გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
330310018002749687
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7618-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე - გ-------------–-–---–ი

წარმომადგენელი - ე----------ა

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 5 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი--–------------------–-------------–-------------------------–--–-–----ში 2003-2006 წლებში გ-------------–-–---–ის მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: 30.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:10:00).

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის 2018 წლის 2 ნოემბრის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, თბილისის ი--–------------------–-------------------–---–-–----ი შედიოდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის N281 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს განათლების სამინისტროს დებულების“ პროფესიული განათლების სასწავლო დაწესებულებების ნუსხაში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილს N281 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების სამინისტროს დებულების“ მიხედვით პროფესიული განათლების სასწავლო დაწესებულებები ახორციელბდნენ დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას გაიცემოდა პროფესიული განათლების დიპლომი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის 23 მარტის N212860 კორესპონდენციით მოწოდებული საარქივო მასალების მიხედვით, თბილისის N-----–----–----------------–----------------–---–----–ი 2004-2005 წლებში ფუნქციონირებდა „ი--------------–--------–-------–-----–--------------–------------–---------–------------------–---–-–----ის“ სახელით.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ივლისის N352 ბრძანებით დაფუძნდა სსიპ თ---–------------–---------–------------------–---–-–----ი, რომელიც წარმოადგენდა „ი--------------–--------–-------–-----–--------------–------------–---------–------------------–---–-–----ის“ უფლებამონაცვლეს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის N1117 ბრძანებით, რეორგანიზებულ იქნა სსიპ თ---–------------–---------–------------------–---–-–----ი და მის ბაზაზე დაფუძნდა სსიპ ი---------–----–----------–----------------------–---–---–-----–------ი. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ი---------–----–----------–----------------------–---–---–-----–------ი წარმოადგენს სსიპ თ---–------------–---------–------------------–---–-–----ის უფლებამონაცვლეს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის N75/ნ ბრძანებით დამტკიცდა სსიპ პროფესიული კოლეჯის „ა----ს“ თანდართული წესდება, რომლის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვითაც კოლეჯი განისაზღვრა სსიპ თბილისის ი---------–----–----------–----------------------–---–---–-----–------ის უფლებამონაცვლედ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N229/ნ ბრძანებით, სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ა----ს“ რეორგანიზაციის გზით დაფუძნდა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და დამტკიცდა მისი დებულება, რომლის მე-6 თავის მესამე პუნქტის მიხედვით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „ა----ს“ უფლებამონაცვლეს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის N70/ნ ბრძანებით სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეორგანიზაციის გზით შეიქმნა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ი---------–----–----------–------------------" და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული წესდების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ი---------–----–----------–------------------" წარმოადგენს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფლებამონაცვლეს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისა და სსიპ პროფესიული კოლეჯის „ა----ს“ სამართალმემკვიდრეობის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის 2018 წლის 2 ნოემბრის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 52-54).

 

3.1.2. 2018 წლის 3 ოქტომბერს გ-------------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა მის მიერ ი--–------------------–-------------–-------------------------–--–-–----ში 2003-2006 წლებში მიღებული განათლების აღიარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.10.2018წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 39-43).

 

3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გ-------------–-–---–ის 2018 წლის 3 ოქტომბრის განცხადების განხილვის ფარგლებში, 2018 წლის 4 ოქტომბრის M---------------- წერილით მიმართა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვა კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ი. შევარდნაძის სახელობის მრავალდარგოვან ლიცეუმში 2003-2006 წლებში გ-------------–-–---–ის მიერ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლების ან ინფორმაციის მოწოდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 4 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ 48-49).

 

3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 4 ოქტომბერს MES 4------------ წერილით მიმართა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ი---------–----–----------–----------------ის’’ დირექტორს და ქვემდებარეობით გადაუგზავნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 4 ოქტომბრის M---------------- წერილი და განუმარტა, რომ ინფორმაცია ი--–------------------–-------------–--------------–-–----ის მიერ გ-------------–-–---–ის სახელზე გაცემული დიპლომის გაცემის შესახებ ეცნობებინა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 4 ოქტომბერს წერილი MES 4------------ (ს.ფ 50).

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერის სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ი---------–----–----------–----------------იის’’ M---------------- წერილის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ი---------–----–----------–------------------მ’’ მოახდინა დაცული საარქივო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადამოწმება, რომლის შედეგადაც არქივში გ-------------–-–---–ის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ი---------–----–----------–----------------ის’’ 2018 წლის 11 ოქტომბერის M---------------- წერილი (ს.ფ 45).

 

3.1.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 5 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილებით გ-------------–-–---–ს უარი ეთქვა ი--–------------------–-------------–-------------------------–--–-–----ში 2003-2006 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 5 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 55-56).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 5 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − პროფესიული დიპლომი/დიპლომი.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან თანამშრომლობით.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლით გათვალისწინებილი შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.

 

ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენისას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ი--–------------------–-------------–-------------------------–--–-–----ში 2003-2006 წლებში გ-------------–-–---–ის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ ცენტრში წარდგენილი 2018 წლის 11 ოქტომბერის სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ი---------–----–----------–----------------ის’’ M---------------- წერილი, რომლის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ი---------–----–----------–------------------მ’’ მოახდინა დაცული საარქივო დოკუმნეტაციისა და ინფორმაციის გადამოწმება, რომლის შედეგადაც არქივში გ-------------–-–---–ის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.

 

სასამართლო მიუთითებს ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონის მიზანია საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს პროფესიული განათლების სისტემის სამართლებრივ ჩარჩოს, ადგენს პროფესიული განათლების სისტემის მართვის პრინციპებს და პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს პროფესიული განათლების სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ძირითად საკითხებს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის ,,ს’’ ქვეპუნქტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა არის სასწავლო მიზნების, სწავლის შედეგების, მოდულის/მოდულების, შესაბამისი კრედიტების, სწავლების მეთოდების, შეფასების ფორმებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებათა ერთობლიობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის გაცემით. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, კვალიფიკაცია არის უფლებამოსილი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, გ-------------–-–---–ის 2018 წლის 3 ოქტომბრის განცხადებაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერის სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ი---------–----–----------–----------------იის’’ M---------------- წერილის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ი---------–----–----------–------------------მ’’ მოახდინა დაცული საარქივო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადამოწმება, რომლის შედეგადაც არქივში გ-------------–-–---–ის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. ამასთან, გ-------------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზეც დადასტურებული იქნა რომ, იგი არ ფლობს რაიმე დოკუმენტს (ოქმს/ბრძანებას ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტს) რომელიც ადასტურებდა მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ან აღნიშნულ სასწავლებელში სწავლის ფაქტს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა ი--–------------------–-------------–-------------------------–--–-–----ში 2003-2006 წლებში გ-------------–-–---–ის მიერ მიღებული განათლების აღიარების საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ გ-------------–-–---–ის მიმართ ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 5 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, გ-------------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე