გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
911310518002646640
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ( 3–2) 911-10518002646640

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.0-.2019 წელი ქ. ონი

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ონის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი ნინო ლებანიძე

მოსარჩელე - ე----- ლ-------–---–-

წარმომადგენელი – ლ-- ლ-------

მოპასუხე - ონის მუნიციპალიტეტის მ-----

წარმომადგენელი: მ------ გ-------–---–-

მესამე პირი- თ----- ბ---------

წარმომადგენელი: გ---–---- ზ-------

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს ონის მუნიციპალიტეტის მ------ მიერ 2018 წლის 1- თებერვალს გაცემული N 0-–4-- ცნობის, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ------- ე-----–-ს ძე ბ---------, გარდაცვალებამდე, მუდმივად ცხოვრობდა ქ.ონში, კ--------- ქუჩა N 37 –ში და მისი გარდაცვალების დღიდან მის კუთვნილ წილს უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს მისი შვილი, თ----- ბ---------, ბათილად ცნობას.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, როდესაც მისი მარწმუნებლის, ე-----ი ლ-------–---–-სათვის ცნობილი გახდა ონის მუნიციპალიტეტის მ------ 2018 წლის 1- თებერვლის N 0-–4-- ცნობის შესახებ, განცხადებით მიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა აღნიშნული ცნობის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ცნობის გაცემა მოხდა ზედაპირულად, საქმისათის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე, ხოლო საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულ-- ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, ხოლო 53–ე მუხლის მე–5 ნაწილი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებსა თუ არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას. ასევე განცხადებით მოითხოვა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა მათ მიერ გამოცემული ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების წესი და პირობები.

 

2018 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა ონის მუნიციპალიტეტის მ------ წერილი 2018 წლის 0- სექტემბრის N 0-–4006, რომლის თანახმად, ონის მუნიციპალიტეტის მ-----მ უარი განაცხადა მათ მიერ გაცემული ცნობის ბათილად ცნობაზე და განუმარტა, რომ იმ დღიდან როდესაც მათთვის, როგორც შესაბამისი დაინტერებულული მხარისათვოს ცნობილი გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შე--ვების შესახებ, უფლება ჰქონდათ დოკუმენტი გაესაჩვრებინათ ონის მაგისტრატ სასამართლოში.

 

მოსარჩელე იურიდიულ ინტერესს, აღნიშნული ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ასაბუთებს შემდეგი გარემოებებზე მითითებით:

 

მოსარჩელე ე-----ი ლ-------–---–- წარმოადგენს 1989 წლის 12 ივლისს გარდაცვლილი ჯ------- ბ---------- მეუღლეს და შესაბამისად მის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მან მიმართა განცხადებით ნოტარიუს ს. ბ-------ს და ჯ------- ბ---------- დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის ნომერი 18–107. შესაბამისად მან მიიღო აწ გარდაცვლილი ჯ------- ბ---------- დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად, როგორც მისმა კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ. ხოლო თ----- ბ---------ს კანონით დადგენილ 6–თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის განცხადებით სამკვიდროს მიღების თაობაზე და არც ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. მან მხოლოდ ახლა, ჯ------- ბ---------- გარდაცვალებიდან 30 წლის გასვლის შემდეგ, კერძოდ 2018 წლის 07 ივნისს მიმართა ნოტარიუს დ-------- ა---–-----–---–- განცხადებით, 1989 წლის 12 ივლისს გარდაცვლილი მამის, ჯ------- ბ---------- დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა უარის დადგენილება N 180657172 07.06.2018 წ., რომლის შემდგომაც თ----- ბ---------მ მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ რომ თ----- ბ---------- ერთადერთ მტკიცებულებას, რომელზედაც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის მ------ მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც სრულ--დ უსაფუძვლოდ დასტურდება ის გარემოება, რომ თითქოს აწ გარდაცვლილი ჯ------- ბ--------- გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. ონი, კ--------- ქუჩა N 37, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ მის კუთვნილ წილ უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს მისი შვილი თ----- ბ---------. შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის მ----- ადასტურებს თ----- ბ---------- მიერ 1989 წლის 12 ივლისს გარდაცვლილი მამის, ჯ------- ბ----------, კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ონი, კ--------- ქუჩა N 37 ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ზიანს აყენებს მისი მარწმუნებლის, როგორც ჯ------- ბ---------- კანონიერი მემკვიდრის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რომელსაც მიღებული აქვს კანონით დადგენილი წესით მისი გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ონის მუნიციპალიტეტის მ------ მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის ყველა გარემოება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა, რამაც გამოიწვია სწორედ აღნიშნული დაუსაბუთებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ირღვევა მისი მარწმუნებლის უფლებები და კანონიერი ინტერესები, შესაბამისად მოითხოვს ონის მუნიციპალიტეტის მ------ მიერ 2018 წლის 1- თებერვალს გაცემული N 0-–4-- ცნობის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მ-----ს განცხადებით მიმართა მოსარჩელე მხარემ და მოითხოვა ონის მუნიციპალიტეტის მ------ მიერ 2018 წლის 1- თებერვალს გაცემული N 0--4-- ცნობის ბათილად ცნობა. მ-----მ არ დააკმაყოფილა ე----- ლ-------–---–-ს წარმომადგენლის ლ-- ლ-------- განცხადება, რადგან მ------ მიერ გაცემულ ცნობაში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება. მ-----ში ცნობის გაცემა ხდება შემდეგი წესით - განმცხადებელი მიმართავს შესაბამის წარმომადგენელს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის მოხსენებითი ბარათის გაცემის შესახებ. თავის მხრივ წარმომადგენელი დოკუმენტაციის, მოწმეების თუ ადგილზე გასვლის შემდეგ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცნობის შინარსიდან გამომდინარე სწავლობს საკითხს და მერის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, ხოლო მერი გასცემს ცნობას. ამ კონკრეტულ შემეთხვევაშიც თ----- ბ---------მ მიმართა მერის წარმომადგენელს ქ. ონის ადმინისტრაციულ ერთეულში და სთხოვა დაეწერა მოხსენებითი ბარათი იმის შესახებ რომ, მამამისი ჯ-------ი ბ--------- ცხოვრობდა ქ. ონში კ--------- ქუჩა N37-ში და მისი გარდაცვალების შემდეგ მის კუთვნილ წილ უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს თ----- ბ---------, წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ორი მოწმე მეზობლები, რომლებიც უდასტურებდნენ აღნიშნულ ფაქტს და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოზეც დაადასტურებდნენ. მ------ წარმომადგენელი თავის მხრივ გავიდა ადგილზე და სხვა მეზობლებმაც დაუდასტურეს, რომ ნამდვილად ჯ------- ბ--------- ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში და მისი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი თ----- ბ--------- ჩამოდის და ფლობს თავის წილ ქონებას. ჩატარებული სრულყოფილი წარმოების და მოკვლების შემდეგ წარმომადგენელმა მერის სახელზე შეადგინა მოხსენებითი ბარათი, ხოლო მერმა თავის მხრივ გასცა ცნობა. მ----- მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში, დაადასტურა მხოლოდ ფაქტი და გასცა ცნობა ფაქტობრივი მდგომარეობის, ფლობის შესახებ. თ----- ბ--------- ჩამოდის აღნიშნულ სახლში და უძრავ ქონებას მიიჩნევს თავისად, ხოლო ის გარემოება, რომ რეგისტრირებულ-- სხვაგან, რაზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს არ არის მტკიცებულება იმისა, რომ თ----- ბ--------- ფაქტობრივად არ ფლობს სადაო კერძო საკუთრებას. მ-----მ მხოლოდ ფაქტი დაადასტურა და ცალკე აღებული აღნიშნული ცნობა სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, თ----- ბ--------- არის კანონიერი მემკვიდრე გარდაცვლილის. ყველა ფაქტობრივი გარემოება რაც ცნობა N0--4---შია მოყვანილი სინამდვილეს შეესაბამება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ-- კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

მოპასუხის წარმომადგენელი აქვე მიუთითებს, რომ ონის მუნიციპალიტეტის მ-----მ ცნობა გასცა 2018 წლის 1- თებერვალს. სასამართლოს მიერ აღნიშნული ცნობა მიჩნეულ--, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. იმის გათვალისწინებით, რომ მერს არ ყავს ზემდგომი თანამდებობის პირი მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ერთი თვის ვადაში მისი გაცნობიდან უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით. სარჩელში მხარე უთითებს რომ მისთვის აღნიშნული ცნობის შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 24 აგვისტოს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელის წარმომადგენელი გაცილებით ადრე დაუკავშირდა მ------ წარმომადგენელს და მოსთხოვა ცნობის ბათილად ცნობა, რაზეც უარი მიიღო. მხარემ რომ გაცილებით ადრე იცოდა ცნობის შესახებ ადასტურებს საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილი რომლის მიხედვითაც ე----- ლ-------–---–-- პირადად ჩაიბარა 19.07.2018 წელს თ----- ბ---------- მიერ გაგზავნილი შესაგებელი რომელსაც თან ერთოდა მ------ მიერ გაცემული ცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა გაუშვა.

 

2.2. მესამე პირის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა : ადმინისტრაციული ორგანო ცნობის მომზადებისა და გამოცემისას მოქმედებდა მხოლოდ კანონის შესაბამისად და არცერთ ეტაპზე არ დარღვეულა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები , რაც შეეხება ე----- ლ-------–---–-სა და მისი წარმომადგენლისათვის სადაო ცნობის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 19 ივლისს, როცა მან ჩაიბარა თ----- ბ---------- სარჩელი, სადაც სადაო ცნობა არაერთხელაა ნახსენები. უფრო მეტიც შესაგებელი, რომელსაც ხელს აწერს ე----- ლ-------–---–-, გამოგზავნილ-- მისი ამჟამინდელი წარმომადგენლის, ლ-- ლ-------- მიერ 30.07.2018 წ. ასე რომ, დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა არა 2018 წლის 0- სექტემბერს, როგორც ამას უთითებს მოსარჩელე არამედ, 2018 წლის 19 ივლისს.

 

მესამე პირის წარმომადგენელი განმარტავს : ე----- ლ-------–---–- იყო ჯ------- ბ---------- ერთ – ერთი და არა ერთადერთი მემკვიდრე. მან შეგნებულად დამალა სხვა მემკვიდრეთა არსებობა როგორც სანოტარო ბიუროში ასევე სასამართლოში. მამკვიდრებელს ჰყავდა დედა, რომელიც ცხოვრობდა ონში, 2 შვილი პირველი ქორწინებიდან და ერთი საერთო შვილი მოსარჩელესთან. კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არც მოსარჩელეს არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსთვის. მას სასამართლომ აღუდგინა სამკვიდროს მიღების ვადა, სადაც ასევე დამალა სხვა მემკვიდრეთა არსებობა. სამკვიდროს მიღებას არა აქვს ხანდაზმულობა, რასაც ადასტურებს უზენაესი სასამართლოს არა ერთი გადაწყვეტილება. თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე-----ი ლ-------–---–- არის 1989 წლის 0- ივლისს გარდაცვლილი ჯ------- ბ---------- მეუღლე და მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 20 )

–სამკვიდრო მოწმობა ( ს.ფ.18)

 

3.1.2. თ-----ი ბ--------- არის 1989 წლის 0- ივლისს გარდაცვლილი ჯ------- ბ---------- შვილი, პირველი ქორწინებიდან და მისი პირველი რიგის მემკვიდრე, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობა, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის დადგენილება (ს. ფ.26– 28 );

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილ--, რომ ჯ------- ე-----–-ს ძე ბ---------- გარდაცვალების დღიდან, მის კუთვნილ წილს უძრავ ქონებას, მდებარეს ქალაქ ონში, კ--------- ქუჩა N 37–ში ფლობს და განაგებს მისი შვილი , თ-----ი ბ---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ონის მუნიციპალიტეტის მ------ ცნობა (ს. ფ. 15);

- ონის მუნიციპალიტეტის მ------ წარმომადგენელის ქ.ონის ადმინისტრაციულ ერთეულში ე-- მ----------- 2018 წლის 12 თებერვლის მოხსენებითი ბარათი ( ს.ფ.76) ახსნა-განმარტება (2019 წლის 1- მარტის სხდომის ოქმი )

-მოწმეების რ----- ჯ---------- და თ---------- გ----–-–---–-- ახსნა-განმარტება (2019 წლის 1- მარტის სხდომის ოქმი)

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულ-- დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულ-- დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ონის მუნიციპალიტეტის მ------ მიერ 2018 წლის 1- თებერვალს გაცემული N 0-–4-- ცნობა, მიღებულ-- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60–ე მუხლის მოთხოვნათა უგულველყოფით და შესაბამისად დარღვეულ-- მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოს მოითხოვს მის გაუქმებას.

 

მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მ------ მიერ 2018 წლის 1- თებერვალს გაცემული N 0-–4-- ცნობა, გამოცემულ-- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის სრული დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის, ფაქტის ადგილზე გადამოწმების, მოწმეთა გამოკითხვის საფუძველზე და არ არსებობს აღნიშნული აქტის გაუქმების საფუძველი. მოითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

მესამე პირის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ცნობის მომზადების და გამოცემის დროს მოქმედებდა კანონის შესაბამისად და არც ეტაპზე არ დარღვეულა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ონის მუნიციპალიტეტის მ------ 2018 წლის 1- თებერვლის N 0-–4-- ცნობის ბათილობის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულ-- სრულყოფილად. ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა, მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-----ი ლ-------–---–-ს წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე ონის მუნიციპალიტეტის მ------, მესამე პირი თ----- ბ---------- მიმართ, ონის მუნიციპალიტეტის მ------ 2018 წლის 1- თებერვლის N 0- – 4-- ცნობის, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციული –სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილ-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილ--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულ-- მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარემ დააღრვია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, როგორც საქმის მასალებიდან, ასევე მოწმეთა ჩვენებებიდან დასტურდება , რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ადგილზე გადაამოწმა საკითხი, გამოკითხა მეზობლები და მხოლოდ ამის შემდგომ გასცა სადავო ცნობა.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ აწ გარდაცვლილი ჯ------- ბ---------- კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ როგორც მოსარჩელე ე-----ი ლ-------–---–-, ასევე საქმეში მესამე პირად ჩართული თ----- ბ---------, როგორც ჯ------- ბ---------- შვილი, პირველი ქორწინებიდან და ასევე პირველი რიგის მემკვიდრე კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ--, რომ ონის მუნიციპალიტეტის მ-----მ თ----- ბ---------- განცხადების საფუძველზე ჩაატარა მოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ გასცა N 0-–4-- ცნობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ე----- ლ-------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულ-- კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე–2, მე–4, მე–9, მე–12 –ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257–ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. ე----- ლ-------–---–-ს სარჩელი ონის მუნიციპალიტეტის მ------ 2018 წლის 1- თებერვლის N 0-–4-- ცნობის ბათილად ცნობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე ე----- ლ-------–---–- ლაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 50 ( ორმოცდაათი ) ლარის გადახდა.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ( მდებარე ქ. ქუთაისი, ბიუპორტის ქუჩა N 32 ), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ონის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით ( მდებარე ქ. ონი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N 17 ) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 ( თოთხმეტი ) დღის ვადაში.

 

მოსამართლე : ლეილა გურგუჩიანი