განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
080100118002429850
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/383-18წ.

გამოძიების ნომერი N0020-1217001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ--------------ე

მამის სახელი: შ--–--

პირადი ნომერი: N6----------

დაბადების თარიღი: 2-.01.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: უმაღლესი

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქუთაისი, ზ---------ს ქ. #5

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ბრალდებული - გ----------------ე

მამის სახელი: კ-------------

პირადი ნომერი: N6----------

დაბადების თარიღი: 01.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: უმაღლესი

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქუთაისი, ზ---------ს ქ. #5

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ბრალდებული - კ------------- კ-------ე

მამის სახელი: გ-------

პირადი ნომერი: N6----------

დაბადების თარიღი: 2-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: უმაღლესი

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქუთაისი, ზ---------ს ქ. #5

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 29 ივლისს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ზ---------ს ქ. #5-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--------------ე დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, დასახიჩრებით დაემუქრა თავის რძალს, თ----- კ-------ე, დანით ხელში გამოედევნა სახლიდან და ესროლა მას აღნიშნული დანა. მ--------------ის ქმედების შედეგად თ----- კ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. 2017 წლის 29 ივლისს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ზ---------ს ქ. #5-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ----------------ემ ფიზიკურად იძალადა თავის რძალზე, თ----- კ-------ეზე. კერძოდ, ამ უკანასკნელს კისერში ხელი მოუჭირა, ძალის გამოყენებით დაატოვებინა ეზო და გაიყვანა ქუჩაში, სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ქმედებით თ----- კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2017 წლის 29 ივლისს, შუადღის საათებში, კ------------- კ-------ემ უკანონოდ შეინახა ა-–---------------------–---–ის მიერ მოწოდებული თ----- კ-------ის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც იმავე დღეს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ზ---------ს ქ. #5-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, აჩვენა ნ------------ეს, ნ--–--------ეს, ე-------------ესა და იქ შეკრებილ მეზობლებს, რითაც თ----- კ-------ეს მიადგა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები საქმის სასამართლო განხილვის დროს შეთანხმდნენ და სადავოდ არ გაუხდიათ წინასასამართლო სხდომაზე სადაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულების მ--------------ის, გ----------------ის და კ------------- კ-------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა საქმის სასამართლო განხილვის დროს არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1. ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალიწინებული შედეგი.

 

3. პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულების მ--------------ის, გ----------------ის და კ------------- კ-------ის მიერ, მათ მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: მოწმეების: თ----- კ-------ის, ნ-----–---–--ის, ნ------------ის, ნ--–--------ის, ე-------------ის, კ------------- კ-------ის გამოკითხვის ოქმები, თ----- კ-------ისგან ამოღებული ვიდეო და ფოტო მასალის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებულ ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

მ--------------ის მიმართ წარდგენილ კვალიფიკაციას, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს. მუქარის დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და შედეგს შორის და სურს ამ შედეგის მიღწევა, რა დროსაც აუცილებელია იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქმეში მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა ბრალდებულის მხრიდან ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

 

ასევე, გ----------------ის მიმართ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ კვალიფიკაციას - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალიწინებული შედეგი - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას.

 

ამ დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტი უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაა. ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის. მართალია, ამ შემთხვევაში ძალადობა და ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევდა, მაგრამ იგი მაინც ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულებია, რომელიც ხშირად კვალს ტოვებს ადამიანის სხეულზე, ზოგჯერ კი არანაირი კვალი არ აღენიშნება, თუმცა მეტ-ნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას.

 

რაც შეეხება კ------------- კ-------ის მიმართ, სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ კვალიფიკაციას - პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში ჩაწერილია, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა ვლინდება პირადი ან ოჯახური საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებაში, შენახვასა და გამოყენებაში, გავრცელებაში ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფაში პირის თანხმობის გარეშე, ვისაც იგი ეხება. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია არა ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მოქმედების ჩადენის მომენტიდან, არამედ მაშინ თუ მან გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. ასეთი შედეგი შესაძლოა გამოიწვიოს ამგვარი ინფორმაციის გამოყენებამ თუკი მან შელახა პირის რეპუტაცია საზოგადოებაში, გამოიწვია მისი ოჯახის დანგრევა, დაზარალებულის ფსიქიკური ტრავმა და სხვ. ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კ------------- კ-------ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, კერძოდ, დაზარალებულის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერის საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მეზობლებისათვის ჩვენებით, დაზარალებულ თ----- კ-------ეს მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი, რის გამოც, მის მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდებისათვის დამახასიათებელ ყველა აუცილებელ ნიშანს.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულების მ--------------ის, გ----------------ის და კ------------- კ-------ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:

ბრალდებულ მ--------------ის, გ----------------ის და კ------------- კ-------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

დამამძიმებელი გარემოება საქმეზე არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს, მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

მ--------------ე, გ----------------ე და კ------------- კ-------ე აღიარებენ და ინანიებენ მომხდარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე, სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულების მ--------------ის, გ----------------ის და კ------------- კ-------ის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მათი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, ბრალდებულთა პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ მათივე განმარტებით შეურიგდნენ დაზარალებულს, რომელიც თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ ბრალდებულების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მათ მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ამავე დროს, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს, მის ძალადობრივ ხასიათს და ამის მიუხედავად, მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულ მ--------------ის, გ----------------ის და კ------------- კ-------ის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შედეგად, შესაძლოა ბრალდებულებმა მ--------------ემ და კ------------- კ-------ემ გააცნობიერონ მათ მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგნენ გამოწორების გზას, თუ მათ მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს ჯარიმას. რადგან, ჯარიმა, თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულების მ--------------ის და კ------------- კ-------ის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.

 

რაც შეეხება ბრალდებულ გ----------------ეს, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნებას, მის გულწრფელ მონანიებას და მიიჩნევს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მისი წარსული არ ყოფილა შებღალული რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით, შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, რადგან, იგი თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან, მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით გამოისყიდოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ასევე, ის გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და გ----------------ის რესოციალიზაციისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-2-0-ე, 292-ე 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული, მ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ბრალდებული, გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

ბრალდებული, კ------------- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ მ--------------ის, გ----------------ის და კ------------- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2- აპრილის #12-39 განჩინებით დაყადაღებულ გ----------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ქუთაისი, ზ---------ს ქ. #5 (ყოფილი #3), (საკადასტრო კოდი #0-.0-.2-.2--) გირაოთი განსაზღვრული 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

5. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის და სააღსრულებო ბიუროებს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე