თებერვალს რ----- კ---–---სა და შპს ,,მ------------–-'' შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სალომბარდე სესხი 800 ლარის ოდენობით. სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი 8% 192 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 11.02 ლარის ოდენობით ,,გამსესხებლის'' სასარგებლოდ. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

დადგენილია, რომ დ----- რ--------მ და რ----- კ-------–---- იკისრეს სოლიდარული თავდებობა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება.

 

ამდენად, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე და გამსესხებელმა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება თანხის გაცემაზე. მსესხებელმა კი მიიღო თანხა და ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება სესხად აღებული თანხის დაფარვაზე. ასევე, თავდებობის ხელშეკრულებით დ----- რ--------მ და რ----- კ-------–---- იკისრეს სოლიდარული თავდებობა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ძირითადმა მოვალემ, მოპასუხე რ----- კ---–---მ მთლიანად ცნო სარჩელი, თუმცა მოპასუხეებმა დ----- რ--------მ და რ----- კ-------–---- არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ დავალიანების დაფარვის ვალდებულება მხოლოდ ძირითადი მოვალის პასუხისმგებლობაა და მათ დავალიანების გადახდის ვალდებულება არ აქვთ.

 

დ----- რ---------- და რ----- კ-------–---- პოზიციას სასამართლო ვერ გაიზირებს, ვინაიდან მათ ხელშეკრულებით აიღეს სოლიდარული ვალდებულება და მისი დარღვევის შემთხვევაში, სოლიდარულად უნდა აგონ პასუხის ვალდებულების შესრულებაზე, ანუ დავალიანების თანხის გადახდაზე.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სესხის გაცემის მეორე დღიდან, ყოვედღიური დაფარვით 11.02 ლარის ოდენობით.

 

2.5 პუნქტის თანხმად, მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაუბრუნოს მიღებული სესხის თანხა მასზედ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და ასეთის არსებობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის თანხასთან ერთად.

 

2.6. პუნქტის თანახმად, მსესხებელი იხდის ყველა ნასარგებლები დღის პროცენტს.

 

_ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2018 წლის 10 თებერვალს რ----- კ---–---სა და შპს ,,მ------------–-'' შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სალომბარდე სესხი 800 ლარის ოდენობით. სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი 8% 192 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 11.02 ლარის ოდენობით ,,გამსესხებლის'' სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა რ----- კ---–---მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მსესხებელს ვალდებულების შესრულებისათვის მთლიანად უნდა გადაეხადა 992 ლარი, საიდანაც დაფარა მხოლოდ 429 ლარი. მან დაარღვია ხელშეკრულება და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2019 წლის 2 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1063 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 454 ლარი, სარგებელი -კი 109 ლარი.

 

ამდენად, სესხზე პროცენტის გადახდა და მისი ოდენობა განსაზღვრული იქნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და მისი ოდენობა სრულად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე პროცენტის თანხის 11- ლარის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

 

სესხის ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო შეადგენს ყოველვაგადაცილებულ დღეზე 5 ლარს.

 

მოცემულ შემთხვეაში დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2019 წლის 2 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანებამ პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგინა 500 ლარი, რომელიც მოსარჩელემ შეამცირა 200 ლარამდე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ ჯარიმის, იგივე პირგასამტეხლოს თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა არ აღემატება კანონით განსაზღვრულ ოდენობას.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელზე გადახდილია ბაჟი 50 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე რ----- კ---–---მ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი მთლიანად ცნო, იგი ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მოპასუხეებს დ----- რ--------სა და რ----- კ-------–---- მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. ასევე, მოპასუხეებს რ----- კ---–----- დ----- რ--------სა და მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულდა უნდა დაეკისროთ უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები .

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე დ----- რ--------ს (პ/ნ 1----------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–- მდებარე 3-.1-.3-.2-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა, საქმის შედეგის მიხედვით უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-------------–-- '' (ს/კ 4--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს რ----- კ---–---ს (პ/ნ 1----------), დ----- რ--------სა (პ/ნ 1----------- და რ----- კ-------–---- (პ/ნ 1----------- შპს ,,მ-------------–-- '' (ს/კ 4--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 454 (ოთხას ორმოცდათოთხმეტი) ლარის, სარგებლის 109 (ას ცხრა) ლარის, პირგასამტეხლოს 200 (ორასი) ლარის, სულ 763 (შვიდას სამოცდასამი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე რ----- კ---–--- (პ/ნ 1----------) სარჩელის ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო მოპასუხეებს დ----- რ--------სა (პ/ნ 1----------- და რ----- კ-------–---- (პ/ნ 1----------- შპს ,,მ-------------–--'' (ს/კ 4--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის ბაჟის თანხის 50 (რმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

მოპასუხეებს რ----- კ---–---ს (პ/ნ 1----------), დ----- რ--------სა (პ/ნ 1----------- და რ----- კ-------–---- (პ/ნ 1----------- შპს ,,მ-------------–-- '' (ს/კ 4--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

4. უცვლელად იქნას დატოვებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე დ----- რ--------ს (პ/ნ 1----------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–- მდებარე 3-.1-.3-.2-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე