განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1--------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ა----–----–---–ის,ბრალდებულ ნ-------------–---–ის,ადვოკატ ა---------–---------ავას
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--------------–--------–--------–---–-- (პ/№5----------) - დაბადებულის 1--- წლის 14------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გ-------------------------------–- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ნ-------------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში , ქ------–--–--------------------------------ში,ნ-------------–---–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ფარულად დაეუფლა ი----------–---–ის კუთვნილ სამკაულებსა და აქსესუარებს, კერძოდ: 430 ლარად ღირებულ ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედს, 800 ლარად ღირებულ ქალის “Longines”-ის ფირმის მაჯის საათს, 730 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, 740 ლარად ღირებულ ოქროს წყვილ საყურეს არაძვირფასი და ბრილიანტის თვლებით, 305 ლარად ღირებულ ოქროს წყვილ საყურეს, 510 ლარად ღირებულ ოქროს წყვილ საყურეს არაძვირფასი თვლებით და თითო ბრილიანტით, 130 ლარად ღირებულ ოქროს გულსაბნევს, 5500 ლარად ღირებულ “Longines”-ის ფირმის მაჯის საათს, 400 ლარად ღირებულ „არმანის“ ფირმის წყვილ საყურეს და 400 ლარად ღირებულ „არმანის“ ფირმის ბეჭედს, აღნიშნული ქმედების შედეგად, ი----------–---–ს მიადგა 9 945 (ცხრაათას ცხრაას ორმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ი----------–---–ის, ი-–-------–-–---–ის, ზ-----------–--ას, ვ--–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები; მოწმის სახით ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ლომბარდიდან ხელშეკრულებებისა და სამკაულების ამოღების ოქმი, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებული ხელშეკრულებები და ნივთიერი მტკიცებულებები; ნ-------------–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები; ი----------–---–ის მიერ ნივთების ამოცნობის ოქმები; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) ერთობლიობა ნ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია. ბრალდებული არის 3 შვილის მარტოხელა დედა, ამასთან ის ხასიათდება დადებითად და ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან სიაში. გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ ამოღებული ნითების ნაწილი დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელს, რითაც ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
გაუქმდეს ნ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი ნ-------------–---–ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ზარდახშა, დალუქული FCD1313430 ლუქით, ერთი ცალი გულსაბნევი, დალუქული ცალკე პაკეტად; ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი ბურთულებით, დალუქული ცალკე პაკეტად; შავი ფერის წყვილი საყურე, დალუქული ცალკე პაკეტად; ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი სამკუთხედი ფორმის ოქროსფერი ფირფიტით და მასზე არსებული თვლებით, დალუქული ცალკე პაკეტად; წყვილი საყურე ცისფერი მომრგვალო ქვით, დალუქული ცალკე პაკეტად; “LONGINES”-ს ფირმის მაჯის საათი დალუქული ცალკე პაკეტად; ერთი წყვილი საყურე შავი ფერის თვლებით,დალუქული ცალკე პაკეტად რომლებიც ინახე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, ბინის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი