გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210--60--630723
2-3781/16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14/05/2--- წელი ქ.ბათუმი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: მ-----–- ჩ---–--ე, მ-----ა კ--------ე, მ------ ჩ---–--ე-ბ-–---ძე და დ----- ჩ---–--ე
წარმომადგენელი: ი-----–--------
მოპასუხეები: მ------ ა-–-----ე, მ---- კ-------ე, ი-----–- კ-------ე, მ------ ჯ--------ე, ა------ კ-------ე, მ------- ზ----ე, გ------ კ----------ე, რ----- ჩ----–-–---–ი, ზ----- ე------ე, ა------ ს------ე, კ--- მ-------ი, დ----- ხ--------–---–ი და ს----- ხ----–---–ი
წარმომადგენელი: თ-----------–--–-----–-----------–-----------ა ა-–--–-–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ-----–- ჩ---–--ე, მ-----ა კ--------ე, მ------ ჩ---–--ე-ბ-–---ძე და დ----- ჩ---–--ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ მ------ ა-–-----ეს, მ---- კ-------ეს, ი-----–- კ-------ეს, მ------ ჯ--------ეს, ა------ კ-------ეს, მ------- ზ----ე, გ------ კ----------ეს, რ----- ჩ----–-–---–ს, ზ----- ე------ეს, ა------ ს------ეს, კ--- მ-------ს, დ----- ხ--------–---–სა და ს----- ხ----–---–ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
- ი-–-- ჩ---–--ის მიერ სესხად გაცემული 112 000 აშშ დოლარის გადახდა;
- 20-- წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით 112 000 აშშ დოლარის წლიური 10 %-ის გადახდა.
მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
20-- წლის 9 მარტს ი-–-- ჩ---–--ესა და ამხანაგობა ,,თ----------------“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი-–-- ჩ---–--ემ ამხანაგობის წევრებს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ასესხა 112 000 აშშ დოლარი. ამხანაგობის წევრები ვალდებულნი იყვნენ კორპუსის აშენებისა და ფართების რეალიზაციის შემდეგ ი-–-- ჩ---–--ისათვის დაებრუნებინათ სესხად მიღებული თანხა. ამხანაგობამ კორპუსი ააშენა, ფართები გაანაწილა და რეალიზაცია გაუკეთა, მაგრამ ი-–-- ჩ---–--ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და 112 000 აშშ დოლარი ი-–-- ჩ---–--ეს არ დაუბრუნა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. ისინი ადასტურებენ ი-–-- ჩ---–--ესა და ამხანაგობა ,,თ----------------“-ს შორის ხელშეკრულების წერილობით გაფორმებას, მაგრამ უარყოფენ სესხად 112 000 აშშ დოლარის მიღებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 20-- წლის 7 თებერვალს 13 პირის მიერ დაფუძნებული იქნა ამხანაგობა ,,თ---------------------------“, რომლის მიზანიც იყო ერთობლივი საქმიანობის შედეგად ქ. ქობულეთში თ-----------------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის შესახებ. ტ.1. ს.ფ. 33-42.
3.1.2. ამხანაგობა ,,თ---------------------------“-ის დამფუძნებლები არიან მ------ ა-–-----ე, მ---- კ-------ე, ი-----–- კ-------ე, მ------ ჯ--------ე, ა------ კ-------ე, მ------- ზ----ე, გ------ კ----------ე, ნ-------- ჩ----–-–---–ი, ზ----- ე------ე, ა------ ს------ე, კ--- მ-------ი, დ----- ხ--------–---–ი და ს----- ხ----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის შესახებ. ტ.1. ს.ფ. 33-42.
3.1.3. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ არსებობს 20-- წლის 9 მარტის სესხის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ი-–-- ჩ---–--ესა და ამხანაგობა ,,თ----------------“-ის თავმჯდომარეს - მ------- ზ----ეს შორის. მასში მითითებულია, რომ ი-–-- ჩ---–--ე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ამხანაგობას სესხად გადასცემს 112 000 აშშ დოლარს. სესხად მიღებული თანხა ამხანაგობის წევრებმა ი-–-- ჩ---–--ეს უნდა დაუბრუნონ ფართების რეალიზაციის შემდეგ თითოეულის მიერ 16 000-16 000 აშშ დოლარის გადაცემის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სესხის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 25-32
3.1.4. თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ი-–-- ჩ---–--ემ. მან სასარჩელო განნცხადებით მოითხოვა 20-- წლის 9 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 112 000 აშშ დოლარის გადახდა. ასევე 20-- წლის 23 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 220 000 აშშ დოლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასარჩელო განცხადება. ტ.1. ს.ფ. 87-97.
3.1.5. 2013 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებით სასარჩელო მოთხოვნიდან ცალკე წარმოებად გამოეყო 20-- წლის 9 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 112 000 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა. მას მიენიჭა ცალკე სარეგისტრაციო ნომერი და მისი განხილვა გაგრძელდა ცალკე წარმოებად. შემდეგში კი განსჯადობით გადმოიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
განჩინება. ტ.1. ს.ფ. 353-354;
განჩინება. ტ. 2. ს.ფ. 29-31
3.1.6. 20-- წლის 1 აპრილს ი-–-- ჩ---–--ე გარდაიცვალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამკვიდრო მოწმობა. ტ.3. ს.ფ. 44-46
3.1.7. ი-–-- ჩ---–--ის უფლებამონაცვლედ ჩაბმული იქნა მ-----–- ჩ---–--ე, მ-----ა კ--------ე, მ------ ჩ---–--ე-ბ-–---ძე და დ----- ჩ---–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
განჩინება. ტ.3 . ს.ფ. 118-125
3.1.8. საქმის განხილვის ერთრთ ეტაპზე გარდაიცვალა ნ-------- ჩ----–-–---–ი. მის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა რ----- ჩ----–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
განჩინება. ტ.3 . ს.ფ. 140-144.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა ი-–-- ჩ---–--ის მიერ ამხანაგობა ,,თ----------------“-ის თავმჯდომარე მ------- ზ----ისათვის, სესხად 112 000 აშშ დოლარის გადაცემა.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის, თანხის სესხად გადაცემის დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ი-–-- ჩ---–--ემ, მ------- ზ----ეს ამხანაგობისათვის სესხად გადასცა 112 000 აშშ დოლარი. ამ გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და ამიტომაც თვითონვე უნდა წარმოადგინოს მისი დამამტკიცებელი მტკიცებულებები და დაადასტუროს, რომ 20-- წლის 9 მარტს ამხანაგობას სესხად გადასცა 112 000 აშშ დოლარი. სწორედ ამ გარემოების დამტკიცებაზეა სარჩელის დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების ბედი დამოკიდებული. ამ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს არ ეკუთვნის. ის საერთოდ უარყოფს ასეთი ფაქტობრივი გარემოების ბუნებაში არსებობას. თანხის სესხად გადაცემა შეიძლება დამტკიცდეს ხელშეკრულებით, ხელწერილით, თანხის ბანკის მეშვეობით გადარიცხვის დოკუმენტით ან სხვა ნებისმიერი ისეთი დოკუმენტით, სადაც ასახული იქნება ი-–-- ჩ---–--ის მიერ ამხანაგობის თავმჯდომარის, მ------- ზ----ისათვის 112 000 აშშ დოლარის გადაცემა.
3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.5. სესხად თანხის გადაცემა ფაქტობრივი გარემოებებაა. იგი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება 2009 წლის 11 მარტის ხელშეკრულებას. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება და უნდა განმარტოს ეს მტკიცებულება არის თუ არა თანხის გადაცემის ამსახველი მტკიცებულება. ამ გარემოების დადგენა აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხეები ხელშეკრულების არსებობას არ უარყოფენ, მაგრამ სადაოდ ხდიან თანხის გადაცემას. საქმის მთავარი პრობლემაც აქ დევს. საკითხის გადასაწყვეტად ხელშეკრულების შინაარსი უნდა გავაანალიზოთ. მასში მითითებულია, რომ ი-–-- ჩ---–--ე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ამხანაგობას სესხად გადასცემს 112 000 აშშ დოლარს. სესხად მიღებული თანხა ამხანაგობის წევრებმა ი-–-- ჩ---–--ეს უნდა დაუბრუნონ ფართების რეალიზაციის შემდეგ თითოეულის მიერ 16 000-16 000 აშშ დოლარის გადაცემის გზით. ხელშეკრულებაში არაა მითიტებული მასზედ რომ გარიგების დადების დროს თანხა გადაცემულია, ასევე არაა მითიტებული რომ ტანხის გადაცემა მოხდა გარიგების დადებისთანავე. ხელშეკრულებაში არაა დათქმული თუ როგორ უნდა მოხდეს თანხის გადაცემა. მასში ცაწერილი არცერთი დებულება არ ლაპარაკობას თანხის გადაცემას. შესაბამისად ხელშეკრულებით არ დგინდება თანხის გადაცემა. ლოგიკური მსჯელობის მეთოდით ამ ხელშეკრულებას კიდე უნდა ახლდეს მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება სესხის გადაცემა. თვით ხელშეკრულება სესხის გადაცემის მტკიცებულებას არ შეიცავს.
სესხის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 25-32
3.2.6. სესხის გადაცემის წერილობითი მტკიცებულება მოსარჩელეს არ აქვს (ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არაა).
3.2.7. სესხად თანხის გაცემის მტკიცებულებად მოსარჩელემ დაასახელა თავისი ზეპირი განმარტება. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ი-–-- ჩ---–--ემ 20-- წლის 9 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობას ასესხა 112 000 აშშ დოლარი. მისი ზეპირი განმარტება მოპასუხეებმა ზეპირი განმარტებითვე უარყვეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. თითოეული ზეპირი განმარტება უნდა დასტურდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. აღნიშნულიდან გამომდინარე ზეპირი განმარტება ვერ იქნება სესხის დამადასტურებელი მტკიცებულება.
3.2.8. დასაფიქრებელია სესხის ხელშეკრულების დადების საკითხიც. თუ სესხად თანხის გადაცემა არ უნდა განხორციელებულიყო, მაშინ რატომ დადეს ასეთი ხელშეკრულება? კითხვაზე არსებობს ლოგიკური პასუხი - ხელშეკრულების დადებას უნდა მოჰყოლოდა თანხის გადაცემა. შესაძლებელია ასეც მოხდა და მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხის თანხა, მაგრამ ამის საპირისპირო პასუხებიც არაა საფუძველს მოკლებული. რატომ არ შეიძლება, რომ მოსარჩელეს სესხის თანხა გარკვეული მოსაზრების გამო არ გადაეცა. თანაც აქ არაა საუბარი მცირე თანხაზე. თანხის ოდენობა ისეთია, რომ მისი ზეპირად ხელიდან ხელში გადაცემა ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა გამოსარიცხიც არაა. თუ რომელი ვარაუდია სწორი, ამის გასაღები თვითონ მხარეებმა უნდა მოგვცეს. განსაკუთრებით კი იმ მხარემ, ვისაც თანხის სესხად გაცემის დამტკიცების ვალდებულება აქვს. ასეთი მხარე მოსარჩელეა, მაგრამ მას არ აქვს თანხის სესხად გადაცემის მტკიცებულება.თეორიულ შესაძლებლობებზე და ვარაუდებზე კი სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ააგებს. აუცილებელია მოსარჩელემ, სესხად თანხის გადაცემის დასადატურებლად, წარმოადგინოს მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება. სწორედ ამას მოითხოვს ფაქტების შეჯიბრებითობის გზით მტკიცების პრინციპი. საქმეები განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპით, რის გამოც მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დგინდებოდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. თუ ასეთი რამ ვერ დადგინდა, მაშინ უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს მტკიცების ტვირთის სათანადო ზიდვა. მათ ვერ დაამტკიცეს იმ ფაქტების არსებობა, რაც მიუთითეს. ამის ერთერთი მიზეზია სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისას რისკების დაუზღვევლობა. მხარეები ვალდებულნი იყვენ გარიგების დადების შემდეგ, თანხის გადაცემა გაემყარებინათ კონკრეტული მტკიცებულებებით. ასეთი მოქმედება გამომდინარეობს მტკიცების პრობლემის დაძლევის პრინციპიდან. წინდახედულობაც მოითხოვს, რომ თანხის გადაცემა მოწესრიგდეს დოკუმენტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტის წარმოების დაუცველობა მას აყენებს მტკიცების პრობლემის წინაშე. ანუ თავად ქმნის სარისკო გარემოებას: - ამხანაგობას 112 000 აშშ დოლარს ისე აძლევს სესხად, რომ არ ქმნის შესაბამის მტკიცებულებას. ასეთ სიტუაციაში რისკებზე პასუხისმგებელია ის, ვინც თავი ჩაიგდო საფრთხეში და გასწია მტკიცების რისკი. წინამდებარე შემთხვევაში კი ასეთი სუბიექტია მოსარჩელე. თუ მან 112 000 აშშ დოლარი სესხად გასცა, მაშინ მას ამის მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეთ. ასეთი მტკიცებულება მას არ აქვს. აქვს მხოლოდ ზეპირი განმარტება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ სესხი მხოლოდ ზეპირი განმატებით არ დამტკიცდეს. ამისათვის უფრო მყარი მტკიცებულებაა საჭირო. შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ამხანაგობის წევრებს ასესხა 112 000 აშშ დოლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებმა კორპუსის მშენებლობისათვის მისგან მიიღეს სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნეს უკან. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს მოპასუხეებმა სესხად მიიღეს თუ არა თანხა და რა გადაიხადეს, ან რა თანხა აქვთ გადასახდელი. თუ მათ სესხი მიიღეს და შემდეგში შეთანხმებული პირობებით მოსარჩელეს არ დაუბრუნეს, მაშინ მათი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის დაკისრება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. სარჩელში აღწერილი ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმა არეგულირებს სესხის გაცემის წესს, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ი-–-- ჩ---–--ე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ამხანაგობას სესხად გადასცემდა 112 000 აშშ დოლარს. სესხად მიღებული თანხა ამხანაგობის წევრებმა ი-–-- ჩ---–--ეს უნდა დაუბრუნონ ფართების რეალიზაციის შემდეგ.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და გაარიგების გაფორმება, არ წარმოშობს სასესხო ურთიერთობას, რადგანაც ხელშეკრულების გაფორმება არ გულისხმობს სესხად თანხის გადაცემას. ესაა მხოლოდ სესხის არსებით საკითხებზე შეთანხმება, რასაც უნდა მოჰყვეს გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სესახდ თანხის გადაცემა. გამსესხებელი მხოლოდ თანხის გადაცემის შემდეგ შეიძინს მოთხოვნის უფლებას. კერძოდ დამსესხებლისაგან მოითხოვოს დააბრუნოს სესხად მიღებული თანხა (სანაცვლო ვალდებულების შესრულება). სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის გარიგებაა, როდესაც სესხის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - სესხის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ მსესხებელი მოვალეა ნაკისრი ვალდებულება შეესრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ ი-–-- ჩ---–--ემ ამხანაგობა ,,თ----------------“-ის თავმჯდომარეს - მ------- ზ----ეს, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის სესხად გადასცა 112 000 აშშ დოლარი. შესაბამისად მოსარჩელეს არ აქვს საქ სკ-ის 623-ე მუხლით განსაზღვრუული უფლება - მოითხოვოს თანხის დაკისრება. თავის მხრივ მოპასუხეებს არ აქვთ საქ. სკ-ის 361-ე და 623-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება მოსარჩელეებს დაუბრუნონ თანხა. ასეთი ვალდებულება მათ არ გააჩნიათ იმის გამო, რომ არ დადგინდა სესხად თანხის მიღების ფაქტი. სასესხო ურთიერთობაში სესხის თანხის გაცემის გარეშე, მისი დაბრუნების ვალდებულება არარსებობს. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 19 მაისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ------ ა-–-----ეს აეკრძალა ქ. ქობულეთი თ-----------------------------ში ბ. 8-ში (ს/კ. 2-.4-.0-.3--.0-.0--) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება. გარდა ამისა მ---- კ-------ეს აეკრძალა ქ. ქობულეთი თ-----------------------------ში შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება:
- პირველი სართული, ბინა №1, საერთო სარგებლობის ფართი 92 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--)
- პირველი სართული, ბინა №2, საერთო სარგებლობის ფართი 53.48 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--)
- მეორე სართული, ბინა №6, საერთო სარგებლობის ფართი 81.87 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--)
- მეორე სართული, ბინა №7, საერთო სარგებლობის ფართი 94.92 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0---
- მესამე სართული, ბინა №11, საერთო სარგებლობის ფართი 81.87 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--)
- მესამე სართული, ბინა №12, საერთო სარგებლობის ფართი 94.92 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--)
- მეოთხე სართული, ბინა №16, საერთო სარგებლობის ფართი 81.87 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--)
- მეოთხე სართული, ბინა №17, საერთო სარგებლობის ფართი 94.92 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--)
- სარდაფი, საერთო სარგებლობის ფართი 121.10 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.---)
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და ქონებები უნდა გათავისუფლდეს გასხვისების აკრძალვისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. მ-----–- ჩ---–--ის, მ-----ა კ--------ის, მ------ ჩ---–--ე-ბ-–---ძის და დ----- ჩ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და მ------ ა-–-----ე და მ---- კ-------ე გათავისუფლდნენ ქ. ქობულეთში, თ-----------------------------ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვისაგან:
- მეორე სართული, ბინა №8, საერთო სარგებლობის ფართი 52.49 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3--.0-.0--);
- პირველი სართული, ბინა №1, საერთო სარგებლობის ფართი 92 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--);
- პირველი სართული, ბინა №2, საერთო სარგებლობის ფართი 53.48 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--);
- მეორე სართული, ბინა №6, საერთო სარგებლობის ფართი 81.87 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--);
- მეორე სართული, ბინა №7, საერთო სარგებლობის ფართი 94.92 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0---;
- მესამე სართული, ბინა №11, საერთო სარგებლობის ფართი 81.87 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--);
- მესამე სართული, ბინა №12, საერთო სარგებლობის ფართი 94.92 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--);
- მეოთხე სართული, ბინა №16, საერთო სარგებლობის ფართი 81.87 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--);
- მეოთხე სართული, ბინა №17, საერთო სარგებლობის ფართი 94.92 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.0--);
- სარდაფი, საერთო სარგებლობის ფართი 121.10 კვ.მ. (ს/კ. 2-.4-.0-.3----.---).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე