განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
340100119002936387
დავის ტიპი
126 2 გ
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119002936387

N1/ 46-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

03.06.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ზუ----- გე-–-–--ლის

ადვოკატ-გე-–- ნუ----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული:ზუ----- გე-–-–--ლი;

მამის სახელი:გი---

დაბადებული: 28.01.1----–--–-;

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონის სოფელი მ----–------;

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი მ----–------;:

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111-120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

1. კვალიფიკაცია: ზუ----- გე-–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის რაიონის სოფელ მს---–-----–- მცხოვრები ზუ----- გე-–-–--ლი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მშობლებს ქე------ გე-–-–--ლს და გი-- გე-–-–--ლს, რომელთაც აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მათ პატივსა და ღირსებას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელთა ტანჯვას.

 

2. კვალიფიკაცია: ზუ----- გე-–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 18 თებერვალს დაახლოებით 08:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მს---–-----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ზუ----- გე-–-–--ლმა თავის არეში სამჯერ დაარტყა ხის ნივთი დედას ქე------ გე-–-–--ლს, რის შედეგადაც ქე------ გე-–-–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ზუ----- გე-–-–--ლი 2019 წლის 19 თებერვალს 14:40 საათზე დააკავეს, ხოლო 2019 წლის 20 თებერვალს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი, რომელიც დაზუსტდა 2019 წლის 08 აპრილს და საბოლოოდ წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111-120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. ლაგოდეხის რაიონის სოფელ მს---–-----–- მცხოვრები ზუ----- გე-–-–--ლი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მშობლებს ქე------ გე-–-–--ლს და გი-- გე-–-–--ლს, რომელთაც აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მათ პატივსა და ღირსებას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელთა ტანჯვას.

 

2. 2019 წლის 18 თებერვალს დაახლოებით 08:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მს---–-----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ზუ----- გე-–-–--ლმა თავის არეში სამჯერ დაარტყა ხის ნივთი დედას ქე------ გე-–-–--ლს, რის შედეგადაც ქე------ გე-–-–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ცი--–- გე-–-–--ლის და ნათე-–- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულების ქე------ გე-–-–--ლის და გი-- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ზუ---- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ----- გე-–-–--ლი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დედას- ქე------ გე-–-–--ლს და მამას გი-- გე-–-–--ლს, მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ზუ----- გე-–-–--ლის მხრიდან ქე------ გე-–-–--ლის და გი-- გე-–-–--ლის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ლახავდა მათ პატივსა და ღირსებას, რაც იწვევდა დაზარალებულების ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით მოწმეების ცი--–- გე-–-–--ლის და ნათე-–- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულების ქე------ გე-–-–--ლის და გი-- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ზუ----- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ----- გე-–-–--ლი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ქე------ გე-–-–--ლს და მამას- გი-- გე-–-–--ლს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ტანჯვა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ. დადსტურებულია, რომ დაზარალებულები ქე------ გე-–-–--ლი და გი-- გე-–-–--ლი არიან ზუ----- გე-–-–--ლის მშობლები, მისი ოჯახის წევრები.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით მოწმეების ცი--–- გე-–-–--ლის და ნათე-–- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულების ქე------ გე-–-–--ლის და გი-- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ზუ----- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ----- გე-–-–--ლმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. კერძოდ: ზუ----- გე-–-–--ლმა თავის არეში სამჯერ დაარტყა ხის ნივთი დედას ქე------ გე-–-–--ლს, რის შედეგადაც ქე------ გე-–-–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ----- გე-–-–--ლმა ოჯახის ორი წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ზუ----- გე-–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ და ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუ----- გე-–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ზუ----- გე-–-–--ლს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით, ზუ----- გე-–-–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 2000(ორი ათასი) ლარით და ზუ----- გე-–-–--ლი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზუ----- გე-–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. ზუ----- გე-–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ზუ----- გე-–-–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4. ზუ----- გე-–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. ზუ----- გე-–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში, მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 19 თებერვლის 14:40 საათიდან 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება ,,დივნის სახელური“, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე