გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7627-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ვ----------------------ი, ლ---------–-–---–ი
მოსარჩელე ვ----------------------ის წარმომადგენელი - რ------------–---ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ--------–---–ი
მესამე პირი - მ-----–--------ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბერის №8-------------- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
1.3. ბათილად იქნას ცნობილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.4. დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ჩ-----------------ში გამიჯვნის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირი - მ-----–--------ი არ გამოცხადდა სხდომაზე. მხარისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროსა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2011 წლის 21 ნოემბერი) დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ჩ-------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დ-------------–-----------------------------------–------------------–------------------------------–----. ლ---------–-–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია - შ----------------------------------------------------- ვ----------------------ის საკუთრების წილი გაურკვეველია. ასევე მითითებულია სახლთმფლობელობის თანამესაკუთრენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 91-92
4.1.2. 2008 წლის 20 ოქტომბერს გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქალაქი თბილისი, ჩ--------------------ში აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 275 კვ.მ. ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით: 275 კვ.მ. მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სიაში მითითებულია: 1) მ-----–----------, საფუძველი: სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1940 წელს. 2) პ---–---------------ი, საფუძველი: სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1940 წელს. 3) ი-------------–-–---–ი N10------ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, ნოტარიუსი მ---------, 1--------- წელი. შენობა-ნაგებოდა: ლ-----------------–----------–------------–---------------------------------------–----------–-----------------------–----------–-------------------------------------------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა-დახასიათება - ს/ფ 33
4.1.3. 2018 წლის 3 აგვისტოს ვ----------------------მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ჩ-----------------ში მდებარე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0---------------) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა: ვ----------------------ის პირადობის მოწმობის ასლი, ლ---------–-–---–ის განცხადება-თანხმობა, 17.03.2018 წლით დათარიღებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ასლი, შპს ,,ვ---------“-ს 11.03.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვ----------------------ის განცხადება თანდართული დოკუმენტებით - ს/ფ 79-95.
4.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 აგვისტოს მიღებული იქნა 8-------------- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემებით, 0--------------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული იყო არაიდენტიფიცირებადი თანამესაკუთრე და განმცხადებელს განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა, დაევალა პირველ რიგში, ცალკე სარეგისტრაციო განცხადების წარდგენა თანამესაკუთრეების დასაზუსტებლად, ხოლო შემდგომ განიხილებოდა უძრავი ნივთის დაყოფის მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 აგვისტოს 8-------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 96.
4.1.5. 2018 წლის 09 აგვისტოს დამატებით, წარდგენილ იქნა ვ----------------------ის 09.08.2018 წლით დათარიღებული პირადი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ჩ-----------------ში ფაქტობრივად ცხოვრობს და უძრავ ქონებას ფლობს ორი თანამესაკუთრე: ვ----------------------ი და ლ---------–-–---–ი, სხვა თანამესაკუთრე არ არსებობს, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალებში ფიქსირდება ვინმე მ-----–--------ი, რომელიც მათი სახლის მისამართზე არ ცხოვრობდა და არც ფლობდა მათ უძრავ ქონებას, არც რაიმე ფართი გააჩნია.
2018 წლის 09 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ №8-------------- შეტყობინებით განმცხადებელს ეცნობა, რომ პირველ რიგში ცალკე სარეგისტრაციო განცხადებით უნდა დაზუსტებულიყო თანამესაკუთრეები, რის შემდგომაც განიხილებოდა უძრავი ნივთის დაყოფის მოთხოვნა და აღნიშნული ეცნობებოდა დამატებით. დამატებით დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 07 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვ----------------------ის განცხადება თანდართული დოკუმენტებით - ს/ფ 97-101.
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 102.
4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით ვ----------------------ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის /ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 104
3.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 სექტემბრის N------ გადაწყვეტილებით ვ----------------------ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 07 აგვისტოს №8-------------- და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 11 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებები და სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა 2018 წლის 03 აგვისტოს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება ამ აქტის სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი დასაბუთების 4.3.8, 4.3.10, 4.3.16 პუნქტების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილების 4.3.8. პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს წადგენილი №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე არ წარდგენილა ამ სარეგისტრაციო წარმოებისთვის აუცილებელი, საზიარო საგნის უკლებლივ ყველა მონაწილის მიერ სათანადო წესით გამოვლენილი ნების ამსახველი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა საზიარო საგნის მათ მიერვე ერთობლივი მართვის გარემოებას, თუმცა, აღნიშნულზე არ უმსჯელია მარეგისტრირებელ ორგანოს. ამავე გადაწყვეტილების 4.1.10. პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს წადგენილი №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით/საფუძველზე არ განეხორციელებინა მოთხოვნილი რეგისტრაცია, სრულად გამომდინარეობს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრსა და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული, ქ, თბილისი, ჩ--------------------ის სააღრიცხვო მონაცემებიდან. თუმცა, ამასთანავე, სააგენტომ არ გაიზიარა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 07 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილების მართებულობა, რადგან მისი სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ პირველ რიგში ცალკე სარეგისტრაციო განაცხადით უნდა დაზუსტებულიყო თანამესაკუთრეები, რის შემდგომაც განიხილებოდა უძრავი ნივთის დაყოფის მოთხოვნა - არ გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი, საზიარო საგნის მონაწილეთა მიერ ერთობლივად მართვის საერთო წესიდან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის დანაწესიდან. მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს განმცხადებლისათვის უნდა განემარტა, რომ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით და გადაწყვეტილება მიეღო ზემოაღნიშნული დანაწესების გათვალისწინებით, რაც არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 სექტემბრის N------ გადაწყვეტილება - ს/ფ 110-115
4.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ ვინაიდან 0--------------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული იყო არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრე (ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით აღრიცხულია - მ-----–--------ი), წარსადგენი იყო ყველა რეგისტრირებულ და აღრიცხულ მესაკუთრეთა კორექტირებული ერთობლივი შეთანხმება თანდართულ დაყოფასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტებრის №8-------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 116
4.1.9. ვ----------------------ის წარმომადგენელმა რ------------–---მა 2018 წლის 27 სექტემბერს დამატებით, წარადგინა რწმუნებულების ასლი და მისივე პირადი განცხადება განმარტებით, რომ ვ----------------------ისა და ლ---------–-–---–ის გარდა უძრავ ნივთზე სხვა თანამესაკუთრეები არ არსებობენ.
2018 წლის 28 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8------------11 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან 0--------------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრე (ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით - მ-----–--------ია აღრიცხული), დაყოფასთან დაკავშირებით განმცხადებელს განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა ყველა რეგისტრირებულ და აღრიცხულ მესაკუთრეთა კორექტირებული ერთობლივი შეთანხმების წარსადგენად ან შესაბამისი დოკუმენტის წარსადგენად, რომლითაც დადასტურდებოდა ,,პ-------------–-ს“ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე არსებულ სახლთმფლობელობაში არარსებობის ფაქტი. დამატებით დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 22 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რ------------–---ის განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 117-125
- 2018 წლის 28 სექტემბერს სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს №8------------11 გადაწყვეტილება - ს/ფ 126
4.1.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებით ვ----------------------ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის /ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 127
4.1.11. 2018 წლის 29 ოქტომბერს ვ----------------------ის წარმომადგენელმა რ------------–---მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N------ გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ 2018 წლის 09 აგვისტოს №8-------------- შეტყობინებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების შესწავლისა და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 07 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ----------------------ის წარმომადგენლის რ------------–---ის 2018 წლის 29 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- განცხადება-საჩივარი - ს/ფ 129-132
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N------ გადაწყვეტილება - ს/ფ 135-136
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება - ს/ფ 137-142
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ----------------------ისა და ლ---------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბერის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე განმარტავს, რომ როგორც რეგისტრაციის, ისე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალიწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ხოლო ამავე მუხლის 32 პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – მისი გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება დაუშვებელია.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს ვ----------------------მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ჩ-----------------ში მდებარე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0---------------) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა: ვ----------------------ის პირადობის მოწმობის ასლი, ლ---------–-–---–ის განცხადება-თანხმობა, 17.03.2018 წლით დათარიღებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ასლი , შპს ,,ვ---------“-ს 11.03.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 აგვისტოს მიღებული იქნა 8-------------- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემებით, 0--------------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული იყო არაიდენტიფიცირებადი თანამესაკუთრე და განმცხადებელს განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა, დაევალა პირველ რიგში, ცალკე სარეგისტრაციო განცხადების წარდგენა თანამესაკუთრეების დასაზუსტებლად, ხოლო შემდგომ განიხილებოდა უძრავი ნივთის დაყოფის მოთხოვნა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 09 აგვისტოს დამატებით, წარდგენილ იქნა ვ----------------------ის 09.08.2018 წლით დათარიღებული პირადი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ჩ-----------------ში ფაქტობრივად ცხოვრობს და უძრავ ქონებას ფლობს ორი თანამესაკუთრე: ვ----------------------ი და ლ---------–-–---–ი, სხვა თანამესაკუთრე არ არსებობს, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალებში ფიქსირდება ვინმე მ-----–--------ი, რომელიც მათი სახლის მისამართზე არ ცხოვრობდა და არც ფლობდა მათ უძრავ ქონებას, არც რაიმე ფართი გააჩნია. 2018 წლის 09 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ №8-------------- შეტყობინებით განმცხადებელს ეცნობა, რომ პირველ რიგში ცალკე სარეგისტრაციო განცხადებით უნდა დაზუსტებულიყო თანამესაკუთრეები, რის შემდგომაც განიხილებოდა უძრავი ნივთის დაყოფის მოთხოვნა და აღნიშნული ეცნობებოდა დამატებით. დამატებით დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 07 სექტემბრამდე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 სექტემბრის N------ გადაწყვეტილებით ვ----------------------ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 07 აგვისტოს №8-------------- და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 11 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებები და სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა 2018 წლის 03 აგვისტოს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება ამ აქტის სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი დასაბუთების 4.3.8, 4.3.10, 4.3.16 პუნქტების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილების 4.3.8. პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს წადგენილი №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე არ წარდგენილა ამ სარეგისტრაციო წარმოებისთვის აუცილებელი, საზიარო საგნის უკლებლივ ყველა მონაწილის მიერ სათანადო წესით გამოვლენილი ნების ამსახველი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა საზიარო საგნის მათ მიერვე ერთობლივი მართვის გარემოებას, თუმცა, აღნიშნულზე არ უმსჯელია მარეგისტრირებელ ორგანოს. ამავე გადაწყვეტილების 4.1.10. პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 03 აგვისტოს წადგენილი №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით/საფუძველზე არ განეხორციელებინა მოთხოვნილი რეგისტრაცია, სრულად გამომდინარეობს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრსა და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული, ქ, თბილისი, ჩ--------------------ის სააღრიცხვო მონაცემებიდან. თუმცა, ამასთანავე, სააგენტომ არ გაიზიარა სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 07 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილების მართებულობა, რადგან მისი სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ პირველ რიგში ცალკე სარეგისტრაციო განაცხადით უნდა დაზუსტებულიყო თანამესაკუთრეები, რის შემდგომაც განიხილებოდა უძრავი ნივთის დაყოფის მოთხოვნა - არ გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი, საზიარო საგნის მონაწილეთა მიერ ერთობლივად მართვის საერთო წესიდან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის დანაწესიდან. მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს განმცხადებლისათვის უნდა განემარტა, რომ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით და გადაწყვეტილება მიეღო ზემოაღნიშნული დანაწესების გათვალისწინებით, რაც არ განხორციელებულა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტებრის №8-------------- გადაწყვეტილებით (რომლითაც გაზიარებული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 სექტემბრის №------ გადაწყვეტილება) ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართევლოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, ვინაიდან 0--------------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული იყო არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრე (ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით აღრიცული იყო - მ-----–--------ი), წარსადგენი იყო ყველა რეგისტრირებულ და აღრიცხულ მესაკუთრეთა კორექტირებული ერთობლივი შეთანხმება თანდართულ დაყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულის მიუხედავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა 2018 წლის 14 აგვიტოს რწმუნებულების ასლი და ვ----------------------ის წარმომადგენლის რ------------–---ის პირადი განცხადება, რითაც ვერ იქნა აღმოფხვრილი სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 28 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.
”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებით ვ----------------------ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს ვ----------------------ის წარმომადგენელმა რ------------–---მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N------ გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ 2018 წლის 09 აგვისტოს №8-------------- შეტყობინებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების შესწავლისა და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 07 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ----------------------ის წარმომადგენლის რ------------–---ის 2018 წლის 29 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივარი.
7.3. საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 953-ე მუხლით განსაზღვრულია საზიარო უფლების ცნება, რომლის თანახმად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასების საგანს წარმოადგენდა საკითხი - წარმოადგენდა თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველს. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისათვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივისა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა /მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2008 წლის 20 ოქტომბერს გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქალაქი თბილისი, ჩ--------------------ში აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 275 კვ.მ. ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით: 275 კვ.მ. მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სიაში მითითებულია: 1) მ-----–----------, საფუძველი: სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1940 წელს. 2) პ---–---------------ი, საფუძველი: სააღრიცხვო ბარათი N0-----, აღრიცხულია 1940 წელს. 3) ი-------------–-–---–ი N10------ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, ნოტარიუსი მ---------, 1--------- წელი. შენობა-ნაგებოდა: ლ-----------------–----------–------------–---------------------------------------–----------–-----------------------–----------–-------------------------------------------------------------------.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტებისა და მონაცემების გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოებაზე არ წარდგენილა ამ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ დაყოფასთან დაკავშირებით ყველა რეგისტრირებულ და აღრიცხულ მესაკუთრეთა ერთობლივი შეთანხმება ან დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ,,პ-------------–-ს” აღნიშნულ უძრავ ნივთზე არსებულ სახლთმფლობელობაში არარსებობის ფაქტი, რაც ტენიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში არის დაცული, ამდენად, არ არსებობდა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის №8------------0 გადაწყვეტილებისა და მისი თანმდევი შედეგის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 23 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც სასამართლოს კანონიერად მიაჩნია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ დაყოფასთან დაკავშირებით ყველა რეგისტრირებულ და აღრიცხულ მესაკუთრეთა ერთობლივი შეთანხმება ან დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ,,პ-------------–-ს” აღნიშნულ უძრავ ნივთზე არსებულ სახლთმფლობელობაში არარსებობის ფაქტი, რის გამოც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ამდენად, გასაჩივრებულ აქტში მისი მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულია და დასაბუთებულია ის სამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მიიღო ასეთი სახის გადაწყვეტილება, გარემოებები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფიქსირებული პოზიცია წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსში გადმოცემულ დანაწესთან მიმართებაში, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი რომლის თანახმად დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ჩ-----------------ში გამიჯვნის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ----------------------სა და ლ---------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე ლ---------–-–---–ის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვიქტორ მერკინტანოვი გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ”მ1” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ----------------------ის და ლ---------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ლ---------–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. მოსარჩელე ვ----------------------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი