განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ლ---- გ-------–--ის
ბრალდებულ _ ბ------ გ-----–-–---–ის
ადვოკატების - ლ-------------–---–ის და კ--ა კ--–-----–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
- ბ------ ი-–--- ძე გ-----–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-----–-ს რაიონის სოფელ ტ----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–----------------------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ გ-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ბ------ გ-----–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ------–--–--------------------------ში ბ------ გ-----–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - თ----- ზ-------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რა დროსაც თ----- ზ-------–---–მა განიცდა ფიზიკური ტკივილი. ბ------ გ-----–-–---–ის ქმედებით თ----- ზ-------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
ე.ი. ბ------ გ-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გარდა ამისა, 2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ------–--–--------------------------ში ბ------ გ-----–-–---–ი მოკვლით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - თ----- ზ-------–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბ------ გ-----–-–---–ის ქმედების შედეგად თ----- ზ-------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
ე.ი. ბ------ გ-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ბ------ გ-----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ------ გ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ბ------ გ-----–-–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობა ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, კერძოდ, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში აღწერს, რომ ბრალდებულმა არაერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ასევე ორჯერ ესროლა მობილური ტელეფონი, რასაც თან ახლდა მომეტებული აგრესიით გამოხატული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რითაც დაზარალებულს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი, რამდენადაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის აგრესიული ქცევის ფონზე. ყოველივე ამას ესწრებოდა მათი 13 წლის შვილი, რომლის დაჟინებული თხოვნა, რომ შეეწყვიტა ძალადობა, არ გახდა შემაკავებელი ბრალდებულისათვის და მისი თანდასწრებით განაგრძო ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის განხორციელება, რის გამოც არასრულწლოვანი შვილი გახდა მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის არაპირდაპირი მსხვერპლი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ძალადობრივი ქცევის შეჩერება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მესამე პირების ჩარევის შემდეგ. ამ შემთხვევაში მართალია, ბავშვი უშუალოდ არ გამხდარა ძალადობის ობიექტი, მაგრამ იგი გახდა ძალადობის მოწმე, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე. ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამდენად, ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო დაზარალებულის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ ამით დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვნის სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში მისი ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება („ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია“).
ამასთან, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა განხორციელებულია ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლის) მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნისას.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.
სასამართლო აფასებს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივს. როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დგინდება, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის გაღიზიანება და ძალადობრივი ქცევა გამოიწვია ყოფილი მეუღლის მიმართ ეჭვიანობამ. ეს იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებული და დაზარალებული არიან განქორწინებული და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. გამოკითხვის ოქმში დაზარალებული ასევე აღნიშნავს, რომ მათი განქორწინების საფუძველი გახდა სწორედ უსაფუძვლო ეჭვიანობით გამოწვეული კონფლიქტები და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღსანიშნავია, რომ დაშორების შემდეგ ბრალდებული სთხოვდა შერიგებას, უარის შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხეები არ არის აღმოფხვრილი და კვლავ არსებობს მისგან ძალადობის განმეორების რისკი, რაც აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით.
ყოველივე აღნიშნულის ფონზე კი, ერთის მხრივ ბრალდებულის აღიარება, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდდამხოლოდ შეღავათიანი სასჯელის მიღებას, რამდენადაც სასამართლოს ვერ არწმუნებს იმაში, რომ იგი რეალურად აცნობიერებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო მეორეს მხრივ, დაზარალებულის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია და თანახმაა გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, - ვერ მიიჩნევა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების წინაპირობად, ვინაიდან ბრალდებულის თავისუფლების პირობებში ყოფნა და ძალადობრივ გარემოში ცხოვრება მეტად საფრთხისშემცველი და უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს თავად მსხვერპლისა და არასრულწლოვანი ბავშვისათვის.
„ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად, ასეთ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების განგრძობადი ხასიათი. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ გამოვლენილი აგრესია არ იყო პირველი შემთხვევა და დაშორების მიუხედავად, იგი მუქარის მეშვეობით ცდილობდა შერიგებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან საბოლოოო სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, შინაპატიმრობის ანდა პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნების, განხორციელებული ძალადობის ხასიათისა და დანაშაულის რეციდივის რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ბ------ გ-----–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენება, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის საბოლოოდ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევასა და ბრალდებულის სათანადო ქცევას პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ გ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ბ------ გ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ------ გ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ბ------ გ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 თებერვლიდან.
5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალები, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი