გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210018002402252
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/11183-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი“

წარმომადგენელი - გ---–--–--------ე

მოპასუხე - მ----- ჩ-------ე

წარმომადგენელი - ს--–--------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. მ----- ჩ-------ეს შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–---------–------–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 6 732.50 ლარის გადახდა;

1.2. მ----- ჩ-------ეს შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–---------–------–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1 000 ლარის გადახდა;

1.3. მ----- ჩ-------ეს შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–---------–------–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის გამარტივებული წარმოების დაწყების მიზნით გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 25 მაისამდე შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–-----–------ში“ მკურნალობას გადიოდა პაციენტი ბ-------------ე. დღეის მდგომარეობით მასზე არსებული და გადაუხდელი სამედიცინო მომსახურების ღირებულება შეადგენს 6 887.50 ლარს. 2017 წლის 25 მაისის ხელწერილის საფუძველზე მ----- ჩ-------ემ იკისრა ვალდებულება პაციენტზე არსებული დავალიანება 6 887.50 ლარის ოდენობით დაეფარა ერთი თვის ვადაში, რაც დღეის მდგომარეობითაც არ არის გადახდილი. 25/05/2017 წლის ხელწერილის საფუძველზე დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განსაზღვრულია პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით, რასაც დაეთანხმა მხარე და მისი თანხმობა დაადასტურა ხელწერილზე ხელმოწერით. სამედიცინო დაწესებულებამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით 2018 წლის იანვრის თვეში თავდაპირველად მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს საქმის გამარტივებული წარმოების დაწყების მიზნით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რესპოდენტის მიერ მოხდა მოთხოვნაზე პროტესტის წარდგენა, რის გამოც დაწესებულაბას მიადგა ზიანი 100 ლარის ოდენობით და აღსრულების ეროვნული ბიუროს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე, შესაბამისად, სარჩელით ითხოვს დავალიანების გადახდას და ზიანის ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მხარემ განმარტა, რომ დამატებით გადახდილი აქვს სხვადასხვა ოდენობის თანხები. ასევე მკურნალობასთან დაკავშირებით გააჩნია პრეტენზიები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 25 მაისამდე შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–------–------ში“ სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტ ბ-------------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მ----- ჩ-------ემ (პაციენტის მეუღლე) 2017 წლის 07 ივლისის განცხადებით აღიარა შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–-----–------ში“ გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის დავალიანება 6 887.50 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის ვალდებულებაც იკისრა განცხადების შედგენიდან 1 თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2010 წლის 11 ნოემბრის განცხადება (ს.ფ.16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 11 იანვარს, შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–-----–------მა“ საქმის გამარტივებული წარმოების დაწყებით, დავალიანების დაფარვის მიზნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც მოპასუხემ კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში წარდგენილი პროტესტით უარყო დავალიანების არსებობა.

 

მ----- ჩ-------ის მიერ წარდგენილი პროტესტის საფუძველზე, 2018 წლის 26 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით საქმის გამარტივებული წარმოება დასრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 26 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება (ს.ფ.17);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ----- ჩ-------ის დავალიანება შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–------–------ი“-ს მიმართ შეადგენს 6 732.50 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებუ-ლებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკი-დებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრი-სით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

უდავოა, რომ შპს ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–------–------ში სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტ ბ-------------ეს, ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მ----- ჩ-------ემ 2017 წლის 25 მაისის განცხადებით აღიარა გაწეული სამედიცინო მომსახურების დავალიანება 6 887.50 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის ვალდებულებაც იკისრა განცხადების შედგენიდან 1 თვის ვადაში. დავალიანების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 იანვარს შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–-----–------მა“ საქმის გამარტივებული წარმოების დაწყებით, დავალიანების დაფარვის მიზნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც მოპასუხემ კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში წარდგენილი პროტესტით უარყო დავალიანების არსებობა. რის შედეგადაც, 2016 წლის 26 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით საქმის გამარტივებული წარმოება დასრულდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული სადავო გარემოება კერძოდ, თანხის გადახდის ფაქტი - წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შესაძლოა იქნეს მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეუსრულებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ''ა------------------------–-----ის ს----–----ს ე---------–---------–-----–------ის'' სარჩელი საფუძვლიანია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 26 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება (ს.ფ.17);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 629-ე, 341-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავას-კვნათ, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებათა რიცხვს, კერძოდ, ერთი მხარის ვალდებულებაა შეასრულოს სამუშაო, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია - გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 25 მაისამდე, შპს ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–------–------ში სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტ ბ-------------ეს.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მ----- ჩ-------ის (პაციენტის მეუღლე) მიერ, 2017 წლის 25 მაისის განცხადებით აღიარებული შპს ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–-----–------ში გაწეული სამედიცინო მომსახურების დავალიანება 6 887.50 ლარის ოდენობით. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 6 732.50 ლარამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 341-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით მოვალე არა მხოლოდ უნდა ადასტურებდეს ვალის არსებობას, არამედ უნდა კისრულობდეს ვალდებულებას მის შესრულების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2017 წლის 25 მაისის განცხადებით მოსარჩელემ აღიარა შპს ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–------–------ში გაწეული სამედიცინო მომსახურების დავალიანება 6 887.50 ლარის ოდენობით. ამასთან, აიღო ვალდებულება დავალიანება გადაეხადა 1 თვის განმავლობაში. მიუხედავად მისი ზეპირი განმარტებისა, არ წარმოუდგენია მტკიცებულება თანხის დამატებით გადახდის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული განცხადება მისი შიინარსის და სამარ-თლებრივი ბუნების გათვალისწინებით მიჩნეულ უნდა იქნეს ვალის აღიარების ხელშეკრულებად. სასამართლოს, ასევე, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვე-ვაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა. ამდენად, ვალის აღიარების ხელშეკრულება თავად წარმოადგენს მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველს. მოცემულიდან გამომდინარე, კი, უდავოა, რომ ვინაიდან სადავო გარიგება წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, ვალდებულების წარმოშობის განსაზღვრისათვის, მნიშვნელოვანია მხარის ნების გამოვლენა ვალის არსებობის აღიარების თაობაზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მ----- ჩ-------ის მიერ აღიარებულია შპს ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–--------–-----–------ში გაწეული სამედიცინო მომსახურების დავალიანება რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულე-ბისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებით პირგასამ-ტეხლო წერილობით არის შეთანხმებული, მხარის მიერ სამედიცინო საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრუ-ლების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდე-ბულების შესრულებამდე

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 100 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 239.63 ლარი და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–---------–------–------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მ----- ჩ-------ეს შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–---------–------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6 732.50 ლარის გადახდა;

1.2. მ----- ჩ-------ეს შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–---------–------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა;

1.3. მ----- ჩ-------ეს შპს ,,ა------------------–-----ის ს----–----ს ე---------–---------–------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 239.63 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე